imedi /  31 ივლისი 2018, 08:52 / სანდო წყარო

თუშეთში 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა

ახმეტის მუნიციპალიტეტში,თუშეთში მდებარე ნასოფლარ გირევს და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.

სოფელი გირევი მდებარეობს პირიქითი ალაზნის ხეობაში, აღმა თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კმ-ზე, მდინარის მარცხენა ნაპირზე. ადრე სოფლის მოსახლეობას შეადგენდა შემდეგი გვარები: აზიკური, ხოსიკურიძე და შუარიძე.

სოფელი კომპაქტურადაა განაშენიანებული, შედგება სხვადასხვა დანიშნულების ორმოცამდე შენობისგან. მათი ნაწილი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი, ნაწილი კი გადაკეთებულია და თუნუქის სახურავით არის გადახურული. სოფლის დასავლეთით, დაახლოებით1,5 კმ-ზე, გვიანდელი შუა საუკუნეების ხუთი კოშკია შემორჩენილი.

კოშკის ოთხივე ფასადზე, მესამე და მეოთხე სართულების დონეზე, ჭადრაკულად განლაგებული კვადრატული ნიშებით გამოყვანილი პატარა რომბებია. აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ოთხ-ოთხი ასეთი რომბია, სამხრეთ ფასადზე - სამი.

კოშკს საფეხურებიანი, პირამიდისებრი გადახურვა აქვს. კოშკი საყურადღებოა თავისი მხატვრულ-არქიტექტურული ნიშნებით. მას მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სტატუსი.

დანარჩენი ნაგებობები დაზიანებულია.დანარჩენი ციხე-სახლებიდან ორი, თითქმის მთლიანადაა დანგრეული, მესამედან კი, რომელიც სამხრეთით, ყველაზე დაბალ ადგილზე დგას, დასავლეთი ნახევარია შემორჩენილი - სამი სართულის სიმაღლეზე.

ყველა სიახლე

ვახტანგ მეგრელიშვილი

15 ივნისი 2021, 14:49

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ფიზიკურად, ვერ წარმომიდგენია, ვინ უნდა იპოვოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისეთი კანდიდატი, რომელსაც „გირჩი“ მხარს დაუჭერს

„ფიზიკურად, ვერ წარმომიდგენია, ვინ უნდა იპოვოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისეთი კანდიდატი, რომელსაც „გირჩი“ მხარს დაუჭერს. ფიზიკურად არ მესმის“, - ამბობს პარტია „გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი თვითმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შესაძლო კანდიდატზე დასმული კითხვის პასუხად.

ირაკლი ბერაია

15 ივნისი 2021, 14:46

საზოგადოება

ირაკლი ბერაია: საქართველოს მხარდასაჭერად ალიანსის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა

საქართველოს მხარდასაჭერად ალიანსის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, პირველი და მთავარი ეს იყო ალიანსის მოკავშირეების ერთგულება ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

15 ივნისი 2021, 14:43

რეგიონი

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“, რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

დავით ზალკალიანი

15 ივნისი 2021, 14:37

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: არცერთ მესამე ძალას არ აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაბლოკოს

საქართველომ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები ნატოში ინტეგრაციის პროგრესის თვალსაზრისით ყოფილიყო შესაბამისად შეფასებული და ასახული საბოლოო კომუნიკეში, რომელიც გამოქვეყნდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა„ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი საბოლოო მიზნისთვის, წევრობისთვის.

სერგო ჩიხლაძე

15 ივნისი 2021, 14:37

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატზე: თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება, ის „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდება

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. საერთო კანდიდატზე კი, ოპოზიცია ვერ თანხმდება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მხარდაჭერა დამარცხების ფორმულა იქნება.

ნიკოლოზ სამხარაძე

15 ივნისი 2021, 14:33

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: კომუნიკეში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გაწევრიანდეს ნატოში

„ასევე უნდა მან ხელი უნდა შეუწყოს ლტოლვილების დაბრუნებას. კიდევ ერთხელ არის ხაზგასხმული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გაწევრიანდეს ნატოში და საქართველო არის ქვეყანა, რომელიც წარმატებით ახორციელებს რეფორმებს“, - განაცხადა სამხარაძემ.

15 ივნისი 2021, 14:32

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების“ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, ასევე საგადასახადო მონიტორინგისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, საქართველო-ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.

