imedi /  02 დეკემბერი 2019, 18:48 / სანდო წყარო

ნობელის ლიტერატურის კომიტეტი ორმა წევრმა დატოვა

ნობელის პრემია

ნობელის ლიტერატურის კომიტეტი ორმა წევრმა, მწერლებმა კრისტოფერ ლეანდერმა და გუნ-ბრიტ სუნდსტრომმა დატოვეს. მათი წასვლა დაადასტურა შვედურმა აკადემიამ, რომელიც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიას გასცემს.

ლეანდერმა კომიტეტის დატოვება იმით ახსნა, რომ მას "არც მოთმინება აქვს და არც დრო, რომ დაწყებული ცვლილებების შედეგებს დაელოდოს". "აკადემიასა და მე დროის განსხვავებული აღქმა გვაქვს. ერთი წელი ჩემ ცხოვრებაში ძალიან ხანგრძლივია, ხოლო აკადემიის სიცოცხლისთვის ძალიან ცოტაა", - ციტირებს მის სიტყვებს Svenska Dagbladet-ი.

სუნდსტრემმა კი წასვლის გადაწყვეტილება გამოცემა Dagens Nyheter-სთან რამდენიმე მიზეზით ახსნა. ერთ-ერთი მიზეზი ავსტრიელი მწერლისა და დრამატურგისთვის, პეტერ ჰანდკესთვის ნობელის პრემიის მინიჭებაა. 

ნობელის კომიტეტმა ლიტერატურის დარგში 2018 და 2019 წლის ლაურეატები წელს ერთდროულად გამოავლინა. გამარჯვებულები პოლონელი ოლგა ტოკარჩუკი და ავსტრიელი პეტერ ჰანდკე გახდნენ. პეტერ ჰანდკესთვის ნობელის პრემიის გადაცემა ბევრმა მწერლის პოლიტიკური შეხედულებების გამო გააკრიტიკა, რომელიც იუგოსლავიის ომში სერბეთისა და მისი ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის მოსაზრებებს ეთანხმება. 

2018 წელს ლიტერატურის დარგში ლაურეატი სკანდალის გამო არ დასახელდა. ამის მიზეზი სექსსკანდალი გახდა. ლაპარაკია შვედეთის კულტურული ცხოვრების ცენტრალურ ფიგურაზე, სტოკჰოლმის ლიტერატურული კლუბის არტ-დირექტორ ჟან-კლოდ არნოზე. 71 წლის ფოტოგრაფი და თეატრის რეჟისორი შვედეთის აკადემიის წევრის და პოეტის, კატარინა ფროსტენსონის ქმარია.

ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო 18-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში  დაადანაშუალა. ბრალდებები 1996-2017 წლებში მომხდარს ეხებოდა. ფოტოგრაფის წინააღმდეგ ბრალდებები პირდაპირ დაუკავშირდა შვედეთის აკადემიას, რადგან ზოგიერთი ინციდენტი ორგანიზაციის კუთვნილ შენობებში ხდებოდა.

გასული წლის ნოემბერში აკადემიამ განიხილა არნოს წინააღმდეგ ბრალდებები და აღმოჩნდა, რომ ის შეუფერებლად იქცეოდა ასევე აკადემიის წევრებთან, მათ ქალიშვილებთან, ცოლებთან და კანცელარიის თანამშრომლებთან. სექსუალური შევიწროების გარდა, არნოს  ნობელის პრემიის ლაურეატებზე მონაცემების გამხელაში წაუყენეს ბრალი.

ნობელის პრემიის ისტორიაში, ბოლო 75 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ლიტერატურის დარგში პრემია არ გაიცა. აკადემიის ისტორიაში იყო მხოლოდ ერთი წელი, როდესაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არავის მიუღია. 1935 წელს აკადემიამ ღირსეული კანდიდატი ვერ შეარჩია.

ყველა სიახლე

კატა

13 დეკემბერი 2019, 20:32

ტაბლოიდი

კატის გაქცევის გამო ბეირუთი-მილანის მიმართულებაზე ფრენა შეფერხდა

ბეირუთი-მილანის ავიამიმართულებაზე ფრენა 50 წუთით შეფერხდა. ამის მიზეზი კატის გაქცევა გახდა, რომელიც პატრონს თვითმფრინავში გადასასვლელ ხიდის უჯრედში დაიმალა. თითქმის ერთსაათიანი ძებნის შემდეგ „ძებნილი“ კატა პატრონს აეროპორტების თანამშრომლებმა დაუბრუნეს.

13 დეკემბერი 2019, 20:26

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

ექიმის მეუღლის თქმით, ამ კომისიაში უნდა შევიდეს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. გარდა ამისა, ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამასთან, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან ექიმის ოჯახი და ახლობლები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

საქართველოს პარლამენტი

13 დეკემბერი 2019, 20:21

საქართველო

პარლამენტის სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება. პარლამენტში 12 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მოსკოვი პოლიცია

13 დეკემბერი 2019, 20:05

მსოფლიო

მოსკოვში ტერაქტის მომზადებისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის რუსეთის 2 და ცენტრალური აზიის ქვეყნების 3 მოქალაქეა.პოლიციამ დაკავებულებს იარაღი და „ისლამური სახელმწიფოს“ ინსტრუქციები აღმოუჩინეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ელექტროენერგია

13 დეკემბერი 2019, 19:56

ეკონომიკა

ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა

ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა. წლიურ ჭრილში, საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ღირებულება 13.81 -დან 15.45 თეთრამდეა გაზრდილი. დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასი შემცირდა 11.248-დან 10.614 თეთრამდე.

