მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს მიერ ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი ახალი შენობის პრეზენტაცია გაიმართა
ფოტო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი ახალი სამუზეუმო შენობის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, მუზეუმის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მინისტრმა მუზეუმის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას მუზეუმების საერთაშორისო დღე მიულოცა და ახალ სამუზეუმო შენობაში ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ახალი სამუზეუმო შენობა კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლისთვის 2021 წელს შეიძინა. 400 კვ/მ-ზე მეტი ფართობის ისტორიული შენობა საქართველოს ხელოვნების სასახლის მომიჯნავედ მდებარეობს. მასში განთავსებულია საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ის კოლექციები, რომლებიც 3 წლის წინ ხელოვნების სასახლეს გადაეცა, მაგრამ აქამდე, მათი შენახვისათვის სპეციალური და უსაფრთხო სივრცე არ არსებობდა. კოლექციებს შორისაა ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის საკუთრებაში 1911 წლიდან არსებული უნიკალური ქსოვილის, ასევე ვერცხლის ფონდები. უნიკალური კოლექციების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კულტურის სამინისტრომ სწრაფი რეაგირება მოახდინა ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელის, გიორგი კალანდიას შუამდგომლობაზე და სახელმწიფოს სახელით კერძო პირისგან შეიძინა ისტორიული ნაგებობა, რომელიც მე-19 საუკუნეში ხელოვნების სასახლის (გრაფ ოლდენბურგის რეზიდენციის) ნაწილს წარმოადგენდა. კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახალი სამუზეუმო შენობა რეაბილიტირდა და სრულფასოვან სამუზეუმო სივრცედ ჩამოყალიბდა. აღნიშნულ სივრცეში განთავსებულია 5 სამუზეუმო ფონდი, სამუშაო ოთახები მუზეუმის თანამშრომლებისთვის და საგანმანათლებლო სივრცეები.
ხელოვნების სასახლის განახლებულ საექსპოზიციო დარბაზებში ვიზიტორებმა ასევე იხილეს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სამშობლოში დაბრუნებული დასავლეთ ევროპული მხატვრობის ნიმუშები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2021 წელს, ხელოვნების სასახლის სამუზეუმო ფონდები 44 უნიკალური ექსპონატით შეივსო, რისთვისაც სამინისტრომ 419 000 ლარი გამოყო. ნივთები მოიცავს XVI-XIX საუკუნეების კოლექციებს, მათ შორის ნივთებს, რომლებიც ეკუთვნოდათ დადიანებს, ოლდენბურგებს, სარაჯიშვილებს და ერისთავებს. ნახატების უმეტესობა საზღვარგარეთ გატანილი იყო საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში და სამშობლოს თითქმის საუკუნის შემდეგ 2021 წელს, კულტურის სამინისტროს ძალისხმევითა და ხელოვნების სასახლის დირექტორის, გიორგი კალანდიას აქტიური ჩართულობით დაუბრუნდა. ექსპონატებს შორისაა: მე-17 საუკუნის დიდი ნიდერლანდი ფერმწერის და გრავიორის, რემბრანტის მოსწავლის ბართლომეუს ჰელსტის (1613-1670 წ.წ.) „ამსტერდამელი ვაჭრის“ პორტრეტი; ნეაპოლიტანელი მხატვრის პაოლო დე მატეისის (1662-1728 წ.წ.) 1690 წელს შექმნილი ტილო „წმინდა ჯენაროს ამაღლება“; ნაპოლეონ III-ის კარის მხატვრის, ლუვრის სასახლის ერთ-ერთი დეკორატორის შარლ მიულერის (1815-1892 წ.წ.) ტილო „ლამაზი ანარეკლი“ და სხვა.
მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, ხელოვნების სასახლეში ასევე გაიხსნა ქართული სამოსის დარბაზი, რომელშიც რეექსპოზიციის შედეგად წარმოდგენილია ქართული სამკაულის ვერცხლის ნაკეთობათა და იარაღის ახალი კოლექციები; საუკუნოვანი პაუზის შემდეგ დამთვალიერებლისათვის გაიხსნა საიდუმლო ოთახი, რომლის რეაბილიტაცია რამდენიმე წელიწადი მიმდინარეობდა. აღდგენილია მე-18 საუკუნის საძინებელი და ინტერიერი. მუზეუმის მეორე სართულზე კი დამთვალიერებელმა სრულიად განახლებული მუდმივმოქმედი ექსპოზიციები იხილა. გაიმართა დრამერების შოუს, ანსამბლ „ერისიონთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სკოლა სტუდია „ლაპრების“, „მანგის“ და ანსამბლ „ქართული რითმების“ წარმოდგენა. ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში დამთვალიერებლების მიღება უფასო იყო.
მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. 2022 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმების ძალა“.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 22:32
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 21:58
მსოფლიო
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
28 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.
28 აგვისტო 2026, 20:15
პოლიტიკა
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.
28 აგვისტო 2026, 20:07
საზოგადოება
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.
28 აგვისტო 2026, 20:05
მსოფლიო
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.