ჰელგა მარია შმიდი და დავით ზალკალიანი

15 ივნისი 2021, 14:26

პოლიტიკა

ეუთოს გენერალურმა მდივანმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაწეული ფასილიტაციისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა

ეუთოს გენერალურმა მდივანი​ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ჰელგა მარია შმიდმა აღნიშნა, რომ მიზანი მიღწეულია ბევრი აქტორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად.

ირაკლი ანთაძე

15 ივნისი 2021, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი ანთაძემ ერგნეთის შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი დაასახელა

ერგნეთის შეხვედრაზე მთავარ საკითხს რა თქმა უნდა წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ანთაძემ „ქრონიკას“ განუცხადა

ირმა გახელაძე

15 ივნისი 2021, 14:21

მსოფლიო

ერგნეთში, სადაც IPRM-ის შეხვედრა იმართება, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ჩავიდნენ

„ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს - ზაზას გათავისუფლება. ვფიქრობთ, რომ დროა, ოჯახიც ჩავერთოთ და ასეთი ფორმით გავაგრძელოთ გვერდში დგომა. არ ვიცი, რა შედეგი იქნება. დღეს არანაირი მოლოდინი არ გვინდა, რომ გვქონდეს, იმედგაცრუების კიდევ ერთი დღე არ გვინდა“, - ამბობს ზაზა გახელაძის მეუღლე.

პაატა იმნაძე

15 ივნისი 2021, 14:17

COVID19

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი გავრცელებას იწყებს

„სამწუხაროდ, მთელ ევროპაში ძალიან იმატებს ინდური შტამის ფუნქციონირება. ჩვენთანაც იმატებს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბრუნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეისთვის 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ „ინდური შტამიც“ იწყებს გავრცელებას“, - აღნიშნავს პაატა იმნაძე.

15 ივნისი 2021, 14:09

რეგიონი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „რთველი 2021“-ის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს

„რთველი 2021“-ის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო.

იოანეკე ბალფორტი

15 ივნისი 2021, 13:59

პოლიტიკა

იოანეკე ბალფორტი: ევროკავშირი, ისევე, როგორც ეუთო, ძალიან მონდომებულია, იმუშაოს უსაფრთხოებისა და მედიაციისთვის

„ევროკავშირი, ისევე, როგორც ეუთო, ძალიან მონდომებულია, იმუშაოს უსაფრთხოებისა და მედიაციისთვის, რათა მოიძებნოს კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორმა, იოანეკე ბალფორტმა, ერგნეთში, რომელიც საქართველოს ბრიუსელიდან ეწვია.

15 ივნისი 2021, 13:57

ეკონომიკა

იმამურა აკირა: ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ

ამგვარი ინვესტიციები მომავალშიც განხორციელდება. ჩვენ გვაქვს დადებული ხელშეკრულება საგანგებო საგადასახადო რეჟიმის შესახებ, რათა მაღალი ინვესტიციების განხორციელებისას თავიდან იქნას აცილებული ორმაგი დაბეგვრა“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა.

15 ივნისი 2021, 13:51

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „სამართლიან არჩევნებზე“: სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა

„საარჩევნო რეფორმის“ წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკური გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის“ - ამბობს „სამართლიანი არჩევნები“. ორგანიზაცია, რომელიც ერთი თვე უმალავდა ამომრჩევლებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო და რომლითაც ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.

სალომე ზურაბიშვილი

15 ივნისი 2021, 13:46

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები ნატოს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ

„მივესალმები ნატოს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი გზა ნათელია და ძლიერდება ჩვენი პარტნიორების სოლიდარობით“, - წერს პრეზიდენტი.

სოფიო გორგოძე

15 ივნისი 2021, 13:44

საზოგადოება

სოფიო გორგოძე: ცენტრი მოაწყობს საკარანტინო სივრცეებს იმ გამოსაცდელებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული COVID-19

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით.

ჰელგა მარია შმიდი

15 ივნისი 2021, 13:43

პოლიტიკა

ჰელგა მარია შმიდი: ეუთო მუშაობს ხალხის კეთილდღეობისთვის - იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს

ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით მეასე შეხვედრის მიმდინარეობისას, შესვენების დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სრულად ფლობს ინფორმაციას ზაზა გახელაძის საკითხზე და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი მიზანი სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შემსუბუქებაა.

ნუნუ მიცკევიჩი

15 ივნისი 2021, 13:39

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა განმარტა, რომელი რეგულაციებით ჩატარდება ეროვნული გამოცდები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

15 ივნისი 2021, 13:37

საზოგადოება

გამოეთიშებიან თუ არა საგამოცდო პროცესს ის აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ

საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა.