რა ღონისძიებები იგეგემება თბილისსა და რეგიონებში მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. კალენდარი
ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარს აქვეყნებს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
18 - 20 მაისის პროგრამა
ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი | თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. 3
• მუზეუმში შესვლა დღის განმავლობაში უფასოა | 10:00-17:00 სთ;
• მუზეუმის დათვალიერება გიდის თანხლებით | 11:00, 12:00, 13:00, 14:00, 15:00, 16:00, 17:00 სთ (ქართულ ენაზე გიდის მომსახურება უფასოა);
• საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „როგორ ცხოვრობდნენ ზეზვა და მზია" (კურატორი გია თოდუა) | 12:30 სთ;
• მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუზეუმის გამოფენის „თანამედროვე ქართველი მხატვრები" გახსნა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში | 13:00 სთ;
• მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლი "სი-მი" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში | 13:00 სთ;
• მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ანსამბლ „მზიურის" კონცერტი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში | 14:00 სთ;
• საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „კრისტოფორო კასტელი და საქართველო" (კურატორი ცისია კილაძე) | 14:00 სთ;
• კურატორის ტური „ქვის ხანა საქართველოში" (კურატორი თეონა შელია) | 15:00 სთ;
• საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „კერამიკის რესტავრაცია" (კურატორი თეა კინწურაშვილი) | 16:00 სთ.
დღის განმავლობაში მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართება გასართობ-შემეცნებითი აქტივობები (სამაგიდო თამაშები, გასაფერადებლები, ფაზლები და ა.შ. პროგრამის ავტორი ნინო ბაქანიძე)
შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი | ლ. გუდიაშვილის ქ. 1
• შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მე-2 კორპუსის გარემონტებული ნაწილის, მათ შორის სამკითხველო სივრცის გახსნა. შენობის მისაღებში მოგზაური ექსპოზიცია “ფოტოგამოფენა საგანძური“ გამოფენა | 12:00-17:30 სთ;
• საგალობლები ანსამბლ „ ბასიანის“ შესრულებით | 12:00 სთ;
სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი | სიღნაღი, რუსთაველის ჩიხი 8
• მოგზაური ექსპოზიცია „ფიროსმანი სიღნაღში“ - ღია ცის ქვეშ შემეცნებითი, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი აქტივობები ფართო საზოგადოებისათვის | 12:00 - 17:30 სთ;
• “იაპონიის საკურა „ - იაპონიის საელჩოს საქართველოში კულტურის ატაშეს ბატონ იამანისი ტაკაოს ფოტოგამოფენის გახსნა | 13:00 სთ.
• ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციის გამოფენა;
• გამოფენა - ,,მხატვარი და ეპოქა: შალომ კობაშვილი 145". ღონისძიება იმართება საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით და ეძღვნება საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოების 30 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას;
დღის მანძილზე ჩატარდება უფასო საექსკურსიო ტურები როგორც მოსწავლეთათვის, ასევე მოზრდილთათვის გიდი-პედაგოგების თანხლებით - 11:00სთ; 16:00სთ; 17:00სთ.
დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეის ეზო | თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. 11
0322157300
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული გალერეა მუშაობს 10.00-დან 24.00 -მდე. ვიზიტი გალერეაში და ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
ეროვნული გალერეის გამოფენები და ღონისძიებების განრიგი:
*ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევართა პერმანენტული გამოფენა;
*“XX-XXI საუკუნეების ქართული ხელოვნება კერძო კოლექციებიდან”.
ღონისძიებათა განრიგი:
• 12:00-კურატორის ტური და პროგრამა გიორგობა ბოლნისში;
• 14:00- კურატორის ტური და პროგრამა ვირის ხიდი;
• 16:00 -კურატორის ტური და თავისუფალი ხატვა ფიროსმანის სივრცეში, სახალისო აქტივობების თანხლებით;
• 19.00 - ტური არსებული გამოფენების ფარგლებში;
• 21.00- პროგრამა ბავშვებისთვის აბსტრაქტული ღამე, გამოფენის - "XX-XI საუკუნეების ქართული ხელოვნება კერძო კოლექციებიდან" ფარგლებში.
პროგრამებს ჩაატარებენ ეროვნული გალერეის კურატორები და გიდები: რუსუდან მერაბიშვილი, ნათია მელქაძე, დალი გოგორიშვილი, თამარ ქურციკიძე.
