imedi /  12 დეკემბერი 2019, 01:39 / სანდო წყარო

„მატრიცას“ გაგრძელება 2021 წლის მაისში გამოვა

კერი-ენ მოსი და 
კიანუ რივზი

კერი-ენ მოსი და
კიანუ რივზი

სტუდია Warner Bros.-მა ფილმ „მატრიცას“ მეოთხე ნაწილის პრემიერის თარიღი დაასახელა. ის 2021 წლის 21 მაისს არის დაგეგმილი, - წერს The Hollywood Reporter-ი.

2022 წლის 1 ივლისს Warner Bros.-მა ფილმის „Flash“ პრემიერა დაგეგმა. ის სუპერ გმირ ფლეშის შესახებაა DC Comics-ის სამყაროდან. მთავარ როლს ფილმში ეზრა მილერი შეასრულებს.

სტუდია Warner Bros.-მა 2019 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ფილმის „მატრიცა“ გადაღებებს განაგრძობს. ფილმში მონაწილეობენ კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი, რომლებიც პირველ სამ ფილმშიც არიან გადაღებულები. რეჟისორია - ლანა ვაჩოვსკი.

პირველი „მატრიცა“ 1999 წელს გამოვიდა, ხოლო ამ მომენტისთვის სერიის ბოლო ნაწილი „მატრიცა: რევოლუცია“, - 2003 წელს.

ყველა სიახლე

ვან გოგი

21 იანვარი 2020, 16:09

კულტურა

ექსპერტებმა ვან გოგის ავტოპორტრეტის ნამდვილობა საბოლოოდ დაადასტურეს

ხელოვნების ექსპერტებმა 1889 წელს შესრულებული ეს ნახატი დაადგინეს როგორც ერთადერთ ავტოპორტრეტად, რომელიც ვან გოგმა ფსიქოზის პერიოდში დახატა. მისი ავთენტურობა ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმა დაადასტურა. ვან გოგმა საკუთარი თავი 1889 წლის გვიან ზაფხულს, საფრანგეთში, სანტ-რემიში დახატა.

ინფარქტი

21 იანვარი 2020, 16:03

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ინფარქტის ახალი მიზეზი დაასახელეს

ინფარქტის გამომწვევი მიზეზი ულტრამცირე ნაწილაკების ზემოქმედებაა, რომელიც დაბინძურებულ ჰაერში ფიქსირდება - ასეთ დასკვნამდე აშშ-ის იელის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. ამის შესახებ გამოცემა MedicalXpress წერს. ულტრამცირე ნაწილაკების ზომა 100, ან უფრო ნაკლები ნანომეტრია. მათი წყარო, როგორც წესი, ავტომობილის გამონაბოლქვია.

დონალდ ტრამპი

21 იანვარი 2020, 15:34

მსოფლიო

ირანში ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესეს

„პროვინცია კერმანის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც ტრამპს მოკლავს“, - განაცხადა ჰამზემ. კერმანი გენერალ ყასემ სულეიმანის სამშობლოა, რომელიც ტრამპის ბრძანებით 3 იანვარს მოკლეს. ამერიკის პრეზიდენტმა სულეიმანის ტერორისტი უწოდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

21 იანვარი 2020, 15:08

სპორტი

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ტურნირზე 26-ე ნომრად განთესილმა 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში 22 წლის სამხრეთკორეელ კვონ სუნ ვუს ხუთ სეტში, 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3 მოუგო. შეხვედრა 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 20 ეისი შეასრულა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 18-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ესპანეთი შტორმი

21 იანვარი 2020, 15:08

მსოფლიო

ესპანეთში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის მთელ სანაპიროს შეეხო: უამინდობის გამო გადაკეტილია გზები, აგრეთვე დახურულია ვალენსიისა და განდიას პორტები. სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 5-7 მეტრს აღწევს. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მექსიკა მესაზღვრეები მიგრანტები

21 იანვარი 2020, 15:07

მსოფლიო

მექსიკაში აშშ-ში მიმავალი ასობით მიგრანტი არ შეუშვეს

ინციდენტი გვატემალის და მესიკის საზღვარზე მოხდა. მესაზღვრეებმა მიგრანტებს ხიდზე გადასვლის უფლება არ მისცეს, რის შემდეგ მათ მდინარე სუჩიატეს ფეხით გადაკვეთა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ისინი კი, ვინც საზღვარზე გადასვლა მოახერხეს, დააკავეს.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 14:49

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა უხანში 6-მდე გაიზარდა. 227 ადამინი კი კლინიებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უხანის მერის ჩჟოუ სიანვანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი 227 ადამიანიდან 51 მძიმედაა, ხოლო 12 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 14:46

მსოფლიო

წულუკიანი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად აპირებს ჩართვას

„რაც შეეხება კამპანიაში ჩართვისას გადავდგები თუ არა, მე ასეთი განწყობა არ მაქვს. მე, მინისტრს მაქვს უფლება ვიყო მინისტრი და ასევე ვიყო სუპერაქტიური, ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ, 2012 წელს არ ვგულისხმობ, საარჩევნო კამპანიაში. მე ვაპირებ ამას“, - თქვა წულუკიანმა.

