imedi /  10 აპრილი 2019, 11:52 / სანდო წყარო

მეგან მარკლმა სახლში მშობიარობა გადაწყვიტა

ჰარისა და მეგანის ახალი სახლი

ჰარისა და მეგანის ახალი სახლი

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი მშობიარობას უინძორის სასახლეში აპირებს. ამის შესახებ Daily Mail-ი მეგანის მეგობრებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, 37 წლის მეგანს, დედოფალ ელისაბედის მსგავსად, საკუთარ სახლში მშობიარობა აქვს გადაწყვეტილი. თუმცა ჰარი და მეგანი ჰოსპიტალში მშობიარობის ვარიანტს ბოლომდე არ გამორიცხავენ, ვინაიდან 35 წელს გადაცილებულ ასაკში მშობიარობა რისკთან არის დაკავშირებული და ჰერცოგინიას, შესაძლოა, საკეისრო კვეთა ან ეპიდურალური გაუტკივარება დასჭირდეს.

მეგანის მეგობრების მტკიცებით, იოგას დახმარებით ჰერცოგინია ძალიან კარგად გრძნობს თავს და ვერ ხედავს ვერც ერთ მიზეზს, თუ რატომ ვერ უნდა შეძლოს საკუთარ სახლში მშობიარობას.

"მეგანმა ასე გადაწყვიტა, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში", - აცხადებს მეგანის მეგობარი.

ამასთან, როგორც გამოცემის წყაროები აცხადებენ, ჰოსპიტალში მშობიარობაზე უარის თქმით მეგანს ბავშვის გაჩენის შემდეგ საზოგადოებისა და ჟურნალისტების მხრიდან ზედმეტი ყურადღების თავიდან არიდება სურს.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უინძორში მდებარე ახალ რეზიდენციაში საცხოვრებლად რამდენიმე დღის წინ გადავიდნენ.

სავარაუდოდ, ჰარისა და მეგანის პირველი შვილი სამყაროს მიმდინარე თვეში უნდა მოევლინოს. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ბავშვის სქესს არ ამხელენ.

ყველა სიახლე

10 აგვისტო 2020, 04:33

მსოფლიო

მინსკის ცენტრალურ ნაწილში საპროტესტო აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი დაიშალა - ამ დროისთვის სიტუაცია მშვიდია

მინსკის ცენტრალურ ნაწილში საპროტესტო აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი დაიშალა. ამ დროისთვის სიტუაცია მშვიდია.

10 აგვისტო 2020, 04:06

მსოფლიო

მინსკში პოლიციის მანქანამ საპროტესტო აქციის მონაწილე გაიტანა

მინსკში პოლიციის მანქანამ საპროტესტო აქციის მონაწილე გაიტანა. აღნიშნულ კადრებს BBC-ი ავრცელებს.

10 აგვისტო 2020, 03:25

მსოფლიო

ბელარუსის შს სამინისტროში საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენებას ადასტურებენ

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, ოლგა ჩემოდანოვას განცხადებით, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენეს.

10 აგვისტო 2020, 03:12

მსოფლიო

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.

10 აგვისტო 2020, 03:01

მსოფლიო

ბელარუსში საპროტესტო აქციების ფარგლებში 119 ადამიანი დააკავეს

მინსკში სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად 47 ადამიანი დააკავეს, ხოლო ბელარუსის მასშტაბით კი 119. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი უფლებადამცველ ორგანიზაცის „ვიასნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

10 აგვისტო 2020, 02:52

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია სამართალდამცველებს: გთხოვთ, შეაჩერეთ ძალადობა - ხვალ ბელარუსები ახალ ქვეყანაში გაიღვიძებენ

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს მიმართვას.

პალმერსტონი კატა

10 აგვისტო 2020, 00:53

ტაბლოიდი

კატა პალმერსტონმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თაგვებზე მონადირის თანამდებობა დატოვა🐈

„ძალიან მომწონს სოფელში ჩემს ახალ სახლთან ხეებზე ძრომიალი და მინდვრებში სეირნობა. ოჯახი ჩემს ახალ სახლში კარგად მივლის. რა თქმა უნდა, ოფისის აურზაური და ხმაური მომწონს... მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ დიპლომატიურ მოვალეობებს უნდა ჩამოვშორდე და დრო საკუთარ თავს დავუთმო“, - წერია განცხადებაში.

MTV VMA

10 აგვისტო 2020, 00:04

კულტურა

MTV Video Music Awards-ი ღია ცის ქვეშ გაიმართება

ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა შოუს მაყურებელი.

ნელი ლომიძე

09 აგვისტო 2020, 23:41

რეგიონი

ვინ არის ქალი, რომელმაც საკუთარი სახსრებით მე-7 საუკუნის ეკლესია აღადგინა

სოციალურ ქსელში ბევრს წერდნენ ქალზე, რომელმაც ტაძარი ნანგრევებიდან აღადგინა და საკუთარი სახსრებით უამრავი სიკეთე გააკეთა. ნელი ლომიძეს განსაკუთრებული ისტორია აქვს. რამდენიმე წლის წინ ძმის საფლავზე მისულმა, იქვე შემორჩენილ ნატაძრალზე სანთელი ვერ დაანთო.