#მუზეუმისსაერთაშორისოდღე 2022 ##IMD2022
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია | ა. ფურცელაძის ქ. 1
• რეჟისორ თამარ მახარაძის ფილმის „კრისტოფორო კასტელი - ილუსტრირებული ისტორია“ საპრემიერო ჩვენება | 20 მაისი 19:00 სთ.
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი | მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქ. 7
• დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე;
• მუზეუმში მოსულ დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ მუზეუმში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებში | 10:00-17:30 სთ.
ო. ლორთქიფანიძის სახ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი | ვანი, ო. ლორთქიფანიძის ქ. 32
• დღის განმავლობაში მუზეუმის და ნაქალაქარის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ
• საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა მოსწავლეებისთვის - „ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ისტორია" | 15:00 სთ.
ბოლნისის მუზეუმი | ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ. 48 ა
• საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის პრეზენტაცია ევროპის 2022 წლის მუზეუმის კონკურსში (EMYA 2022) ბოლნისის მუზეუმისათვის გადაცემული დიპლომის „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“ აღსანიშნავად | 15:00 სთ;
• დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ;
• საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ბავშვებისთვის | 15:00 სთ.
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი | დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
• დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი | ახალციხე, რაბათის ციხე, პეტრე ხარისჭირაშვილის ქ. 1
• დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ;
• ქალაქის სკოლების მე-9 კლასელთა ვიქტორინა | 12:00 სთ.
გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრების და ყოფის მუზეუმი
• დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ.
ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)
• დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ.
სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლე -კულტურის ისტორიის მუზეუმი
• 18:00 – 22:00 სთ - ხელოვნების სასახლის ახალი საექსპოზიციო დარბაზები გაიხსნება დამთვალიერებლისათვის და დაშვება იქნება უფასო. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ იხილონ საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სამშობლოში დაბრუნებული იმ დასავლეთ ევროპული მხატვრობის ნიმუშები, რომლებიც ორ განახლებულ საექსპოზიციო დარბაზში გამოიფინა;
• გაიხსნება ქართული სამოსის დარბაზი, რომელშიც რეექსპოზიციის შედეგად წარმოდგენილია ქართული სამკაულის ვერცხლის ნაკეთობათა და იარაღის ახალი კოლექციები;
• დამთვალიერებლისთვის საუკუნოვანი პაუზის შემდეგ იხსნება საიდუმლო ოთახი. ასევე, მუზეუმის მეორე სართულზე იხილავთ სრულიად განახლებულ მუდმივმოქმედ ექსპოზიციებს;
• 19:00 სთ - ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ დრამერების შოუ და დაესწრონ ხელოვნების სასახლის ახალი სამუზეუმო შენობის პრეზენტაციას;
• 20:00 სთ - დიზაინერ ეკა სამხარაძის ნამუშევრების ციფრული ჩვენება მუზეუმის შიდა ეზოში;
• 21:00 სთ - ღონისძიება გაგრძელდება გრანდიოზული ფოიერვერკით.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები
უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
პროგრამის გახსნა 12:00 სთ-დან
• 12:30 სთ - მხატვარ რეზო მექვაბიშვილის ნამუშევრების გამოფენა;
• ადგილობრივი მცირე მეწარმეების პროდუქციის ტურისტული გამოფენა-ბაზრობა;
• 14:30-15:30 სთ - საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები -(პრეზენტაცია - მოხალისეობრივი და საგანმანათლებლო მიმართულება, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში; შემეცნებითი აქტივობები);
• 16:00 სთ - ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის „ონავრები” კონცერტი;
• ღამის საექსკურსიო ტური ანტიკურ ქალაქში - მსვლელობა ნაქალაქარში საიდუმლო გვირაბიდან, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მხარდაჭერით, დარბაზებში შესრულდება კოსტიუმირებული წარმოდგენები. ტური გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში;
• უფლისციხის ძველ მარანში ადგილობრივი ღვინოების, ტრადიციული კერძების დაგემოვნება გორის ხალხური სიმღერების ანსამბლის თანხლებით.
დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
• 12:00 - საგანმანათლებლო პროგრამა - „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“- ბავშვები ააწყობენ ერთიანი საქართველოს რუკას და მოყვებიან 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად განადგურებული ცხრა სოფლის ისტორიას, საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.
• 17:00 სთ - გამოფენა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი ფოტომასალის (გადაღებული XIX-XX სს. და 2008 წლის შემდეგ) პრეზენტაცია;
გაიმართება დისკუსია, რომლის თემა არის 2008 წლის ომის შემდგომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უკანონო რესტავრაცია, ოკუპაციის პირობებში რეაგირებისა და ქმედებების გზები.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
• 14:00 სთ - ბიბლიოთეკის სივრცეში წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები:
- მდგრადობის მიღწევის ძალა: ,,ბორჯომის ხეობის ეკოლოგიური პრობლემების გაცნობა მუზეუმში.“ - თინათინ გოგნიაშვილი.
