პრეზიდენტმა ქორეოგრაფი გიორგი ალექსიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძე საქართველოში ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართული საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დააჯილდოვა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე სახელმწიფო ჯილდო ქორეოგრაფის მეუღლეს, მარინა ალექსიძეს გადაეცა. სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ალექსიძის შემოქმედების განსაკუთრებულობასა და უნიკალურობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მის როლს ქართული ბალეტის განვითარებაში.
„ადამიანი, რომელიც ასეთ კვალს ტოვებს და რომლის მემკვიდრეობა გრძელდება და განახლებასაც განიცდის, არ კვდება. ამიტომ, მე დღეს ცოცხალ ხელოვანს, ცოცხალ გიორგი ალექსიძეს ვაჯილდოვებ საქართველოს დიდ პატრიოტსა და დიდ ხელოვანს!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასმა, რომელსაც გიორგი ალექსიძის ქალიშვილი მარიამ ალექსიძე ხელმძღვანელობს, წარმოადგინა გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მიხედვით დადგმული ბალეტი „დოვინ დოვენ დოვი“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გოგი ალექსიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
გიორგი ალექსიძე 2008 წელს გარდაიცვალა.
ყველა სიახლე
03 სექტემბერი 2026, 13:16
კულტურა
Netflix-ი მეთიუ პერის შესახებ დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
Netflix-ზე ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური სერიალი გამოვა. პროექტის „მეთიუ პერის ისტორია“ რეჟისორი მერი რობერტსონია. სურათი სამი ნაწილისგან შედგება. სერიალს კომპანია Maxine Productions-ი გადაიღებს, რომელიც Sony Pictures Television-ის ნაწილია. „ეს არის პირველი დეტალური დოკუმენტური ფილმი სერიალ «მეგობრების» საყვარელი ვარსკვლავის შესახებ, რომელსაც ის ადამიანები ყვებიან, ვინც მას ყველაზე კარგად იცნობდა“, - იუწყება სტრიმინგ სერვისი.
03 სექტემბერი 2026, 13:10
მსოფლიო
პუტინი: შეთანხმება, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის უნდა შედგეს
უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების კონსტრუქციული სამშვიდობო მოლაპარაკებების შანსი არსებობს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
03 სექტემბერი 2026, 12:59
მსოფლიო
ზელენსკი: მტერს შვებულება არ აუღია - რუსებმა ესკალაციის ახალი გზა იპოვეს და ტემპის დაგდებას არ გეგმავენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული თავდასხმების შედეგად ზიანი 13 ოლქში დაფიქსირდ
03 სექტემბერი 2026, 12:40
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვაშლის კონცენტრატის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ვაშლის კონცენტრატის მწარმოებლებს შეხვდნენ, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 12:30
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა უკრაინის უდიდეს ფარმაცევტულ საწყობზე იერიში მიიტანა - ზარალმა შესაძლოა მილიარდებს მიაღწიოს
ხუთშაბათს განხორციელებული რუსული თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში დაზიანდა „ბიოკონის“ ლოგისტიკური კომპლექსი - ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სპეციალიზებული ფარმაცევტული საწყობი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 12:23
სამართალი
კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.
03 სექტემბერი 2026, 12:20
რეგიონი
გზების დეპარტამენტმა ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
ტენდერი გამოცხადდა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მდინარე ხოდაშენისხევის ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის - სავარაუდო ღირებულებით 5 033 404 ლარი; ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომალოში მდინარე ალაზნის ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის - სავარაუდო ღირებულებით 1 022 992 ლარი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე კაბლის ხევის მარცხენა სანაპიროზე (კაბალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე) ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობისთვის - სავარაუდო ღირებულებით 10 005 879 ლარი.
03 სექტემბერი 2026, 12:07
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ღარიბაშვილს ოპოზიციის ბანაკიდან თითქმის ღია ტექსტით ეუბნებიან, მიიხედ-მოიხედე, იქნებ დახმარება იქიდან მოგივიდეს საიდანაც არ ელოდებიო. ფარული გზავნილი კი არის - ალაპარაკდი ირაკლი და ჩვენ მხარს დაგიჭერთო. იმედია ღარიბაშვილი საკუთარ თავს არ გადააქცევს იმ ოპოზიციის პაიკად, რომელსაც ამდენი წელი დაუნდობლად და იმედია გულწრფელად ებრძოდა
ქართულ პოლიტიკაში ლამის ყველაფერი მოხდა, პოლიტიკოსების საოცარი, ერთი შეხედვით აუხსნელი გარდასახვა- გარდმოსახვის ჩათვლით. თუმცა, ნამდვილად რთული წარმოსადგენი იყო, რადიკალური ოპოზიციის ასე ძალუმად ჩაჭიდება ირაკლი ღარიბაშვილზე, ისე როგორც დასახრჩობად განწირული ეკიდება ყოველ ხავსს - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
03 სექტემბერი 2026, 12:04
რეგიონი
ლეკიანის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლეკიანის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. სოფელ ნატანების ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 3 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაიზრდება არხების გამტარუნარიანობა და აღდგება სადრენაჟე მომსახურება 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს.
03 სექტემბერი 2026, 12:04
რეგიონი
ერუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი აშენდება
ერუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა აშენდება.
03 სექტემბერი 2026, 11:54
ტექნოლოგიები
ასტრონომებმა უვარსკვლავო გალაქტიკა აღმოაჩინეს
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ობიექტ Cloud 9-ის ყველაზე ღრმა ოპტიკური გამოსახულებები მიიღო და მასში არცერთი მნათობი ვარსკვლავი არ აღმოაჩინა. დაკვირვებებმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ობიექტი შესაძლოა პირველი ცნობილი უვარსკვლავო გალაქტიკა იყოს.
03 სექტემბერი 2026, 11:42
მსოფლიო
ტრამპი პუტინთან სამიტზე: მსურს ეს მაშინ გავაკეთო, როდესაც კონფლიქტი დასასრულს მიუახლოვდება და მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება
03 სექტემბერი 2026, 11:37
მსოფლიო
Reuters: სეუტაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა მიგრაციული კრიზისის გამო
ოთხშაბათს ესპანეთის ჩრდილოაფრიკული ანკლავის, სეუტის მცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ, რათა გაეპროტესტებინათ მადრიდის მიერ მიგრაციული კრიზისის მართვა, რაც ივლისში საზღვარზე მომხდარმა მიგრანტების მასშტაბურმა მოზღვავებამ გამოიწვია, როდესაც მაროკოდან ტერიტორიაზე, სულ მცირე ,72 000 ადამიანი გადავიდა, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
03 სექტემბერი 2026, 11:29
მსოფლიო
Euronews: ჯორჯია მელონის მთავრობა პარასკევს იტალიის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მთავრობა გახდება
ჯორჯია მელონის მთავრობა პარასკევს იტალიის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მთავრობა გახდება, - წერს Euronews-ი.
03 სექტემბერი 2026, 11:26
რეგიონი
აჭარა „გემოფესტს" უმასპინძლებს
5-6 სექტემბერს ბათუმში, ძველ ბულვარში, თეთრ კოლონადებთან, გასტრონომიული ფესტივალი "გემოფესტი" გაიმართება. ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.
03 სექტემბერი 2026, 11:25
ტაბლოიდი
პოლონელმა ყინულიან წყალში საათი და 9 წამი გაატარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ქალებს შორის ყინულიან წყალში ყოფნის რეკორდსმენი ასევე პოლონეთის მოქალაქე მარია ბოდაია. 2025 წლის 19 დეკემბერს მან ყინულიან წყალში 1 საათი და 38 წამი გაატარა, რაც კასპშიკის შედეგს აღემატება.
03 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და გარკვეული სასჯელი აქვს მოსახდელი. თუ ამის შემდეგ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას და ამის შემდეგ არის საუბარი მის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე, მაშინ გასაგებია
სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და გარკვეული სასჯელი აქვს მოსახდელი. თუ ამის შემდეგ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას და ამის შემდეგ არის საუბარი მის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე, მაშინ გასაგებია, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
03 სექტემბერი 2026, 11:18
პოლიტიკა
ირაკლი ლატარია: მთელი მისი მოღვაწეობა იდგა ტყუილზე და სხვისკენ თითის გაშვერაზე, ახლაც იმავეს აგრძელებს - უკეთესობისკენ შეცვლილი ღარიბაშვილის ნაცვლად, რეალურად მივიღეთ „ქართულ ოცნებაზე“ და მის ერთგულ მხარდამჭერებზე გაბოროტებული, დაბოღმილი, ასმაგად დახამებული და ყველაფერზე წამსვლელი პრემიერი
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ მინისტრი გახდა, „გარეჯი საქართველოა“ - ს პათოსით , მანამდე იყო თავდაცვის მინისტრი და კობახიძე მდინარაძეს აბრალებს იმას, რაშიც თემატურადაც კი ვერ ექნებოდათ შეხება ვერც ახლანდელ პრემიერს და ვერც მითუმეტეს მამუკა მდინარაძეს, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
03 სექტემბერი 2026, 11:16
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: თავად „ნაცმოძრაობაში“ ლიდერები ერთმანეთს უპირისპირდებიან და უპირისპირდებიან საკმაოდ ღრმად. ეს წარმოაჩენს იმ ბუნებას, რა ბუნების გამოც ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტიები სახელმწიფოსთვის ცუდ საქმეებს აკეთებენ
„თავად „ნაცმოძრაობაში“ ლიდერები ერთმანეთს უპირისპირდებიან და უპირისპირდებიან საკმაოდ ღრმად. ეს წარმოაჩენს იმ ბუნებას, რა ბუნების გამოც ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტიები სახელმწიფოსთვის ცუდ საქმეებს აკეთებენ ხოლმე. აქ არ აქვს მნიშვნელობა, ჩერგოლეიშვილი იქნება თუ ჟორჟოლიანი, რომლებიც ხან ვაშაძის პრემიერობაზე ლაპარაკობენ, ახლა ჟორჟოლიანი სააკაშვილის პრემიერობაზე ალაპარაკდა. ეს ხალხი გარესამყაროში ცხოვრობს, რეალობა რა არის საერთოდ არ ითვალისწინებენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
03 სექტემბერი 2026, 11:14
მსოფლიო
ტრამპი: არ მომწონდა ის, თუ როგორ იქცეოდა მეგან მარკლი, ის საშინლად უპატივცემულოდ ექცეოდა დედოფალს, მეფე ჩარლზს - არ ვიცი, ალბათ მე განსხვავებული ვარ, მათ უკან არ დავაბრუნებდი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მოხარულია“ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ შეერთებული შტატების დატოვებით.


