ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ რიგით მეორე კონცერტი გაიმართა
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
კომპანია კლასიკური მუსიკა - საქართველოს რეგიონებისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ,,ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების"''რიგით მეორე კონცერტი გაიმართა.
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს: თამარ ლიჩელმა (პიანისტი), თემურაზ გუგუშვილმა (ტენორი), დავით ალადაშვილმა (პიანისტი), ლიზი რამიშვილმა (ჩელისტი), თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა ,,საქართველოს სინფონიეტა". შესრულდა ვაჟა აზარაშვილის სამი პიესა სიმებიანი ორკესტრისთვის: „კინტო“, „მოხეტიალე მუსიკოსი“, „სიმდი“, კონცერტი ჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის; გია ყანჩელის - „პატარა დანელიადა“; სულხან ნასიძის - ლირიული თემა კინოფილმიდან „მთვარის მოტაცება"; კახა ცაბაძის მინი კონცერტი N1; ნინო ჯანჯღავას - „ზღვარი“ (პირველი შესრულება); დიმიტრი არაყიშვილის „ვარსკვლავიანსა ღამეს“; ვაჟა აზარაშვილის „მადლი შენს გამჩენს“; ანდრია ბალანჩივაძის „ოდესაც გიცქერ". საორკესტრო ვერსიების ავტორი არჩილ გიორგობიანი.
24 მაისს ანალოგიური პროგრამით კონცერტი ქალაქ თელავში გადაინაცვლებს, სადაც თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში რიგით მესამე კონცერტი ჩატარდება.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.
პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში. 2025 წელს, გარდა კონცერტებისა, დაგეგმილია, ასევე, სხვადასხვა სამუსიკო სკოლაში დამწყებ მუსიკოსებთან შეხვედრები და მასტერკლასების ჩატარება.
,,ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" პირველი კონცერტი 15 მაისს თბილისში კონსერვატორიაში გაიმართა.
საკონცერტო სერიების მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, პარტნიორები: ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
„ზოგადად, დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ჩატარებას, ვინაიდან ეს პროექტი გულისხმობს ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პოპულარიზაციას და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა კონცერტს თავისებური დატვირთვა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის განსხვავებულ პროგრამას ვთავაზობთ მსმენელს, 23 მაისს ჩატარებული კონცერტი გამოირჩეოდა იმით, რომ შედგა საფორტეპიანო კონცერტის პრემიერა, ეს გახლდათ ქალბატონი ნინო ჯანჯღავას კონცერტი "ზღვარი" ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, რომელიც მე შევასრულე არაჩვეულებრივ და ჩვენთვის ძალიან საყვარელ ორკესტრთან, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან "საქართველოს სინფონიეტასთან" ერთად. რა თქმა უნდა, ამ კონცერტს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა იმანაც, რომ არაჩვეულებრივი მუსიკოსები მონაწილეობდნენ: ჩვენი სიამაყე, ბატონი თეიმურაზ გუგუშვილი, რომლის მონაწილეობაც ამ საღამოში დიდი პატივი იყო და ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი შემსრულებლები დავით ალადაშვილი და ლიზა რამიშვილი. ეს კონცერტი არ შედგებოდა, რომ არა "საქართველოს სინფონიეტა", რომელიც საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს და მათი რეპერტუარი ყოველთვის მრავალფეროვანია, მათი შესრულება ყოველთვის მაღალი საშემსრულებლო დონითა და პროფესიონალიზმით არის გამორჩეული. მომავალში ვგეგმავთ კიდევ არაერთ საინტერესო კონცერტს ამ პროექტის ფარგლებში და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს: საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, კომპოზიტორთა კავშირს და 23 მაისისთვის განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელიც ჩვენთან ერთად გახლდათ ამ კონცერტის თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი“, - განაცხადა ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების დამფუძნებელმა, პიანისტმა, თამარ ლიჩელმა.
„მსგავსი კონცერტების ჩატარება უმნიშვნელოვანესია არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში, იმიტომ რომ ქართული მუსიკის პოპულარიზაცია უმთავრესია. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქართველმა ერმა XX და XXI საუკუნეებში საკმაოდ ანგარიშგასაწევი ხელოვნება და მუსიკა შექმნა.
