imedi /  13 ივნისი 2020, 12:42 / სანდო წყარო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ვარძიაში ჩატარდა და სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ, საზოგადოებას 2019 წელს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები წარუდგინა. ღონისძიებას ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, ადგილობრივი და სხვა რეგიონების ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ანთიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში აღნუსხულია კულტურული მემკვიდრეობის 20 000-მდე უძრავი ძეგლი, რომელთაგან სამი – „მცხეთის ისტორიული ძეგლები“ „გელათის მონასტერი“ და „ზემო სვანეთი“ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში კი „ქართული მრავალხმიანობის“, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისა და ქართული ჭიდაობის სახით საქართველოდან ოთხი ელემენტია წარმოდგენილი. განხორციელდა და კვლავაც გრძელდება გრანდიოზული პროექტები, როგორიცაა მუცო, სოფელი ჩაჟაში, ვარძია, უფლისციხე, ნოქალაქევის ნაქალაქარი, კუმურდოს, აწყურისა და გელათის კათედრალები, დადიანები კომპლექსი ზუგდიდში, სენაკის თეატრი, და ა. შ. სხვადასხვა ქალაქში გაცოცხლდა ურბანული ძეგლები, რომელთა რიცხვი 5 ასეულს აღემატება.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია ვარძიის კომპლექსის რეაბილიტაცია და ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაცია ხანძრის შემდეგ. ჭვარტლის ღრმა ფენებით დაფარული უნიკალური ფრესკების, მათ შორის, თამარის გამოსახულების გაწმენდის ხანგრძლივი, სკურპულოზური პროცესი წარმატებით დასრულდა. კედლის მხატვრობის აღდგენის პროცესში საერთაშორისო სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოვლის პროცესში სახელმწიფოს მთავარ პარტნიორს –ფონდ „ქართუს“, რომლის დაფინანსების წილი სახელმწიფოს დაფინანსების წილს აღემატება.

2019 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დააფინანსა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაცია-კონსერვაციისა და ინფრასრუქტურული მოწყობის 51 პროექტი, ხოლო ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით 75 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა, ჯამში 126 ძეგლი.

კლდის ძეგლების პროაქტიული დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით განხორციელდა ვარძიის კომპლექსის მონიტორინგისა და გამაგრების პროგრამა, ვანის ქვაბების კლდის მდგრადობისა და ჰიდრო-გეოლოგიური კვლევა, უფლისციხის კლოდოვანი მასივების მულტიდისციპლინარული და დავით გარეჯის კომპლექსის საბერეების მონასტრის ჰიდრო-გეოლოგიური კვლევა, მომზადდა საცხის სვეტის ლაზერ-სკანირებული ანაზომებისა და კლდოვანი სტრუქტურის შეფასების პროექტი.

აღსანიშნავია განხორციელებული პროექტების საერთაშორისო წარმატებებიც. მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობისა და „ევროპა ნოსტრას“ საზოგადოების რჩეულის ჯილდო დაიმსახურა. პროექტმა ევროპის მრავალმილიონიანი საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა მოიპოვა. ევროპის საბჭოს 21-ე საუკუნის ევროპის მემკვიდრეობის საუკეთესო გამოცდილების ოქროს კოლექციაში სააგენტოს 2 პროგრამა – კულტურული მემკვიდრეობის „ერთიანი საინფორმაციო ბაზა და პროგრამა „საბავშვო არქეოლოგია“ შევიდა.

2019 წელს დაიწყო ისრაელის წმინდა მიწასა და იორდანიაში ქართული რელიგიურ-საგანმანათლებლო კერების არქეოლოგიური კვლევები. ხოლო კვიპროსის რესპუბლიკაში გაგრძელდა წინა წლებში დაწყებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის პროცესები. ასევე, 2019 წელს ევროპის ქვეყნებში ნიკო ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრების წარმატებული გამოფენები გაიმართა.

2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება პროექტები: ნოქალაქევისა და ალევის კომპლექსები, გრემი, ლესია უკრაინკას მუზეუმი, ზემო თისელი, ენგურის ტურისტულ ზონა და სხვა. ასევე მიმდნარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება კულტურული მემკვიდრეობის 18 ობიექტზე. გრძელდება სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოსა და კომპანია „არემჯი გოლდს“ შორის შეთანხმებული 4 წლიანი პროგრამა (2018-2021), რომლის ფარგლებში ხორციელდება ფიტარეთისა და ალავერდის მონასტრების, ჭელიშის, ძველი შუამთის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს ეკლესიისა და ბოლნისის სიონის რეაბილიტაცია.

2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი მონაცემთა ბაზის საერთაშორისო პლატფორმაზე შეიქმნა სერვისები, რომლებიც დაინტერესებულ მოქალაქეებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციას ინტერაქციულ რეჟიმში აწვდიან. ასევე, ამოქმედდა უძრავი ძეგლების ვირტუალურ-შემეცნებითი ტურების პროექტი, რომელიც ახლო მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება და რამდენიმე ათეულ ძეგლს მოიცავს.

საბავშვო-საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით სასწავლო-შემეცნებითმა გაკვეთილებმა გეოგრაფიული არეალი გააფართოვა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული სათვისტომოებისა თუ მკვიდრი მოქალაქეების თვალსაწიერის გამდიდრების ეფექტურ საშუალებად იქცა.

UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შესაყვანად გაგზავნილია სანომინაციო ბარათი „ქართული სუფრის ტრადიცია“, რომლის განხილვა კონვენციის პირობებით 2020-2021 წლების ციკლში მოხდება.

ყველა სიახლე

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.

გვიდო კროზეტო მიხაილო ფედოროვი

28 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.

28 აგვისტო 2026, 21:13

კულტურა

ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.

28 აგვისტო 2026, 21:11

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.

28 აგვისტო 2026, 20:53

მსოფლიო

ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა

ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.

გორდონ ბრაუნი

28 აგვისტო 2026, 20:47

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია

უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

28 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.

28 აგვისტო 2026, 20:45

რეგიონი

მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

28 აგვისტო 2026, 20:35

საზოგადოება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.

28 აგვისტო 2026, 20:31

რეგიონი

ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

28 აგვისტო 2026, 20:29

მსოფლიო

Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 20:28

სამართალი

ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

28 აგვისტო 2026, 20:21

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.

28 აგვისტო 2026, 20:15

პოლიტიკა

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.

28 აგვისტო 2026, 20:07

საზოგადოება

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.

28 აგვისტო 2026, 20:05

მსოფლიო

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.

ნატალია კვაჭანტირაძე

28 აგვისტო 2026, 19:16

ეკონომიკა

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.

ჯონ რეტკლიფი

28 აგვისტო 2026, 19:15

მსოფლიო

Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი

თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შიშების გაქრობას ისახავდა მიზნად, როგორც ჩანს, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი“.

საპატრულოს ლენტი

28 აგვისტო 2026, 19:12

სამართალი

მოქალაქე, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი

აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს მისი დაკავებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.