imedi /  31 მარტი 2020, 18:50 / სანდო წყარო

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის წარმომადგენლების სტატუსით ბოლო წერილი გამოაქვეყნეს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლების სტატუსით გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხვალიდან წყვილი აღარ ისარგებლებს ტიტულით „თქვენო სამეფო აღმატებულებავ“ და ელისაბედ მეორეს სახელით ოფიციალურ ღონისძიებებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

„იმის მიუხედავად, რომ აქ ვერ გვნახავთ, სამუშაო გაგრძელდება. მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა კვლავ თქვენთან ვიქნებით. არაჩვეულებრივები იყავით! მანამდე კი გთხოვთ გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ერთმანეთს“, - დაწერა წყვილმა Instagram-ზე.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.

18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულების ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

14 ივნისი 2021, 23:19

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის პანსიონზე: ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური, ვიდრე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ

ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ ცალსახად, რომ ნინოწმინდის პანსიონში უნდა შესულიყო სახალხო დამცველი, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა, უნდა შესულიყო და უნდა შევიდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

14 ივნისი 2021, 23:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, გიორგი გახარიას დაეტოვებინა შს მინისტრის თანამდებობა

20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

გივი მიქანაძე

14 ივნისი 2021, 23:02

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდებიან

„ყველა ის ბიულეტენი, რომელიც დათვლილი იყო საარჩევნო ოლქში, დარღვევის გარეშე ასახავდა იმ მოქალაქეების ნებას, რომელთაც ხმა მისცეს ვაკის 41-ე უბანზე. ასევე რეგისტრატორებთნ საუბრისას, სადაც ერთ-ერთი რეგისტრატორი იყო „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, გამოიკვეთა, რომ არანაირ უხეშ დარღვევას, გაყალბებას და მანიპულაციას უბანზე ადგილი არ ჰქონია და მოქალაქეების მიერ გამოხატული ნება იყო პირდაპირპროპორციული იმ ოქმისა, რომელიც ცესკო-მ ატვირთა თავის ვებ-გვერდზე“, - განაცხადა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 ივნისი 2021, 22:48

მსოფლიო

ერდოღანი: გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ნატოს მნიშვნელობა იზრდება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ნატოს მნიშვნელობა იზრდება.

14 ივნისი 2021, 22:32

საზოგადოება

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება

ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, დედაქალაქში უახლოეს პერიოდში დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

14 ივნისი 2021, 22:30

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესის შემცირების სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება

„პირველადი სამუშაოები, რაც საჭირო იყო ამ მეწყრული პროცესის შემცირებისთვის, უკვე განხორციელებულია. რამდენიმე დღეში ველოდებით ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოებს და დაახლოებით, ორ თვე-ნახევარში ამ ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანი

14 ივნისი 2021, 22:24

საზოგადოება

2018-2021 წლებში თბილისში სამი გზაგამტარი აშენდა და ათი ხიდი რეაბილიტირდა

„გამორჩეული პროექტია კარტოზია - ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა. სამუშაოების დაწყებამდე აქ გვქონდა მუდმივი პრობლემა საცობის სახით და მას შემდეგ, რაც ეს ობიექტი დასრულდა, აქ პრობლემა აღარ არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტია მდინარე ვერეზე საფეხმავლო ხიდი, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო თანამედროვე განათების სისტემა და ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ქალაქისთვის, ვიზუალური თვალსაზრისით. მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე მოეწყო ორდონიანი კვანძი, რომელსაც ანალოგიური შედეგი მოჰყვა, რაც ცინცაძე-კარტოზიას პროექტს. აქაც მუდმივად იყო საცობები, რაც შემდეგ უკვე გელოვანის გამზირზეც ქმნიდა გადაადგილების პრობლემას. პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს პრობლემა მოხსნილია.

14 ივნისი 2021, 22:19

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ, როგორც ნატო-ს, ისე ევროპის სრულუფლებიანი წევრი

ჩვენი გზა და არჩევანი არის დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. ასევე, ნატო-ს მიმართულებით, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

14 ივნისი 2021, 22:15

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას ვერ შეაჩერებს ვერცერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ოპოზიციიდან

უპასუხისმგებლო ძალა ოპოზიციიდან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის და შარლ მიშელის შეთანხმება დათქმულ ვადაში შესრულდება, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთელმა საზოგადოებამ იხილა, როგორ ცდილობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი მესიჯის შეცვლას.

14 ივნისი 2021, 22:03

საზოგადოება

„ახალი ტფილისის“ ფარგლებში 93 ობიექტი რეაბილიტირდა, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

2018-2021 წლებში, „თბილისის განვითარების ფონდის“ პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით 2018-2021 წლებში 195 000 000 ლარი დაიხარჯა.

