imedi /  14 იანვარი 2020, 22:07 / სანდო წყარო

ჯეიმს ბონდის შესახებ ახალ ფილმში მთავარ სიმღერას ბილი აილიში შეასრულებს

ბილი აილიში

ბილი აილიში

ჯეიმს ბონდის შესახებ ახალ ფილმში მთავარ სიმღერას ბილი აილიში შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფილმის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.

ბილი აილიში ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი გახდა აგენტი 007-ის ისტორიაში, რომელიც საუნდტრეკს შეასრულებს. სიმღერა, რომლის სახელი ჯერჯერობით არ სახელდება, აილიშმა ძმასთან ერთად დაწერა.

ჯეიმს ბონდზე ახალი ფილმის პირველი ტრეილერი გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა. ფილმის სახელწოდებაა „სიკვდილის დრო არ არის“. ბრიტანელი სპეცაგენტის როლს უკვე მეხუთედ დენიელ კრეიგი, ხოლო მთავარ ბოროტ პერსონაჟს რამი მალეკი თამაშობს.

ფილმის რეჟისორი კერი ფუკუნაგაა, რომელმაც ამ თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოში დენი ბოილი შეცვალა. ფილმის პრემიერა 2020 წლის აპრილში გაიმართება.

ყველა სიახლე

ლუკა მაისურაძე

24 იანვარი 2020, 21:20

სპორტი

ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრანპრი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 21 წლის მაისურაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქეთის სახელით მოჭიდავე ქართველი ვანო რევაზიშვილი ვაზარით დაამარცხა, რომელიც ახლა ვედათ ალბაირაქის სახელით და გვარითაა ცნობილი.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 20:58

მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთიდან აშშ-ში დაბრუნებულ კიდევ ერთ ადამიანს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ვირუსის მეორე შემთხვევა ილინოისის შტატში გამოვლინდა. აშშ-ში საშიში ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ცნობა 21 იანვარს გავრცელდა.

პრომოდი

24 იანვარი 2020, 20:53

ეკონომიკა

ქალის ტანსაცმლის ბრენდი Promod-ი საქართველოს ბაზრიდან გადის

ქალის ტანსაცმლის ფრანგული ბრენდი Promod-ი საქართველოს ბაზრიდან გადის. მაღაზიის დახურვის შესახებ ინფორმაცია ბრენდის Facebook-ზე გავრცელდა. Promod-ი Adress-ის ჯგუფშია, რომელიც საქართველოს ბაზარზე რამდენიმე უცხოური ბრენდის ოფიციალური შემომყვანია.

გიორგი შარვაშიძე

24 იანვარი 2020, 20:47

საქართველო

გიორგი შარვაშიძე: ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება

მისი თქმით, დისერტაციაში გამოყენებული აქვს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც არის საჯარო დოკუმენტი და მისი გამოყენება სქოლიოში მითითების გარეშეა შესაძლებელი. შარვაშიძის განცხადებით, სქოლიოსთვის განკუთვნილ ადგილზე არა, თუმცა მას მაინც აქვს აღნიშნული, რომ ეს არის კოლექტიური შრომა.

24 იანვარი 2020, 20:26

საქართველო

ზურაბიშვილმა ისრაელის წარმატებული ქალები საქართველოში მოიწვია

სტუმრებმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საზოგადოებრივ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება.

მოძრაობა გზებზე

24 იანვარი 2020, 20:07

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 19:35

მსოფლიო

ჩინეთის მთავრობამ კარანტინი ხუბეის პროვინციის 13 ქალაქში გამოაცხადა

ჩინეთის მთავრობამ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო ხუბეის პროვინციის 13 ქალაქს შორის სატრანსპორტო მოძრაობა შეაჩერა. ამრიგად, კარანტინი 41 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო.ქვეყანაში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 830 ადამიანია.

წყალბურთი

24 იანვარი 2020, 19:21

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეათე ადგილზე გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა. მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველი წყალბურთელები გერმანიის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში ერთბურთიანი სხვაობით, 8:9 დამარცხდნენ.

24 იანვარი 2020, 18:53

საქართველო

ზელიმხან წუწაშვილი: პანკისელი ვისური მუთოშვილს ოჯახი მკვლელზე შურისძიებას გეგმავს

პანკისში დაპირისპირებულ გვარებს შორის ერთი კვირის განმავლობაში დაწყებული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდა.დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან შურისძიება მხოლოდ იმ პირზე მოხდება, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობები 37 წლის ვისური მუთოშვილს მიაყენა.

