imedi /  03 თებერვალი 2019, 17:37 / სანდო წყარო

9 საინტერესო ფაქტი კრისტიან დიორის შესახებ

კრისტიან დიორი

კრისტიან დიორი
1955 წ.

ლონდონში მდებარე დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმი "ვიქტორიასა და ალბერტი" კრისტიან დიორის შემოქმედებას მასპინძლობს სახელწოდებით: "კრისტიან დიორი: საოცნებო დიზაინერი". BBC-ის რუსულმა გამოცემამ დიზაინერის შესახებ სტატია მოამზადა, რომელშიც დიორის ცხოვრებიდან რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ წერს.

1. "თუ არ ჩავთვლით ქალებს..."

კრისტიან დიორი აღმერთებდა ლამაზ ბაღებსა და მებაღეობას. ბავშვობაში მისი სამაგიდო წიგნი ყვავილების სპეციალისტისა და მეცნიერის ფილიპე ანდრე დე ვილმორინის წიგნი იყო, რომელსაც დიორის დედა მადლენ დიორი ყვავილების მოვლის დროს იყენებდა. 

კრისტიან დიორისთვის ყვავილები ყოველთვის იყო შთაგონების წყარო. "თუ არ ჩავთვლით ქალებს, ყვავილები ყველაზე ღვთაებრივი ქმნილებები არიან", - თქვა ერთხელ მან.

2. ოღონდ "დიორი" არა!

ახალგაზრდა კრისტიანს ხელოვნებისა და არქიტექტურის შესწავლა სურდა, მშობლები კი მისთვის დიპლომატიურ კარიერას უმზადებდნენ, რის გამოც დიორმა პოლიტიკური მეცნიერებების სწავლა დაიწყო. თუმცა სწავლა დიდხანს არ გაგრძელებულა, 3 წელიწადში ის ჯარში მოხვდა. ამის შემდეგ კი მშობლები საბოლოოდ დანებდნენ და 1928 წელს მას სამხატვრო გალერეის გახსნაში დაეხმარნენ. მშობლებმა დიორს პირობაც წაუყენეს - გვარი "დიორი" მის არტ-ბიზნესში ხსენებული არ უნდა ყოფილიყო. ეს გვარი უკვე ფიგურირებდა მაშინ არსებული წარმატებული ფირმის სახით, რომელიც დიორის მამას და ბიძას ეკუთვნოდა: "ძმები დიორები". ფირმა სასოფლო-სამეურნეო სასუქებს აწარმოებდა.

1929 წლის ფინანსური კრიზი დიორის სამხატვრო გალერეასაც შეეხო და მას მისი დახურვა მოუხდა. დიორმა შემოსავლის ახალი წყარო იპოვა: მან კოსტიუმებისა და კაბების ესკიზების ხატვა დაიწყო და ეს იმდენად კარგად გამოსდიოდა, რომ მაშინ ცნობილი დიზაინერებისგან რობერ პიგესა და ლუსიენ ლელონგისგანაც კი იღებდა შეკვეთებს.

3. ახალი ხედვა

1946 წლის დეკემბერში დიორმა, ფრანგი მილიარდერის მარსელ ბუსაკის ფინანსური მხარდაჭერით, საკუთარი სახელის მქონე სამოდელო სახლი გახსნა. სწორედ ამ თვეში გარდაიცვალა მისი მამაც. თავად დიორის სახლს თავისი დაბადების თარიღად 1947 წლის თებერვალი მიაჩნია - სწორედ ამ პერიოდში წარადგინა კრისტიან დიორმა თავისი პირველი კოლექცია, რომელსაც Harper's Bazaar-ის ჟურნალისტებმა "New Look"-ი ("ახალი ხედვა") უწოდეს.

4. წარმატებისმომტანი ვარსკვლავი

დიორი ძალიან ცრუმორწმუნე იყო, მას სჯეროდა თილისმებისა და ამულეტების კოსმიური ძალების და მუდმივად ატარებდა მათ. განსაკუთრებით დამოკიდებული იყო და არასდროს იშორებდა ხუთქიმიან ვარსკვლავს, რომელიც მან შემთხვევით, პარიზში მდებარე დიდი ბრიტანეთის საელჩოს წინ იპოვა. იმ საღამოსვე დიორმა ბიზნესმენი მარსელ ბუსაკი გაიცნო, რომელმაც საბოლოოდ მხარი დაუჭირა დიორის იდეას დაეარსებინა საკუთარი სახელობის სამოდელო ბრენდი.