არჩილ თალაკვაძე

14 ივნისი 2021, 21:58

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის ის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა საქართველო დაინახეს რეგიონში აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარ მედიატორად. რა თქმა უნდა, საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნინო თანდილაშვილი

14 ივნისი 2021, 21:54

ეკონომიკა

ნინო თანდილაშვილი: „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება კომერციული კუთხით შეფასდება

„ნამახვანჰესის“ პროექტის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით მოთხოვნა ვერ იქნება გაზიარებული, - ამის შესახებ „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განუცხადა.

კახა კალაძე

14 ივნისი 2021, 21:21

საზოგადოება

კახა კალაძე: არასდროს ამდენი პროექტი ერთად არ განხორციელებულა, რამდენიც ამ წლების განმავლობაში

2018-2021 წლებში, დედაქალაქში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა 5 400 000 კვ.მ ფართობის გზის საფარი. ამისათვის ჯამში 403 500 000 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

კახა კალაძე

14 ივნისი 2021, 21:20

საზოგადოება

კახა კალაძე: მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ - გაორმაგებული ენერგიითა და ძალისხმევით გავაგრძელებ ჩვენი ქალაქის განვითარებას და საქმის კეთებას

„ჩვენ 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოებას შევთავაზეთ შვიდი ძირითადი მიმართულება/პოლიტიკა, რაზეც კონკრეტული პროგრამები და პროექტები გვქონდა გაწერილი. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და ყოველთვის ვაწვდიდით სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა გაკეთდა დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ვსაუბრობდით გამოწვევებსა და პრობლემებზე. დღეს გვინდა, თბილისელებს მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩავაბაროთ ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ქალაქის მართვიდან მეოთხე წელს, ძალიან ამაყი და ემოციებით სავსე ვარ, როდესაც ვუყურებ, რომ ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ყველა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით და თბილისში ვითარება რადიკალურად შეიცვალა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

14 ივნისი 2021, 21:15

პოლიტიკა

რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მხარს უჭერს

„მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, რაც წარმოადგენს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის მთავარ მიზანს, როდესაც რუმინეთის მხარდაჭერით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. გვწამს, რომ შავი ზღვის რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობა და ინტეგრაცია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რეგიონის უსაფრთხოებისათვის.

14 ივნისი 2021, 21:04

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა მე-200 სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრომ სასკოლო საზოგადოების დიდი ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევით შეძლო ამ დიდი გამოწვევის დაძლევა, მოსწავლეები ბუნებრივ გარემოში დააბრუნა და მათთვის სკოლებში უსაფრთხო გარემო უზრუნველყო. მინისტრის თქმით, ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მიმდინარე სემესტრი საკლასო ოთახებში დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წერტილოვანი შეზღუდვებით, სკოლებში უსაფრთხოების კონტროლითა და მათი საჭირო რესურსებით აღჭურვის გზით სამინისტრომ ვირუსის შიდა გავრცელება თავიდან აიცილა და პროცესი წარმატებით მართა.

14 ივნისი 2021, 20:56

რეგიონი

სასმელი წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ციცაგიაანთკარის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს

სოფელ ციცაგიაანთკარში ახლა უკვე 144 კომლს მიეწოდება სუფთა სასმელი წყალი, რაც მათი ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი ერთობლივად განახორციელეს გორის მუნიციპალიტეტმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) და USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „ზრდამ“. ეუთოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო იტალიის სახელმწიფომ, როგორც ეუთოს წევრმა ქვეყანამ.

მამუკა მდინარაძე

14 ივნისი 2021, 20:51

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ნატო-ს სამიტის დეკლარაციაზე: ჩვენთვის ეს უდიდესი სტიმულია

„ნატო-ს სამიტზე მიღებულ კომუნიკეში შესული ორი პარაგრაფიდან ერთი ეხება რუსეთის მიმართ უმკაცრეს გაფრთხილებას, რასაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სამართლებრივი საფუძველი გააჩნია იმის შესახებ, რომ მოსკოვმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და საქართველოდან თავისი შენაერთები გაიყვანოს. მეორე პუნქტი ეხება ქართული რეფორმების აღიარებას და თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

14 ივნისი 2021, 20:50

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 14 ივნისს, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტს, რომელზეც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში, ასევე თავად ალიანსის სამომავლო ადაპტაციის კუთხით.

14 ივნისი 2021, 20:45

მსოფლიო

ნატოს სამიტის დეკლარაცია: რუსეთის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას

რუსეთის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას, - ნათქვამია ნატოს სამიტის დეკლარაციაში.