https://www.imedi.ge/ /  11 აპრილი 2018, 21:31 / სანდო წყარო

შვედეთის აკადემიას, რომელიც ნობელის პრემიას გასცემს, სკანდალის გამო წევრები ტოვებენ

შვედეთის აკადემია,
სტოკჰოლმი,
შვედეთი

შვედეთის აკადემია,
სტოკჰოლმი,
შვედეთი

უკვე რამდენიმე თვეა, რაც შვედეთის აკადემიაში, რომელიც ლიტერატურაში ყველაზე პრესტიჟულ, ნობელის პრემიის ლაურეატს ირჩევს, ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის ქმრის გამო, სკანდალია: თავდაპირველად, მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ნობელის პრემიის ლაურეატებზე მონაცემების გამხელაში. მრავალთვიანი გამოძიების შემდეგ აკადემიის რამდენიმე წევრმა ორგანიზაციის დატოვება გადაწყვიტა.

ლაპარაკია შვედეთის კულტურული ცხოვრების ცენტრალურ ფიგურაზე, სტოკჰოლმის ლიტერატურული კლუბის არტ-დირექტორ ჟან-კლოდ არნოზე. 71 წლის ფოტოგრაფი და თეატრის რეჟისორი შვედეთის აკადემიის წევრის და პოეტის, კატარინა ფროსტენსონის ქმარია.

2017 წლის ნოემბერში გაზეთმა Dagens Nyheter-მა დაწერა,  რომ შვედეთის აკადემიასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ადამიანს 18 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. გაზეთს არნოს ვინაობა არ გაუმხელია, თუმცა სხვა მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ სტატიაში ლაპარაკი სწორედ მასზე იყო.

ბრალდებები 1996-2017 წლებში მომხდარს ეხებოდა. ქალები აცხადებდნენ, რომ არნო მათ გენეტალიებით ეხებოდა და სექსის დროს აგრესიული იყო. ფოტოგრაფის წინააღმდეგ ბრალდებები პირდაპირ დაუკავშირდა შვედეთის აკადემიას, რადგან ზოგიერთი ინციდენტი ორგანიზაციის კუთვნილ შენობებში ხდებოდა. ნოემბერში აკადემიამ განიხილა არნოს წინააღმდეგ ბრალდებები და აღმოჩნდა, რომ ის შეუფერებლად იქცეოდა ასევე აკადემიის წევრებთან, მათ ქალიშვილებთან, ცოლებთან და კანცელარიის თანამშრომლებთან.

აკადემიამ არნოსთან ყველა კავშირი გაწყვიტა. სამართალდამცავმა ორგანოებმა კი გამოძიება დაიწყეს, თუმცა მარტში გარკვა, რომ ზოგიერთი ეპიზოდის შემოწმება შეწყდა, რადგან სიმართლის დადგენა შეუძლებელი იყო. თავის მხრივ არნომ ყველა ბრალდება უარყო.

დეკემბერში, Dagens Nyheter-ი იუწყებოდა, რომ ჟან-კლოდ არნომ რამდენჯერმე გაუმხილა უცხო ადამიანებს ნობელის ლაურეატების ვინაობა მათ ოფიციალურ დასახელებამდე. არსებობდა ვარაუდი, რომ ამით ის საკუთარი თავის წარმოჩენას ცდილობდა. აკადემიის ყოფილმა მუდმივმა მდივანმა პეტერ ენგლუნდმა განაცხადა, რომ მსგავსი ეჭვების შესახებ მან 2014 წელს შეიტყო და ამბის გარკვევას შეეცადა, რაზეც არნოს ცოლს, კატარინა ფროსტენსონს უკიდურესად აგრესიული რეაქცია ჰქონდა, რის შემდეგაც ენგლუნდმა საკითხის გარკვევა შეწყვიტა.

