imedi /  21 აპრილი 2019, 15:54 / სანდო წყარო

შრი-ლანკის ხელისუფლებამ ტერორისტების იდენტიფიცირება მოახდინა

შრი-ლანკის თავდაცვის მინისტრმა რუვანა ვიევარდენმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ 21 აპრილს მომხდარი აფეთქებების ორგანიზატორების იდენტიფიცირება მოახდინა, წერს გამოცემა Straits Times-ი. 

„ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს და გამოკითხეს პოლიციელები, სამხედროები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ვინც დგას ტერორისტული აქტების უკან, ძალიან მალე აგებს პასუხს სასამართლოს წინაშე. მათი იდენტიფიცირება მოხდა“, - განაცხადა მინისტრმა. 

ამის გარდა, შრი-ლანკის პოლიციამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მერვე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩაიდინა. 

შრი-ლანკაზე მერვე აფეთქება მოხდა, იუწყება AFP-ი.   აფეთქების ადგილია სასტუმრო Tropical Inn-ი რომელიც კოლუბოში მდებარეობს. ტერაქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა.  

ადგილობრივი ტელეარხის, News 1st-ის ცნობით, შრი-ლანკაზე აფეთქების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, 185 ადამიანი მოკვდა და 500 დაშავდა.

შრი-ლანკაზე ერთდროულად რამდენიმე აფეთქება მოხდა. აქედან 3 აფეთქება ქრისტიანულ ტაძრებში, ხოლო სამიც - Shangri La, Cinnamon Grand და Kingsbury-ს სასტუმროებში. ამის შესახებ BBC წერს.

აფეთქებები ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულზე მოხდა, როდესაც დღესასწაულს კათოლიკეები აღნიშნავენ.

ყველა სიახლე

21 იანვარი 2021, 13:05

პოლიტიკა

იენ კელი დავით ბაქრაძეს: მადლობა, რომ ამ ისტორიულ დღეს საქართველოში ჩვენს მეგობრებს წარმოადგენდით

„მადლობა, რომ ამ ისტორიულ დღეს საქართველოში ჩვენს მეგობრებს წარმოადგენდით, დავით!“ - დაწერა კელიმ.

ვაქცინა

21 იანვარი 2021, 13:00

საზოგადოება

როგორ და სად ჩატარდება ვაქცინაცია

როგორ და სად ჩატარდება ვაქცინაცია - ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა და ვაქცინაციის გეგმის დეტალები მედიას წარუდგინა. „ყველაზე მთავარი პირობა, რომელი ვაქცინამ უნდა დააკმაყოფილოს, ეს არის ავტორიზაციის სტატუსი - ჯანმოს ან მაღალი სანდოობის მარეგულირებლების მიერ უნდა იყოს აღიარებული. როგორ და სად მოხდება ვაქცინაცია - როგორც გითხარით, ტექნოლოგიურად, ცივი ჯაჭვი საკმაოდ კარგად არის გამართული, რომ ვაქცინაცია სწრაფად დაიწყოს და პროცესი არ შეფერხდეს.

ნინო წილოსანი

21 იანვარი 2021, 12:56

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: გიგა ბოკერიას პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია, გასაკვირი არაა, რომ 2021 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ

გიგა ბოკერიას პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ. ყოველ მომდევნო არჩევნებზე ამომრჩევლის უფრო და უფრო ნაკლებ მხარდაჭერას იღებენ, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

დავით ბაქრაძე

21 იანვარი 2021, 12:52

პოლიტიკა

დავით ბაქრაძემ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე შტატების 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრო. ღონისძიებაზე გადაღებული ფოტო ბაქრაძემ Twitter-ზე გამოაქვეყნა. „დიდი პატივია საქართველოს რომ წარმოვადგენ“, - ასეთი წარწერა დაურთო ელჩმა სურათს.

ბაღდადი აფეთქება

21 იანვარი 2021, 12:41

მსოფლიო

ბაღდადში, აგრარულ ბაზარში ორ აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ორი აფეთქება მოხდა. ტელეკომპანია Al Arabiya-ს ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ აგრარულ ბაზარში აიფეთქეს.

21 იანვარი 2021, 12:31

სპორტი

ანდრეა პირლომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი ტიტული მოიგო

ანდრეა პირლომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი ტიტული მოიგო. იტალიის სუპერთასის შეხვედრაში ტურინის გუნდმა „ნაპოლი“ 2:0 დაამარცხა და ეს ჯილდო არსებობის ისტორიაში მეცხრედ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში 64-ე წუთზე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ, ხოლო 90-ე წუთზე ალვარო მორატამ გაიტანა.