- ინოვაციების ძალა დიგიტალიზაციისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით: ,,მუზეუმ-ნაკრძალებში ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურები“ - გიორგი ლაზარაშვილი.
- განათლების საშუალებით საზოგადოების ფორმირების ძალა: ,,ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპოზიციების ისტორია გახსნის დღიდან დღემდე“ - თინათინ მამასტარაშვილი.
- ,,ქართული და უცხოური მონეტები ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან“ - თინიკო ფერაძე.
- ,,მუზეუმის როლი დღევანდელ საზოგადოებაში“ - აკაკი სარალიძე.
• 15:00 - ბორჯომელი ახალგაზრდა მხატვრის, ავთანდილ მაღრაძის, გამოფენის გახსნა.
გრემის მუზეუმი
• 14:00 სთ - მეფე-დედოფალთა ხელრთვა: ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაათვალიერებენ გრემის მუზეუმის ექსპოზიციას, ვიზუალური მასალის მეშვეობით გაეცნობიან მეფე-დედოფალთა ხელრთვებს და შეეცდებიან მათ ჩახატვას;
• 17:00 სთ - ინოვაციების ძალა დიგიტალიზაციისა და ხელმისაწვდომობის მიმართულება, გრემის მუზეუმის შესახებ გადაღებული ვიდეოს პრეზენტაცია; ინტელექტუალური ვიქტორინა გრემის ისტორიის შესახებ; ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ პერფორმანს - „გრემი კახეთის სატახტო ქალაქი“.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური
მუზეუმ-ნაკრძალი
18 მაისი
• 14:30 - წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართება ღონისძიება თემაზე - „რა განძი გვქონია“. მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს მუზეუმებისა და მათში დაცული საგანძურის შესახებ.
18 – 22 მაისი
• ფოტოგამოფენა - „გურიის ღირსშესანიშნაობანი“. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს გურიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ინფორმაციას მათ შესახებ.
ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალი
• 15:00 სთ - „ვინახავთ და ვქმნით ისტორიას“ - ასოციაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ და მასთან არსებული ქუთაისის ქალთა კლუბი მოაწყობს ფილმის ჩვენება-განხილვას ნატო-ევროკავშირის თემატიკის შესახებ. ღონისძიების მონაწილეებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ სამაგიდე თამაშ NATO@EU-ში, რომელიც შეიქმნა რეგიონული ინიციატივების ცენტრისა და ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. თამაშის მონაწილეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო გადასცემს სამახსოვრო საჩუქრებს.
მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
• 15:00 სთ - ონლაინ მეგზურობა - „მცხეთა ანტიკურ ხანაში“. ანტიკური პერიოდის მცხეთაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა არქეოლოგიურ მასალასთან კონტექსტში. სპიკერები: ნიკა ჩადუნელი, კობა კობერიძე.
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
• 13:00 სთ - ,,ნორჩი გიდები“- ვიზიტორებს სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში და ეზო-პარკში ვიზიტორებს მუზეუმში გიდობას გაუწევენ სამტრედიის ,,ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს მიტროპოლიტ წმ. ნაზარი ლეჟავას სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის“ მოსწავლეები, რომელთაც „ნორჩი მეგზურის“ სიმბოლური დიპლომები გადაეცემათ.
• 15:00 სთ - გიგა ჩალიგავასა და გიორგი ცაგარეიშვილის საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე: ,,საქართველოს დამოუკიდებლობა, სამტრედიელი ხელისმომწერები და მათი ჩართულობა, დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და პირველი რესპუბლიკა; ნიკო ნიკოლაძე და პირველი რესპუბლიკა“.
პარმენ ზაქარაიას სახ. ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
• დღის განმავლობაში მუზეუმ-ნაკრძალის ფეისბუქ გვერდზე აიტვირთება მასალა - „ნორჩი გიდები ციხე-გოჯი-არქეოპოლისის შესახებ“. სენაკის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ონლაინ ვიზიტორებს ვირტუალურად გააცნობენ ციხე-გოჯის ისტორიას;
• გაიმართება ლიტერატურული სპექტაკლი-კომპოზიცია ი. ჭავჭავაძის „განდეგილი“, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანის“ მონაწილეობით. რეჟისორი - ვეფხვია გორგოძე. შოუ პროგრამა - ბოკა კვეკვესკირი და მისი ჯგუფი; მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მოეწყობა „ფოტოზონები“.