9 აპრილს Dagens Nyheter-მა ახალი გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ჟან-კლოდ არნომ (გაზეთი მის სახელს დღემდე არ წერს) უცხო ადამიანებს ნობელის 7 ლაურეატის ვინაობა გაუმხილა, მათ შორის არიან ჰაროლდ პინტერი (2005), ჟან-მარი გუსტავ ლეკლეზიო (2008), სველტლანა ალექსიევიჩი (2015) და ბობ დილანი (2016). ფოტოგრაფის ადვოკატი ამ ბრალდებებსაც უარყოფს.

2017 წლის ნოემბერში აკადემიის მუდმივმა მდივანმა სარა დანიუსმა ორგანიზაციის წევრებთან ჟან-კლოდ არნოს კავშირების და აკადემიაზე მისი შესაძლო გავლენის გამოსაძიებლად იურიდიული ფირმა დაიქირავა. ოფიციალურად შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, იურისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ არნოს და მისი ცოლის საკუთრებაში არსებული პრესტიჟული კლუბი Forum-ი ფინანსურ მხარდაჭერას იღებდა აკადემიიდან მიუხედავად საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებული ეჭვებისა. გარდა ამისა, კლუბის სპონსორობით, აკადემია ფაქტობრივად სპონსორობას უწევდა თავის წევრ კატარინა ფროსტენსონს, რაც ორგანიზაციის წესებით აკრძალულია. ფირმამ აკადემიას ურჩია კლუბ Forum-ისთვის პოლიციაში ეჩივლა, მარამ წევრებმა ხმათა უმრავლესობით ამ ნაბიჯზე უარი თქვეს.

6 აპრილს, შვედეთის აკადემიის სამმა წევრმა განაცხადა, რომ ორგანიზაციას ტოვებენ. ესენი არიან ყოფილი მუდმივი მდივანი პეტერ ენგლუნდი, მწერალი კლას ესტერგრენი და პოეტი ჩელ ესპმარკი. მათ გადაწყვეტილება იმით ახსენს, რომ აკადემიის სხვა წევრები მეგობრობას და „ბუნდოვან მოსაზრებებს“ არსებულ წესებზე მაღლა აყენებენ. გარდა იმისა, რომ ორგანიზაციამ პოლიციას არ მიმართა, კატარინა ფროსტენსონისთვის წევრობის უფლების ჩამორთმევას აკადემიის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც ორგანიზაციის შიდა კონფლიქტმა საჯარო სივრცეში გადაინაცვლა.   

შვედეთის აკადემია 18 მუდმივი წევრისაგან შედგება. რამდენჯერმე წევრებმა პროტესტის ნიშნად ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადეს. მათ შორის ყველაზე ხმაურიანი იყო აკადემიის სამი წევრის წასვლა 1989 წელს. მაშინ პროტესტის მიზეზი გახდა ის, რომ ორგანიზაციამ არ დაგმო სასიკვდილო განაჩენი, რომელიც ირანში მწერალ სალმან რუშდის გამოუტანეს რომანისთვის „სატანური ლექსები“. თუმცა, მათ წევრობა არ დაუკარგავთ, უბრალოდ ისინი სხვა წევრებით არ ჩაანაცვლეს. აკადემიიდან წევრები სულ ორჯერ გარიცხეს. ორივე შემთხვევაში ეს ორგანიზაციის პირველი მდივანი გუსტავ მორიც არმფელტი (1757-1814) იყო, რომელსაც სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებდნენ. აკადემიის დღევანდელი მდივნის სარა დანიუსის თქმით, ორგანიზაციის წესდებაში შეიძლება ცვლილებები შევიდეს, რომელიც წევრებს აკადემიის დატოვების საშუალებას მისცემს.

ახლა 18 წევრიდან აკადემიის მუშაობაში 13 მონაწილეობს. ახალი წვრების მისაღებად აუცილებელია 12-კაციანი კვორუმი, მაგრამ ნობელის პრემიის მინიჭებაზე კენჭისყრისთვის საკმარისია 8 ადამიანის ხმა და უბრალო უმრავლესობა.

ყველა სიახლე

16 ივლისი 2026, 01:09

სპორტი

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალურ შეხვედრაში „ალბისელესტემ“ ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ესმაილ ბაღაი

15 ივლისი 2026, 23:48

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს

ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს, - განუცხადა ოთხშაბათს ირანულ მედიას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ.

მიხაილ ფედოროვი

15 ივლისი 2026, 23:35

მსოფლიო

მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ ტოვებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს

მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ ტოვებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს და თავისი საქმიანობა შეაჯამა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 22:19

მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომის დასრულების შესახებ: მე ახლა მოლაპარაკება არ მსურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანელებთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2026, 22:18

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი წინაპრების მსგავსად, ჩვენი ვალია, დავიცვათ ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ის სიწმინდეები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება

ვლაქერნობის დღესასწაულს წელს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში აღვნიშნავთ. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული იდენტობა ქრისტიანულ საფუძველზეა აღმართული და სწორედ ამ საძირკველმა გააძლებინა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი განსაცდელები, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო/

ლევან მოსეშვილი

15 ივლისი 2026, 22:17

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის შემოსვლა უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან შანხაისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არასდროს გვქონია

ავიაკომპანია China Eastern Airlines თბილისსა და შანხაის შორის ფრენებს კვირაში სამი სიხშირით განახორციელებს, ეს ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენაა, რადგანაც აქამდე შანხაისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ გვქონია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში China Eastern Airlines-ის საინაუგურაციო ფრენის შესრულების შემდეგ. მისი თქმით, აღნიშნულ ფრენებსა და მგზავრთნაკადის ზრდას ხელი შეუწყო იმ ფაქტორმაც, რომ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2026, 22:15

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქართველო უფლის კვართისა და ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის მცველი ქვეყანაა. ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც ჩვენს ერს ერგო და ამავე დროს, ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოც პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, სიწმინდეების, ქრისტიანული რწმენის და სახელმწიფო მემკვიდრეობის ღირსეულად შენარჩუნება. მისი თქმით, წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში აღინიშნება.

დავით ქართველიშვილი

15 ივლისი 2026, 21:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდის იმ ქვეყნების განცხადებებთან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას „არალეგიტიმურად“ მოიხსენიებდნენ.

15 ივლისი 2026, 21:26

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა, მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან.

15 ივლისი 2026, 21:13

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 21:03

რეგიონი

ვლაქერნობა - მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები და პატრიარქ შიო მესამის სადღესასწაულო მსახურება ზუგდიდში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მრავალწლიანი ტრადიცია, რომელიც ილია მეორის სახელს უკავშირდება, გრძელდება.

ლევან მაჭავარიანი

15 ივლისი 2026, 20:59

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი მერცის განცხადებაზე: ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ არ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ

„ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ არ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ“, - წერს ლევან მაჭავარიანი.

15 ივლისი 2026, 20:55

ეკონომიკა

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა და ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.

15 ივლისი 2026, 20:46

საზოგადოება

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა - ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე ტენდერი დასრულდა და პროექტირება იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მიმავალი ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით ახალი ეტაპი, პროექტირება იწყება.

ნაიჯელ ფარაჯი

15 ივლისი 2026, 20:46

მსოფლიო

ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო

ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 20:44

სამართალი

აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.

15 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

სტიგმატიზება, ცინიზმი და შშმ პირების დაკნინების მცდელობა - უფლებადამცველები ოპოზიციის აქტივისტის შეურაცხმყოფელ განცხადებებს გმობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის აქტივისტი შშმ პირებს შეურაცხყოფს. მათთვის, ვინც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია და ყველა ადამიანი თანასწორი, მსგავსი გამოვლინება კატეგორიულად მიუღებელია. ისევე, როგორც საზოგადოების უმრავლესობისათვის.

მარიამ ქვრივიშვილი

15 ივლისი 2026, 20:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

15 ივლისი 2026, 20:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა - 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მმართველი გუნდის და ასევე ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა

დღეს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ბევრი წლის ერთობლივმა შრომამ ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

15 ივლისი 2026, 20:22

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ” მინისტერიალში.