imedi /  12 აგვისტო 2019, 21:11 / სანდო წყარო

სააგენტო უშგულში სვანური კოშკების რეაბილიტაციის გამო მოსახლეობის პროტესტს არ იზიარებს

სვანეთი, კოშკები

სვანეთი, კოშკები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში აქციის მონაწილეების პროტესტს, სარეაბილიტაციო ძეგლების მიმართ უყურადღებობასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება.

სააგენტო ამ თემაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: 

„სახელმწიფოს მიერ  სვანეთის არქიტექტურული ნაგებობების მოვლა-პატრონობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად დეკლარირებისა და არაერთი კომპლექსური სარეაბილიტაციო პროგრამის ამოქმედების პირობებში, ადგილობრივი მცხოვრებლების უკმაყოფილება ალოგიკურ ფორმას იღებს და ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება. 

მიუხედავად იმისა, რომ  სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის გეგმის   ფარგლებში, სააგენტომ განვლილ წლებში მესტიის რამდენიმე ათეულ სოფელში 80 - მდე სვანური კოშკი, ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობა აღადგინა,  მიმდინარე წლიდან სარეაბილიტაციო პროცესი გაცილებით ფართო მასშტაბს მიიღებს და წლის ბოლომდე ის სათემო სოფლების 10 საგვარეულო მაჩუბის, 8 კოშკის, 2 არქიტექტურული კომპლექსის  და  იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაციას მოიცავს. 

კულტურული მეკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარის და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად განახლდება. ნაგებობების დაზიანებული ფრაგმენტები დაიშლება და კირ-დუღაბით ხელახლა აღდგება.  მშრალი ქვის წყობის კრიტიკული ბზარები შეივსება და ფარული რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გამაგრდება. შეიცვლება გადახურვის ხის კონსტრუქციები და  ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარება.  გაძლიერდება მაჩუბებისა და ციხე-კოშკების კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საძირკვლები. აღდგება მაჩუბების და კოშკების სართულშუა ხის კონსტრუქციები“, - წერია სააგენტოს განცხადებაში. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წელსვე დაიწყება კომპლექსური პროგრამა, რაც უშგულის 2 უბნის - ჟვიბიანის და ჩვიბიანის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

„რესტავრაცია მოიცავს სოფლების კოშკებს, მაჩუბებსა და საცხოვრებელ სახლებს.  გაგრძელდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის პროგრამაც, რომელსაც სააგენტო ფონდ „ქართუსთან“ ერთად ახორციელებს.

ამავდროულად, გაგრძელდება სოფელ ჩვიბიანში 2018 წელს ჩარკვიანების ჩამოშლილი საგვარეულო კოშკის აღდგენის პროცესი, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. 2019 წელს გათვალისწინებული ფიზიკური სამუშაოები კოშკის 2 სართულის რესტავრაციას გულისხმობს. სარესტავრაციო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, მისი დარჩენილი არქიტექტურული წყობა 2020 წელს აღდგება. ანალოგიურად,  სააგენტო უზრუნველყოფს სოფელ მურყმელში 2 კვირის წინ ჩამოშლილი კოშკის გაწმენდა-რეაბილიტაციის სამუშაოებსაც.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, წელსვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2020 წლისთვის უზრუნველყოფს  სარეაბილიტაციო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების 33 კოშკთან და მაჩუბთან ერთად 2 ეკლესიის (უშგულის ლამარიას ეკლესიისა და წმ კვირიკეს სახელობის ეკლესია) რესტავრაციას ითვალისწინებს.  

არსებული მონაცემებით, სვანეთში იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ  რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც სვანურმა კოშკებმა თავისი თავდაცვითი ფუნქცია დაკარგეს, დაიწყო მათი ნელ-ნელა ნგრევა და რაოდენობრივი კლება. გასაბჭოების შემდეგ ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლამ, კოშკები და საცხოვრებელი სახლი-მაჩუბის ფუნქციები მნიშვნელოვნად დააკნინა და მათი იერსახეც მნიშვნელოვნად შეცვალა. ზემო სვანეთში რამდენიმე ასეული კოშკი აღირიცხება, რომელთა უმეტესობა აღდგენილია და დანგრევა არ ემუქრება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.   

უშგულში ადგილობრივმა მოსახლეობამ ისტორიული კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით 12 აგვისტოს საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვდა. 

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კოშკებისა და მაჩუბების 90 პროცენტი საგანგაშო მდგომარეობაშია. მათი თქმით, სოფელ ცაჟაშის რეაბილიტაციისთვის იხარჯება თანხები, თუმცა შესრულებული სამუშაო არის უხარისხო.

ბოლო ინციდენტი სვანეთში ივლისის ბოლოს მოხდა. უშგულის თემის სოფელ მურყმელში კოშკი ჩამოინგრა.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2026, 11:06

პოლიტიკა

ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს

ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს

16 აპრილი 2026, 11:03

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ილზე ბრანდს ქერისსთან შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აქვს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 10:58

რეგიონი

150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება.

