imedi /  22 მარტი 2019, 23:09 / სანდო წყარო

„ყვითელჟილეტიანების“ აქციაზე წესრიგს პოლიციელებთან ერთად სამხედროებიც დაიცავენ

ყვითელი ჟილეტები

საფრანგეთის პოლიციამ "ყვითელჟილეტიანებს" შანზ-ელიზეზე აქციის ჩატარება აუკრძალა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ქვეყნის ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაცია კვლავ არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ძალადობის ფაქტებზე მკაცრ ზომებს გაატარებს. პირველ ეტაპზე ხელისუფლება პოლიციელებს სამხედროებით დაეხმარება. თუმცა საზოგადოებაში ანტიტერორისტული ძალების გამოყენების გამო კრიტიკა გაჩნდა. 

19 მარტს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" აქცია შეიძლება აიკრძალოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საპროტესტო გამოსვლებში რადიკალების მონაწილეობა დადასტურდება. 

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციები გასული წლის 17 ნოემბრიდან იმართება. აქციების დროს არეულობებსა და შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა. საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები დღეს უკვე მთავარ მოთხოვნად ემანუელ მაკრონის გადადგომას ასახელებენ.

ყველა სიახლე

პეტრო პოროშენკო

18 აპრილი 2019, 21:44

მსოფლიო

წინასაარჩევნოდ პოროშენკო ამომრჩევლებს ტელეფონზე ურეკავს

პრეზიდენტი ამომჩევლებს მისი პროდასავლური კურსის მხარდაჭერასა და მის სასარგებლოდ ხმის მიცემას სთხოვს. 19 აპრილს კიევის ოლიმპიურ სტადიონი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებს უმასპინძლებს.

ალოიზ პეტერლე

18 აპრილი 2019, 21:38

მსოფლიო

ევროპარლამენტარმა ჰარმონიკაზე დაუკრა. ვიდეო

ევროპარლამენტარმა სიტყვის დასრულების შემდეგ ჰარმონიკის მეშვეობით შეასრულა ევროკავშირის ჰიმნი, რასაც მისი კოლეგების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა. „ეს ჩვენი ვალდებულებაა ევროპა ერთიანი იყოს. მოდი აღვადგინოთ როდრ-დამი. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - განმარტა ალოიზ პეტერლემ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

18 აპრილი 2019, 21:32

ძალოვნები

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში შეიყვანა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მუცლის არეში აქვს ერთი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული და მას ოპერაცია უტარდება

18 აპრილი 2019, 21:27

კულტურა

ჯაზის დღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება

30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა. UNESCO-ს ეგიდით ჯაზის დღის აღნიშვნას მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველოც უერთდება.ჯაზის საერთაშორისო დღე თბილისში „ირაკლი ლუის ამბასადორისა’’ და თბილისის მერიის ბიგბენდის კონცერტით აღინიშნება.

ნათია თურნავა

18 აპრილი 2019, 21:09

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა

ბრძანებას მამუკა ბახტაძემ ხელი უკვე მოაწერა. თურნავა აქამდე ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით დატოვა. ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2019, 21:06

მსოფლიო

ტრამპმა დემოკრატებზე გამარჯვება „სამეფო კარის თამაშების“ ბანერით აღნიშნა

დემოკრატები აცხადებენ, რომ მათ ტრამპის „რუსული საქმის“ გამოძიების ანგარიშის სრული ვერსიის წაკითხვა სურთ და არა რედაქტირებულის. დემოკრატებს რობერტ მიულერის კონგრესში დაბარება და მისი გამოკითხვა სურთ.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2019, 21:01

მსოფლიო

მიულერის ანგარიში: ტრამპმა სპეციალური გამომძიებლის გათავისუფლება სცადა

448-გვერდიანი რედაქტირებულ დოკუმენტზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქმის სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მიულერმა იმუშავა. მანამდე ტრამპის გუნდმა გამოძიების შედეგები პრეზიდენტის გამარჯვებად შეაფასა. საქმეზე გამოძიება თითქმის 2 წელი გრძელდებოდა.

18 აპრილი 2019, 20:51

ძალოვნები

საუდელი დები შსს-მ უსაფრთხო თავშესაფარში გადაიყვანა

საუდელმა დებმა მაჰამ და ვაფა ალ-სუბაიებმა მიგრაციის დეპარტამენტის შენობა უკვე დატოვეს, სადაც თითქმის მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ უკვე დაწერეს უსაფრთხოების შესახებ განაცხადი, რაც იმას ნიშნავს, რომ დების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს.

18 აპრილი 2019, 20:45

საქართველო

რა ხდებოდა უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე, სადაც ზაზა დავითაია დააკავეს. ვიდეო

დავითაიამ „ევროპელების“ მთაწმინდის ოლქის მაჟორიატორობის კანდიდატს დაუსვა კითხვა, თუ რატომ არის შალვა შავგულიძე მოძალადე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდით. წარსულის შეხსენებამ კი აქციის ორგანიზატორების გაღიზიანება გამოიწვია.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

18 აპრილი 2019, 20:32

ტაბლოიდი

ბერა ივანიშვილი შვილს ელოდება

მეუღლის ორსულობის შესახებ ინფორმაცია ქართველმა რეპერმა დაადასტურა და სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა.საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი 11 ნოემბერს დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში გაიმართა.

18 აპრილი 2019, 20:31

საქართველო

პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე მთელი დღეა მსჯელობენ

"ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო. ეს არის მთავარი განმასხვავებელი. როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა იცის, რომ ეს პროცესი ტრანსლირდება, ამას უყურებს ხალხი, სხვანაირი დამოკიდებულება და ვალდებულება ექნება ამ კენჭისყრის მიმართ,“ - განაცხადა გოგორიშვილმა.

დინოზავრის ჩონჩხი

18 აპრილი 2019, 20:27

ტექნოლოგიები

არგენტინაში 220 მილიონი წლის დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს

ადგილზე, სადაც ნეშტის ფრაგმენტები იპოვეს, სავარაუდოდ წყარო იყო, სადაც რეპტილიები წყლის დასალევად ჩადიოდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნეშტი დიცინოდონტის სახეობის დინოზავრს ეკუთვნის, რომელიც გიგანტური ძუძუმწოვრების წინაპრად ითვლება.

მძლეოსანი ქალი

18 აპრილი 2019, 20:10

სპორტი

69 წლის ამერიკელმა ქალმა სიმძიმეების აწევაში რეკორდი მოხსნა

ქალმა, რომელიც 55,8 კილოგრამს იწონის, 138 კილოგრამი სიმძიმე ასწია. იგივე სიმძიმით მან 175 ბუქნი შეასრულა. მოლბიმ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში 60 წლის ასაკში დაიწყო. კვირაში ის 4-ჯერ, 2-2 საათს ვარჯიშობს. არკანზასში მცხოვრებ 69 წლის ქალს 10 შვილიშვილი ჰყავს.

გიორგი ქობულია

18 აპრილი 2019, 19:58

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ნათია თურნავა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

ჯოი მორისი

18 აპრილი 2019, 19:54

ტაბლოიდი

აშშ-ში 29 წლის კაცს ვარდისფერთმიან რობოტზე დაქორწინება სურს

აშშ-ის მერილენდის შტატის ქალაქ ტენითაუნის მკვიდრი სათამაშო რობოტზე დაქორწინებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Metro წერს.29 წლის ჯოი მორისმა სათამაშო eBay-ის აუქციონზე 20 დოლარად 2017 წელს იყიდა. ის რობოტის „აბურძგნილმა ვარდისფერმა თმამ და ღიმილმა“ მოხიბლა.

18 აპრილი 2019, 19:51

ტექნოლოგიები

ბოტსვანაში იშვიათი ლურჯი ალმასი იპოვეს

ბოტსვანაში იშვიათი ლურჯი ალმასი იპოვეს. აღმოჩენის შესახებ ბოტსვანას სახელმწიფო კომპანია Okavango Diamond Company -იმ გააკეთა. ალმასს ოვალის ფორმა აქვს და მისი მასა 20,46 კარატს შეადგენს. თვითნაბად ალმასს „ლურჯი ოკანგო“ ეწოდება.

ნათია თურნავა

18 აპრილი 2019, 19:48

ეკონომიკა

თურნავა: მისასალმებელია პანკისში ჰესთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმება გაფორმდეს

პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ - ისა და „სამყურისწყალი 2“ - ის ჰიდროელექტროსადგურებს კომპანია „ფერი“ ააშენებს, რომელიც ჯამურად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შედეგად, ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტსთ - ი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი

18 აპრილი 2019, 19:32

მსოფლიო

მიულერის ანგარიშის გამოქვეყნებიდან მალევე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდი გაითიშა

ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი ტრამპის „რუსული საქმის“ გამოძიების რედაქტირებული ანგარიშის ვებგვერდიდან გადმოწერის მსურველთა დიდი რაოდენობაა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დონალდ ტრამპის „რუსული საქმის“ გამოძიების ანგარიში 18 აპრილს, გენპროკურორის პრესკონფერენციის შემდეგ გამოაქვეყნა.

ტიერი ანრი

18 აპრილი 2019, 19:12

სპორტი

ტიერი ანრი მწვრთნელის კარიერას სავარაუდოდ აშშ-ში განაგრძობს

ტიერი ანრიმ შესაძლოა მწვრთნელის კარიერა ამერიკის შეერთებული შტატებში განაგრძოს. სპორტული გამოცემა Sky Sports News წერს, რომ ანრი MLS-ის ერთ-ერთი კლუბის „ნიუ-იორკ რედ ბულზის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

ჰელიუმის ჰიდრიდი

18 აპრილი 2019, 19:10

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა კოსმოსში ყველაზე ძველი მოლეკულა აღმოაჩინეს

ასტროფიზიკოსებმა ისტორიაში პირველად კოსმოსში ჰელიუმის ჰიდრიდი (HeH⁺) დააფიქსირეს - პირველი მოლეკულური შენაერთი, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ გაჩნდა. ეს აღმოჩენა სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპების შესახებ თანამედროვე მეცნიერებაში აქამდე არსებულ თეორიებს ადასტურებს.