Imedi /  15 აპრილი 2019, 22:29 / სანდო წყარო

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. ერთ-ერთი პირველი ვინც მომხდარს გამოეხმაურა დონალდ ტრამპი იყო. მომხდარს სოცქსელში მალევე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი და სხვა ქვეყნის არაერთი ლიდერიც.

„შემზარავია უყურო მასშტაბურ ხანძარს, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩნდა. იქნებ ხანძრის ლოკალიზებისთვის ვერტმფრენი გამოიყენონ. უფრო სწრაფი იქნებოდა!“, - წერს დონალდ ტრამპი მიკრობლოგ Twitter-ზე.

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის. მთელი ქვეყნისთვის ეს ემოციურია. ყველა კათოლიკესთვის და ყველა ფრანგისთვის. ჩვენი ყველა თანამემამულეს მსგავსად დღეს მეც დამწუხრებული ვარ“, - აცხადებს ემანუელ მაკრონი

„დაუჯერებელი და შოკისმომგვრელია. ჩვენ ვლოცულობთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისთვის“, - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი მიკრობლოგ Twitter-ზე. 

„ყოველ წუთს თვალს ვადევნებ ხანძარს, რომელიც გრძელდება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, რომელიც არის მთელი კაცობრიობის მემკვიდრეობის ნაწილი. მან შთააგონა უამრავი მწერალი, მხატვარი, ფილოსოფოსი და მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩასული ტურისტი. რა სევდიანი სანახაობაა! როგორი ტრაგედიაა! მე ვიზიარებ ფრანგი ერის მწუხარებას, რომელიც ჩვენი საერთო მწუხარებაც არის“, - განმარტავს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

„რა მტკივნეულია ცეცხლმოკიდებული ტაძრის საშინელი სურათის ნახვა. ნოტრ დამი საფრანგეთისა და ჩვენი ევროპული კულტურის სიმბოლოა. ფიქრებით ჩვენს მეგობარ ფრანგებთან ვართ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პრესმდივანმა.

„ჩემი გული პარიზშია. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არის სიმბოლო, რომ კაცობრიობას დიადი მიზნისთვის გაერთიანება შეუძლია, რათა ააშენო სულისშემძვრელი სალოცავები, რომელთა აგება ერთ ადამიანს არ შეუძლია. ვუსურვებ საფრანგეთს ძალასა და ერთიან მიზანს მაშინ, როდესაც ისინი გლოვობენ და მაშინაც, როდესაც დამწვარის აღდგენას დაიწყებენ“, - წერს ჰილარი კლინტონი.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა მედიის ცნობით, ის შესაძლოა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი XII-XIV საუკუნეებშია აშენებული. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

ყველა სიახლე

კუნძული ტენერიფე

22 აპრილი 2019, 22:13

ტაბლოიდი

გაქცეული პატიმარი კურორტზე ცხოვრებისგან დაიღალა და პოლიციას ჩაბარდა

ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში დააკავეს ძებნილი პატიმარი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში კანარის კუნძულებს აფარებდა თავს. ამის შესახებ Associated Press წერს. 64 წლის კაცი მივიდა პოლიციელებთან და განუცხადა, რომ 10 წლის წინ ციხიდან გაიქცა და ამ ხნის განმავლობაში კუნძულ ტენერიფეზე ცხოვრობდა.

სევერინ კრასიმიროვი

22 აპრილი 2019, 21:49

მსოფლიო

ბულგარელი ჟურნალისტის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულს 30 წელი მიესაჯა

ბულგარეთის ქალაქ რუსეს საოლქო სასამართლომ სევერინ კრასიმიროვს ადგილობრივი რეგიონალური ტელეკომპანია TVN-ის ჟურნალისტისა და ადმინისტრაციული დირექტორის ვიქტორია მარინოვას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

22 აპრილი 2019, 21:38

ტაბლოიდი

ინდოეთში ცეცხლის დღესასწაული აღნიშნეს

ინდოეთის ქალაქ მანგალურში ცეცხლის დღესასწაული აღნიშნეს. ქალღმერთ დურგას ტაძარში ასობით ადამიანი შეიკრიბა. ტრადიციის თანახმად, ისინი ერთმანეთს ჩირაღდნებს ესვრიან. მათ სჯერათ, რომ ეს რიტუალი ბოროტებას ანადგურებს და მის მონაწილეებს ავადმყოფობისგან იცავს.

