imedi /  22 იანვარი 2019, 22:00 / სანდო წყარო

პარიზში სახლის რემონტის დროს მე-17 საუკუნის ნახატი იპოვეს

2017 წელს, მოდის სახლ Oscar de la Renta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს ბოლენმა ახალი ბუტიკისთვის პარიზში შენობა იპოვა, კერძოდ, ელისეს მინდვრებთან ახლოს, მარინიანის ქუჩაზე ორი სართული მე-19 საუკუნის შენობაში. მანამდე მეორე სართულს ბროკერული კომპანია ქირაობდა, ამიტომ შენობა გამოიყურებოდა როგორც ტიპური ოფისი დაკიდული ჭერით. ბოლენმა კაპიტალური რემონტის გაკეთება გადაწყვიტა, - წერს ამერიკული The New York Times-ი. 

დაკიდული ჭერის დემონტაჟისას, მეორე სართულის ერთ-ერთ ოთახში, მუშებმა მე-19 საუკუნით დათარიღებული ხის პანელები იპოვეს, რომელზეც ჰერალდიკური სიმბოლოები იყო გამოსახული. ეს საინტერესო, მაგრამ ძველი შენობისთვის დამახასიათებელი აღმოჩენა გახლდათ. გაცილებით მოულოდნელი აღმოჩნდა 3x6 მეტრზე მოცულობის ნახატი, რომელიც მუშებმა კედლის პანელების ქვეშ იპოვეს. ტილო ასახავდა მე-17 საუკუნის მოდის თანახმად ჩაცმულ სამეფო კარის წევრებს, რომლებიც იერუსალიმში შედიოდნენ.

არქიტექტორმა ნატალი რაიანმა, რომელიც Oscar de la Renta-ს პარიზული ბუტიკის ინტერიერზე მუშაობდა, ალექს ბოლენს ნახატის სანახავად ნიუ-იორკიდან პარიზში ჩასვლა სთხოვა. თავის მხრივ ბოლენმა აღმოჩენის შესაფასებლად ხელოვნების ისტორიკოსი სტეფან პინტი მიიწვია, რომელმაც დაადგნა, რომ ნახატი 1674 წელს მხატვარმა არნო დე ვუეზმა შექმნა. ის ვერსალის ავტორის, ლუდოვიკ XIV-ს კარის მხატვრის, შარლ ლერენის მოსწავლე იყო. დე ვუეზი მეფის მიერ აკრძლულ დუელებში მონაწილეობდა, რის გამოც საფრანგეთი დატოვა და კონსტანტინეპოლში გადასახლდა. სურათზე მან ოსომალეთის იმპერიაში საფრანგეთის ელჩი შარლ ოლივიე დე ნუანტელი და მისი თანმხლები სამეფო კარის წარმომადგენლები გამოსახა.    

ვინ ამოქოლა კედელში ნახატი, უცნობია. შეიძლება ის მეორე მსოფლიო ომის დროს დამალეს. ერთი რამ ცხადია, რომ ტილო კედელზეა მიკრული და დაზიანების გარეშე მისი მოხსნა შეუძლებელია. ბოლენი შენობის მფლობელებს შეხვდა, ნახატის შესახებ უამბო და მათ Oscar de la Renta-ს ხარჯზე ნამუშევრის რესტავრაცია ერთი პირობით შესთავაზა - ის დარჩება კედელზე, ვიდრე მოდის სახლი იმუშავებს შენობაში, სადაც ის იპოვეს (იჯარის თავდაპირველი შეთანხმება 10-წლიანია). მესაკუთრეები ამ პირობას დათანხმდნენ.

ნახატის რესტავრაცია 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და სავარაუდოდ, მაისში დასრულდება. ნამუშევრის აღდგენისთვის ალექს ბოლენმა თითქმის ნახევარი წლით, გაზაფხულის ბოლომდე, გადადო ბუტიკის გახსნა.

The New York Times-ი ნამუშევრის სავარაუდო ფასსაც არ ასახელებს. ნახატის უსაფრთხოებისთვის ბუტიკის დაცვას გააძლიერებენ, მეორე სართულზე კი ფანჯრებში განსაკუთრებულ შუშებს ჩასვამენ. მართალია ტილოს ავტორი ძალიან ცნობილი მხატვარი არ არის, მაგრამ ისტორიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ნამუშევრის შენახვის ხარისხის და ზომის გამო, ტილო „იშვიათი, განსაკუთრებული აღმოჩენაა“. 

ყველა სიახლე

ბიძინა გიორგობიანი

10 სექტემბერი 2026, 17:51

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ევროკავშირის რომ იყოს ისეთი მიზიდულობის ცენტრი, როგორიც იყო 10 წლის წინ, ასეთი გაფრთხილების მიცემა გაფართოების კომისარს არც მოუწევდა - ევროკავშირს უკვე უჭირს კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობა და ცდილობს, იდეოლოგიზებული განცხადებებით თავს მოახვიოს კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თუ საით უნდა ჰქონდეთ ორიენტაცია აღებული

გამოწვევები ფონზე, ევროკავშირს უკვე უჭირს კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობა და ცდილობს იდეოლოგიზებული განცხადებებით თავს მოახვიოს კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თუ საით უნდა ჰქონდეთ მათ ორინტაცია აღებული და რომელ ეკონომიკურ გაერთიანებაში უნდა მიისწრაფოდნენ ისინი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

10 სექტემბერი 2026, 17:49

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი AfD-ის წარმატებაზე: ეს არ შეცვლის გერმანიის პოლიტიკას 2 დღეში, თუმცა ძლიერი ბიძგი იქნება ცვლილებებისთვის

„რა თქმა უნდა, ეს არ გამოიწვევს 2 დღესა ან 2 კვირაში მთლიანად გერმანული პოლიტიკის შეცვლას, მაგრამ ეს იქნება ძალიან ძლიერი ბიძგი, როგორც გერმანიის შიგნით პოლიტიკური ცვლილებებისთვის, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებისთვის. მოახლოებულია არჩევნები საფრანგეთში, გერმანიის ორ მიწაზე“, - აღნიშნავს გიორგობიანი.

10 სექტემბერი 2026, 17:45

მსოფლიო

მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა დრონმა შეაყოვნა

მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა დრონმა შეაყოვნა. ინფორმაციას მოლდავური მედია ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ანტონიუ კოშტა

10 სექტემბერი 2026, 17:35

მსოფლიო

Carnegie Europe: ევროპას საკუთარ თავში დამაჯერებლობა აკლია

კვლევითი ცენტრი Carnegie Europe ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ ევროკავშირს საკუთარ თავში დამაჯერებლობა აკლია.

იაგო ხვიჩია

10 სექტემბერი 2026, 17:24

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია გვარამიას განცხადებაზე: აგენტი ვარ ვიღაცის და თან მარტო მე კი არა, მაგალითად ანა წითლიძეც, რადგან ის იგულისხმება „დედალ იაგოებში“, შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანიც. ესენი ყველა აგენტები არიან და გვარამია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ნაცი, რომელიც ქოცებს ებრძვის

აგენტი ვარ ვიღაცის და თან მარტო მე კი არა, მაგალითად ანა წითლიძეც, რადგან ის იგულისხმება „დედალ იაგოებში“. შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანიც. ესენი ყველა აგენტები არიან და გვარამია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ნაცი, რომელიც ქოცებს ებრძვის, - განუცხადა „ქრონიკას“ „თავისუფალი ხალხის პარტია“-ს ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

გეორგე პიპერა

10 სექტემბერი 2026, 17:19

მსოფლიო

ევროპარლამენტარი გეორგე პიპერა: საქსონია-ანჰალტის მიწაზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შემდეგ ბრიუსელმა „საბრძოლო დემოკრატია“ აამოქმედა

ევროდეპუტატმა გეორგე პიპერამ სოციალურ ქსელ X-ში ში დაწერა, რომ საქსონია-ანჰალტის მიწაზე ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვების შემდეგ ბრიუსელმა საბრძოლო დემოკრატია აამოქმედა.

თამთა მეგრელიშვილი

10 სექტემბერი 2026, 17:17

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის ნორმად დაკანონება საშიშია, რადგან ის აზიანებს არა მხოლოდ სამართლებრივ წესრიგს, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ თანაცხოვრებას

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ეხმიანება.

10 სექტემბერი 2026, 17:11

პოლიტიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ფარჰად აბდულაევს შეხვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლა სასამართლოს თავმჯდომარის - ფარჰად აბდულაევის ხელმძღვანელობით.

10 სექტემბერი 2026, 17:03

ეკონომიკა

საქართველოს საპენსიო ფონდი სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35,793-მა მოქალაქემ, მათზე პენსიის სახით გაიცა 185,189,254.01 ლარი.

10 სექტემბერი 2026, 17:00

ეკონომიკა

საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის აგვისტოს თვის შედეგებს აქვეყნებს

აგვისტოში საპენსიო ფონდის ორი პორტფელის, დაბალანსებულისა და დინამიკურის შექმნიდან სამი წელი გავიდა. თავისი არსებობის პერიოდში, ორივე პორტფელმა მნიშვნელოვნად მაღალი მომგებიანობა აჩვენა, რაც დიდწილად, მათში საერთაშორისო აქციების მაღალ წილს უკავშირდება

10 სექტემბერი 2026, 16:47

მსოფლიო

ალჟირმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

ალჟირმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გადაწყვიტა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ფოჩხუა

10 სექტემბერი 2026, 16:45

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა თორნიკე რაზმაძეზე: ქვეყნის პრემიერის გინება ან აუგად მოხსენიება დასჯადია, იცის ეს ამ პატარა კაცმა, მაგრამ თავის მრევლს აჩვენებს თითქოს რუსების გინებისთვის სჯის ხელისუფლება, პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს ამას

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციის აქტივისტ, თორნიკე რაზმაძის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კონკრეტული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება კანონით გათვალისწინებული პროცესია.

10 სექტემბერი 2026, 16:38

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: CIFTIS-ზე საქართველოს წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი, არამედ როგორც ჰაბი, რომელიც ამ დერეფანს შესაბამისი ციფრული, საფინანსო და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს

პეკინში, მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი, არამედ როგორც ჰაბი, რომელიც ამ დერეფანს შესაბამისი ციფრული, საფინანსო და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში (China International Fair for Trade in Services – CIFTIS) მონაწილეობს.

დავით ჩიხელიძე

10 სექტემბერი 2026, 16:38

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს, სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას თორნიკე რაზმაძე საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს

თორნიკე რაზმაძე, სკანდალის შექმნას კვლავ ფაქტების დამახინჯებით ცდილობს! შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს, სამართალწარმოება, სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას რაზმაძე, საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

10 სექტემბერი 2026, 16:32

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და სხვადასხვა ფორმატებში, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს.

დიმიტრი პესკოვი

10 სექტემბერი 2026, 16:29

მსოფლიო

პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში გემების განადგურებას გააგრძელებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი სამხედროები შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებს გააგრძელებენ.

მაკა ბოჭორიშვილი

10 სექტემბერი 2026, 16:06

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის

„კოსმოსთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია როგორც ევროპული, ისე, ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისთვის, და ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში.

10 სექტემბერი 2026, 16:03

რეგიონი

მარნეულის მუნიციპალიტეტში 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტებია დაგეგმილი

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2026 წელს 25 164 237 ლარის ღირებულების 5 კაპიტალური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

ლევან კოჭლოშვილი

10 სექტემბერი 2026, 15:44

პოლიტიკა

ლევან კოჭლოშვილი: კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა

„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ოპოზიციისა და კონკრეტული პირების მისამართით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ისტორიული ფიგურების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მანიპულაციაა.

მაკა ბოჭორიშვილი

10 სექტემბერი 2026, 15:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს გვჭირდება მეტი თანამშრომლობა და მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში

„ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში და MAGA-ს მოძრაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლის წარმომადგენელიც დღეს მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას, შესაბამისად კავშირების გაწყვეტა მასთან სასაცილო და ღიმილისმომგვრელია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.