imedi /  30 სექტემბერი 2018, 08:41 / სანდო წყარო

მწერალ თამაზ ჭილაძეს 2 ოქტომბერს დაკრძალავენ

თამაზ ჭილაძე

თამაზ ჭილაძე

ქართველი მწერალს, პოეტსა და დრამატურგ თამაზ ჭილაძეს ორ ოქტომბერს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

პანაშვიდები 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბერს, 17:00 საათიდან ჩიქოვანის N22-ში გაიმართება. შემდეგ მწერალს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, საიდანაც მას 2 ოქტომებს 14:00 საათზე გამოასვენებენ.

თამაზ ჭილაძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 87 წლისა გარდაიცვალა.

მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად.

თამაზ ჭილაძის ოჯახში, სიღნაღში ორი ცნობილი ქართველი მწერალი გაიზარდა. მისი ძმა, ოთარ ჭილაძე ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული ლიტერატურის დარგში.

ყველა სიახლე

არჩილ გორდულაძე

03 მარტი 2026, 09:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როგორც ბრიტანეთში აკონტროლებენ განსხვავებულ აზრს, აქვთ სურვილი, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაიხშოს სხვა ქვეყანაშიც, იმ ქვეყანაში, რომელიც ხმას იმაღლებს დიფ სთეითის მავნე მიზნების წინააღმდეგ

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის სურვილი, რომ მათი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც იყოს ჩახშობილი თავისუფალი სიტყვა.

გიორგი ვოლსკი

03 მარტი 2026, 09:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა

არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტს.

სტივ უიტკოფი

03 მარტი 2026, 09:00

მსოფლიო

სტივ უიტკოფი: ირანელებმა მოლაპარაკებების დროს თქვეს, რომ მათ 11 ატომური ბომბის შექმნა შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიკტოფმა ირანელებთან წარმოებული მოლაპარაკებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს თეირანის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ მათ 11 ატომური ბომბის შექმნა შეუძლიათ.

03 მარტი 2026, 08:54

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.

03 მარტი 2026, 08:42

მსოფლიო

ლიბანმა „ჰეზბოლას“ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება აუკრძალა

ლიბანმა „ჰეზბოლას“ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება აუკრძალა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო „ჰეზბოლას“ მხრიდან აიათოლას ლიკვიდაციის საპასუხო იერიშებს ემიჯნება და რომ დაჯგუფების ქმედება, კანონს ეწინააღმდეგება.

03 მარტი 2026, 08:35

მსოფლიო

ლიბანის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 154-ს აღწევს

ისრაელი ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ლიბანის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-ს აღწევს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 154-ს.

03 მარტი 2026, 08:24

მსოფლიო

კატარის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ირანული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

კატარმა ორი ირანული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

03 მარტი 2026, 08:14

საზოგადოება

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ლიფტის შახტში ხანძარი იყო

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო. ცეცხლი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ლიფტის შახტში გაჩნდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანძარი საოფისე სივრცეში არ გავრცელებულა.

03 მარტი 2026, 08:05

მსოფლიო

ისრაელმა თეირანში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ობიექტებს შეუტია - ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელმა ღამით თეირანში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ობიექტებს შეუტია. ირანის ფლოტის განადგურების შესახებ იუწყება პენტაგონი. ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებელი სამხედრო მოქმედება დაიწყო კატარმა.

მარკო რუბიო

03 მარტი 2026, 02:57

მსოფლიო

რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის მიზანი ირანის მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების განადგურებაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ მიზნად ისახავს „ირანის მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტებისგან მომდინარე საფრთხისა და მათი სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ შექმნილი საფრთხის აღმოფხვრას“.

ლინდსი გრემი

03 მარტი 2026, 01:12

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი: კუბა შემდეგია - მათი დღეები დათვლილია

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა შეაქო ირანში განხორციელებული აშშ-ის დარტყმები და განაცხადა, რომ კუბა შემდეგია.

03 მარტი 2026, 01:01

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტილად აცხადებს და იმუქრება, რომ ცეცხლს გაუხსნის ნებისმიერ ხომალდს, რომელიც მის გავლას შეეცდება

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სარდლის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე ოფიციალურად ჩაიკეტა.