თსუ

13 დეკემბერი 2019, 19:07

საქართველო

თსუ-ის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები ორმაგი ხარისხის დიპლომს აიღებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და საფრანგეთის ლუმიერ ლიონ 2 უნივერსიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას „ტურიზმი“, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სრული უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა.

ევროკავშირი

13 დეკემბერი 2019, 19:00

საქართველო

ევროკავშირი უზენაესის მოსამართლეებზე: ზოგიერთ კანდიდატს ფართო საზოგადოება არ ენდობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით ევროკავშირი აცხადებს, რომ შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე. ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მეზღვაური

13 დეკემბერი 2019, 18:50

საქართველო

ტოგოში მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაური თავისუფალია

თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან 4 მეზღვაური გაიტაცეს: საბერძნეთის ერთი, ფილიპინების ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე. ოთარ ვარდიძე ამჟამად ნიგერიაში, პორტ ჰარკურტის აეროპორტშია და აბუჯაში მიემართება, საიდანაც სამშობლოში გამოემგზავრება.

გიორგი გახარია

13 დეკემბერი 2019, 18:35

საქართველო

გონჩარუკი გახარიას: თქვენი ვიზიტი საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაღრმავების საფუძველია

უკრაინისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის საფუძველი, ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა ოლექსი გონჩარუკმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

ოლიმპიური კომიტეტი

13 დეკემბერი 2019, 18:34

სპორტი

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის წოდებზე ნომინანტები დასახელდა

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 18 დეკემბერს წლის საანგარიშო სესიის დასრულების შემდეგ დაასახელებს. პრიზზე წარდგენილი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი იქნება.

სალომე ზურაბიშვილი

13 დეკემბერი 2019, 18:26

საქართველო

პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას.კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება!

ირინა გაფრინდაშვილი

13 დეკემბერი 2019, 18:21

საქართველო

ირინა გაფრინდაშვილი: ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ „საზღვარს“

ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული- ამის შესახებ ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი Facebook-ზე წერს.

იურგენ კლოპი

13 დეკემბერი 2019, 18:03

სპორტი

იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

გერმანელი მწვრთნელი ინგლისურ კლუბში 2024 წლამდე ზაფხულამდე დარჩება. კლოპს ხელშეკრულება 2021 წლის სეზონის ბოლოს ეწურებოდა. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მერსისაიდელებმა შარშანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ინგლისის ჩემპიონატში კი საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.

13 დეკემბერი 2019, 18:00

თემა

ბოტულიზმს და ბოტოქსს შორის კავშირი მართლაც არსებობს? ესე იგი, ბოტოქსით ინტოქსიკაცია შესაძლებელია?

ფილმების ფესტივალი

13 დეკემბერი 2019, 17:56

კულტურა

თბილისი მიგრაციის ფილმების გლობალურ ფესტივალს მასპინძლობს

„მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ დღეს, 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება. პირველ საფესტივალო საღამოს წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ვახო ჯაჯანიძის ფილმი „გამოსვლა“, მადლი ლაანის ფილმი „აგვისტოს სამი დღე“ და ალის შინის ფილმი „ჰარუს ახალი წელი“.

იმპორტი-ექსპორტი

13 დეკემბერი 2019, 17:52

ეკონომიკა

საქსტატი: 11 თვეში ექსპორტი გაიზარდა და იმპორტი შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 504.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია.

გიორგი გახარია

13 დეკემბერი 2019, 17:51

საქართველო

გახარია: პოლიტიკურ პროცესში გაჩდნენ პოლიტიკური ხულიგნები

„სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ. ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და საპარლამენტო პროცესები, მათი ადგილი არის ქუჩაში და ვფიქრობ, დიდი ხანი მოუწევთ კარვებში ცხოვრება“, - განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

გიორგი გახარია

13 დეკემბერი 2019, 17:42

საქართველო

გახარია სუამ-ის სამიტის დროს რუსულ ენაზე გამოსვლაზე: ენას პროტოკოლი განსაზღვრავს

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სუამ-ის სამიტზე რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. პრემიერის თქმით, რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნა მიმღებ მხარეს ჰქონდა. მისივე თქმით, სუამ-ის საკომუნიკაციო ენას პროტოკოლი განსაზღვრავს. „საერთოდ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრას პროტოკოლი“.

ვაჟა გაფრინდაშვილი

13 დეკემბერი 2019, 17:42

ძალოვნები

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა

მანამდე ეს საკითხი უცხოელ პარტნიორებთან გამართული შეხვედრების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 6 დეკემბერს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არსებობს პოზიტიური ნიშნები, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებდნენ.

კევინ ჰარტი

13 დეკემბერი 2019, 17:37

კულტურა

წლის ყველაზე სკანდალური ადამიანები დასახელდნენ

მსახიობი და კომიკოსი კევინ ჰარტი სკანდალში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაეხვა. დეკემბერში ის ოსკარის დაჯილდოების 91-ე ცერემონიის წამყვანად დაასახელეს, თუმცა იმავე თვეს მან ამ ამპლუაზე უარი თქვა. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში მის ჰომობობიურ პოსტებზე კრიტიკა გახდა.