Imedi /  16 აპრილი 2019, 19:53 / სანდო წყარო

თითქმის ერთ დღეში ნოტრ-დამის აღსადგენად $680 მილიონზე მეტი შეგროვდა

ნოტრ-დამი

ნოტრ-დამი

დამწვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად ბოლო 24 საათზე ნაკლებ დროში $680 მილიონზე მეტი შეგროვდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერმა ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი.

ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს - ვარდულს და ორ მთავარ კოშკს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო. მოგვიანებით ემანუელ მაკრონის ქველმოქმედების იდეას ცნობილი ადამიანები და ორგანიზაციები შეუერთდნენ.

მნიშვნელოვანი შემოწირულობების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

პატრიკ პუიანი, ფრანგული ნავთობკომპანიის გიგანტის აღმასრულებელი დირექტორი: €100 მილიონი ($113 მილიონი)

LVMH ჯგუფი და ბერნარ არნოს ოჯახის აღმასრულებელი დირექტორი: €200 მილიონი ($226 მილიონი)  

ფრანსუა-ანრი პინო, Kering ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: €100 მილიონი ($113 მილიონი)

L’Oreal, the ბეტენკორტ მეიერსის ოჯახი და ბეტენკორტ შულერის ფონდი: €200 მილიონი  ($226 მილიონი)

პარიზის მერი ან იდალგო: დედაქალაქის ბიუჯეტი ტაძრის რესტავრაციისთვის €50 მილიონს გამოყოფს

ფრანგული ბანკი Agricole: €5 მილიონი ($5.6 მილიონი)

საკონსულტაციო ჯგუფი Capgemini SE: €1 მილიონი ($1.13 მილიონი)

ინვესტორი მარკ ლადღე დელაშაღიეღი: €10 მილიონი ($11 მილიონი)

სამრეწველო კომპანია Martin and Olivier Bouygues-ი: €10 მილიონი ($11 მილიონი)

საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი: €1.6 მილიონი ($1.8 მილიონი)

დღესვე ცნობილი გახდა, რომ Apple-ი ნოტრ-დამის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ფულს გადარიცხავს. ამის შესახებ ტიმ კუკმა მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი XII-XIV საუკუნეებშია აშენებული. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

რატომ არის ხანძარი ნოტრ-დამში კატასტროფა ევროპისთვის ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.

ყველა სიახლე

გრიგოლ ვაშაძე

24 თებერვალი 2020, 17:56

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: მერაბიშვილს ჩემთვის ჯერ არ მოუმართავს, როგორ გითხრათ, ღიაა თუ არა მისთვის ნაცმოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტიაში გაწევრიანების თაობაზე ვანო მერაბიშვილს მისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახლა არასწორი იქნებოდა.

გიორგი ჩერქეზიშვილი

24 თებერვალი 2020, 17:50

ეკონომიკა

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

დღეს ინვესტორთა საბჭომ ბიზნესასოციაციებთან და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტზე იმსჯელა. მიზანი პოტენციური ინვესტორების მოზიდვაა, რომელთაც პროექტი ბიუროკრატიასთან ურთიერთობას გაუმარტივებს.

ენტონი ჰოპკინსი

24 თებერვალი 2020, 17:44

კულტურა

მაიკ ტაისონის და მისი მწვრთნელის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს

ენტონი ჰოპკინსი მთავარ როლს შეასრულებს ბიოგრაფიულ ფილმში „კას და მაიკი“, რომელიც მაიკ ტაისონისა და მისი მწვრთნელის, კასა დ’ამატოს ურთიერთობებს ასახავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deadline ავრცელებს.

ოქროს ზოდები

24 თებერვალი 2020, 17:35

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი ბოლო თვეების მაქსიმუმზეა. „ტრუას უნციის“ (31,1035 გრამი) ფასი $1690-ია. ნიუ-იორკის ბირჟაზე ოქროზე მარტის ფიუჩერსები 2,52%-ით გაძვირდა. ასევე 1,7 %-ით გაძვირდა ვერცხლი და უნციაზე $ 18,84 შეადგინა. ექსპერტები ძვირფასი მეტალების გაძვირებას კორონავირუსის საფრთხეს უკავშირებენ.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 17:28

საქართველო

დავით ზალკალიანი: რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე შეუძლებელია

რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება, იქნება ეს საქართველოსა თუ უკრაინაში, შეუძლებელია მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბათუმის ბულვარი

24 თებერვალი 2020, 17:12

ეკონომიკა

ბათუმის საკრებულო სანაპირო ზოლის კონკრეტული მონაკვეთების ბრენდული სასტუმროებისთვის მართვაში გადაცემას განიხილავს

ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლის კონკრეტული მონაკვეთები ბრენდულ სასტუმროებს მართვაში იჯარის წესით გადაეცემათ. მერიამ ინიციატივა ქალაქის საკრებულოს უკვე გადაუგზავნა, დეპუტატები სანაპიროს საკითხზე ხვალ იმსჯელებენ. როგორც ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, პლაჟები არ შემოიღობება და არავის შეეზღუდება მისი გამოყენების უფლება.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 17:07

საქართველო

დავით ზალკალიანი: საგანგაშოა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებული ვითარება იძულებით გადაადგილების ახალი ტალღის გარდაუვალ საშიშროებას ქმნის

„საგანგაშოა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება ქმნის იძულებით გადაადგილების ახალი ტალღის გარდაუვალ საშიშროებას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

24 თებერვალი 2020, 16:59

საქართველო

გიორგი ვოლსკი: ვინც მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებს, კარგად იცის, რომ მკვლელობისთვის დაჭერა პოლიტიკურ პატიმრობას არ გულისხმობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მკვლელობისა და ადამიანის ღირსების და ჯანმრთელობის შელახვისთვის დაჭერა არანაირ პოლიტიკურ პატიმრობას არ გულისხმობს. ამის შესახებ მან ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა გამონათქვამების შეფასებისას განაცხადა.