თეიმურაზ გუგუშვილი, ტენორი: ძალიან მიხარია, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც კარგად იციან ქართველი კომპოზიტორების შემოქმედება და ქართული მუსიკა. უდიდესია ჩვენი კულტურა და მას ნამდვილად ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიო მუსიკალურ ხელოვნებაში. ბედნიერი ვარ, რომ ამ კონცერტების სერიაში ვიღებ მონაწილეობას, რომელიც ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ეძღვნება“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
„ძალიან კარგად ჩაიარა კონცერტმა, ორკესტრიცა და სოლისტებიც ბრწყინვალედ წარსდგნენ მსმენელის წინაშე. არაჩვვეულებრივი საკონცერტო პროგრამა შესრულდა და რაც მთავარია, პუბლიკა კმაყოფილი დარჩა. მონატრებულია მსმენელი ქართულ მუსიკას, არ სრულდება ძალიან ხშირად და ეს პროექტიც ზუსტად ამისთვისაა, რომ ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი, თან სტიმული მისცეს ახალგაზრდა კომპოზიტორებსაც, რომ უფრო მეტი ნაწარმოები დაწერონ“, - დასძინა თბილისის კამერული ორკესტრის ,,საქართველოს სინფონიეტა" სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ქერელაშვილმა.
ყველა სიახლე
06 მარტი 2026, 05:16
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი უარყოფს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას იწვევს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა უარყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ აშშ-მა და ისრაელმა რეგიონული არასტაბილურობა გამოიწვიეს და აღნიშნა, რომ „ეს სიმართლისგან ძალიან შორს არის“.
06 მარტი 2026, 05:11
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქუვეითში მდებარე საელჩოს მუშაობა შეაჩერა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქუვეითში მდებარე საელჩოს მუშაობა შეაჩერა, ხოლო პერსონალს, გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის ბრძანება მიეცა.
06 მარტი 2026, 05:07
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ-მა გასცა დროებითი, 30-დღიანი ნებართვა, რათა ინდურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რუსული ნავთობის შეძენის უფლება მიეცეთ
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-მა გასცა დროებითი, 30-დღიანი ნებართვა, რათა „ინდურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რუსული ნავთობის შეძენის უფლება მიეცეთ“.
06 მარტი 2026, 04:59
მსოფლიო
The New York Times-ის ანალიზი ვარაუდობს, რომ ირანში გოგონათა სკოლა, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბაზის გვერდით მდებარეობს, აშშ-მა შემთხვევით დაბომბა
The New York Times-ის მიერ ჩატარებული ანალიზი მიუთითებს, რომ 28 თებერვალს სამხრეთ ირანში მდებარე დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმა, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, 175 ადამიანი იმსხვერპლა, იმავე დროს მოხდა, როდესაც აშშ-მა იერიშების სერია მიიტანა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კუთვნილ მომიჯნავე საზღვაო ბაზაზე.
06 მარტი 2026, 04:44
მსოფლიო
მედია: აშშ-მა გამოსცა დროებითი ნებართვა, რომელიც ზღვაში ბლოკირებული რუსული ნავთობის ინდოეთისთვის მიყიდვის საშუალებას იძლევა
აშშ-მა გამოსცა დროებითი ნებართვა, რომელიც ზღვაში ბლოკირებული რუსული ნავთობის ინდოეთისთვის მიყიდვის საშუალებას იძლევა.
06 მარტი 2026, 04:36
მსოფლიო
მარკ რუტე: ნატო არ გეგმავს მე-5 მუხლის ამოქმედებას თურქეთის თავზე ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების გამო
ნატო არ გეგმავს მე-5 მუხლის ამოქმედებას თურქეთის თავზე ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების გამო, - განუცხადა ხუთშაბათს Reuters-ს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
06 მარტი 2026, 04:21
მსოფლიო
ტრამპი ირანში ოპერაციის დროს ბენზინზე ფასების ზრდის შესახებ: მე ეს საერთოდ არ მაწუხებს - თუ მოიმატებს, დაე, მოიმატოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არ არის შეშფოთებული აშშ-ში საწვავზე ფასების ზრდით, რაც გამოწვეულია ირანთან გაფართოებული კონფლიქტით.
06 მარტი 2026, 04:14
მსოფლიო
ტრამპი: ირანის საჰაერო ძალები და ფლოტი განადგურებულია
ირანის საჰაერო ძალები და ფლოტი განადგურებულია, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე.
06 მარტი 2026, 04:00
მსოფლიო
გაეროში ისრაელის ელჩი: ირანელებს აღარ უნდა ეშინოდეთ სამთავრობო უსაფრთხოების ძალების
ირანელებს აღარ უნდა ეშინოდეთ სამთავრობო უსაფრთხოების ძალების, - განუცხადა Sky News-ს გაეროში ისრაელის ელჩმა, დანი დანონმა.
06 მარტი 2026, 03:54
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის ომის უფლებამოსილებების შეზღუდვის მცდელობა დაბლოკა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობამ დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც დონალდ ტრამპის უფლებამოსილებებს ზღუდავდა ირანის წინააღმდეგ შეტევის გასაგრძელებლად.
06 მარტი 2026, 03:47
მსოფლიო
ტრამპი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირანის რევოლუციური გვარდიის ყველა წევრს, სამხედროებსა და პოლიციას - დაყარეთ იარაღი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა ირანის სამხედრო ძალებს ჩაბარებისკენ, ხოლო ირანელ ხალხს - აჯანყებისა და იმ თეოკრატიული მთავრობის დამხობისკენ, რომელიც ქვეყანას 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მართავს.
06 მარტი 2026, 03:41
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და ვენესუელის გარდამავალი ხელისუფლება დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ
აშშ და ვენესუელის გარდამავალი ხელისუფლება დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
06 მარტი 2026, 03:26
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ამერიკას საბრძოლო მასალის დეფიციტი არ აქვს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ამერიკას არ აქვს შემტევი ან თავდაცვითი იარაღის დეფიციტი, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ პენტაგონი სასწრაფოდ ცდილობს ჩამჭრელი რაკეტების მარაგების შევსებას.
06 მარტი 2026, 03:20
მსოფლიო
ტრამპი მიანიშნებს, რომ ირანის შემდეგ აშშ კუბაზე გადაერთვება - „ეს მხოლოდ დროის საკითხია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ყურადღებას კუბაზე გადაიტანს მას შემდეგ, რაც ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციები დასრულდება.
06 მარტი 2026, 03:12
მსოფლიო
ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანმა „შეთანხმების დადება“ სთხოვა - „მე ვუთხარი: ცოტა დაგაგვიანდათ, ახლა ჩვენ მათზე მეტად გვინდა ბრძოლა“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი მას დაუკავშირდა ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევის იმედით.
06 მარტი 2026, 03:03
მსოფლიო
ტრამპი ირანელ დიპლომატებს თავშესაფრის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა ირანელ დიპლომატებს „მთელ მსოფლიოში“, რომ თავშესაფარი მოითხოვონ.
06 მარტი 2026, 02:56
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ბრძოლა „მხოლოდ ახლა დაიწყო“ - „ჩვენი საბრძოლო მასალის მარაგები სავსეა, ჩვენი ნება კი ურყევი“
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში სიტყვით გამოსვლისას პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ ერთპიროვნულად აკონტროლებს ირანში მიმდინარე აქტივობების განრიგს და ასე გააგრძელებს „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაღწიოს“ თავის მიზნებს.
06 მარტი 2026, 01:52
მსოფლიო
The Washington Post: ირანის რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მიუხედავად გამანადგურებელი დანაკარგებისა
აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო კამპანიამ ირანის წინააღმდეგ გაანადგურა პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, მწყობრიდან გამოიყვანა კრიტიკული სამხედრო მართვისა და კონტროლის ინფრასტრუქტურა და საბრძოლო შესაძლებლობები, ასევე დააზიანა სამოქალაქო შენობები მთელი ქვეყნის მასშტაბით, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი სტატიაში სათაურით „ირანის რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მიუხედავად გამანადგურებელი დანაკარგებისა“.
06 მარტი 2026, 01:23
მსოფლიო
ზელენსკი „დრუჟბას“ ნავთობსადენზე: პირადად მე მას არ აღვადგენდი - იმიტომ, რომ ეს რუსული ნავთობია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხისტი პოზიცია დააფიქსირა ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით. მისი განცხადებით, რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენა უკრაინისთვის პრინციპულად მიუღებელია.
06 მარტი 2026, 01:10
მსოფლიო
The Wall Street Journal: გაეროს ატომური სააგენტოს დავაში, რომელიც უკრაინის ბირთვულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების საფრთხეს ეხებოდა, აშშ პირველად დადგა რუსეთისა და ჩინეთის მხარეს
ხუთშაბათს, გაეროს ატომური სააგენტოს დავაში, რომელიც უკრაინის ბირთვულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების საფრთხეს ეხებოდა, აშშ პირველად დადგა რუსეთისა და ჩინეთის მხარეს, რაც ვაშინგტონის მოსკოვთან მზარდ დაახლოებაზე მიუთითებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.