ბელარუსი არჩევნები

09 აგვისტო 2020, 23:37

მსოფლიო

სამართალდამცველებმა მინსკში საპროტესტო აქციების მონაწილეების დაკავება დაიწყეს

ერთ-ერთ პროსპექტზე სამართალდამცველები დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ. სხვადასხვა მონაცემებით იქ 2-დან 5 ათასამდე ადამიანია შეკრებილი. საპროტესტო აქციები ბელარუსის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

ბეირუთი აფეთქება

09 აგვისტო 2020, 23:19

მსოფლიო

საერთაშორისო დონორები ლიბანს 250 მილიონ ევროს გამოუყოფენ

ასეთ გადაწყვეტილებამდე დონორები საფრანგეთის მიერ ქვეყნის დასახმარებლად ორგანიზებულ ონლაინ-სამიტზე მივიდნენ. ამავდროულად დონორები ლიბანის მთავრობისგან ქვეყანაში რეფორმების გატარებას ითხოვენ.

კახა კალაძე

09 აგვისტო 2020, 23:12

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციით არ შემოვიფარგლებით, ეს არის პირველი ქუჩა, საიდანაც დავიწყეთ

ავტომობილი არ იქნება ფუფუნების საგანი. ჩვენ ისე მოვაწყობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ ის იქნება ევროპაში ყველაზე გამართული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციით არ შემოიფარგლება და დედაქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია კვლავაც გაგრძელდება.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი

09 აგვისტო 2020, 23:03

COVID19

გორის ჰოსპიტლის მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა

26 წლის ქალი ზღვაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და თვალების წვისა და თავის ტკივილით სამედიცინო დაწესებულებას გამოკვლევისთვის მიმართა. დიაგნოზის დადასტურების შემდეგ მას კოვიდ-კლინიკაში გადაიყვანენ, ხვალიდან კი ეპიდემიოლოგები მისი კონტაქტების შესწავლას დაიწყებენ.

09 აგვისტო 2020, 22:47

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობების პირველი ნაწილი დასრულებულია

რაჭაში სტიქიის შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა. ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ჩიკვაიძის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაობების პირველი ნაწილი დასრულებულია. აღდგენილია როგორც ელექტროენერგია ასევე საავტომობილო მიმოსვლა ყველა მიმართულებით, ასევე ყველა სოფელს მიეწოდება საკვები პროდუქტები.

გიორგი ვოლსკი

09 აგვისტო 2020, 22:45

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყოფილი, საბჭოთა კავშირის პერიოდის საზღვარი სწორედაც სააკაშვილმა განსაზღვრა

„შენ ითვალისწინებ იმასაც, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყოფილი, საბჭოთა კავშირის პერიოდის საზღვარი სწორედაც სააკაშვილმა განსაზღვრა თავის ბრძანებულებაში. და ითვალისწინებ იმასაც, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რუსეთთან ან ცხინვალის რეგიონთან მოლაპარაკებების დაწყება თუ სად უნდა გადიოდეს ეს საზღვარი. აი ამ საკმაოდ მძიმე ჩიხში შეიყვანა საქართველო იმ პოლიტიკამ, რასაც დღეს ჩვენი ოპონენტები თითქოს და სხვას აბრალებენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სოზარ სუბარი

09 აგვისტო 2020, 22:38

პოლიტიკა

სოზარ სუბარი წინა ხელისუფლებაზე: მათ რეალურ დოკუმენტებში აღიარეს, თითქოს ომი დაიწყო 8-ში, რაც იყო მოღალატეობრივი პოზიცია მათი მხრიდან

„რამდენიმე დღით ადრე რომ იყვნენ შემოსული რუსული ჯარები ეს არის ყველაზე მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ომის დამწყები იყო რუსეთი და არა საქართველო. და საქართველოს ხელისუფლების, პრეზიდენტის დადგენილებით და შემდეგ ბათუმში ხელმოწერილი დოკუმენტითაც, სრულიად საპირისპირო სურათის შექმნას ცდილობენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - განაცხადა სუბარმა.

მამუკა მდინარაძე

09 აგვისტო 2020, 22:28

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპონენტების კრიტიკა გამოწვეულია ერთადერთი მიზნით - ჩამოირეცხონ ის დანაშაული, რაც მათ რუსული საქმის ეგიდით ჩაიდინეს

„როდესაც საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, როდესაც საქართველომ ყველა საერთაშორისო დონეზე მიიღო გაცილებით მაღალი მხარდაჭერა, ვიდრე ეს იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, აი ამ ფონზეც კი, თავხედური პიარ-სტრატეგიით ცდილობენ თავიანთი დანაშაულის გათეთრებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი ბარამიძე

09 აგვისტო 2020, 22:19

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე: ჩვენი ოპონენტები ხელისუფლებიდან ხელზე იხვევენ რეზოლუციას, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი დიდი ძალა არ აქვს

„ყველაფერი აღწერილია, რაც რეალურად ინტერვენციას გამოხატავს, უბრალოდ ეს არ დაარქვა თავისი სახელი. 100 ერთეული ჯავშანტექნიკა რომ შემოდის სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე აბა რა არის თუ არა თავდასხმა და ინტერვენცია? მაგრამ იმას თავისი სახელი არ დაარქვა და ჩვენს ამაზე პასუხს დაარქვეს ჩვენი მხრიდან რაღაცის დაწყება. ჩვენ დავიწყეთ იმიტომ, რომ ისინი შემოიჭრნენ“, - განაცხადა ბარამიძემ.

09 აგვისტო 2020, 22:16

სამართალი

სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად შუახნის კაცი ადგილზე გარდაიცვალა

სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად შუახნის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კაპიტოლი

09 აგვისტო 2020, 21:54

პოლიტიკა

როგორ გამოეხმაურნენ ამერიკელი პოლიტიკოსები აგვისტოს ომის წლისთავს

ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოს მაღალი თანამდებობის პირები, კვლევითი და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით აგზავნიდნენ მესიჯებს, გმობდნენ რუსულ აგრესიას და გვიცხადებდნენ თანადგომას