imedi /  18 იანვარი 2019, 17:47 / სანდო წყარო

მსახიობი კირა მებუკე გარდაიცვალა

კირა მებუკე

კირა მებუკე

მსახიობი და რეჟისორი კირა მებუკე გარდაიცვალა. ის პანტომიმის თეატრის დამაარსებლის ამირან შალიკაშვილის მეუღლე იყო.

ის იყო შალიკაშვილის თეატრის პირველი ქალი მიმი, რომელმაც შეცვალა პანტომიმის ჟანრის მიმართულება და ქართული სტილით წაიყვანა პანტომიმის განვითარება. მან უდუდესი წვლილი შეიტანა ქართული პანტომიმის განვითარებაში. 

კირა მებუკე იყო ასევე საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების მედლის მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი.

კირა მებუკეს სამშაბათს, 22 იანვარს 14:00 საათზე დაკრძალავენ.

ყველა სიახლე

მიანმარი

23 აპრილი 2019, 16:49

მსოფლიო

მიანმარის უზენაესმა სასამართლომ Reuters-ის ჟურნალისტები პატიმრობაში დატოვა

ჟურნალისტებს გასული წლის სექტემბერში სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტებმა საგამოძიებო მასალის მომზადებისას აღმოაჩინეს, რომ მიანმარის ხელისუფლებამ 10 როჰინჯა მუსლიმი 2017 წლის სამხედრო ოპერაციის დროს სიკვდილით დასაჯა.

23 აპრილი 2019, 16:44

საქართველო

THE NEW YORKER ქართულ სამზარეულოზე: კავკასიის კულინარიული მუზა

ლორენ კოლინსის სტატიაში სათაურით "კავკასიის კულინარიული მუზა" ამერიკის მასშტაბით ქართული კერძების პოპულარობის ზრდასა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს თავისებურებებზეა საუბარი.

თორნიკე ნაგლიაშვილი

23 აპრილი 2019, 16:40

ძალოვნები

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ძიუდოისტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილი, რომელიც ცოლზე მუქარასა და ძალადობაშია ბრალდებული, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სპორტსმენის ადვოკატის თქმით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ლევან ჯიბღაშვილი

23 აპრილი 2019, 16:37

ძალოვნები

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი წარუდგინეს

ადვოკატი ამირან გიგუაშვილის ცნობით, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით, 5-დან 8 წლამდე.

რუსეთის პატრიარქი კირილი

23 აპრილი 2019, 16:34

მსოფლიო

მოსკოვის პატრიარქმა ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „მილოცვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ვინაიდან დასკვნების გამოტანა კონკრეტული საქმეებისა და ნაბიჯების მიხედვით იქნება შესაძლებელი“.

მალარია

23 აპრილი 2019, 16:27

მსოფლიო

მალავიში ბავშვებისთვის შექმნილი მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება დაიწყეს

იმუნიზაციის პირველ ეტაპზე 2 წლამდე 120 000 ბავშვის ვაქცინაცია იგეგმება. მალარიით მსოფლიოში ყოველწლიურად 435 000 ადამიანამდე კვდება, მათი უმრავლესობა ბავშვია. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლია აფრიკის ქვეყნებში, სადაც ყოველწლიურად მალარიით 250 000-მდე ბავშვი კვდება.

ნოტრ-დამი
პარიზი

23 აპრილი 2019, 16:18

მსოფლიო

ნოტრ-დამს ახალი საფრთხე ემუქრება

არქიტექტორები, რომლებიც ნოტრ-დამის შენარჩუნებაზე ზრუნავენ აცხადებენ, რომ ტაძრის უსაფრთხოებას წვიმის საშიშროება ემუქრება. არქიტექტორებმა ტაძარი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაფარონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფრანსუა და პენელოპა ფიიონები

23 აპრილი 2019, 16:14

მსოფლიო

მედია: საფრანგეთის ექსპრემიერს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავებიან

საფრანგეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ფრანსუა ფიიონი და მისი მეუღლე პენელოპა, შესაძლოა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგნენ. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის იუსტიციის ორგანოებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო dpa იუწყება.

23 აპრილი 2019, 16:14

ტაბლოიდი

Marvel-ის ფილმების მსახიობებმა ერთად იმღერეს

ამერიკელის ტელეწამყვანის ჯიმი ფელონის ღამის შოუში Marvel-ის ფილმების მსახიობებმა ბილი ჯოელის სიმღერა We Didnʼt Start the Fire შეასრულეს. მათ შორის იყვნენ უმცროსი რობერტ დაუნი, კრის ევანსი, ბრი ლარსონი და კრის ჰემსვორტი. 2-წუთიანი ვიდეორგოლში კომიქსების სცენებიც გამოიყენეს.

