imedi /  13 აგვისტო 2019, 16:17 / სანდო წყარო

სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მსახიობი პროექტიდან წასვლის გამო გააკრიტიკეს

„სექსი დიდ ქალაქში“

„სექსი დიდ ქალაქში“

მსახიობი კიმ კეტროლი, რომელმაც სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ სამანტა ჯონსის როლი შეასრულა, ფილმის მესამე ნაწილში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკეს. ამის შესახებ მან გამოცემა The Guardian-ს განუცხადა.

კეტროლის თქმით, მას ძალიან უყვარდა ეს პროექტი, თუმცა მეორე ფილმის შემდეგ მიხვდა, რომ გაგრძელება აღარ სურს.

„ვერ ვხვდები, რატომ არ ჩამანაცვლეს სხვა მსახიობით. ერთხელ ნათქვამი უარის შემდეგ პროექტში აღარ დავბრუნდები. მამისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რომ არ მსურს დროის ისეთ რამეზე ხარჯვა, რასაც სიამოვნება არ მოაქვს. მინდა ვირჩევდე, ვისთან გავატარებ დროს როგორც პირად, ასევე პროფესიონალურ დონეზე. ეს ჩემი ცხოვრებაა“, - ამბობს 62 წლის მსახიობი.

2018 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ჯონ ჯეიმს პრესტონი „სექსი დიდ ქალაქში 3“-ის დასაწყისშივე უნდა მომკვდარიყო, მთელი სიუჟეტი კი მისი მეუღლის, კერი ბრედშოუს გარშემო განვითარდებოდა. მაშინ მედია წერდა, რომ კიმ კეტროლის მხრიდან ფილმის მესამე ნაწილში მონაწილეობაზე უარის თქმა სწორედ ამას უკავშირდებოდა.

ყველა სიახლე

11 ივლისი 2020, 12:01

სპორტი

„ბარსელონას“ ლეგენდამ ლობო კარასკომ, ხერარდ პიკე საჯაროდ გააკრიტიკა და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა

„ბარსელონას“ ლეგენდამ ლობო კარასკომ, ხერარდ პიკე საჯაროდ გააკრიტიკა და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა, - ამის შესახებ ინფორმაციას Dario AS ავრცელებს. ლა ლიგის 35-ე ტურში „ესპანიოლთან“ სათამაშოდ პიკე „კამპ ნოუს“ სტადიონზე ველოსიპედით მივიდა, რაც კარასკოს თქმით ტრავმის მიღების ალბათობას ზრდის და ასეთი საქციელით 33 წლის ცენტრალური მცველი არამხოლოდ საკუთარ თავს აზარალებს, არამედ სეზონის გადამწყვეტ მომენტში გუნდსაც აღალატებს.

შემოსავლების სამსახური

11 ივლისი 2020, 11:55

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური: კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში განხორციელდა რამდენიმე სახის დაზუსტება. კერძოდ: დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომელიც მიიღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციებს. დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან), მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან.

ჰასკი გიურზა

11 ივლისი 2020, 11:54

საზოგადოება

2 წლის ლაქი, რომელმაც 5 წლის ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა, თავს კარგად გრძნობს. ფოტო+ვიდეო

გმირი ძაღლი, რომელმაც ხუთი წლის ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა, თავს კარგად გრძნობს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ძაღლმა ტაბახმელაში, ერთ-ერთ ეზოში, 2 წლის ლაქიმ საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი შენიშნა და ყეფა დაიწყო. არსებობდა საშიშროება, რომ ქვეწარმავალს ბავშვი დაეკბინა, თუმცა მისი გადარჩენა ძაღლმა შეძლო.

11 ივლისი 2020, 11:50

ეკონომიკა

სახელმწიფოს მხარდაჭერით წნორში კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა. საწარმოში თვეში 80 ტონამდე შინაური ცხოველების და თევზების საკვების წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის „ტაოფუდი“ სახელით ხდება.

