imedi /  02 მაისი 2020, 14:35 / სანდო წყარო

ემინემმა მის სახლში შეჭრილი კაცი დააკავა

ემინემი

ემინემი

ამერიკელმა რეპერმა ემინემმა მის სახლში შეჭრილი კაცი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი აპრილში, ქალაქ დეტროიტში მოხდა, რეპერის წარმომადგენლებმა კი ფაქტი მხოლოდ ახლა დაადასტურეს.

47 წლის ემინემი ღამე სიგნალიზაციამ გააღვიძა, რის შემდეგაც რეპერმა სასტუმრო ოთახში უცხო ადამიანი აღმოაჩინა და დაცვის თანამშრომლების მოსვლამდე მისი გაკავება მოახერხა.

ადგილზე მოსულმა პოლიციამ კაცი დააკავა და ის დღემდე პატიმრობაში რჩება.

ყველა სიახლე

გახდომა

27 მაისი 2020, 00:42

ტაბლოიდი

უცნობი ქველმოქმედი, ინგლისში სოფლის მცხოვრებლებს წონის დაკლების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს გადასცემს

ინგლისში, ოქსფორდშირის საგრაფოს სოფელ დენჩვორტის მცხოვრებლებს უცნობი ქველმოქმედი წონის 10%-ის დაკლების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს დაპირდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

მარკ რუტე

27 მაისი 2020, 00:40

COVID19

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კარანტინის რეჟიმის გამო მომაკვდავი დედა ვერ მოინახულა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული კარანტინის რეჟიმის გამო მომაკვდავი დედა ვერ მოინახულა. 96 წლის მიკე რუტე-დილინგი მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა. იგი 13 მაისს გარდაიცვალა.

ABBA

27 მაისი 2020, 00:37

კულტურა

შესაძლოა ABBA-მ წელს ახალი სიმღერები გამოუშვას

ჯგუფს 2 სიმღერა აქვს მზად: I Still Have Faith In You და Don’t Shut Me Down. ერთი სიმღერა საცეკვაოა, მეორე კი ბალადა. მათი გამოშვება ABBA-ს წევრებმა ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსეს, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ლაშა კრიალაშვილი

27 მაისი 2020, 00:33

პოლიტიკა

გია კრიალაშვილის ვაჟი: გია უბრალოდ ჯარს გვერდში დაუდგა

„უნდოდათ ხალხის დარბევა, რომელზეც ჯარმა უარი თქვა. ჯარს ამის უფლება აქვს, რადგან ხალხს შიდა და გარე მტრისგან იცავს. მოხდა ის, რომ თქვეს იმ ბრძანებაზე: მე ჩემს ხალხს არ დავარბევ, არ გამოვალ, არ გადავკეტავ გზებს და მივცემ იმ თავისუფლებას, რაც უნდა მივცე. ეს დაუმორჩილებლობა იყო, რაც ჯარმა გამოაცხადა და უბრალოდ გია მიეხმარა, გვერდში დაუდგა და მოჰყვა იმას ის, რაც მოჰყვა“, - განაცხადა კრიალაშვილმა.

თამაზ მოლაშვილი

27 მაისი 2020, 00:25

პოლიტიკა

თამაზ მოლაშვილი: ოქრუაშვილს რომ შემახვედრონ, ვკითხავდი, რის საფუძველზე მოაწერა ხელი სულხანის დაპატიმრებას

ირაკლი ოქრუაშვილმა მოაწერა ხელი სულხანის დაპატიმრების გადაწყვეტილებას. ახლა რომ შემახვედრონ, ვკითხავდი, რის საფუძველზე მოაწერა ხელი ამას? ის ხომ იურისტია, რამე საფუძველი ჰქონდა? - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 მაისი 2020, 00:16

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ როცა მოქალაქე მართალია, მას უთხრას „შენ ხარ მართალი“

„ჩვენ 2013 წელსვე შევცვალეთ სტრასბურგის სასამართლოსთან მიდგომები და ვთქვით, რომ არ ვალოდინებთ მოქალაქეებს, ვისი უფლებაც დაირღვა, რომ სტრასბურგმა გადაწყვეტილება გამოაცხადოს. 137 საქმეზე ვაღიარეთ, რომ დარღვევა იყო სახეზე და რა თქმა უნდა, ყველა საქმე ეხებოდა წინა ხელისუფლებისდროინდელ დარღვევებს“.