სანამ ბიზნესმენის შეთავაზებას დათანხმდებოდა, კრისტიან დიორმა კონსულტაცია მკითხავთან მადამ დოლაინესთან გაიარა. მან დიზაინერს ურჩია, რომ გაეხსნა "კრისტიან დიორის მოდის სახლი" - სწორედ ასეთი სახელწოდებით.

დიორისთვის ეს მკითხავთან პირველი და უკანასკნელი ვიზიტი არ ყოფილა. შემდეგშიც, არაერთხელ გამოუყენებია მკითხავის დახმარება.

ფოტო: VICTORIA AND ALBERT MUSEUM

5. "ბრიტანული სამზარეულოც კი მიყვარს" - კრისტიან დიორი

დიორს ბრიტანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა - ის ცნობილი ანგლოფილი იყო. ინგლისელებმაც ეს სიყვარული შესაბამისად დაუბრუნეს: მისი პირველი სამოდელო ჩვენება ლონდონში მდებარე სასტუმრო Savoy-ში 1950 წელს გაიმართა და დიდი წარმატებაც მოჰყვა. დედოფალ ელისაბედის უმცროსმა დამ, პრინცესა მარგარეტმა კი არა მხოლოდ მოინახულა დიორის სახლი პარიზში, არამედ მისი პირველი ოფიციალური პორტრეტისთვის, რომელიც 21 წლის იუბილეზე უნდა გადაეღო, კაბა სწორედ დიორის მოდის სახლიდან შეარჩია.

6. კოსტიუმი "ბარი"

"New Look"-ის კოლექციიდან ერთ-ერთი სამოსის Bar Suit-ის (კოსტიუმი "ბარი") იდეა დიორს სავარაუდოდ მაშინ მოუვიდა, როდესაც ის მდიდრული სასტუმროს "Plaza Athenee"-ის ბარში იჯდა. 1960 წელს დიორმა Bar Suit-ის პირველი კოსტიუმი (რომელიც 1947 წლის პირველი კოლექციიდან იყო) ლონდონში, დიზაინის მუზეუმს "ვიქტორიასა და ალბერტის" აჩუქა.

ფოტო: VICTORIA AND ALBERT MUSEUM

7. სუნამო - ეს ნებისმიერი კაბის საბოლოო შტრიხია

კრისტიან დიორს საკუთარი სუნამოს შექმნა მისი პირველი სამოდელო სახლის გახსნის დღიდანვე სურდა. 1947 წელს კი ბავშვობის მეგობრისა და პარფიუმერული ბრენდის "Coty" ყოფილი დირექტორის, სერჟ ეფტლერ-ლუიშის დახმარებით, შექმნა სუნამო სახელწოდებით "Miss Dior", რომლის სურნელმაც ქალთა უამრავი თაობა დაიპყრო.

სუნამოს სახელწოდებაში დიორმა მისი ცხოვრების ორი მნიშვნელოვანი რამ გააერთიანა: პირველი - მისი უმცროსი და კატრინი, რომელთანაც დიზაინერს განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა; მეორე - მისი დამოკიდებულება დიდი ბრიტანეთის მიმართ: სახელწოდებაში ფიგურირებს ინგლისური "მის" და არა ფრანგული "მადმუაზელ"-ი.

8. ნამდვილი "მის დიორი" 

1917 წელს დაბადებული კატრინ დიორი დიორების ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი იყო. თუმცა საფრანგეთში ის მხოლოდ თავისი გვარის გამო არაა ცნობილი. კატრინ დიორი მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის წინააღმდეგობრივი მოძრაობის ერთ-ერთი წევრი იყო. 1944 წლის ივლისში ის გესტაპომ დააკავა და რავენბსრიუკში მდებარე ქალთა კონცლაგერში გაგზავნა. ის 1945 წელს სხვა დაკავებულებთან ერთად გათავისუფლდა.

მოგვიანებით, კატრინ დიორი მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის საფრანგეთის სამხედრო ჯვრითა და ბრიტანეთის სამეფო მედლით "გათავისუფლებისთვის გამოჩენილი სიმამაცისთვის" დაჯილდოვდა. კრისტიან დიორის გარდაცვალების შემდეგ, კატრინ დიორმა ღირსეულად შეინახა მისი მემკვიდრეობა და მშობლიურ გრანვილში დიორის მუზეუმი გახსნა.

9. ქალური ფემინიზმი

კრისტიან დიორი მხოლოდ 10 წლის განმავლობაში მოესწრო მისი წარმოუდგენელი წარმატებისა და თანმხლები დიდების ხილვას. 1957 წლის ოქტომბერში კი მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. ის მხოლოდ 52 წლისა იყო. 

მისმა ხედვამ ახალი სიცოცხლე და განვითარება 6 ცნობილი დიზაინერის შემოქმედებაში ჰპოვა: ივ სენ-ლორანი, მარკ ბოანი, ჯანფრანკო ფერე, ჯონ გალიანო, რაფ სიმონსი და მარია გრაცია კიური.

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 01:16

მსოფლიო

The New York Times: ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს

ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:30

პოლიტიკა

ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“, რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს

ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, ამ პარტიას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. იგივე ხდება საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.

11 სექტემბერი 2026, 00:26

მსოფლიო

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ალბერტას პროვინციის ქალაქ კალგარიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:21

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AfD -ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს

თუ ეცდებიან აკრძალონ AFD-ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული, ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა, გადაცემაში „იმედი LIVE“.

11 სექტემბერი 2026, 00:18

საზოგადოება

თამარ ჭოველიძის ქუჩიდან, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ამჟამად, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტროტუარებზე მიმდინარეობს. ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, რომლის დასრულების შემდეგაც, LED სანათები დამონტაჟდება. საფეხმავლო ტერიტორიაზე კი დაიგება ფილები და მოეწყობა ბორდიურები. პროექტის საბოლოო ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ზედა ფენა, განხორციელდება შესაბამისი საგზაო მონიშვნები, დამონტაჟდება შუქნიშნები და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ევროკავშირი მთელ მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო მთელი მსოფლიოს დიქტატი

ევროკავშირი მთელს მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო დიქტატი მთელი მსოფლიოსი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.

11 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება

ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. პრორუსებს გვეძახიან. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:42

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება

ჩემი ვარაუდია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:33

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე

რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ღარიბაშვილის წერილზე: თურმე ძალიან მსხვილი ე.წ. „ატკატები“ ტყდებოდა ბატონი ღარიბაშვილის კაბინეტში. იგი ელოდა ახალი ბრალის წარდგენას, მან წინასწარ იცოდა ბატონი ბურჭულაძის თანამშრომლობის შესახებ და ორი დღით ადრე იყო ის პირველი წერილი, როდესაც გამოუშვა და ეცადა სამართლებრივი საკითხი გადაეტანა პოლიტიკურ ჭრილში

ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან ორმაგად გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ ეს სერიალი ბევრჯერ გვინახავს?! გვარამიათი დაწყებული, მელიათი გაგრძელებული და გიგი უგულავათი დამთავრებული - ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი იყო წარდგენილი, აბსოლუტურად ყველა ხდებოდა შემდეგ პოლიტიკური დევნილი. შემდეგ ეს საქმეები წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და ასიდან ასივე შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:16

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი. შემდეგ ამბობს, მე არაფერი ჩამიდენიაო

გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე: ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას

ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE,“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

10 სექტემბერი 2026, 23:02

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს

თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 22:36

მსოფლიო

Bloomberg: არქტიკაში მდებარე რუსეთის ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, რომელიც იამალის ნახევარკუნძულიდან დღემდე დიდი რაოდენობით თხევად ბუნებრივ გაზს იძენს

არქტიკაში მდებარე რუსულ გაზის ობიექტებზე უკრაინის უპრეცედენტო იერიშებმა რუსეთის ენერგოსექტორის ახალი სუსტი წერტილები და გლობალური გაზის ბაზრისთვის მოსალოდნელი საფრთხეები გამოკვეთა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

დონალდ ტუსკი

10 სექტემბერი 2026, 21:57

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში

პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 21:51

მსოფლიო

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა იუწყება.

10 სექტემბერი 2026, 20:49

პოლიტიკა

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უბიძგებს თუ არა გერმანიის ფედერალურ მიწაზე, საქსონია-ანჰალტში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ევროკავშირის ხელმძღვანელობას სადამსჯელო ზომებისკენ.

10 სექტემბერი 2026, 20:44

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უსაფრთხო, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების მონიტორინგს აწარმოებს. შემოწმდება 1886 ბაღი, მათ შორის 241 კერძო ბაღია.

10 სექტემბერი 2026, 20:43

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

10 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

ყველა ყველას წინააღმდეგ - ოპოზიციაში მწვავე ურთიერთბრალდებები ახალ ძალებს იკრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყველა ყველას წინააღმდეგ - საჯარო სივრცეში დაწყებული დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ნიკა გვარამიას მიერ ყოფილი თანაპარტიელების თუ კოლეგების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, ადრესატების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა.