ორსონ უელსის უკანასკნელი ფილმი რეჟისორის გარდაცვალებიდან 33 წლის შემდეგ აჩვენეს
„ქარის მეორე მხარე“,
ტრეილერი
ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს ამერიკელი რეჟისორის ორსონ უელსის უკანასკნელი ფილმი „ქარის მეორე მხარეს“. რეჟისორი 1985 წელს გარდაიცვალა და ფილმზე მუშაობა ვერ დაასრულა. 33 წლის შემდეგ ის როგორც იქნა დაამონტაჟეს და გამოაქვეყნეს; ნოემბერში მისი ნახვა შესაძლებელი იქნება Netflix-ზე. კრიტიკოსების აზრით „ქარის მეორე მხარეს“ კინოს ისტორიაში შევა არა იმდენად ფილმის ღირსებების გამო, არამედ მისი შექმნის საინტერესო ისტორიით.
ორსონ უელსმა „ქარის მეორე მხარე“ სრულად გადაიღო და ნაწილობრივ დაამონტაჟა კიდეც, მაგრამ პროდიუსერებთან და დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ფილმმა დღის სინათლე ვერ იხილა ვერც რეჟისორის ცხოვრებაში და ვერც მისი გარდაცვალებიდან 30 წლის განმავლობაში.
1970 წელს, იმ დროს უკვე კინოს ისტორიაში უდიდეს რეჟისორად აღიარებულმა უელსმა (ამ ტიტულისთვის საკმარისი გახდა მისი სადებიუტო ფილმი „მოქალაქე კეინი“) ევროპიდან ჰოლივუდში ფილმის გადასაღებად გადაწყვიტა დაბრუნება. ფილმი გადაიღო, თუმცა რეჟისორის დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი დასრულება არავინ დააფინანსა. ლეგენდის თანახმად, უელსმა ფილმის დამთავრების პირობა ჩამოართვა თავის მოსწავლეს და უმცროსს მეგობარ პიტერ ბოგდანოვიჩს, რომელიც იმ დროს უკვე ასევე ცნობილი რეჟისორი იყო. ამავდროულად ბოგდანოვიჩი ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს.
„ქარის მეორე მხარეს“ მთავარი სიუჟეტი ფსევდოდოკუმენტურად გადაღებული გამოგონილი რეჟისორის 70 წლის იუბილეა. ეს რეჟისორი ჯეიკ ჰანაფორდია, რომლის როლსაც მსახიობი ჯონ ჰიუსტონი თამაშობს. ეს პერსონაჟი თავად უელსმა მოიგონა და ნაწილობრივ ის შთაგონებულია ერნესტ ჰემინგუეის ცხოვებით და ბედისწერით. ჰანაფორდი თავისი ესპერიმენტული, არტჰაუსური ფილმით ჰოლივუდის გაოცებას გეგმავს. პირველი სეანსი მეგობრებისთვის დაბადების დღის აღნიშვნას ეძღვნება; სცენები უელსის გადაღებული ფილმიდან სანახაობის სულ ცოტა მესამედს მოიცავს. იმავე ღამეს ჰანაფორდი ავტოავარიაში იღუპება.
ჰანაფორდის ირგვლივ თავმოყრილია უამრავი ადამიანი - მისი მოსწავლეები, თაყვანისმცემლები, მეგობრები, ნაცნობები და პარაზიტები. ასევე რამდენიმე ლილიპუტი და მანეკენების მცირე არმია, რომლებიც მთავარი გმირის მიერ გადაღებულ ვარსკვლავს განასახიერებენ - ფილმის მსვლელობისას მათ ხვრეტენ.
კრიტიკოსები წერენ, რომ უელსმა „ქარის მეორე მხარეს“ ჩაიფიქრა როგორც მწარე, ბოროტი და უკომპრომისო კომედია, მაგრამ კომედია გარდაიქმნება დრამად და ფილმს არ აქვს ის ხიბლი და დინამიკა, რომელიც უელსის ყველაზე წარუმატებელ ფილმებსაც ახსიათებს. ის მონოტონური, ქაოტური და ადგილებში სრულიად გაუგებარია, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაფიქრის რადიკალიზმი ერთი შეხედვითაც თვალშისაცემია. ვისი ბრალია ეს, რეჟისორის, ბოგდანოვიჩის და მურავსკის, რომლებმაც მისი ჩანაფიქრი არასწორად „თარგმნეს“ თუ ფილმი უბრალოდ მოძველდა? სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ კითხვებზე ცალსახა პასუხი სავარაუდოდ არ არსებობს.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქარის მეორე მხარეს“ არ უნდა დაესრულებინათ. კინოკრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს არის კვლევისთვის უაღრესად საინტერესო არტეფაქტი და ისტორიკოსებს და კინოს თაყვანისმცემლებს 2018 წელი სწორედ ამ აღმოჩენის წყალობით დაამახსოვრდებათ.
ვენეციის კინოფესტივალი 29 აგვისტოს გაიხსნა და გამარჯვებულებს 8 სექტემბერს გამოავლენს.
ყველა სიახლე
07 ივნისი 2026, 15:59
სამართალი
შსს: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული - მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს ჭრილობები მიაყენა, პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 15:31
მსოფლიო
რომის პაპის მესაზე მადრიდში მილიონ ადამიანზე მეტი შეიკრიბა
ქადაგებისას პაპმა შეკრებილებს მოუწოდა, გამოეხატათ თავიანთი რწმენა სხვების დახმარებით და აღნიშნა, რომ ღმერთი „საკუთარ თავს აიგივებს ღარიბებთან, ჩაგრულებთან, მათთან, ვინც მარტო და მიტოვებულია“. მისივე თქმით, მათ რელიგიას უნდა შეხედონ არა როგორც „წარსულის მუზეუმს, რომელსაც მხოლოდ სტუმრობენ, არამედ როგორც რწმენის სკოლას, საიდანაც დღესაც კი უნდა მიიღონ ცოდნა“.
07 ივნისი 2026, 15:25
მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 14:00 საათისთვის 33,84% შეადგინა
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, 14:00 საათის მონაცემებით, ხმა 847 226 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,84%-ს შეადგენს.
07 ივნისი 2026, 15:11
მსოფლიო
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების ბრალდებით 6 დაკავებულის შესახებ განაცხადა
უწყების ცნობით, დაფიქსირდა სავარაუდო განმეორებითი ხმის მიცემის 6 და კენჭისყრის ფარულობის შესაძლო დარღვევის 5 შემთხვევა. შეგროვებული მასალები გადაეგზავნა წინასწარი გამოძიების ორგანოებს.
07 ივნისი 2026, 14:53
სპორტი
თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის „ტენერიფეს დაუპირისპირდება🏀
საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა „მურსია“ 100-76 დაამარცხეს და სერიაში 2-1 გაიმარჯვეს. 34 წლის ქართველმა კალათბურთელმა 24 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
07 ივნისი 2026, 14:53
მსოფლიო
კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
07 ივნისი 2026, 14:50
მსოფლიო
ჩინეთი ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალურ საზღვაო ოპერაციას ატარებს
ჩინეთი ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალურ საზღვაო ოპერაციას ატარებს. ოპერატიული მანევრები მას შემდეგ დაიწყო, რაც იაპონიამ და ფილიპინებმა ტაივანის აღმოსავლეთით მდებარე საზღვაო საზღვრების დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გამოაცხადეს. პეკინი ამას ჩინეთის ტერიტორიული სუვერენიტეტის, ასევე მისი საზღვაო უფლებებისა და ინტერესების დარღვევად მიიჩნევს.
07 ივნისი 2026, 14:49
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანელები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს აიათოლა იღებს. ყველასთან შეხვედრის სურვილი მაქვს და რაღაც ეტაპზე, ალბათ მასაც შევხვდები
„ვერ ვიტყოდი, რომ გაბრაზებული ვიყავი. ცოტა გამაღიზიანა იმან, რომ მუდმივად ებრძვის ლიბანს. მე ვუთხარი: „ბიბი, ეს უნდა შეწყდეს“, მაგრამ ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ის ომში მყოფი ქვეყნის პრემიერია, მე ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ირანელები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს აიათოლა იღებს. ასე ხდება დიდი ხანია, ჯერ მამამისი იღებდა, ახლა თვითონ იღებს, როგორც მემკვიდრე, მაგრამ ჩვენ კარგად მივდივართ. რაც შეეხება მასთან შეხვედრას, ამაზე არ მიფიქრია. ვისურვებდი მასთან შეხვედრას. ყველასთან შეხვედრის სურვილი მაქვს და რაღაც ეტაპზე, ალბათ მასაც შევხვდები“, - განაცხადა ტრამპმა.
07 ივნისი 2026, 14:43
საზოგადოება
სტამბოლში გამართულ ფორუმზე „ნულოვანი ნარჩენი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოს მდგრადი აგროსასურსათო სისტემების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა
თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში გამართულ ფორუმში „ნულოვანი ნარჩენი“ სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე დელეგაციის 1600 წარმომადგენელი, მათ შორის, პოლიტიკის შემმუშავებლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურები, კერძო სექტორი, აკადემიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობდა.
07 ივნისი 2026, 14:41
კულტურა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით ონიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მკვლევრისა და მთარგმნელის, დავით ონიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. მისი ვინაობა კარგად არის ცნობილი ინგლისში, თუმცა სამშობლოში მისი აღმოჩენა ახლა ხდება. ის არის ერთ-ერთი ხელმომწერი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. საბჭოთა კავშირის დროს ის რეპრესირებული იყო.
07 ივნისი 2026, 14:37
საზოგადოება
მთაწმინდის პარკი ყველის ფესტივალს მასპინძლობს
მთაწმინდის პარკი ტრადიციად ქცეულ ყველის ფესტივალს მასპინძლობს. წარმოდგენილია ყველის არაერთი სახეობა როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე ევროპიდან. გაიმართება სულგუნის, ღომისა და ელარჯის მომზადების მასტერკლასები.
07 ივნისი 2026, 14:36
მსოფლიო
ლიეტუვაში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კოალიციური მთავრობიდან პარტია „ნემანის განთიადი“ გარიცხა და ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება
„ნემანის განთიადის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე გასული წლის დეკემბერში ვილნიუსის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებაში, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს უკავშირდებოდა.
07 ივნისი 2026, 14:34
საზოგადოება
შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის
უწმინდესმა და უნეტარესმა, საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. მან მრევლს ყოველთა წმინდანთა ხსენება მიულოცა, რომელიც სულთმოფენობის მომდევნო კვირას აღინიშნება. ამის შემდეგ მართლმადიდებლებისთვის პეტრეპავლობის მარხვა იწყება
07 ივნისი 2026, 14:32
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ოპოზიციას არანაირი უნარი არ გააჩნია, რაიმე სოლიდური შექმნას. ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს
„ოპოზიციას არანაირი უნარი არ გააჩნია, რაიმე სოლიდური შექმნას. უსუსურობა და უნიათობა, საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების შეუძლებლობა არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს, იშვერენ თითს, ისმის ლანძღვა-გინება. საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ შემიძლია გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს არის ძალიან კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის, რამეთუ საბოლოოდ დარწმუნდნენ იმაში, რომ წარმოუდგენელია დაბრუნდეს მეხუთე კოლონა და მოხდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის რევანში. ამბიციები კი დიდი აქვთ, მაგრამ ამ ამბიციებს არანაირი პრაქტიკული საფუძველი არ გააჩნია“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.
07 ივნისი 2026, 14:29
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიცია მილევად რეჟიმშია და ეს დაპირისპირებები უკვე წესად იქცა
რადიკალური ოპოზიცია მილევად რეჟიმშია, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
07 ივნისი 2026, 14:25
მსოფლიო
ოპოზიციის ლიდერებმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს
სომხეთის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმები დააფიქსირეს. საარჩევნო უბნების დატოვების შემდეგ ისინი ჟურნალისტებს გაესაუბრნენ.
07 ივნისი 2026, 14:21
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი სომხეთში მიმდინარე არჩევნებზე: იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა დამკვირვებელს შეხვდით, შეიძლება ითქვას, რომ სამზადისისთვის ძალიან დიდი სამუშაოებია გაწეული
ჩვენი მანდატის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდებით როგორც გახსნის, ასევე მიმდინარეობასა და შემდგომ დახურვის ეტაპებს და ბუნებრივია, ჩვენს მოსაზრებებს და რეკომენდაციებს წარუდგენთ საარჩევნო ადმინისტრაციას, - განუცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკას“, რომელიც სომხეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.
07 ივნისი 2026, 14:11
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 14:09
მსოფლიო
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი: ღამით საარჩევნო უბნის 2 თავმჯდომარე და 1 მდივანი დააკავეს
„ისინი ღამით დააკავეს. საარჩევნო კოდექსი მუშაობის გაგრძელების საშუალებას იძლევა მაშინაც კი, თუ კომისიის წევრები არ გამოცხადდებიან; საჭიროების შემთხვევაში, [საუბნო საარჩევნო კომისიის] ახალი წევრები ინიშნებიან“, - დასძინა ცესკოს თავმჯდომარემ.
07 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ „ჩერგოდ" მოგვევლინა. კარგად მახსოვს, გვარამია როგორ ამბობდა ხოლმე: „ჩერგო რომ ვინმეს იცავს, ეს უკვე დიაგნოზიაო" - და ახლა რა ჰგონია ნეტავ?
ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ პოლიტიკურ პროექტს აშენებ, - წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, პარტია "ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას შესახებ.