გეკა გელაძე

03 მარტი 2026, 00:53

სამართალი

გეკა გელაძე: თითოეული ნარკორეალიზატორის დაკავება, ამოღებული თუ განადგურებული ნარკოტიკული საშუალებები ჩვენთვის არ არის მხოლოდ სტატისტიკა, ეს არის ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე

„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ყველა პოლიციელს. ქართული პოლიცია არის ძლიერი და ორიენტირებული, ქვეყანაში შექმნას უსაფრთხო გარემო. მე მინდა საზოგადოებას დავპირდე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ნარკორეალიზაციაში ჩართული პირების მიმართ უმკაცრეს პოლიტიკას," - განაცხადა გეკა გელაძემ.

03 მარტი 2026, 00:45

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოსა და დანიის საკალათბურთო მატჩს დაესწრო

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი დანიის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 89:60, დასრულდა.

03 მარტი 2026, 00:44

საზოგადოება

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, რომელიც პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

დანი დანონი

03 მარტი 2026, 00:42

მსოფლიო

გაეროში ისრაელის ელჩი: ისრაელი და აშშ არ შეწყვეტენ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, ვიდრე ოპერაციის მიზნები არ იქნება მიღწეული

ისრაელის ელჩმა გაერთიანებულ ერების ორგანიზაციაში, დანი დანონმა განაცხადა, რომ ისრაელი სამხედრო კამპანიას მანამ გააგრძელებს, სანამ ეს საჭირო იქნება.

გეკა გელაძე

03 მარტი 2026, 00:37

სამართალი

გეკა გელაძე: სკოლებში, ანტინარკოტიკულ კამპანიაში ათასობით ბავშვია ჩართული - პრევენციული ხასიათის მექანიზმების დანერგვას გავაგრძელებთ

„სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, დაინერგა საჯარო სკოლებში ახალგაზრდებში ანტინარკოტიკული კამპანია, რომელიც საკმაოდ კარგი შედეგით სარგებლობს. ათასობით ბავშვი არის ჩართული ამ კამპანიაში, შეიქმნა სპეციალური მოდულები ბავშვთა სერტიფიცირებული ფსიქოლოგების დახმარებით და სწორედ ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები მანდატურებთან ერთად მუშაობენ ამ მიმართულებით არასრულწლოვნებთან. რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება და ძალიან საინტერესო კამპანია არის. ჩვენ გავაგრძელებთ პრევენციული ხასიათის მექანიზმების დანერგვას“, - აღნიშნა მინისტრმა.

03 მარტი 2026, 00:32

სპორტი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს დანიის ნაკრებთან გამარჯვება მიულოცა.

მიხეილ სარჯველაძე

03 მარტი 2026, 00:15

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: თითქოს, განკურნებული ნარკომანი არ არსებობს, ასეთი რამ ტყუილია. საბედნიეროდ, არსებობს წარმატებული შემთხვევები - ძალიან მანკიერი და მავნე მითია, თითქოს განკურნება შეუძლებელია

არ მგონია, არსებობდეს ნარკომომხმარებელი, რომელსაც სურვილი არ აქვს, რომ არ მომხდარიყო მის ცხოვრებაში, თუნდაც პირველი გასინჯვა. არ მეგულება დამოკიდებული ადამიანი, რომელსაც მცირეოდენი სურვილი მაინც არ აქვს, რომ ის არ იყოს ნარკოდამოკიდებული. ჩვენი ამოცანაა, მივეხმაროთ ადამიანებს, რომ მეტად უნდოდეთ და ვისაც ამის სურვილი აქვს, რეალურად შეძლოს, დაამარცხოს ეს დიდი პრობლემა, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ სატელევიზიო დებატებში საუბრისას განაცხადა.

03 მარტი 2026, 00:06

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ორი დღის წინ ირანის რეჟიმს ომანის ყურეში 11 ხომალდი ჰყავდა, დღეს კი მათ იქ არცერთი აღარ დარჩათ

ამერიკელი სამხედროების განცხადებით, განხორციელებული დარტყმების ფარგლებში მათ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების 11 ხომალდს დაარტყეს.