• 20:00 სთ - პოეზიის საღამო, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი
• 13:00 სთ - გაიმართება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრისა და სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის ერთობლივი ღონისძიება თემაზე „მუზეუმების ძალა“, რომელიც ეძღვნება ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის (დღეს სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი) ერთ-ერთი დამფუძნებლის, 35 წლის განმავლობაში მისი უცვლელი ხელმძღვანელის, სამუზეუმო საქმის ენთუზიასტის, სტეფანე ალიბეგაშვილის ღვაწლისა და როლის წარმოჩენას სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის განვითარებასა და მისი კოლექციების შექმნაში.
• ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, ასევე, გაიმართება ფოტოგამოფენა „ძველი ხევი“ სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის ფოტოკოლექციიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“ და ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „დიდებაი“.
სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი
• 10:00-18:00 სთ - თეატრალური ესკიზების გამოფენა „საწყისებთან - უცნობი კოლექცია“ უნივერსიტეტის I კორპუსში. დამთვალიერებელი პირველად იხილავს უნივერსიტეტის მუზეუმში დაცულ საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებისთვის შექმნილ ესკიზებს, რომელთა ავტორებიც XX საუკუნის ქართული თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: დიმიტრი თავაძე, ალექსანდრა თევზაძე, ფარნაოზ ლაპიაშვილი, ირინა შტენბერგი, ბორის ლოკტინი, გივი ცერაძე. გამოფენა 1939 წელს აღდგენილი თეატრალური ინსტიტუტის საწყისებთან გვაბრუნებს და 1940-1950-იან წლებში შექმნილი ესკიზების აქამდე უცნობ კოლექციას წარმოგვიდგენს.
სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი
• 17:00 სთ - ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მხატვრის შენაი სადიგის პერსონალური გამოფენა ახუნდოვის მუზეუმის გალერეაში.
სსიპ მწერალთა სახლი
• მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დავით სარაჯიშვილის მუზეუმი და რეპრესირებული მწერლების ექსპოზიცია გამოფენების, ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფართო ჩამონათვალს სთავაზობს ისტორიითა და სამუზეუმო სფეროთი დაინტერესებულ დამთვალიერებელს. ამავდროულად, კვირეულის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება დავით სარაჯიშვილის მუზეუმის ფონდის საზოგადოებისთვის უცნობი ექსპონატები;
• კვირეულის განმავლობაში მუზეუმში შესვლა უფასოა;
• 18 მაისი 18:00 სთ – Artist Talk - ნამუშევრების წარდგენა და შეხვედრა დავით მაჭავარიანთან;
• 20:00 სთ - ოთარ ჯანელიძის ლექცია: „დავით სარაჯიშვილი“;
• 19 მაისი 21:00 სთ - „ღამე მუზეუმში“ - რეპრესირებული მწერლების ექსპოზიციის გაცნობა - ირაკლი ხვადაგიანის ტური;
• 20 მაისი 18:00 სთ - „არტისტული ყვავილები“ - გიორგი გაგოშიძის გამოფენის გახსნა;
• 20:00 სთ - რეპრესირებული მწერლების პოეზიის საღამო. მონაწილეები: ნინო თარხან-მოურავი და ირაკლი გოგოლაძე.
სსიპ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი
• 17:00 სთ - მუსიკათმცოდნის, მწერლისა და კომპოზიტორის, „მწერალთა საერთაშორისო გილდიის“ (გერმანია) ვიცე-პრეზიდენტის, დოქტორ მოსე ბოროდას საიუბილეო (75) შემოქმედებითი საღამო.
სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
• 17:00 სთ - აბრეშუმის მუზეუმის ორგანიზებით, პროპაგანდას სამუშაო სივრცეში, პირველი სამუშაო შეხვედრა/პრეზენტაცია განხორციელდება უკრაინელების მხარდამჭერი ინიციატივის „საზიარო სახელოსნო: შექმენი და დაკავშირდი“ ფარგლებში. პროექტის ფარგლებში ქართველი ხელოვანებისხვადასხვა მიმართულებაზე ჩაატარებენ მასტერკლასებსა (მედიუმები: კერამიკა, ფერწერა, ქსოვა, შოლკოგრაფია, ხელსაქმე) და შეხვედრებს.
სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
• მუზეუმის დამაარსებლის, აკაკი ჭანტურიას კუთვნილი ნივთების და მუზეუმის პირველი ექსპოზიციის ფოტოების გამოფენა უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის ფოიეში. პირადი ნივთები, მუზეუმის დამაარსებლის შთამომავლებმა დროებით გადასცეს მუზეუმს.
სსიპ ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი
• 16:00 სთ-დან - საზოგადოება „ბილიკის“ ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
• მუზეუმის სივრცეში გაიმართება კონცერტი. პროგრამა: გორის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურული კომპოზიცია - „თუ სამშობლოსთვის გინდა იმღერო“; მანანა გვერდწითელის ვოკალური ანსამბლი; ქორეოგრაფიული ანსამბლი „ქველი“ (ხელმძღვანელი ნინო ქველიძე); საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატის, ამერიკის ხმა 2022-ის გამარჯვებულის-ალექსანდრე ზაზარაშვილის პედაგოგის - ნანა სამხარაძის ვოკალური ჯგუფი; გორის ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებული გიტარისტთა ტრიო (ხელმძღვანელი თამარ გიუნაშვილი); ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხევი“ (ხელმძღვანელი რამაზ შიოშვილი);
• წიგნის „დღეს ამინდია სასიყვარულო“ პრეზენტაცია. მონაწილეობენ ადგილობრივი პოეტები;
სსიპ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
• 15:00 სთ - მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დროებითი გამოფენის „მონეტებში არეკლილი ისტორია“ გახსნა.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფონდებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ნუმიზმატიკური კოლექციების ფონდს. ნუმიზმატიკის ფონდში დაცული მასალები ნათლად მიგვანიშნებენ დასავლეთ საქართველოს, კერძოდ ქუთაისის წამყვან როლზე საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. ფონდში დაცული კოლხური, ქართული, ბიზანტიური, თურქული, სპარსული, არაბული და სხვა მონეტები ძირითადად აღნიშნულ რეგიონშია აღმოჩენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქუთაისს და მთლიანად იმერეთს გარკვეულ ეტაპზე სავაჭრო--ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გარე სამყაროსთან. დღეისათვის მონეტების რაოდენობა 15 000 ერთეულია. მუზეუმის არსებობის მანძილზე ეს არის პირველი გამოფენა, როდესაც ნუმიზმატიკის ფონდში დავანებული ქართული, აღმოსავლური თუ ევროპული მონეტების საუკეთესო ნიმუშები მთელი თავისი სიდიადით წარდგება ქართული საზოგადოების წინაშე.
• 20 მაისი, 15:00 სთ - პროფესიული კოლეჯის „იბერია“ შემეცნებით პერფორმანსი (მუზეუმში დაცული ისტორიული ექსპონატების ილუსტრირებით) „იმერული ღვინის გზა“.
პროფესიული კოლეჯი „იბერია“ არის დასავლეთში ერთადერთი, რომელმაც 2022 წელს დაიწყო სერტიფიცირებული სახელმწიფო პროგრამა სპეციალობით „მეღვინე- დეგუსტატორი“.
სსიპ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი
• 14:00 სთ-დან - უფასო ექსკურსიები მთელი დღის განმავლობაში;
• კონფერენცია თემაზე „მუზეუმი საზოგადოების ცნობიერების განვითარებისა და ამაღლებისათვის“;
• გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის მიერ გაწეული კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ვიდეოკოლაჟი;
• საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიერ მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი
• 18:00 სთ-მდე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი მოაწყობს ფშაური ხელნაკეთი და ნაქსოვი ნივთების გამოფენას.
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი
• 18:00 სთ-მდე ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები წაიკითხავენ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებს, განიხილავენ ნაწარმოებს, დაახასიათებენ პერსონაჟებს, იმსჯელებენ მათთვის საინტერესო თემებზე.
სსიპ ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი
• 14:00 სთ- მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის დაარსებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება გამოფენა „მუზეუმი დაარსებიდან დღემდე“.
სსიპ თელავის ისტორიული მუზეუმი
• 11:00 სთ - ერეკლე II-ის სასახლე-მემორიალში გაიხსნება ორი მუდმივი საექსპოზიციო დარბაზი, სადაც გამოიფინება მეფის ოჯახის წევრების პორტრეტები და მემორიალური ნივთები. ღონისძიებას გახსნიან შშმ პირები;
• 12:00 სთ - თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია - „ეთნიკური და რელიგიური ურთიერთობანი საქართველოში: ისტორია და თანამედროვეობა“;
• 14:00 სთ - თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნება საკრავების გამოფენა.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


