€300 მილიონი ნოტრ-დამის აღსადგენად. როგორ აგროვებენ ფულს ფრანგები ტაძრისთვის
ფოტო: Twitter
15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერმა ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი, რომლის ჩამონგრევის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა.
ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს - ვარდულს და ორ მთავარ კოშკს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მრგვალი სარკმელები, სავარაუდოდ, განადგურდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო.
ამ განცხადებიდან მალევე, ფრანგმა მეცენატებმა ნოტრ-დამის აღსადგენად ხელისუფლებას ფინანსური დახმარება შესთავაზეს, პარიზის მმართველებმა კი თანხის შესაგროვებლად კონფერენციის გამართვა გადაწყვიტეს.
ტაძრის აღსადგენად თანხის გამოყოფაზე პირველი განცხადება 56 წლის ფრანსუა-ანრი პინომ გააკეთა, რომელიც გლობალური ელიტარული სავაჭრო სახლის Kering-ის ხელმძღვანელი და ჯგუფ Artémi-ის პრეზიდენტია. Forbes-ის ცნობით, პინოს ოჯახის ქონება 15.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ფრანსუა პინომ ნოტრ-დამის აღდგენისთვის 100 მილიონი ევრო გამოყო.
პინოს შემდეგ თანხის გაღებაზე განცხადება ბერნარ არნომ გააკეთა, რომელიც სიმდიდრით Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. მან ტაძრის აღდგენისთვის 200 მილიონი ევრო გამოყო. არნო ფლობს ისეთ მოდურ ბრენდებს, როგორებიც არის Christian Dior, Louis Vuitton და Celine. არნოს ქონება 41.5 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
საფრანგეთის ადგილობრივმა, რეგიონულმა ხელისუფლებებმა ნოტრ-დამის აღსადგენად 60 მილიონი ევრო გამოყო. პარიზის მერმა ან იდალგომ თქვა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი ტაძრის რესტავრაციისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს. კიდევ 10 მილიონი ევროს გამოყოფს ილ-დე-ფრანსის რეგიონი.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის თანხის შეგროვება ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო, ნახევარი დღის განმავლობაში კი უკვე 300 მილიონი ევრო შეგროვდა. ნოტრ-დამისთვის გრანტის გამოყოფაზე განცხადება გააკეთეს ევროკომისიამ, იუნესკომ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ.
ყველა სიახლე
19 მაისი 2026, 13:25
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველომ პირველად დიდი ხნის განმავლობაში საჯაროდ თქვა უარი „დამნაშავე პერიფერიის“ როლის შესრულებაზე და ბრიუსელთან საუბარი დაიწყო როგორც სახელმწიფომ, რომელსაც თავადაც აქვს უფლება დასვას არასასიამოვნო კითხვები
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ურსულა ფონ დერ ლაიენის, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას მიმართ ირაკლი კობახიძის ღია წერილს.
19 მაისი 2026, 13:24
პოლიტიკა
კახა კალაძე: აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ როცა ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა
„შეხედეთ ამ ადამიანებს, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, საიდან იმართებიან. რა უნდა შესთავაზონ მათ საზოგადოებას? რაც შეეხება ხელის შეშლის მცდელობების დაორგანიზებას და ამაში ჩვენს დადანაშაულებას, რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც გაუბედურებული, განულებული ოპოზიციას რომ რამე დაუგეგმოს? ეს ხომ წარმოუდგენელია, თუმცა ზოგადად, პოლიტიკური საქმიანობის დროს ხელის შეშლა, შეურაცხყოფის მიყენება ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
19 მაისი 2026, 13:24
პოლიტიკა
კახა კალაძე: მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას
„გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, არის სტრატეგიული პარტნიორიც. წლებია ჩვენს შორის ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობები არსებობს. ძალიან მიხარია, რომ თუნდაც ენერგეტიკული და სარკინიგზო მიმართულებებით ხელშეკრულებები გაფორმდა. რამდენიმე წლის შემდეგ, პირველად შესაძლებელი იქნება საქართველო-აზერბაიჯანის ერთმანეთთან სარკინიგზო გზით დაკავშირება, რაც ძალიან კარგია. ასევე, იცით, რომ ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელი გახლავთ აზერბაიჯანი, რაც ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
19 მაისი 2026, 13:21
პოლიტიკა
კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე: არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს
„ეს გადაწყვეტილება ყველასთვის თანაბარი იქნება. ჩემს შემთხვევაშიც მომხდარა ცილისწამება კონკრეტული სიუჟეტების მეშვეობით. ეს უნდა დასრულდეს. არ აქვს მნიშვნელობა, საუბარი ჩემზე იქნება, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე. ეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ერთიანობისთვის არის აუცილებელი. შეიძლება, ვერ ვთანხმდებოდეთ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ ეს გადმოცემული უნდა იყოს ცივილურად. ყველამ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
19 მაისი 2026, 13:09
მსოფლიო
The New York Times: პენტაგონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ ირანმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანობა აამაღლა
გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე ახალ თავდასხმაზე უარი თქვა, მათ შორის იმის გამო, რომ პენტაგონმა თეთრი სახლის ლიდერი გააფრთხილა, რომ ირანმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანობა გააუმჯობესა.
