imedi /  22 აპრილი 2019, 11:14 / სანდო წყარო

მედვედევი: უკრაინასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი არსებობს

დიმიტირი მედვედევი

დიმიტირი მედვედევი

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მოწმობს იმას, რომ არსებობს პრობლემების გადაწყვეტის განსხვავებული მეთოდის მოთხოვნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა დაწერა. 

მისი აზრით, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან ურთიერთობას დაამყარებს. „ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსები არსებობს. მთავარია უკრაინის ახალ ხელისუფლებას ვუსურვოთ საღი აზრის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის ურთიერთობის სიღრმის კარგი აღქმა, რომელიც გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკური კონიუნქტურა“, - აცხადებს რუსეთის პრემიერი. 

უკრაინაში ბიულეტენების 90 პროცენტი დათვლილია. უკრაინის ცესკოს მონაცემებით,  პრეზიდენტობის კანდიდატ ვოლოდიმირ ზელენსკის ხმათა 73.17 % (12 245 777 ხმა) აქვს, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 24,50% (4 100 084 ხმა) მიიღო.

ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერებიც ულოცავენ. მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე, ზელენსკის გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიულოცა. 

ყოფილ კომიკოსს გამარჯვება მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტმა, კანადის პრემიერმინისტრმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა და ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმაც. ლიდერებმა უკრაინელ ხალხს სამართლიანი არჩევნების ჩატარება მიულოცეს და ყურადღება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაამახვილეს.

ყველა სიახლე

კამალა ჰარისი

18 იანვარი 2021, 21:22

მსოფლიო

კამალა ჰარისმა სენატორის მანდატი ოფიციალურად დატოვა

აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა სენატორის მანდატი ოფიციალურად დატოვა.

18 იანვარი 2021, 21:22

COVID19

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

imedinews- ის ინფორმაციით, ვირუსს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მცხოვრები 90 წლის კაცი ემსხვერპლა, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მკურნალობის კურსს ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადიოდა. ცოტა ხნის წინ განახლდა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულების 120 ახალი კონტაქტის მოძიება სპეციალისტებმა დღის ბოლომდე შეძლეს.

ჟან-პიერ ბაქრი

18 იანვარი 2021, 21:20

კულტურა

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან-პიერ ბაქრი გარდაიცვალა

ცნობილი ფრანგი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ჟან-პიერ ბაქრი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი მძიმე ონკოლოგიური დაავადება გახდა. ჟან პიერ ბაქრი „სეზარის“ პრემიის ოთხგზის და „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელია.

18 იანვარი 2021, 21:13

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 5 862 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 862 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 164 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

18 იანვარი 2021, 21:13

სამართალი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ როსტომ პილიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ როსტომ პილიას, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 22 წლის კაცს, გამოძიება, განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

იენს სტოლტენბერგი

18 იანვარი 2021, 21:06

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდება თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდება თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში.

ალუდა ღუდუშაური

18 იანვარი 2021, 20:54

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა დასრულდეს

ყოველგვარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა და რომელიც ტყვეობაში ამყოფებს ჩვენს თანამოქალაქეს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილი

18 იანვარი 2021, 20:48

სამართალი

გიორგი ხოჯევანიშვილი ზაზა გახელაძეზე: ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა უკანონო პატიმრობიდან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს

„აღნიშნულ პროცესს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ შეეგუება, ჩვენ ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ვიქტორ დოლიძე

18 იანვარი 2021, 20:37

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: 2021-2022 წლები, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ნატოს წევრობის და პარტნიორობის გამოკვეთის კუთხით ძალიან დატვირთული იქნება

„2021-2022 წლები, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ნატოს წევრობის და პარტნიორობის გამოკვეთის კუთხით ძალიან დატვირთული იქნება“, - განაცხადა ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

გიორგი ვოლსკი

18 იანვარი 2021, 20:36

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის მიერ ადგილობრივი არჩევნების დაკავშირება პლებისციტთან სამართლებრივად ჩამოუყალიბებელია

თუკი ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმის შესაძლებლობაზე, იყოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ამას სჭირდება საფუძველი რომელსაც შექმნის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ან ნებისმიერი სხვა კომისია, რომელიც კომპეტენტურ პასუხს დადებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

18 იანვარი 2021, 20:33

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 37 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 37 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 599 ადამიანი გარდაიცვალა.

ვიქტორ დოლიძე

18 იანვარი 2021, 20:33

პოლიტიკა

თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი ბრიუსელს ეწვევა

თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი ბრიუსელს 25 იანვარს ეწვევა. ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ პრაქტიკული დატვირთვა ექნება ვიზიტს.

18 იანვარი 2021, 20:19

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 8 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 377 ადამიანი გარდაიცვალა.

აკაკი ბობოხიძე

18 იანვარი 2021, 20:15

პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძე: გთხოვთ, ალეკო ელისაშვილისა და „გირჩის“ ნაწილის მიმართ სიტყვა „ოპოზიცია“ აღარ გამოიყენოთ

„ისინი დღეს გველაპარაკებიან, პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ ტერმინოლოგიით და არა მარტო ტერმინოლოგიით, არამედ ბრალდებებსაც ისვრიან, ზუსტად ქოცური მენტალიტეტით“, -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

18 იანვარი 2021, 20:07

მსოფლიო

გარე საფრთხის გამო, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა ლოკდაუნის რეჟიმზე დროებით გადავიდა

გარე საფრთხის გამო, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა ლოკდაუნის რეჟიმზე დროებით გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

18 იანვარი 2021, 19:54

მსოფლიო

ნატოს გენმდივანი: ვუერთდები საერთაშორისო მოწოდებებს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალექსეი ნავალნის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

18 იანვარი 2021, 19:47

საზოგადოება

ორბელიანების სასახლის ეზოში 19 იანვარს ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

ორბელიანების სასახლის ეზოში ხვალ, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ირინე შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 იანვარი 2021, 19:44

მსოფლიო

ერდოღანი: რაც უფრო ძლიერია თურქეთი რეგიონსა და მსოფლიოში, მით უფრო მასშტაბურია ანკარაზე ზეწოლა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება მტკიცედ განწყობილია, ქვეყნის პოტენციალი სრულად აამოქმედოს და ფსონი ინვესტიციებზე, წარმოებაზე, ზრდაზე, დასაქმებასა და ექსპორტზე დადოს.

გიორგი ვაშაძე

18 იანვარი 2021, 19:31

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: დიდი შანსი გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ცენტრის მძლავრი მხარდაჭერის, ამ მიმართულებით სხვა პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ

ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, შესაბამისად, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საზოგადოების მხრიდან მესამე, ახალი პოლიტიკური ცენტრის მძლავრი მხარდაჭერის დიდი შანსი გამოჩნდა და ამ მიმართულებით სხვა პარტნიორებთან ერთად იმუშავებენ.

ანგელა მერკელი

18 იანვარი 2021, 19:25

მსოფლიო

ანგელა მერკელი: რუსეთის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის მეშვეობით მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი დააპატიმრა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ალექსეი ნავალნის დაკავება დაგმო.