გოგა ხაინდრავა

27 მაისი 2020, 00:13

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა „ნაცმოძრაობაზე“: ეს ქვეყანა ვერ გაჯანმრთელდება, სანამ ეს სარკომა იქნება ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე

„​მე თავიდანვე ვამბობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში ყოველთვის. ეს შედეგებითაც ჩანს, პირდაპირ ჩანს. ცხინვალში გაიხედეთ და აფხაზეთში გაიხედეთ. და ყველა, ვინც წავიდა იმ ხელისუფლებიდან, ყველა ადრე თუ გვიან რუსეთშ მიდიოდა. ბურჯანაძე მოსკოვში, ირაკლი ოქრუაშვილი ჩმიშში, ეფ ეს ბეს ბაზაზე, ნოღაიდელიც მოსკოვში. ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით და როდემდე უნდა ვიყოთ ასე?“ - ამბობს ხაინდრავა.

გოგა ხაინდრავა

27 მაისი 2020, 00:08

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: გერმანიაში სოფელ-სოფელ აჩვენებდნენ ნაცისტების დანაშაულების კადრებს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან არ მომხდარა

გერმანელმა ხალხმა გულწრფელად განიცადა და გაიაზრა, თუ რა ჩაიდინეს ნაცისტებმა საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, საქართველოში ეს არ მომხდარა, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკურმა კონიუნქტურამ გადაწყვიტა პოლიტიკურ ასპარეზზე კოაბიტაციის შემოტანა, რათა არ მომხდარიყო ის, რაც უნდა მომხდარიყო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

გიორგი ხაინდრავა

27 მაისი 2020, 00:01

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა 26 მაისის აქციაზე: ბურჯანაძე იყო ავანტიურისტი და ის აქციაც ავანტიურისტული იყო თავიდან ბოლომდე

„იქიდან დამირეკა კაცმა, რომელსაც მამა აფხაზეთში გადავურჩინე და მითხრა, რომ უსასტიკესი დარბევა იქნებაო, მიღებულია გადაწყვეტილებაო და პირდაპირ მითხრა რა იქნება. გავაფრთხილე ბურჯანაძე 8 საათზე, რომ 7 ნოემბერი მონაგონი იქნება, რასაც გაგიკეთებენ. იგივე ვუთხარი ირაკლი ბათიაშვილს. პასუხი იყო ის, რომ დარბევის წინ ჩაბრძანდა მანქანაში თავის ქმართან ერთად და გაუხსნეს კორიდორი“, - ამბობს ხაინდრავა.

27 მაისი 2020, 00:00

COVID19

გერმანიაში სოციალური კონტაქტების შეზღუდვა 29 ივნისამდე გახანგრძლივდა

გერმანიის ფედერალური მთავრობა და რეგიონების ხელმძღვანელები 29 ივნისამდე სოციალური კონტაქტების შეზღუდვის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:54

პოლიტიკა

თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ისინი ნიჩბით ყრიდნენ ბავშვებს ციხეში

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფრის ფასად, სურს, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მათ გამოიგონეს ვითომ პოლიტიკურ პარტიებად დაშლის ფენომენი, ვითომ გამოიკვეთნენ ისინი, ვინც არიან მართლები და ამბობენ, რომ იყო შეცდომები, მაგრამ რეფორმები გაატარეს.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:50

საზოგადოება

თეა წულუკიანი: პროგრესი თუ შენარჩუნდა, ტუბერკულოზით დაავადებულ 700 პატიმარზე გათვლილი ციხე აღარ დაგვჭირდება