19 მაისი 2026, 13:05
პოლიტიკა
კომპანია „კერკი“: საკვები პროდუქტების ფასებზე და ხარისხზე დადებითად იმოქმედებს საქართველოში „კერძო ეტიკეტის“ განვითარება, ქართული წარმოების გაძლიერება, რაც საპარლამენტო კომისიის სწორი და გააზრებული რეკომენდაციაა
სურსათზე ფასების გაიაფება და ხარისხის ზრდა ადგილობრივი წარმოების განვითარებითაა შესაძლებელი, - აღნიშნულია კვების პროდუქტების საწარმო ,,კერკი“-ს განცხადებაში, რომელიც სურსათის ფასებს და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ეხება.
19 მაისი 2026, 12:59
პოლიტიკა
პრემიერი: სოციალური გაზი საქართველოს მიეწოდება შემდეგი 20 წლის განმავლობაშიც, მადლობა აზერბაიჯანულ მხარეს, აღდგება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის ფუნქციონირება, რის საფუძველზეც ქვეყანა ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს
სოციალური გაზი სოციალური ტარიფით საქართველოს მიეწოდება შემდეგი 20 წლის განმავლობაშიც, ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ აზერბაიჯანულ მხარეს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
19 მაისი 2026, 12:59
პოლიტიკა
კახა კალაძე: გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია
საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის (EYCA) ლიცენზირებული წევრია.
19 მაისი 2026, 12:55
პოლიტიკა
პრემიერი დიუშენის მედიკამენტებზე: საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად, აქ უნდა დაისვას მარტივი კითხვა - ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ შეიძლება გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია
ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ აგვეღო 50 მილიონი და დაგვეხარჯა, ეს იქნებოდა მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
19 მაისი 2026, 12:52
პოლიტიკა
პრემიერი: არის მედიკამენტები, რომელთა ღირებულებაა $3 მლნ და $700 000. მათი თვითღირებულებაა მაქსიმუმ $300 და $700. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი, მთავარია, ჩვენ არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს
„ამასთან ერთად, ჩვენ თავიდან ბოლომდე შევდივართ მშობლების მდგომარეობაში. მათი პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები. იყო კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროში მშობლებთან. ყველა ფორმატში უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები. ჯანდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი პრაგმატული გადაწყვეტილებების მომზადებაზე. კიდევ ერთხელ, მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პრემიერმა.
19 მაისი 2026, 12:41
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ახალი ინიციატივა ზნეობრივად და მორალურად გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, იძულებით მაინც. ახალგაზრდები აღარ გაიზრდებიან იმ სიძულვილის გარემოში, რაშიც სურდათ გაენადგურებინათ ახალი თაობა
„პოლიტიკური ქმედების წესები, რასაც სამწუხაროდ, დასავლეთის დეგრადირებული ნაწილი გვთავაზობს, მიუღებელია ჩვენთვის. ისინი ამ მეთოდებით საკუთარ ქვეყნებში არ მოქმედებენ, რადგან მათი საზოგადოება ამას არ აიტანს. სამაგიეროდ, სურთ ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით, ახალგაზრდობა გაგვინადგურონ. ამას კი ჩვენ არ დავუშვებთ. ქართველი ხალხის კულტურა ბევრად უფრო დიდ ისტორიას ითვლის, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფოსი”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
19 მაისი 2026, 12:40
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, საებხრესატს შეხვდა
პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, საებხრესატს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
19 მაისი 2026, 12:19
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სახლართი ბადით თევზჭერის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში სამეგრელოში, იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო თევჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს.