ზურაბ ჯაფარიძე

24 იანვარი 2020, 18:41

ძალოვნები

„გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის მოყვანისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.სარჩელი პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლოში დღეს შეიტანა. სადავოა 256-ე მუხლი.

რატი იონათამაშვილი

24 იანვარი 2020, 18:37

საქართველო

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი გახდა

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ახალ პრეზიდენტად დღეს გამართულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე თხუთმეტმა დელეგატმა ერთადერთი კანდიდატი რატი იონათამიშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩია. იონათამიშვილმა ამ თანამდებობაზე შალვა მაისურაძე შეცვალა,

მადაგასკარი, წყალდიდობა

24 იანვარი 2020, 18:19

მსოფლიო

მადაგასკარზე წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა

13 ადამიანი დაიღუპა და 19 დაიკარგა მადაგასკარზე ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო. მომხდარზე ინფორმაციას მადაგასკარის რისკების და სტიქიური მოვლენების მართვის ბიურო (BNGRC) სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 17:54

საქართველო

უხანში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება

ჩინეთში, ქალაქ უხანში სადაც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ამ დროისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ „ქრონიკას“ ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განუცხადა. მისი თქმით ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ კი უხანი დატოვა და სხვა რეგიონებში გადაინაცვლა.

გერმანია სროლა

24 იანვარი 2020, 17:28

მსოფლიო

გერმანიაში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერაციულ მხარეში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა ქალაქ როტ-ამ-ზეში მოხდა. წინასწარი ცნობით, დაღუპულია 6 ადამიანი, რამდენიმე კი დაიჭრა. დამნაშავე დაკავებულია. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი და მისი მსხვერპლები ერთმანეთს იცნოდნენ.

Dior

24 იანვარი 2020, 17:20

ტაბლოიდი

Dior-მა ჩვენება საშვილოსნოს ფორმის პოდიუმზე გამართა

ინსტალაცია ამერიკელმა მხატვარმა და ფემინისტმა ჯუდი ჩიკაგო შექმნა. ის მორთული იყო იასამნისფერი ყვავილებით, კედლებში კი 3-მეტრიანი ბანერები განათავსეს, რომლებზე ეწერა: „რა იქნებოდა, ქალი რომ მსოფლიო იყოს", „ქალი რომ ღმერთი იყოს?“ და სხვ.

დოდო გუგეშაშვილი

24 იანვარი 2020, 17:10

ძალოვნები

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და თავისი შვილის მკვლელობის საქმე გაიხსნა

სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1975 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური

24 იანვარი 2020, 16:46

საქართველო

პენიტენციური სამსახური: საპატიმროში ომბუდსმენის ვიზიტის გასაიდუმლოების ვალდებულება არ გვაქვს

„მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბანკები

24 იანვარი 2020, 16:39

ეკონომიკა

სებ-ი: საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორი ლიდერობს

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორს (აქტივების მიხედვით) 93,26% უჭირავს. 2019 წელს ბანკების წილი ამ ბაზარზე გაიზარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენდენცია მიკროსაფინანსოების და ლომბარდების წილის შემცირების ხარჯზე კიდევ გაიზრდება.

უხანი

24 იანვარი 2020, 16:25

მსოფლიო

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის საავადმყოფოს აშენებენ

უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. 1000 პაციენტისთვის განკუთვნილი საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება 10 დღეში იგეგეგმება. 2003 წელს ატიპური პნევმონიის ეპიდემიის დროს პეკინში მსგავსი ტექნოლოგიით საავადამყოფო 1 კვირაში ააშენეს.

ნინო ლომჯარია

24 იანვარი 2020, 16:16

საქართველო

ლომჯარია წულუკიანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ეს არის ძალიან სახიფათო მოვლენა. ეს ქმედებები სცილდება თეა წულუკიანის მხრიდან პირადად ჩემი ან ჩემი აპარატის დისკრედიტაციის მცდელობას და ქმნის ძალიან სახიფათო ვითარებას, როდესაც პატიმრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, მათი უფლებრივი მდგომარეობა შესაძლებელია ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგეს“, - წერს ლომჯარია.