გიორგი გახარია

22 აპრილი 2019, 21:04

საქართველო

გახარია: დამატებითი ძალების მობილიზება პოლიციაზე თავდასხმის შემდეგ მოხდა

გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული მოქალაქისა და სამართალდამცველის უფლებებს დაიცავს და დეტალურად გამოიძიებს, დანაშაულს, რომელიც იყო როგორც მოქალაქეების მიმართ, ისე პოლიციელების მიმართ ჩადენილი.

22 აპრილი 2019, 20:49

ეკონომიკა

როგორია 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზი

რა ვითარებაა ქვეყნის ენერგეტიკაში მაშინ, როცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება წლიდან-წლამდე იზრდება. ამას საქართველოს ელექტროენერგიის ბოლო სამი წლის ბალანსის ანალიზიც ცხადყოფს. მაგალითად, 2016-იდან 2018 წლამდე მოხმარება 6%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ადგილობრივმა გამომუშავებამ მხოლოდ 5%-ით მოიმატა, მაშინ, როცა იმპორტის ზრდამ 215% შეადგინა.

გიორგი გახარია

22 აპრილი 2019, 20:33

საქართველო

გახარია: თუ ოპოზიციას დამატებით ჩემი ნახვა სურს, ყავაზე დამპატიჟონ

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომლებმაც პანკისის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით მისი და ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას საკომიტეტო ფორმატში მოსვლა მოითხოვეს.

გიორგი გახარია და დავით სერგეენკო

22 აპრილი 2019, 20:27

საქართველო

ბახტაძემ, სერგეენკომ და გახარიამ პანკისის დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულეს.

22 აპრილი 2019, 20:17

ძალოვნები

ოკუპანტებმა მეჯვრისხევიდან გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი ცხინვალის იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. 45 წლის გოჩა ფიდიური ქართველ სამართალდამცველევს ერგნეთში უკვე გადასცეს. გორში პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მას სახლში დააბრუნებენ.

სექსუალური უმცირესობები

22 აპრილი 2019, 19:56

მსოფლიო

ბრუნეი ცოლ-ქმრული ღალატისა და ჰომოსექსუალური კავშირისთვის ქვებით ჩაქოლვის წესებს განმარტავს

როგორც ქვეყნის ხელისუფლების მიერ ევროპალარმენტისთვის გაგზავნილ მიმართვაშია ნათქვამი, მოსამართლეები ქვებით ჩაქოლვის განაჩენს იშვიათად გამოიტანენ, ვინაიდან დანაშაულს მოწმეების სახით „მაღალი ზნეობრივი სტატუსის მქონე სულ მცირე ორი ადამიანი“ უნდა ამყარებდეს.

კაპიტანი მარველი

22 აპრილი 2019, 19:54

ტაბლოიდი

ამერიკელმა „კაპიტან მარველს“ 116-ჯერ უყურა და გინესის რეკორდსმენი გახდა

ვისკონსინელმა სტივ რუპელმა მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად „კაპიტან მარველის“ საყურებლად 242 საათზე მეტი დახარჯა. ფილმის პრემიერა 7 მარტს გაიმართა. მას შემდეგ ამერიკელმა ფილმი კინოთეატრში 116-ჯერ ნახა და ამით გინესის რეკორდმენი გახდა. რუპელის თქმით, მას რეკორდების დამყარება ხიბლავს და ეს მისთვის რიგით მეხუთე მიღწევაა.