ჩვენ გავაუქმეთ საპატიმრო დაწესებულება, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებული 700 პატიმრისთვის იყო განკუთვნილი, ვინაიდან მასში მხოლოდ 35 პატიმარი იმყოფებოდა, ადრე კი ეს ციხე იყო გადატვირთული და არც იყო საკმარისი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:42

COVID19

თეა წულუკიანი: ოპოზიცია ვანო მერაბიშვილს „აპამპულავებს“

„გამოვიდა ბოლოს ეს მათთვის ნანატრი ვანო ციხიდან. ახლა ამბობენ: „მე არ მინდა, შენი იყო“, „მე არ ინდა, იმისი იყოს“ და ამ ადამიანს რეალურად აპამპულავებენ, რომლის გარეთ ყოფნისთვისაც თავი მოიკლეს ვითომ“, - განაცხადა წულუკიანმა.

26 მაისი 2020, 23:37

მსოფლიო

Le Figaro: კომპანია Renault 5 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

სახსრების მასშტაბური დაზოგვის მიზნით ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია Renault 5 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:36

პოლიტიკა

თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწვეტილებებზე: ჩვენს ხელისუფლებას მოსჯილი აქვს, წინა ხელისუფლების მსხვერპლებს გადავუხადოთ თანხა

სტრასბურგის სასამართლოს 88 საქმეზე აქვს დარღვევის გადაწყვეტილება გამოტანილი. ამათგან 87 გადაწყვეტილება ეხება წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმსგავსობებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:33

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ნუ გეშინიათ - არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში და ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო წინასაარჩევნო კამპანიაში

მინდა ვუთხრა ოპონენტებს - ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამაზე საუბარიც არ ყოფილა. მე მაქვს გეგმა - ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. თუკი მათ შერჩათ ელემენტარული ლოგიკის უნარი - ერთი მეორეს გამორიცხავს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:30

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: ალბათ ხვალ ისინი პოლიტიკურ ცირკს მოაწყობენ

„შოუც აღარ არის ეს, შოუს რაღაც ხარისხს გულისხმობს თავის თავში ეს სიტყვა. ეს არის ჩვეულებრივი ცირკი პოლიტიკური, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ იფართხალონ არჩევნებამდე. 5 თვე დარჩა და მათ უნდა აჩვენეონ რაღაც ტიპის მოძრაობა საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს“, - განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:24

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: 2011-12 წლებში სტრასბურგში საქართველოდან იმდენი საჩივარი შედიოდა, რომ ახალი იურისტების მოყვანა დასჭირდათ

2011-2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესული საჩივრების რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ სასამართლოს კონკურსის გამოცხადება და ახალი იურისტების მოყვანა, ვინაიდან მე, ერთი იურისტი, ერთდროულად 500 საქმეს ვერ ავუდიოდი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:20

სამართალი

თეა წულუკიანმა განმარტა რა ტიპის საჩივრები შედის სტრასბურგში მთავრობის წინააღმდეგ

„მე ვიტყოდი, რომ დღეს საქართველოდან სტრასბურგში მიდის იმავე ტიპის საქმეები, რაც დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან. მაგალითად, სახელმწიფოს უჩივის მოქალაქე, ძირითადად ეს არიან ქალები, და ამბობენ, რომ „ვერ დამიცვეს სათანადოდ ოჯახში ძალადობისგან“. ეს არის ზოგადევროპული პრობლემა, ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს ეს პრობლემა. ან კიდევ საჩივარი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის პროცედურული ნორმა დაირღვა რომელიმე ინსტანციაში და ჩვენ არ ვართ შორს იმ სტანდარტისგან, რაც სტრასბურგში არსებობს ევროპული ქვეყნებისადმი“, - განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:15

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემა იყო დანაშაულებრივი და დამოკიდებული ორ-სამ ადამიანზე

„ნაციონალური მოძრაობის“ სისტემა იყო დანაშაულებრივი და დამოკიდებული ორ-სამ ადამიანზე, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.