კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებას დააფინანსებს
ფოტო: კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2026-2027 წლის წარმოების დაფინანსება”. საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად, 2026 წლის 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის 18:00 საათამდე, ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ პროგრამაში - cinemacom.ge.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროდიუსერებს. მხატვრული ფილმის პროექტის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 52 წუთს.
კონკურსის საექსპერტო კომისია (ჟიური) წარმოდგენილ პროექტებს ორ ეტაპად განიხილავს. პირველ ეტაპზე საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა პროექტებს შეაფასებს სამი კრიტერიუმით: ფილმის პროექტის მხატვრული ღირებულება; ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების გამოცდილება; ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობის გამოცდილება. მეორე ეტაპზე კი საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა 7 კრიტერიუმით იხელმძღვანელებს: ფინანსური კუთხით პროექტის განხორციელებადობა და მდგრადობა; ტექნიკური დოკუმენტაციის გამართულობა; პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების რეალურობა; პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მოპოვების ვადა; აქვს თუ არა შეუსრულებელი ფინანსური ან სხვა სამართლებრივი ხასიათის ვალდებულება ეროვნული კინოცენტრის წინაშე (მათ შორის, დაკისრებული აქვს თუ არა ფინანსური სანქციები); პროექტის კომერციული წარმატების პერსპექტივა; მიღებული აქვს თუ არა დაფინანსება პროდიუსერს ეროვნული კინოცენტრიდან და დადებით შემთხვევაში, პროდიუსერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა (ფილმის დასრულება, გადავადების არსებობის ფაქტი, დაუსრულებელი პროექტი და სხვ.); ხარჯთაღრიცხვის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, თუ რამდენად არის გათვალისწინებული საბაზრო ფასები მისი შედგენისას. კონკურსის საერთო ბიუჯეტია 500 ათასი ლარი.
მაქსიმალური დაფინანსება თითოეული პროექტისთვის 125 ათას ლარს შეადგენს. საკონკურსო პირობებით განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი მაქსიმუმ 4 პროექტს დააფინანსებს.
ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 17:54
თავდაცვა
თემურ დადიანი ჰენრი უორსლის ჯილდოს მფლობელი გახდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, პარაოლიმპიელსა და „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) მონაწილე თემურ დადიანს, „დაუმარცხებელი სულის ჯილდოს“ (Invictus Spirit Awards) პირველი დაჯილდოების ფარგლებში, ჰენრი უორსლის ჯილდო გადაეცა.
24 სექტემბერი 2026, 17:44
პოლიტიკა
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში - „კეთილდღეობა მშვიდობის გზით: ინვესტირება ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტსა და TRIPP-ის ინიციატივაში“, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
24 სექტემბერი 2026, 17:36
მსოფლიო
პოლონეთში უკრაინის მოქალაქე სასულიერო პირებს დაესხა თავს - არის მსხვერპლი
სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, თავდამსხმელმა დანით 4 კაცი და 1 ქალი დაჭრა. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, მიყენებული ტრავმებისგან ერთ-ერთი კაცი გარდაიცვალა.
24 სექტემბერი 2026, 17:30
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, თუმცა მინდა გადავცე ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის
დედის გინება საქართველოში არ არის ნორმალური მოვლენა. შესაბამისად, რაც მალე გაიგებენ ამას ევროპელი დიპლომატები, მით უკეთესად ჩასწვდებიან ქართულ კულტურას, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
24 სექტემბერი 2026, 17:29
სამართალი
კორონავირუსის დროს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა: უახლოეს ხანებში მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდპანდემიის დროს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე მის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი.
24 სექტემბერი 2026, 17:26
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე მდებარე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - გათვალისწინებულია ყველა გადასასვლელის მოპირკეთდება
თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
24 სექტემბერი 2026, 17:24
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა - ობიექტური შეფასებისა და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რეგიონში არსებული ომები, ოკუპირებული რეგიონები და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები განიხილეს.
24 სექტემბერი 2026, 17:19
მსოფლიო
ტონი ბლერი ენდი ბერნემს ევროკავშირში დაბრუნებაზე მუშაობისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში დაბრუნება ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ენდი ბერნემის 10-წლიანი სტრატეგიული გეგმის ქვაკუთხედი უნდა გახდეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი რეალური რეფორმების გზას დაადგება.
24 სექტემბერი 2026, 17:11
მსოფლიო
Politico: თეთრი სახლი დიზელის ექსპორტის 90 დღით აკრძალვას გეგმავს
გამოცემის ცნობით, გლობალური საწვავის კრიზისი და მიწოდების ჯაჭვის რღვევა ორმა ძირითადმა სამხედრო-პოლიტიკურმა ფაქტორმა გამოიწვია: ირანში ამერიკის მიერ ჩატარებულმა სამხედრო ოპერაციამ და რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის ინტენსიურმა იერიშებმა.
24 სექტემბერი 2026, 17:06
მსოფლიო
Reuters: კირილ დმიტრიევი აშშ-ში უიტკოფთან და კუშნერთან შესახვედრად გაემგზავრა
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკაში გაემგზავრა. Reuters-ის ცნობით, ის ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და თეთრი სახლის სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.
24 სექტემბერი 2026, 17:01
მსოფლიო
დანია რუსეთის მხრიდან ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაძლიერებას ელოდება
უწყების შეფასებით, მოსკოვი დივერსიული და კიბერშეტევების სიხშირეს გაზრდის, რაც პარტნიორი ქვეყნებისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. დანიის დაზვერვის მტკიცებით, იგეგმება ევროპის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება, ასევე რუსეთი შეეცდება უკრაინისთვის ევროპული მხარდაჭერის გეგმის ჩაშლას.
24 სექტემბერი 2026, 16:48
სამართალი
სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა.
24 სექტემბერი 2026, 16:29
სამართალი
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები
თამბაქოს კონტროლის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
24 სექტემბერი 2026, 16:28
პოლიტიკა
ქართველიშვილი: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც მთელ კაპიტალს ფლობენ რუსეთში, პარალელურად, სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე დაასანქცირეს - ამიტომ - ცეცხლი ოლიგარქიას!!!
დღევანდელი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი „სამართალი“ თუ გინდათ შიშველი ნახოთ, გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი - უსმანოვი და ფრიდმანი, რომლებიც არათუ რუსულ გავლენებს ატარებენ, არამედ პირდაპირ მთელ თავის კაპიტალს ფლობენ რუსეთში, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
24 სექტემბერი 2026, 16:27
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მალარიის აღმოფხვრის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მალარიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი აღმოფხვრის კუთხით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, Malaria No More-ის, აშშ-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების სფეროს დირექტორ სპენსერ ნოლს შეხვდა.
24 სექტემბერი 2026, 16:20
სამართალი
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად შენახული 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის სხვადასხვა ზომისა და წონის ნაკეთობები აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
24 სექტემბერი 2026, 16:03
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე აშშ-ში არაგადამდები დაავადებების ალიანსის ხელმძღვანელებს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე არაგადამდები დაავადებების ალიანსის (NCD Alliance) აღმასრულებელ დირექტორ კეთი დეინს და პოლიტიკისა და ადვოკატირების მენეჯერ მარიკე კრემინს შეხვდა.
24 სექტემბერი 2026, 15:50
სამართალი
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა მორიგ განცხადებას ავრცელებს
სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი 23 სექტემბერს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე გარდაცვლილის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 სექტემბერი 2026, 15:30
ჯანდაცვა
საქართველო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა - მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრაში ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.