დავით ზალკალიანი
აუგუშტუ სანტუშ სილვა

22 აპრილი 2019, 19:45

საქართველო

საქართველომ და პორტუგალიამ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომლის შესახებაც ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნავთობი

22 აპრილი 2019, 19:14

ეკონომიკა

ნავთობის ფასმა ბოლო ექვს თვეში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

მსოფლიოში ნავთობის ფასმა ბოლო 6 თვის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. CNBC-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ აშშ ირანული ნავთობის შესყიდვაზე სრული აკრძალვის დაწესებას გეგმავს, ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო ნავთობის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

22 აპრილი 2019, 19:08

მსოფლიო

ეუთომ და ევროპარლამენტმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები დადებითად შეაფასეს

ევროპარლამენტში აცახდებენ, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს მხარს დაუჭერენ. ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის რებეკა ჰარმსის თქმით, სამწუხაროა, რომ არჩევნები ბევრმა უკრაინელმა ვერ მიიღო მონაწილეობა. მიზეზად კი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დაასახელა.

ლუიზა ვინტონი

22 აპრილი 2019, 18:54

საქართველო

გაეროს ელჩი პანკისში დაპირისპირებაზე: პროტესტის გამოხატვა ფუნდამენტური უფლებაა თუმცა ძალადობის გარეშე

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი პანკისში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს. დიპლომატის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ მოლაპარაკებებმა კონფრონტაცია შეცვალა. საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის თქმით, „ადამიანებს აქვთ პროტესტის გამოხატვის ფუნდამენტური უფლება, თუმცა ძალადობის გარეშე“.

მელაკუდა

22 აპრილი 2019, 18:48

ტაბლოიდი

ერთმანეთთან ჩახუტებულმა ორმა მელიამ სოცქსელის მომხმარებლებს ფანტაზია გაუღვიძა 💪🦊

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ორი მელია ერთმანეთს ისე ეხუტება, რომ ერთ-ერთის თავი არ ჩანს? პასუხი ასეთია - გამოდის ერთი დაკუნთული მელია. ამის შესახებ ყურადღება Twitter-ის მომხმარებელმა fox_info_net-მა გაამახვილა. მომხმარებელმა ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ორი მძინარე მელიაა აღბეჭდილი.

ეთენ სკოტი

22 აპრილი 2019, 18:47

მსოფლიო

ლონდონში საპროტესტო აქციაზე ოლიმპიური ჩემპიონი დააკავეს

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ 26 წლის სპორტსმენისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. სკოტის თქმით, მისთვის აქციაში მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. დემონსტრანტები გლობალური დათბობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ბრიტანელმა ნიჩბოსანმა 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალოსანი გახდა.

მიხეილ სააკაშვილი

22 აპრილი 2019, 18:46

მსოფლიო

სასაზღვრო სამსახური: სააკაშვილს უკრაინაში შესვლის უფლება არ აქვს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, ქვეყანაში შესვლის კანონიერი უფლება არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახური იუწყება.

ზაზა ფაჩულიას აკადემია

22 აპრილი 2019, 18:27

სპორტი

ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ბალტიის ლიგაზე გაიმარჯვა

ზაზა ფაჩულიას აკადემიის გამარჯვებით დასრულდა ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა შორის მიმდინარე წლის გათამაშება. „ზაზამ“ ესტაფეტა ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულისგან – თბილისის „ჰიუნდაისგან“ გადაიბარა, რომელიც ამჯერად ნახევარფინალში დამარცხდა.

შობადობა

22 აპრილი 2019, 18:26

ეკონომიკა

კაცობრიობის ისტორიაში პირველად ასაკოვანი ადამიანების რაოდენობამ ბავშვებისას გადააჭარბა

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში 2018 წელს, 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა რიცხვმა 5 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობას გადააჭარბა. დღეს დედამიწაზე 65 წელს გადაცილებული 705 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ხოლო 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვების რაოდენობა 680 მილიონის ფარგლებშია.

სიმსუქნე

22 აპრილი 2019, 18:20

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აუარესებს ტვინის მუშაობას ჭარბი წონა

სპეციალისტების თქმით, ბოლო წლებში სულ უფრო მეტი დამამატკიცებელი საბუთი ჩნდება იმისა, რომ წონაში მატება არა მხოლოდ მეტაბოლიზმის უქმნის პრობლემას და დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია, არამედ აძლიერებს დატვირთვას ჩონჩხზე და უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმის სხვა ნაწილებზე.