imedi /  07 მარტი 2019, 18:15 / სანდო წყარო

ლედი გაგა თამუნა ინგოროყვას კაბით გამოჩნდა

ლედი გაგა

ლედი გაგა

ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას დუეტი, რომელმაც ოსკარი აიღო, ახლა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის“ სათავეში მოექცა. ამასთან დაკავშრებით ლედი გაგამ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელზეც მას ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას კაბა აცვია. კაბა დიზაინერის 2019 წლის კოლექციიდან არის. 

პოსტში ლედი გაგა მისი და კუპერის სიმღერასთან დაკავშრებით წერს და ამბობს, რომ ვერ იჯერებს ამ წარმატებას. 

"რვა წლის განმავლობაში ეს ჩემი პირველი სიმღერაა, რომელიც #1 გახდა", - წერს ლედი გაგა.

 

 

ყველა სიახლე

23 მაისი 2019, 01:07

ეკონომიკა

ფლორიდაში გიტარის ფორმის სასტუმრო გაიხსნება

ფლორიდაში გიტარის ფორმის სასტუმრო გაიხსნება. 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების შენობა ფლორიდაში Hard Rock ჯგუფის ერთ-ერთი უდიდესი პროექტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს სხვა $2.2 მილიარდიანი სასტუმროებისა და კაზინოს მშენებლობას.

ჯონ როკფელერი

23 მაისი 2019, 00:49

ეკონომიკა

Bloomberg: ჯონ როკფელერი ბილ გეითსზე სამჯერ მდიდარი იყო

სააგენტო Bloomberg-მა წარსულის ზოგიერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება მილიარდერების თანამედროვე რეიტინგების ლიდერთა შემოსავლებს შეადარა. რისთვისაც ეკონომისტ სემუელ უილიამსონის მეთოდოლოგია გამოიყენა. აღმოჩნდა, რომ როკფელერი იყო სამჯერ უფრო მდიდარი, ვიდრე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი.

მიხეილ სააკაშვილი

23 მაისი 2019, 00:38

მსოფლიო

სააკაშვილი ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა. სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ შესაბამისი წერილით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე მიმართა.

სახელმწიფო დეპარტამენტი

23 მაისი 2019, 00:27

მსოფლიო

აშშ ეჭვობს რომ ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი ისევ გამოიყენა

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სირიის მთავრობა შესაძლოა, კვლავ ქიმიურ იარაღს იყენებდეს. ამის შესახებ The New York Times-ი იტყობინება. შეერთებული შტატები ეჭვობს, რომ ფაქტი სამთავრობო ძალების მიერ იდილბის პროვინციაზე განხორციელებული საჰაერო იერიშების დროს მოხდა.

23 მაისი 2019, 00:02

კულტურა

Prada 2020 წლიდან ნატურალურ ბეწვს აღარ გამოიყენებს

მოდის სახლი Prada 2020 წლიდან ცხოველების ბეწვს აღარ გამოიყენებს. ამის შესახებ Fur Free Alliance, FFA-ს ხელმძღვანელმა ჯონ ვინდინგმა განაცხადა. FFA აერთიანებს 50 ორგანიზაციას, რომლებიც ცხოველების დასაცავად გამოდიან. Prada ცხოველების ბეწვს არ გამოიყენებს ახალ მოდელებში.

მარადონა

22 მაისი 2019, 23:57

მსოფლიო

მარადონა დააკავეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბუენოს აირესის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Sun-ი ავრცელებს. როგორც ირკვევა, მეხიკოდან დაბრუნებული მარადონას დაკავების მიზეზი ყოფილი მეგობარი ქალის როსიო ოლივას საჩივარი გახდა.

ბენქსი ვენეციაში

22 მაისი 2019, 23:36

კულტურა

ბენქსიმ თავისი ნამუშევარი ვენეციის ბიენალეზე ინკოგნიტოდ გამოფინა. ვიდეო

ინსტალაციას უწოდეს „Venice in Oil“ (სიტყვების თამაში, რაც შეიძლება ნიშნავდეს, როგორც „ვენეციას ზეთში“, ასევე „ვენეციას ნავთობში“). ის ზეთით შექმნილ, ერთი სიუჟეტის მქონე რამდენიმე სურათს აერთიანებს. ეს არის საკრუიზო ლაინერი ვენეციის პორტში, რომელიც გარემოს აბინძურებს.

ანდრეა ლიდსომი
ბრიტანეთის თემთა პალატის ლიდერი

22 მაისი 2019, 23:25

მსოფლიო

ბრიტანეთის თემთა პალატის ლიდერი თანამდებობიდან გადადგა

ბრიტანეთის თემთა პალატის ლიდერმა ანდრეა ლიდსომმა მინისტრთა კაბინეტი დატოვა. ლიდსომმა განაცხადა, რომ Brexit-თან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომების არ სჯერა. მისი თანამდებობიდან წასვლა Brexit-თან დაკავშირებით ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის და დეპუტატ კონსერვატორების დაპირისპირების ფონზე მოხდა.

22 მაისი 2019, 23:17

მსოფლიო

ნატოს მოკავშირეთა საიუბილეო სამიტი ლონდონში, დეკემბერში ჩატარდება

ნატოს მომდევნო სამიტს ლონდონი 3-4 დეკემბერს უმასპინძლებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ნატო-ს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ალიანსი ამ ფორმით აღნიშნავს ნატოს 70-ე იუბილეს.

ადვოკატი, ქეთევან გაგოევა

22 მაისი 2019, 23:02

ძალოვნები

7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვან დედას ბრალი წაუყენეს

პროცესის შემდეგ ბრალდებულ არასრულწლოვანს რუსთავში მე-5 კოლონიაში გადაიყვანენ. საზოგადოებრივი დამცველი განმარტავს, რომ მუხლიდან გამომდინარე შესაძლოა, საქმე ნაფიცნა მსაჯულებმა განიხილონ. მუხლიდან გამომდინარე შესაძლოა, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

მაღაროელები

22 მაისი 2019, 22:50

საქართველო

სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ ჯორჯიან მანგანეზის მიმართვას მაღაროელებმა უპასუხეს

ასე უპასუხეს გაფიცულებმა ჯორჯიან მანგანეზის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც კომპანია უკანონო გაფიცვაზე მიუთითებს და ამის გამო სასამართლო დაცვის დაწყებას აპირებს. ჯორჯიან მანგანეზის ეს მიმართვა პროტესტის მონაწილეებმა მუქარად აღიქვეს.

ირაკლი ფარჯიანი

22 მაისი 2019, 22:43

კულტურა

აბრეშუმის გალერეაში ირაკლი ფარჯიანის გამოფენა გაიხსნა

აბრეშუმის გალერეა ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებას მასპინძლობს. მხატვრის პერსონალური გამოფენა მისი დაბადებიდან 69 წლისთავს მიეძღვნა. გალაკტიონ ტაბიძის ლექსებზე შექმნილ ილუსტრაციებს სხვა ნამუშევრებთან ერთად დამთვარიელებელი პირველად იხილავს.

22 მაისი 2019, 22:19

ძალოვნები

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურორი ადვოკატებს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, პროკურორი ადვოკატებს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. დღევანდელ სხდომაზე სამი მოწმის დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა პროცესი ბრალდებულ ლევან ქარდავას ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

მაიკლ კარპენტერი

22 მაისი 2019, 22:10

საქართველო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია დაგმეს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საპასუხოდ მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

გალაქტიონ ბუაძე

22 მაისი 2019, 22:03

საქართველო

ვერეს ხეობაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მივიდა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გალაქტიონ ბუაძის განცხადებით, გზის მონაკვეთზე ავტოტრნსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

შალვა შავგულიძე

22 მაისი 2019, 21:57

საქართველო

სააკაშვილი შავგულიძეს მხარდაჭერას უცხადებს

მთაწმინდის ოლქში „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს შალვა შავგულიძეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს. სააკაშვილის განცხადებით, მთაწმინდაზე ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. შავგულიძიძე პოლიტიკური პერსონების მიერ მის მიმართ მხარდაჭერას მხოლოდ მიესალმება.

პროკურატურა

22 მაისი 2019, 21:39

ძალოვნები

პროკურატურა ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენის საფუძველს განმარტავს

ბრალდების დადგენილების მიხედვით, დ.ღ-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო და იცოდა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებასა და სასამართლოს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით.

შსს

22 მაისი 2019, 21:24

ძალოვნები

7 თვის ჩვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებს

არასრულწლოვნის ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის ოქტომბერში აცნობა, თუმცა ამ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. მოკვლევა დაიწყო, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.

ვერეს ხეობაში მიწა ჩამოშალა

22 მაისი 2019, 21:22

საქართველო

ვერეს ხეობაში კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით თბილისში, ვერეს ხეობაში, გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით არსებულ ახალ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მომხდარის გამო ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება ორივე სამოძრაო ზოლზე დროებით აიკრძალა.

22 მაისი 2019, 21:06

ძალოვნები

ადვოკატი: ჩაწყობილი მატჩები სუს-ის აგენტის მიერ არის პროვოცირებული

ჩაწყობილ საფეხბურთო მატჩებში ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ დანაშაული სუს-ის თანამშრომლის მიერ არის პროვოცირებული. კერძოდ ფეხბურთელებთან ნდობაში სუს-ის აგენტი დავით დოლაბერიძე შევიდა. თუ მატჩი კონკრეტული შედეგებით არ დასრულდებოდა, ის ფინანსური პრობლემების გამო თავს მოიკლავდა.