21 იანვარი 2020, 14:22

საქართველო

ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტთან, რუვენ რივლინთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან და ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

კრის ჰემსვორთი

21 იანვარი 2020, 14:02

კულტურა

National Geographic-ი მსახიობ კრის ჰემსვორთზე ცდებს ჩაატარებს

ავსტრალიელი მსახიობი კრის ჰემსვორთი National Geographic-ის ახალ დოკუმენტურ პროექტში „Limitless“ მიიღებს მონაწილეობას. დოკუმენტური სერიალი შეეცდება კითხვები გასცეს პასუხებს ადამიანის ჯანმრთელობის, სიბერესთან ბრძოლის და ექსტრიმალური გარემოებების შესახებ. შოუს ერთ-ერთი პროდიუსერი დარენ არანოფსკი გახდება. სერიალის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

21 იანვარი 2020, 13:59

საქართველო

იუსტიციის სამინისტრომ პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოკადრები გამოაქვეყნა

თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს, სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების ამსახველი ვიდეო აჩვენა. ვიდეომასალაში ხუთი ფაქტია ნაჩვენები, რომელთაგანაც სამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში ვრცლად ისაუბრა.

ნინო ლომჯარია

21 იანვარი 2020, 13:54

საქართველო

ლომჯარია წულუკიანს: სად შევა და ვის შეხვდება, ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება

ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი არ არის სად შევა, ვის შეხვდება და რას და როდის აკეთებს სახალხო დამცველი. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კომპეტენტური დასკვნები“ - განაცხადა ომბუდსმენმა.

გიორგი გახარია

21 იანვარი 2020, 13:45

საქართველო

გიორგი გახარია დავოსში ჩავიდა

პრემიერის მრჩევლის თქმით, გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, აგრეთვე მთავრობების მეთაურებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, უმაღლეს დონეზე.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 13:33

მსოფლიო

ჩინეთში, ქალაქ უხანში კორონავირუსის გამო კონტროლი გამკაცრდა

ჩინეთში, ქალაქ უხანში ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო კონტროლი გაამკაცრა. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, უხანის მოქალაქეების დიდ ჯგუფებს სხვა ქალაქებსა და საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალებათ.

ლევან გორგაძე

21 იანვარი 2020, 13:24

სპორტი

ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოზე მეხუთედ გაიმარჯვა

ტურნირის მეათე დღეს ტოჩინოშინმა სეკივაკე ასანოიამა შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა და თანაბარი ბალანსი დააფიქსირა. გამარჯვების შანსი ორივე რიკიშის ჰქონდა. საბოლოოდ, ქართველმა მეტოქე ძირს დააგდო და 2017 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

ომბუდსმენი

21 იანვარი 2020, 13:03

საქართველო

პარლამენტში იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ამ განცხადებამ სახალხო დამცველის გაღიზიანება გამოიწვია. ნინო ლომჯარიამ მინისტრი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან მძიმედ დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი პატიმარიც არაერთხელ მოინახულა.

საკანი კადრები

21 იანვარი 2020, 12:55

საქართველო

წულუკიანმა პარლამენტში ომბუდსმენის წარმომადგენლის მონიტორინგისას საკანში ქცევის ამსახველი კადრები წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა ამ ფორმით სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილს უპასუხა, სადაც ე.წ. მაყურებელზეა საუბარი. მოგვიანებით, ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 12:50

საქართველო

წულუკიანი ლომჯარიას: თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი?

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველი ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა და დაინტერესდა, არის თუ ის ყველას ომბუდსმენი.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 12:28

საქართველო

წულუკიანი ლომჯარიაზე: თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოხსენება მწვავედ გააკრიტიკა. „ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ ბევრი სხვა იმგვარი რამ, რაზეც, თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება,“- განაცხადა წულუკიანმა.

სახლები 1 ევროდ

21 იანვარი 2020, 12:26

ეკონომიკა

იტალიაში სახლების 1 ევროდ გაყიდვა დაიწყო

იტალიაში, ბიზაჩას კომუნაში 90ნ ისტორიული შენობის 1 ევროდ გაყიდვა დაიწყო. მთავარი მოთხოვნა მყიდველის მიმართ ისაა, რომ მათ შენობა უნდა გაარემონტონ. მჭიდრო დასახლების გამო სახლები ისე ახლოს დგას ერთმანეთთან, რომ ზოგიერთებს საერთო შესასვლელებიც კი აქვთ.