24 თებერვალი 2020, 16:58

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბიზნესისთვის საკმაოდ ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელთა ნაწილიც მათ დღეს გავაცანით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო.

ერაყი

24 თებერვალი 2020, 16:55

მსოფლიო

ერაყში​ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ერაყში​ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Shafaq news-ი ავრცელებს. ნაჯაფის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდა ირანელ სტუდენტს, რომელიც ერაყში მანამდე ჩავიდა, ვიდრე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა აიკრძალებოდა.

მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2020, 16:52

საქართველო

მამუკა მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: 39%-ს ვეპოტინებით თურმე, თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ ეთერში გასულ Ipsos-ის კვლევებს ეხმაურება. „ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 18%; 20%; 25%; 30 %-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე“, - განაცხადა მდინარაძემ.

24 თებერვალი 2020, 16:40

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. მანამდე ინფორმაცია 3 მსხვერპლის შესახებ გავრცელდა. ბოლო შემთხვევა ლომბარდიას რეგიონში დაფიქსირდა. საშიშ დაავადებას 88 წლის კაცი ემსხვერპლა.

მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2020, 16:35

საქართველო

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: თავის დროზე, იმ რეზოლუციას უჭერდნენ მხარს, რომელიც მხოლოდ რუსეთს აწყობდა

ალბათ, გახსოვთ, ჩვენი დამოკიდებულება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ. როგორც კი, ოპოზიციამ ნორმალური იდეა გაახმოვანა, მაშინვე დავეთანხმეთ და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, რომ ეს სია მიგვეღო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიედრმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

წითელი ჯვარი

24 თებერვალი 2020, 16:34

საქართველო

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თბილისში ექსპერტ-ანთროპოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

კონფერენციის მთავარი მიზანია ამჟამად არსებული გამოცდილების, სტრატეგიებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება ამ მიმართულებით სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 16:33

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: დღგ-ის ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე არავის დავინდობთ ვისზეც გამოძიება გავა

დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე 55 ადამიანია დაჭერილი, 11 არის ძებნაში. უამრავი უძრავი და მოძრავი ქონება არის დაყადაღებული და 34 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თვენახევარში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 16:32

ძალოვნები

ივანე მაჭავარიანი: ვიცი, რომ პატარა ტელევიზიები მაკრიტიკებენ, თუმცა ასეთი თანაბარი და სამართლიანი პირობები ამ სფეროში არ ყოფილა

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსხვილი ტელევიზიები პრაქტიკულად, არ იხდიდნენ გადასახადს, ჩვენ პირველი ოქტომბრიდან მიმდინარე გადასახადის გადახდა მოვითხოვეთ, დავიწყეთ და შევთავაზეთ მოალპარაკებები ძველი დავალიანების დაფარვის გრაფიკის შეთანხმებაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გია ვოლსკი

24 თებერვალი 2020, 16:31

საქართველო

გია ვოლსკი: მოლაპარაკების მაგიდა იმიტომ არ არის, რომ ერთმანეთს შეძახილებით, ბურთით, ქვებით, ბოსტნებითა და მოედნებით უნდა ილაპარაკო

მოლაპარაკების მაგიდა იმიტომ კი არ არის, რომ ერთმანეთს შეძახილებით, ბურთით, ქვებით, ბოსტნებითა და მოედნებით უნდა ილაპარაკო, არამედ საქმე მოლაპარაკების მაგიდასთან გაირჩეს, თან საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 16:30

საქართველო

დავით ზალკალიანი: ცხინვალის რეგიონში საქართველოში წარმოებული მედიკამენტების აკრძალვა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

„ცხინვალის რეგიონში საქართველოში წარმოებული და ქართულად მარკირებული მედიკამენტების ამოღებისა და გაყიდვის აკრძალვის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება, ჯანმრთელობის უფლებაზე მიტანილი შემდგომი იერიშია“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სოფო კილაძე

24 თებერვალი 2020, 16:29

საქართველო

საქართველოს დელეგაცია, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველისა და სასამართლოს წარმომადგენლები.

გია ვოლსკი

24 თებერვალი 2020, 16:21

საქართველო

გია ვოლსკი: არავითარი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, მთავრობა გამართულად მუშაობს

„იმდენჯერ დაისვა შეკითხვა გაზაფხულზე არის ცვლილებები მოსალოდნელიო, პასუხი გაეცა სავსებით ლოგიკური. თუ მაინცდამაინც ამ შეკითხვას ვიმეორებთ ხშირად, კი ბატონო, მაშინ დაველოდოთ გაზაფხულს“, - განაცხადა ვოლკსიმ.