19 მაისი 2026, 12:18
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის ნაწილს გარკვეული რეფორმების გატარების შემდეგ გამოუყოფს
ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გამოყოფას კიევის მიერ არაპოპულარული საგადასახადო რეფორმების გატარებას დაუკავშირებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
19 მაისი 2026, 12:11
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ ჩვენი ჰუმანური ხელწერით უნდა დავუპირისპირდეთ ხელისუფლების გადატრიალების ნებისმიერ მცდელობას. იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ამ ხელწერას და ჩვენი მიზანია, სამართალდარღვევები არ დავტოვოთ დაუსჯელი
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა, მაქსიმალურად ჩავყვეთ ყველა საქმეს. ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიმართულებით. ნახეთ, რომ 4 ოქტომბერს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით იმოქმედა შსს-მ, მიუხედავად იმისა, რომ იყო ხელისუფლების გადატრიალების ძალიან ღია და უხეში მცდელობა. შსს-მ შეძლო, ყოველგვარი ექსცესების და ინციდენტების გარეშე დაჰპირისპირებოდა ხელისუფლების გადატრიალების ამ მცდელობას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ამ ხელწერას უნდა გავუფრთხილდეთ. იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ამ ხელწერას, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს. ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ სამართალდარღვევები დაუსჯელი და აქ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ბოლო 1 თვის განმავლობაში, ასევე პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ხელწერა, როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს ხელისუფლების გადატრიალების, ძალადობრივი, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ ჩვენი სუფთა, ჰუმანური ხელწერით უნდა დავუპირისპირდეთ ნებისმიერ ასეთ მცდელობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
19 მაისი 2026, 12:11
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: საქართველოდან ჩინურ ბაზარზე ექსპორტი ძალიან გაიზარდა. ჩინეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი და ბუნებრივია, ამ ბაზარზე ქართული პროდუქციის მოხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი
იყო ლაპარაკი იმაზე, როგორ გახდეს უფრო მჭიდრო და უფრო საქმიანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით.
19 მაისი 2026, 12:11
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ჩინეთში ვიზიტზე: ის მაღალი დონის შემადგენლობა, რომლითაც გვხვდებოდნენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამხელაა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დონე და რაც მთავარია, პერსპექტივა
ის მაღალი დონის შემადგენლობა, რომლითაც გვხვდებოდნენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამხელაა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დონე და რაც მთავარია, პერსპექტივა, - განუცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს ჩინეთში, სადაც ის პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
19 მაისი 2026, 12:10
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თბილისში არსებული საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები მოინახულა და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილესთან, მიხეილ ჩოკოშვილთან და საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, სოსო ობოლაძესთან ერთად, თბილისში არსებული გაფორმების ეკონომიკური ზონები, მათ შორის ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,e-გეზი“, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის სათაო ოფისი მოინახულა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
19 მაისი 2026, 12:08
მსოფლიო
მედია: თეირანი ვაშინგტონისგან სამშვიდობო შეთანხმების დასადებად საზღვაო ბლოკადის მოხსნას, ირანის გაყინული აქტივების განბლოკვას, ომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტს აშშ-თან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ განახლებული ინფორმაცია წარუდგინა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
19 მაისი 2026, 12:01
საზოგადოება
იტალიელი დოკუმენტალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ფილმს იღებენ
მედიის წარმომადგენლები ტელეკომპანია Gambero Rosso TV-სთვის საქართველოს შესახებ ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ. Gambero Rosso TV იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიაა მოგზაურობისა და კულინარიის მიმართულებით. ფილმში საქართველოს ტურისტული ადგილები, კულტურა, გასტრონომია და ღვინო იქნება ნაჩვენები.