აჭარა თოვლი

21 იანვარი 2021, 12:30

რეგიონი

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში შიდა სასოფლო გზები ჩაკეტილია

ნებადართულია მხოლოდ მაღალი განავლობის ავტომობილებით გადაადგილება. თოვლისგან ასუფთავებენ ხეებსაც. გზების გაწმენდითი სამუშაოები ქობულეთშიც მიმდინარეობს.

თამარ გაბუნია

21 იანვარი 2021, 12:30

საზოგადოება

თამარ გაბუნიამ მედიას ვაქცინაციის გეგმის ძირითადი ასპექტები გააცნო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიას ვაქცინაციის გეგმის ძირითად ასპექტები გააცნო. მისი თქმით, გეგმის ძირითადი ამოცანაა, წლის ვაქცინაციამ ბოლომდე 60% პროცენტი მოიცვას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იმუნური პასუხით იყოს დაცული.

21 იანვარი 2021, 12:26

COVID19

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის ხელმძღვანელობით COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა განხილეს COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განხორციელებისთვის რეგიონში არსებული მზაობა და იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის წარმართვის შესახებ.

ალკოიანო

21 იანვარი 2021, 12:17

სპორტი

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სამეფო თასს სენსაციურად გამოეთიშა

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სამეფო თასს სენსაციურად გამოეთიშა. ტურნირის 1/16-ფინალში სამეფო კლუბსა და მესამე ლიგის წარმომადგენელ „ალკოიანოს“ შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა გუნდმა „რეალს“ ერთი ბურთი გაუტანა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ეკატერინე ტიკარაძე

21 იანვარი 2021, 12:15

COVID19

მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა

დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა კორონავირუსის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად დამტკიცდა, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

21 იანვარი 2021, 12:09

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე შეზღუდვების შემსუბუქებაზე: დამატებით გადაწყვეტილებებს ამ კვირაში მივიღებთ

„ამასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და შემდეგ უკვე საბჭოს გადაწყვეტილების ფორმატში გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

21 იანვარი 2021, 12:08

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ

კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ. რა ელის იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ამაზე ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

21 იანვარი 2021, 12:01

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ჩემი, როგორც ვიცე-პრემიერის ფუნქცია იქნება იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს

ჩემი, როგორც ვიცე-პრემიერის ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარება, არამედ იმ ქმედებების კოორდინაციაც, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მაია ცქიტიშილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2021, 12:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს მიულოცა

„ისტორიისა და იმედის დღე“. ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ბრიუსელიდან, სადაც საქართველოსა და ევროატლანტიკური კავშირების მომავალზე ვისაუბრებ. დღეს, მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის, თავისუფლების შუქურის ლიდერობის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია“, - წერს პრეზიდენტი.

21 იანვარი 2021, 11:55

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 5,583 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 5,583 ადამიანს დაუდასტურდა, 241 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,177,621 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 21,499 პაციენტი ემსხვერპლა, 914,730 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

21 იანვარი 2021, 11:52

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 307 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 307 ადამიანს დაუდასტურდა, 5 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 165,528 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,021 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 154,046.

ანრი ოხანაშვილი

21 იანვარი 2021, 11:33

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა

მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა და დაირღვა კონვენციის არაერთი უმძიმესი მუხლი, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამება, საკუთრების უფლება და სხვა უფლებები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დავით ბაქრაძე

21 იანვარი 2021, 11:32

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: აშშ-ში ნებისმიერი ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ ყოველთვის ვგრძნობდით ორმხრივ ურთიერთობებში გაძლიერებას

„ასევე ნებისმიერი ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ ყოველთვის ვგრძნობდით ორმხრივ ურთიერთობებში გაძლიერებას. დღეს ვართ უმაღლეს ნიშნულზე. რასაკვირველია, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტი გაღრმავების, სტრატეგიული პარტნიორობის, ერთმანეთთან დაკავშირების მეტი პერსპექტივა ექნება“, - განაცხდა ელჩმა.

გიორგი გახარია

21 იანვარი 2021, 11:28

საზოგადოება

გიორგი გახარია: საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა

„საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს. პრემიერის თქმით, დღეს საქართველო ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად მზად არის, როგორც ტექნიკურად, ისე სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით“.