imedi /  21 აპრილი 2019, 21:05 / სანდო წყარო

ეგზიტპოლი: უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკი ლიდერობს

უკრაინა

ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტობისთვის მოქმედი პირველი პირი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვოლოდიმირ ზელენსკი იბრძოდნენ.

ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც 18:00 საათის ხმებზე დაყრდნობით დაითვალეს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკი ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების 73,2% მიიღო. პეტრო პოროშენკოს ხმათა 25.3% აქვს. 

არჩევნების მეორე ტურის წინ კიევის ოლიმპიურ სტადიონი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების პეტრო პოროშენკოსა და ვოლოდიმირ ზელენსკის დებატები გაიმართა. 

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30,24% მიიღო, პეტრო პოროშენკომ - 15,95%. 

ყველა სიახლე

18 თებერვალი 2020, 15:58

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ოპონენტებმა დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები

​„ოპონენტებმა დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები. საქართველოს პარლამენტში, ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, ვინც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ“, - უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე

18 თებერვალი 2020, 15:58

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, იმიტომ რომ ქართველს ევროპელობა სულში უზის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2019 წლის ანგარიში წარადგინა, ქვეყანაში არსებულ სოციალურ გამოწვევებსა და საარჩევნო რეფორმის საკითხებზე ისაუბრა.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 15:52

საქართველო

პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნდობა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გამოუცხადა. ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას მეორედ 6 წლით დაიკავებს.

გია ვოლსკი

18 თებერვალი 2020, 15:47

საქართველო

გიორგი ვოლსკი: ინფორმაციის ძალიან დიდი ნაწილი, რაც საზოგადოებას სხვადასხვაგვარად მიეწოდა, დეზინფორმაცია იყო

„ვფიქრობ, სტრასბურგში დელეგაციის მუშაობა იყო წარმატებული. სამწუხაროა, რომ საბოლოო დოკუმენტი ვერ მივიღეთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველოს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაცია შეფასებულია ძალიან მაღალ დონეზე და ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

18 თებერვალი 2020, 15:45

ტაბლოიდი

„ლაციოს“ ფანმა შეყვარებულს ხელი „სტადიო ოლიმპიკოზე“ სთხოვა

როგორც ასეთ საზეიმო შემთხვევებში ხდება ხოლმე, კითხვის ადრესატს უარი არ უთქვამს. „ლაციოს“ გულშემატკივარმა საყვარელ ადამიანს ბეჭედი სარბენ ბილიკებზე გაუკეთა, სულ მალე კი ორმაგად გაიხარა, რადგან დედაქალაქელებმა „ინტერს“ 2:1 მოუგეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

18 თებერვალი 2020, 15:43

საქართველო

პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 ხმით დაუჭირა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა.

მამუკა მდინარაძე

18 თებერვალი 2020, 15:39

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ წინადადებას დღემდე ველოდებით

ჩვენ მოლაპარაკების მაგიდაზე კომპრომისი, 100/50-ზე დავდეთ, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ წინადადებას, დღემდე ველოდებით, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

18 თებერვალი 2020, 15:25

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას

ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

გიორგი შენგელაია

18 თებერვალი 2020, 15:22

კულტურა

გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ქართველ კინორეჟისორს, გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ, - ამის შესახებ imedinews-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

18 თებერვალი 2020, 15:09

საქართველო

პარლამენტთან ოპოზიციის აქცია დასრულდა

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დილიდან საკანონდებლო ორგანოს შესასვლელებთან შეიკრიბა და კიდევ ერთხელ გააპროტესტა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნება. აქციაზე მოხდა ინციდენტიც. სამართალდამცველებმა შეკრებილებს ქუჩის გადაკეტვის შესაძლებლობა არ მისცეს.

18 თებერვალი 2020, 15:08

მსოფლიო

რატომ იცინის სირიელი ბავშვი დაბომბვაზე

სირიელმა დევნილმა, რომელიც ომის ეპიცენტრში იმყოფება საშინელი ატმოსფერო თამაშად გადააქცია, რადგან შვილი ფსიქოლოგიური ტრამვისგან დაეცვა. ბავშვების უმეტესობა ბომბების ჩამოვარდნის ხმაზე შიშისგან ტირის, თუმცა აბდულა ალ-მუჰამედის 3 წლის გოგონა იცინის.

გუდაური მკვლელობა

18 თებერვალი 2020, 15:06

ძალოვნები

გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონის საავადმყოფო „ჯეო ჰოსპიტალსში" გაიმართა.

18 თებერვალი 2020, 14:58

ძალოვნები

არსებული ინფორმაციით, სამტრედიაში განქორწინებისთვის რეესტრში მისული ცოლი ქმარმა დანით მოკლა

სამტრედიაში კაცმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, ქალი განქორწინების მიზნით სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, რა დროსაც იქ მეუღლე მივიდა და ქალს ყელი გამოჭრა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიგა ბოკერია

18 თებერვალი 2020, 14:54

საქართველო

გიგა ბოკერია: ოპოზიცია გონივრულ კომპრომისზე მოწადინებულია

ხელისუფლებამ მოლაპარაკებები ჩაშალა, თქვეს, რომ არ სურთ გონივრული კომპრომისი და ამის ნაცვლად რეპრესიები დაიწყეს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისივე თქმით, როგორც კი ხელისუფლება გონს მოვა, ისინი მზად არიან გონივრულ კომპრომისზე. „როგორც კი გონს მოვლენ (ოღონდ ამის ნიშანი ჯერ არ ჩანს), რა თქმა უნდა ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ იყოს გონივრული კომპრომისი“, - განაცხადა ბოკერიამ.

18 თებერვალი 2020, 14:52

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

18 თებერვალი 2020, 14:41

ეკონომიკა

,,ჯორჯიან მანგანეზი“ მოსახლეობას კომპენსაციას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას სთავაზობს

კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზში“ განმარტავენ, რომ მოსახლეობას რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზეს, როგორც კომპენსაციის, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არ არის. ამ დროისთვის მადნეულის დაახლოებით 70 პროცენტის მოპოვება ვერ ხერხდება.

არჩილ თალაკვაძე

18 თებერვალი 2020, 14:38

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა აქვს, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს

როგორც ჩანს, ოპოზიციის ეს ნაწილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, რომ მიუხედავად დაბალი მხარდაჭერისა და უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიისა - ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით ისევ შევიდნენ პარლამენტში და შეინარჩუნონ ადგილები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

18 თებერვალი 2020, 14:25

საქართველო

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა

მისივე თქმით, მთავარობის პრიორიტეტი იქნება აგრეთვე აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები, რომელიც უკეთ დაიცავს ბავშვებსა და ახალგაზრდებს აზარტული თამაშების ზეგავლენისგან, შეზღუდავს თამაშებზე დაშვებას ასაკობრივად, ხოლო თამაშდამოკიდებულ პირებს და მათ ოჯახებს დაეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში.

18 თებერვალი 2020, 14:12

საქართველო

პარლამენტის თავმჯდომარემ შს მინისტრსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

18 თებერვალი 2020, 14:11

ეკონომიკა

გიორგი პერტაია: სავაჭრო სამრეწველო პალატა სამშენებლო სექტორის სწრაფად განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს

სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა, სამშენებლო სექტორში დავების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მის გადაჭრის გზებზე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს.