imedi /  09 აპრილი 2019, 10:53 / სანდო წყარო

ჰაშაღის მკვლელობასთან დაკავშირებულ 16 საუდელს აშშ-ში შესვლა აეკრძალა

ჯამალ ჰაშაღი

ჯამალ ჰაშაღი

აშშ-მა ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის 16 სახელმწიფო მოხელეს და მათი ოჯახის წევრებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზი ჟურნალისტის მკვლელობაში მათი „როლი“ გახდა.

2018 წლის ნოემბერში ვაშინგტონმა ჰაშაღის მკვლელობასთან კავშირში მყოფ საუდის არაბეთის 17 მოქალაქის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა. ამ სიაში მოხვდნენ სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალური კონსული მუჰამედ იბრაჰიმ ალ-უტეიბი, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის ყოფილი მრჩეველი საუდ ალ-კახტანი და მისი თანაშემწე მაჰერ მუტრები.

იმავე თვეში გერმანიამ და საფრანგეთმა ჰაშაღის მკვლელობასთან კავშირში მყოფი საუდის არაბეთის 18 მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო აკრძალვები დააწესეს. ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს 2018 წლის 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა, ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა აღიარა.

ყველა სიახლე

საჰაერო ბურთი ლუქსორთან

20 ივნისი 2019, 19:43

მსოფლიო

ეგვიპტეში ძლიერმა ქარმა საჰაერო ბურთი მთაში გაიტაცა

ეგვიპტეში ძლიერმა ქარმა მთაში საჰაერო ბურთი გაიტაცა, რომელზეც 11 ტურისტი იმყოფებოდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრო იუწყება. ინციდენტი ლუქსორის მახლობლად მოხდა. ტელეარხ Sky News Arabia-ს ინფორმაციით, საჰაერო ბურთზე ჩინეთის 5, ინდოეთის 4, დიდი ბრიტანეთის 1 და ეგვიპტის 1 მოქალაქე იმყოფებოდნენ.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია

20 ივნისი 2019, 19:38

საქართველო

გორისა და ატენის მიტროპოლიტი გავრილოვის ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეის თბილისში გამართვას საქართველოს საერთაშორისო სახისათვის დიდ მოვლენად აფასებს, რადგანაც მისი შეფასებით, მასში მონაწილეობენ სხვადასხვა კონტინენტებისა და ქვეყნების პარლამენტთა მართლმადიდებელი წევრები.

გრიგორი კარასინი

20 ივნისი 2019, 19:22

საქართველო

კარასინი: შეშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით

მოსკოვი შეშფოთებულია საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ქმედებებით, რის გამოც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობა ჩაიშალა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

რუსეთი

20 ივნისი 2019, 19:07

საქართველო

პარლამენტის წინ აქციის გამო გზა გადაიკეტა. ვიდეო

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები გამოდიან სიტყვით. აქციის მონაწილეები დღეს დილით პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსი დეპუტატის მიერ ასამბლეის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვას აპროტესტებენ.

გავრილოვი

20 ივნისი 2019, 19:01

საქართველო

სერგეი გავრილოვმა საქართველოს ტერიტორია დატოვა

სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ. მანამდე სასტუმრო "რედისონიდან" რუსეთის დელეგაციის გამოსვლას ხმაურიანი შეძახილები მოჰყვა, რუსი დეპუტატების მიმართულებით ისროლეს წყლის ბოთლებიც.

ფრედი მერკური

20 ივნისი 2019, 18:53

კულტურა

YouTube-ზე ფრედი მერკურის აქამდე უცნობი სიმღერა გამოაქვეყნდა

კომპანია Universal Music-მა YouTube-ზე ჯგუფ Queen-ის ლიდერის ფრედი მერკურის აქამდე უცნობი სიმღერა „Time Waits For No One“ გამოაქვეყნა. როგორც ვიდეოს ანოტაციაშია ნათქვამი, სიმღერა მერკურის გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე, 1986 წელს არის ჩაწერილი და ის აუდიოს სახით არადროს გავრცელებულა.

მეუფე კალისტრატე

20 ივნისი 2019, 18:45

ეკონომიკა

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გადაიდო

ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო გადაიდო. ამის შესახებ „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭომ განაცხადა. როგორც საბჭოში ამბობენ, ღონისძიება და მასთან დაკავშირებული აქტივობები 26 ივნისისთვის გადაიდო.

დონალდ ტრამპი

20 ივნისი 2019, 18:34

მსოფლიო

ტრამპი ირანის მიერ ამერიკული დრონის ჩამოგდებას გამოეხმაურა

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრისთვის აშშ-ის უპილოტო მფრინავი აპარატი - დრონი ჩამოაგდეს. მოგვიანებით დრონის ჩამოგდების ფაქტი ამერიკულმა მხარემაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მფრინავი აპარატი ირანის საჰაერო სივრცეში არ შეჭრილა.

ზურაბ ჯაფარიძე

20 ივნისი 2019, 18:27

საქართველო

საპატრიარქოსთან „გირჩის“ აქცია ტარდება

პოლიტიკურ გაერთიანების განცხადებით ხელისუფლებასთან ერთად თბილისში განვითრებულ მოვლენებზე პასუხისმგებელია საქართველოს საპატრიარქო, რადგან სწორედ ისინი მასპინძლობდნენ საქართველოს დედაქალაქში გამართულ ფორუმს. გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ასეთ ფორუმებს რუსეთი საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს.

პარლამენტი

20 ივნისი 2019, 18:27

საქართველო

პარლამენტის ეზოში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ფოტო

ამ დროისთვის ეზოში სავარაუდოდ 200-მდე პოლიციელია. თვითონ პარლამენტში კი ვითარება მშვიდია. შენობაში მხოლოდ დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან. სხდომათა დარბაზში კი კვლავ რჩებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

სასამართლო

20 ივნისი 2019, 18:18

ძალოვნები

რუსთავში კაცის მიერ ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე ექიმს გირაო შეეფარდა

საქმეზე დაკავებულ ექიმს 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. დაცვის მხარე გირაოს სახით 10 ათასი ლარი, ხოლო პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა. ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. 13 წლის მოზარდი საკუთარმა ბიძამ ცივი იარაღის გამოყენებით 10 თებერვალს მოკლა.

20 ივნისი 2019, 18:12

მსოფლიო

მიგრანტთა მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულებს უნგრეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

საქმე ეხება 2015 წელს მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც მოკლული მიგრანტთა ცხედრები ავსტრიაში, ავტომობილის ფურგონში იპოვეს. საქმეზე დაკავებული ოთხი პირი კრიმინალური დაჯგუფების წევრია, რომლებიც მიგრანტების უკანონო ტრანსპორტირებას ახორციელებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 ივნისი 2019, 17:52

საქართველო

საგარეო უწყება: სრულად ვიზიარებთ საზოგადოების სამართლიან პროტესტს

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საგარეო უწყება, რომელიც მუდმივად აყენებს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს, სრულად იზიარებს საზოგადოების სამართლიან პროტესტს პარლამენტში ამ ფორმატით ჩატარებულ ღონისძიებაზე.

კახა კალაძე

20 ივნისი 2019, 17:48

საქართველო

კალაძე: თბილისში მყოფი რუსეთის დელეგაცია საქართველოს დატოვებს

პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ. პარლამენტში მომხდარი ინციდენტის ოპოზიციის ნაწილი ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

20 ივნისი 2019, 17:45

ვიდეო

სერგეი გავრილოვმა „რედისონი“ პოლიციის დახმარებით დატოვა

მიხეილ სააკაშვილი

20 ივნისი 2019, 17:39

საქართველო

სააკაშვილი გავრილოვის ინციდენტს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დელეგაციის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას აცხადებს, რომ საქართველოს აქტივების უდიდესი ნაწილი, მათ შორის ბინებიც, იყიდეს რუსებმა და კითხვას სვამს - ის რომ, გაბახებული პარლამენტის ფსევდო თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა რუსი დეპუტატი, ეს არის ახლა მთავარი პრობლემა?

ფილიპ ზდარი

20 ივნისი 2019, 17:37

კულტურა

პარიზში უბედურ შემთხვევას „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი ემსხვერპლა

52 წლის ასაკში ფრანგული ელექტრონული დუეტის Cassius-ის წევრი ფილიპ სერბონეში გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია მუსიკოსის აგენტზე დაყრდნობით წერს. მუსიკოსი, რომელიც ფილიპ ზდარის სახელით იყო ცნობილი, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის პარიზში, ერთ-ერთი მაღალი სართულის ფანჯრიდან გადავარდა.

აქცია გორში

20 ივნისი 2019, 17:30

საქართველო

გორში რუსი დეპუტატების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

"არა ოკუპაციას! არა გავრილოვის ვიზიტს საქართველოში!" - ამ ლოზუნგებით გორში სამოქალაქო აქტივისტებმა საქრთველოში რუსი პოლიტიკოსის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა და პარლამენტში ვიზიტი გააპროტესტეს.

გავრილოვი

20 ივნისი 2019, 17:25

საქართველო

სერგეი გავრილოვმა „რედისონი“ პოლიციის დახმარებით დატოვა. ვიდეო

სასტუმრო "რედისონი" რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა დატოვა. დელეგაცია შენობიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს, რადგან გარეთ მათ აქციის მონაწილეები ელოდებოდნენ. სასტუმროს ტერიტორიიდან მოქალაქეების ნაწილი სავარაუდოდ პარლამენტისკენ მიემართბა, სადაც 19:00 საათზე აქციაა დაგეგმილი.

ლევან ვასაძე

20 ივნისი 2019, 16:58

ძალოვნები

ლევან ვასაძე გამოკითხვაზე მივიდა: არაფერი დასამალი არ მაქვს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც დღეს დიღმის მთავარ სამმართველოში დაიბარეს, გამოკითხვაზე მივიდა. ის გამომძიებლების კითხვებს ადვოკატის გარეშე უპასუხებს. მისი თქმით, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გასცეს ყველა შეკითხვას პასუხი.