პრინცესა დიანა

11 ივლისი 2020, 11:38

ტაბლოიდი

მედია: პრინცესა დიანამ ორსულობის დროს თავის მოკვლა სცადა

პრინცესა დიანამ თავის მოკვლა სცადა, როდესაც პრინც უილიამზე იყო ორსულად, თუმცა დროული ჩარევის შედეგად ტრაგედიის თავიდან აცილება მოხერხდა. ამის შესახებ ავსტრალიური გამოცემა New Idea წერს. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ დიანას საიდუმლო დღიურშია ნათქვამი, რომელიც New Idea-ს რედაქციამ მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, დღიურში ჩანაწერების გაკეთება პრინცესა დიანას ფსიქოთერაპევტმა დეპრესიის დასაძლევად ურჩია, ვინაიდან დიანას ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე.

11 ივლისი 2020, 11:33

მსოფლიო

ავსტრალიელი მოზარდი ზვიგენის თავდასხმას ემსხვერპლა

ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ვულის სანაპიროზე მოხდა. მოზარდს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

კორონავირუსი სომხეთი

11 ივლისი 2020, 11:29

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 489 შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში ვირუსი უკვე 31 392 ადამიანს დაუდასტურდა, 559 ინფიცირებული გარდაიცვალა.

11 ივლისი 2020, 11:27

მსოფლიო

სომხეთში მეხის დაცემის შედეგად 77 წლის კაცი გარდაიცვალა

სომხეთში მეხის დაცემის შედეგად 77 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევა შირაქის ოლქის სოფელ ბენიამინში მოხდა.

დონალდ ტრამპი

11 ივლისი 2020, 11:25

მსოფლიო

ტრამპი ნატოდან აშშ-ის გაყვანას არ აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვებას არ აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Buisness World ავრცელებს. განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა გააკეთა. მისივე თქმით, აშშ-ი ნატოში დარჩება, თუმცა ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა აღებული ვალდებულება უნდა შეასრულონ და თავდაცვის ხარჯები გაზარდონ. დონალდ ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თავდაცვის ხარჯები საჭირო ნიშნულამდე მხოლოდ ნატოს წევრმა 8 სახელმწიფომ გაზარდა. განსაკუთრებული კრიტიკით თეთრი სახლის ლიდერი გერმანიის მიმართ გამოირჩევა.

11 ივლისი 2020, 11:25

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 23 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ

„გვყას 23 პაციენტი. გუშინ ჩვენთან ახალი პაციენტი არ შემოსულა და არც გამოჯანმრთელებულა. პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი უკრაინა

11 ივლისი 2020, 11:10

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 27 პაციენტი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 372-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 25 661 პაციენტი.

ნინო ნიჟარაძე

11 ივლისი 2020, 11:09

COVID19

აჭარაში კორონავირუსით ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაინფიცირდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა. ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია, მათ შორის ორი არასრუწლოვანია. სავარაუდოდ, ისინი დაინფიცირდნენ ტრაილერის მძღოლისგან, წითელი ხიდის გადმოკვეთის შემდეგ იმყოფებოდა ბათუმში, თავის სახლში, შემდეგ კი თურქეთში გადავიდა. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ მას სარფის საზღვარზე კორონავირუსი დაუდასტურდა.

11 ივლისი 2020, 11:08

COVID19

კოვიდინფიცრების 8 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, დანარჩენი 5 ერთი ოჯახის წევრია

8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, სამი საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული შემთხვევაა. სამივე იმპორტირებულია. დანარჩენი ხუთი გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბრუნო ფერნანდეში

11 ივლისი 2020, 11:07

სპორტი

ინგლისის პრემიერ ლიგის ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ბრუნო ფერნანდეში დასახელდა

ინგლისის პრემიერ ლიგის ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ბრუნო ფერნანდეში დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The42 ავრცელებს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელმა ლეგიონერმა გამოკითხვაში თანაგუნდელ ანტონი მარსიალს, „ნიუკასლელ“ ალან სენტ-მაქსიმენს, „საუთჰემპტონელ“ დენი ინგსსა და „ვულვზის“ მოთამაშეებს, კონორ კოუდისა და რაულ ხიმენესს აჯობა. გასულ თვეში ფერნანდეშმა ოთხი გოლი გაიტანა და „იუნაიტედის“ ბოლოდროინდელ წარმატებებში უდიდესი როლი ითამაშა. ბრუნო „მანჩესტერმა“ 2020 წლის იანვარში დაიმატა და 25 წლის ნახევარმცველი პრემიერ ლიგის თვის ფეხბურთელი უკვე მეორედ გახდა.

11 ივლისი 2020, 10:59

მსოფლიო

ხაბაროვსკში გუბერნატორის დაპატიმრებას აპროტესტებენ

ხაბაროვსკში გუბერნატორ სერგეი ფუგალის დაკავებას აპროტესტებენ. ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრთან შეკრებილმა მომიტინგეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს. ისმოდა პუტინის გადადგომის მოწოდებებიც. სერგეი ფუგალი 2 დღის წინ დააპატიმრეს.

11 ივლისი 2020, 10:58

მსოფლიო

ორეგონში კაცი, რომელიც მოპარულ მანქანას მართავდა, დაეჯახა ქალს, რომელიც სხვა მოპარული მანქანით გადააადგილდებოდა

ორეგონში პოლიციის დევნა მას შემდეგ დასრულდა, რაც კაცი მძღოლი, რომელიც მოპარულ მანქანას მართავდა შეეჯახა ქალ მძღოლს, რომელიც ასევე სხვა მოპარული მანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციის დევნის დროს მხარეებმა რამდენიმე კვარტალი გაიარეს, ხოლო შემდეგ კი დამნაშავე გზაჯვარედინზე სხვა მანქანას შეეჯახა და ყველაფერი ამით დასრულდა. პოლიციელების განმარტებით დამნაშავე კაცი პორტლენდიდანაა და მას ლი კუპერი ჰქვია. მას შემდეგ რაც კუპერი დააკავეს, პოლიციამ მალევე გააანალიზა, რომ მეორე მანქანა ასევე რამდენიმე კვირის წინ იყო მოპარული.

მეზღვაურები აფრიკა როტაცია

11 ივლისი 2020, 10:56

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის დახმარებით აფრიკაში 92 მეზღვაურის როტაცია განხორციელდა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაეხმარა საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1500-ზე მეტ მეზღვაურს, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით მეზღვაურები „საკვანძო პროფესიის“ წარმომადგენლებად გამოცხადდნენ, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით 100-მდე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეზღვაურის როტაციაც განხორციელდა.

11 ივლისი 2020, 10:54

COVID19

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიოს უმსხვილესი ავიაგადამზიდი ამდენ სამუშაო ადგილს ამცირებს. ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, Emirates-ს 60 ათასი თანამშრომელი ჰყავდა.

11 ივლისი 2020, 10:36

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით ერთ-ერთი საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. ბოლო 24 საათის განმავლიბაში ლაბორატორიაში 1139 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და დადებითი პასუხი ერთ შეთხვევაში მიიღეს.

კონსტანტინე მიქაუტაძე

11 ივლისი 2020, 10:32

სპორტი

კონსტანტინე მიქაუტაძემ „მონპელიე“ დატოვა

კონსტანტინე მიქაუტაძემ „მონპელიე“ დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Montpellier Herault Rugby ავრცელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეს კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს დაუსრულდა და როგორც ჩანს, მისი გახანგრძლივების თაობაზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან გუნდმა ის ახალი სეზონისთვის 39-კაციან განაცხადში არ შეიყვანა. მიქაუტაძე „მონპელიეში“ 2016 წელს „ტულონიდან“ გადავიდა და მას შემდეგ გამართულ 53 შეხვედრაში ერთი ლელო დადო.