16 აპრილი 2026, 10:57

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მარიამიძემ მოაწერეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 10:57

ტაბლოიდი

ჩინეთში კაცი 20 წლის განმავლობაში ნაწლავში თერმომეტრით ცხოვრობდა

კაცმა თქვა, რომ ის შემთხვევით დაახლოებით 20 წლის წინ გადაყლაპა. ბავშვობაში მას მშობლების რეაქციის შეეშინდა და ინციდენტის დამალვა გადაწყვიტა. დროთა განმავლობაში პაციენტს მომხდარი დაავიწყდა, ამიტომ გაოცდა, როცა გაიგო, რომ თერმომეტრი კვლავ მის ორგანიზმში იყო.

16 აპრილი 2026, 10:54

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 25 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 6 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

16 აპრილი 2026, 10:48

მსოფლიო

რუსეთმა გვიან ღამით კიევი, დნეპრი და ოდესა დაბომბა. არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით დრონებითან და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით კიევი, დნეპრი და ოდესა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

16 აპრილი 2026, 10:47

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე „ტვ პირველს“: ამას ეძახით ჟურნალისტიკას? დღეს, ხვალ, ზეგ, კიდევ ბევრი თვე რომ გააგრძელებს გელაძე და ჩიქოვანი მუშაობას პოსტზე, არ შეგრცხვებათ ამ ჭორაობის შემოქმედნი რომ ხართ?

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გეკა გელაძე თავდაცვის სამინისტროში გადაჰყავთ, ხოლო ირაკლი ჩიქოვანს დიპლომატიურ მისიაში გაგზავნიან.

16 აპრილი 2026, 10:44

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი: 2002 წელს დაბადებული ე.შ., 1970 წელს დაბადებული ო.ო. და 1987 წელს დაბადებული მ.ა. რუსთავსა და ფონიჭალაში სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 10:31

ტექნოლოგიები

ასტრონომებმა სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა შექმნეს

ასტრონომებმა ისტორიაში სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა შეადგინეს. ისინი 5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცას ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიული ინსტრუმენტის (DESI) მეშვეობით. მონაცემები მოიცავს 47 მილიონზე მეტ გალაქტიკასა და კვაზარს, რაც თითქმის 10-ჯერ აღემატება წინა რუკების მოცულობას, იუწყება New Scientist-ი.

16 აპრილი 2026, 10:23

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია⚽

ნახევარფინალში „პსჟ“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება (28 აპრილს და 6 მაისს), მეორე ფინალისტის ვინაობას კი „არსენალი“ და „ატლეტიკო“ გაარკვევენ (29 აპრილს და 5 მაისს).

16 აპრილი 2026, 10:22

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გამართულ გაეროს საერთაშორისო ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმში (2026 ECOSOC Youth Forum) მიიღო მონაწილეობა.

16 აპრილი 2026, 10:17

მსოფლიო

რუსეთმა 2024 წელს Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი აღიარა და დაზარალებულებს კომპენსაციას გდაუხდის

რუსეთის ფედერაციამ 2024 წელს ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი აღიარა და აპირებს, რომ დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს ფულადი კომპენსაციას გადაუხადოს, - ნათქვამია რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

16 აპრილი 2026, 10:12

ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

შეხვედრა გაიმართა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული Result-Based Lending (RBL) პროგრამის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, საპროექტო პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

16 აპრილი 2026, 10:11

ეკონომიკა

B2B Summit by Tarifa -ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მასშტაბური საერთაშორისო სამიტი B2B Summit by Tarifa გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

16 აპრილი 2026, 10:08

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში კიდევ ერთი კულტურული კერა გაჩნდება, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის

რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა.

16 აპრილი 2026, 10:08

ტაბლოიდი

ვარშავაში რობოტმა ქალაქში გამოსული გარეული ღორები გაყარა

ედვარდი ჩინური წარმოების რობოტია, რომელიც პოლონეთში ორმა ადგილობრივმა IT-სპეციალისტმა ჩამოიყვანა. მოწყობილობაში ჩააშენეს ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა, რაც მას დიალოგის წარმოების საშუალებას აძლევს. რობოტის მფლობელები ამბობენ, რომ მათი პროექტის მიზანია ხალხს ახალი ტექნოლოგიები გააცნონ და შეიმუშაონ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მომსახურების სფეროსთვის, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და სხვა დარგებისთვის.

16 აპრილი 2026, 09:57

რეგიონი

კასპის მუნიციპალიტეტში ფერმერებს საირიგაციო მომსახურების ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნეს

კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფი და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მოქმედი სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნო.

მაკა ბოჭორიშვილი

16 აპრილი 2026, 09:52

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი განვითარებული და კონკურენტუნარიანი, რომელიც შეძლებს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებთან ევროპულ სტრუქტურებში თანაარსებობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილი

16 აპრილი 2026, 09:50

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის განახლებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის" ეთერში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების განახლების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.