პრინსი

23 აპრილი 2019, 16:06

კულტურა

პრინსის დაუსრულებელი მემუარები ოქტომბრიდან გაიყიდება

წიგნში ასევე შევა მუსიკოსის იშვიათი ფოტოები და სიმღერების ხელნაწერი ტექსტები, მათ შორის "Purple Rain"-ის ორიგინალი, სამუშაო ვერსიაც. გამომცემლობა Random House-ი ამბობს, რომ პრინსის წიგნი "ძალიან პირადული" იქნება. პრინსი 2016 წლის 21 აპრილს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

23 აპრილი 2019, 15:48

მსოფლიო

ავსტრალიასთან ახლოს მეორე მსოფლიო ომის დროს გაუჩინარებული გემი იპოვეს

ხომალდს ავსტრალიის ვიქტორიის შტატის სანაპიროდან 100 კილომეტრის მოშორებით მიაგნეს. სპეციალისტების თქმით, 100-მეტრიანი გემის კორპუსის ნაწილი კარგად არის შენარჩუნებული. ხომალდის ჩაძირვის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, ეკიპაჟის 5 წევრი კი გადარჩა.

მიხა არაბული (მიხა პაპა)

23 აპრილი 2019, 15:43

საქართველო

გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი მიხა პაპა საავადმყოფოში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი - 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ექიმები შესაბამის დახმარებას უწევენ.

მელანია ტრამპი, ელისაბედ მეორე, დონალდ ტრამპი

23 აპრილი 2019, 15:41

მსოფლიო

ტრამპი დიდ ბრიტანეთში ვიზიტით 3-5 ივნისს ჩავა

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტი 3-5 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი უინძორის სასახლეს 2018 წლის ივლისშიც სტუმრობდნენ

შრი-ლანკა

23 აპრილი 2019, 15:26

მსოფლიო

შრი-ლანკის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების სერიაზე პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. თავად ტერორისტულ დაჯგუფებას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 22 აპრილს ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ჯამაათ ალ-ტავჰიდ ალ-ვათანიამ“ აიღო.

ჯენი ძველი ქვებიდან

23 აპრილი 2019, 15:23

კულტურა

ცნობილია ვის ეძღვნება სიმღერა, რომელიც GOT-ის სერიაში გაჟღერდა

„სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონის მეორე ეპიზოდი დასრულდა პერსონაჟ პოდრიკ პეინის სიმღერით „ჯენი ძველი ქვებიდან“. ეს წიგნების ავტორის ჯორჯ მარტინის ფანტასტიკური სამყაროში ცნობილი სიმღერაა, რომელიც პრინცი დუნკან ტარგარიენის და მისი ცოლის ჯენის სიყვარულის ისტორიას ეძღვნება.

მუნირა აბდულა

23 აპრილი 2019, 15:19

ტაბლოიდი

გერმანიაში ქალი 27-წლიანი კომიდან გამოვიდა

გერმანიაში 27 წლის განმავლობაში კომაში ყოფნის შემდეგ ქალი გონს მოვიდა. ამის შესახებ Daily Mail წერს. არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქე მუნირა აბდულამ ქალა-ტვინის ტრავმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1991 წელს მიიღო. როდესაც ქალაქ ალ-აინის მახლობლად მის ავტომობილს ავტობუსი შეეჯახა.

23 აპრილი 2019, 15:14

საქართველო

შუახევის სოფელ ბუთურაულში 60-მდე ოჯახი გასახლებას ითხოვს

შუახევში აქცია იმართება: სოფელ ბუთურაულში მცხოვრებლები გასახლებას ითხოვენ. სამოცამდე ოჯახი აცხადებს, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ და ისინი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. მათივე თქმით, სოფლზე უარყოფითი გავლენა შუახევჰესის მშენებლობამაც მოახდინა, რადგან დაშრა წყაროები და ხმობა დაიწყო მცენარეებმა.

ლევან სურგულაძე

23 აპრილი 2019, 15:08

ეკონომიკა

დაგროვებით საპენსიო სისტემას უმეტესად საჯარო სექტორში დასაქმებულები ტოვებენ

„დაგროვებითი საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა, რამაც ჩვენი გაკვირვება გამოიწვია“, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ლუკ უოლტონი და კელი ტენანტი

23 აპრილი 2019, 15:01

სპორტი

„ლეიკერსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ლოს-ანჯელესის საკალათბურთო კლუბის, „ლეიკერსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს ლუკ უოლტონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგაც სასამართლოში სარჩელი ჟურნალისტმა კელი ტენანტმა შეიტანა.

23 აპრილი 2019, 14:57

საქართველო

კვლევა: ჯანდაცვის ობიექტების 75%-ს არ აქვს პირობები, რომ ეტლით მოსარგებლე გადაადგილდეს

ჯანდაცვის ობიექტების 75%-ზე მეტს, არ გააჩნია სათანადო პირობები, რათა ეტლით მოსარგებლე ადამიანმა, შეძლოს ავტომობილის პარკირება და დამოუკიდებლად გადაადგილება შენობის მთავარ შესასვლელამდე - ასეთი შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ დახმარებით ჩატარდა.