imedi /  23 აპრილი 2019, 20:34 / სანდო წყარო

გოლანის მაღლობებზე ახალ დასახლებულ პუნქტს ტრამპის საპატივცემულოდ მის სახელს დაარქმევენ

გოლანის მაღლობები

ბენიამინ ნეთანიაჰუ
დონალდ ტრამპი

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პატივსაცემად გოლანის მაღლობებზე ახალ დასახლებულ პუნქტს, მის სახელს დაარქმევს. ამის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს ნაბიჯი ისრაელის მხრიდან ტრამპის მიმართ გამოხატული მადლობა იქნება იმის გამო, ტრამპმა გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად აღიარა. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ გოლანის მაღლობების ისრაელის ტერიტორიად აღიარების გადაწყვეტილება ისტორიის მოკლე კურსის შემდეგ მიიღო. 

ლას-ვეგასში რესპუბლიკელ ებრაელთა კოალიციის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თეთრი სახლის ლიდერმა აღიარა, რომ გადაწყვეტილება ძალიან მოკლე დროში მიიღო. გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი ის კონსულტაციებს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში თავის მრჩევლებთან, ისრაელში აშშ-ის ელჩ დევიდ ფრიდმანსა და თავის სიძე ჯარედ კუშნერთან გადიოდა. 

25 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც აღიარებულია ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე.

გოლანის მაღლობებზე პრეტენზიას სირია აცხადებს.

ყველა სიახლე

მეგან მარკლი

27 მაისი 2019, 09:15

ტაბლოიდი

მედია: პრინცესობამდე მეგან მარკლისთვის ცნობილი დიზაინერები სამოსს არ ქმნიდნენ

როგორც მარტინი ჰყვება მეგანი არ ითვლებოდა უმაღლესი რანგის მსახიობად და მისი პოპულარობა არც ისე დიდი იყო. ამერიკელ მსახიობს ბევრი მუშაობა უწევდა იმისთვისაც, რომ როლები მიეღო. თუმცა, სიტუაცია ახლა რადიკალურად შეიცვალა.

სამხედროები

27 მაისი 2019, 09:05

მსოფლიო

ამერიკელები ხსოვნის დღეს აღნიშნავენ

ხსოვნის დღე ამერიკაში პირველად სამოქალაქო ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ 1868 წელს გაიმართა. ამერიკის სამოქალქო ომში 600 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხსოვნის დღე ზაფხულის არდადეგების არაოფიციალურ დასაწყისად ითვლება.

27 მაისი 2019, 08:50

მსოფლიო

ევროპარლამენტში ორმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობა დაკარგა

ლაპარაკია „ევროპის სახალხო პარტიასა“(EPP) და სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფზე (S&D). თუმცა, ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში ძლიერი პოზიციები ექნებათ მწვანეთა პარტიებს. ახალ პარლამენტში პოზიციები გაიმყარეს ლიბერალებმაც. განსაკუთრებით კი, ლიბერალურმა ჯგუფმა „ალდე.“

ნინო ლომჯარია

27 მაისი 2019, 08:45

საქართველო

ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა კომიტეტში ანგარიშს წარადგენს

"ყველაზე კრიტიკულად მაინც შეფასებულია საქართველოს პროკურატურის საქმიანობა და საგამოძიებო მიმართულება. რაც შეეხება პროგრესს, ოჯახში ძალადობის მიმართულებით თუ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად გვაქვს გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ბიუროს სხდომა

27 მაისი 2019, 08:40

საქართველო

პარლამენტში მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს წარადგენენ

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. ცვლილებების თანახმად, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება.

ლაგოდეხის ნაკრძალი

27 მაისი 2019, 08:33

საქართველო

მდინარეში მოსწავლის გადავარდნის გამო დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

"დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები,"- წერია განცხადებაში. მანამდე „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა.

ვენახი

27 მაისი 2019, 08:29

საქართველო

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

დაზიანებულია ვენახები და ერთწლიანი კულტურები. ქარმა მოგლიჯა ხეები, რის გამოც საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეაფერხა.ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. სპეციალური კომისია მუშაობას დღეს დაიწყებს.

ლაშა გურგულიანი

27 მაისი 2019, 08:25

სპორტი

ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საჩემპიონო ქამრისთვის ქართველი 69კგ. წონით კატეგორიაში WBF World Super Welterweight ვერსიით ეგვიპტელ მოკრივეს მსოფლის ჩემპიონ ანდრეას ვალავანისს დაუპირისპირდა. ლაშა გურგულიანმა ბრძოლა ერთპიროვნული უპირატესობით წარმართა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

დავით საგანელიძე

27 მაისი 2019, 08:24

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დავით საგანელიძეს მოუსმენენ

"მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიდან ვიწყებთ თემატურ მოკვლევას სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო პროცესი, რათა გავაანალიზოთ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა," - განაცხადა დეპუტატმა ნინო წილოსანმა.

ალექსის ციპრასი

27 მაისი 2019, 08:12

მსოფლიო

საბერძნეთის პრემიერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

ციპრასის სოციალისტური პარტია საბერძნეთის ლიბერალ-კონსერვატიულმა პარტია „ახალმა დემოკრატიამ“ დაამარცხა. "სირიზამ" 24% მიიღო, მაშინ როდესაც „ახალმა დემოკრატიამ“ 33% მოიპოვა.

გიორგი როსტიაშვილი

27 მაისი 2019, 08:04

კულტურა

საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გიორგი როსტიაშვილი წარადგენს

ის საბავშვო მუსიკალური კონკურსის „რანინას“ფარგლებში გამოვლინდა.საბავშვო ევროვიზიას წელს პოლონეთი მასპინძლობს. ის 2019 წლის 24 ნოემბერს ჩატარდება. საბავშვო ევროვიზია 2018 პოლონელმა როქსანა ვეგიელმა მოიგო.

ფინეთის ნაკრები

27 მაისი 2019, 00:56

სპორტი

ფინეთი ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ფინეთის ნაკრებმა ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კანადის ნაკრებს 3:1 სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინელთა რიგებში თავი დუბლით გუნდის კაპიტანმა მარკო ანტილამ გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი კი თავდამსხმელის იანე პესონენის ანგარიშზეა, კანადელების ერთადერთი გოლი ჟოზე ტეოდორმა გაიტანა.

სალომე ზურაბიშვილი

27 მაისი 2019, 00:53

საქართველო

ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს და ლიეტუვას მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ. ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილი წევრი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა 74%-ით იმარჯვებს. ნაუსედას მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ინგრიდა შიმონიტეამ 26% მოაგროვა.

ლაგოდეხის პოლიცია

27 მაისი 2019, 00:37

ძალოვნები

ლაგოდეხში მდინარეში გადავარდნილი მოსწავლის პოვნას სავარაუდოდ მყვინთავები შეეცდებიან

სამაშველო ოპერაციაში ხვალ დილიდან შესაძლოა, მყვინთავებიც ჩართონ. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები და პოლიცია რჩება. ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა. Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ექსკურსიაზე მყოფთა ნაწილი შესაძლოა, თბილისში გამოკითხონ.

27 მაისი 2019, 00:21

მსოფლიო

კონგოს ტბაში ნავის ჩაძირვას 30 ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში, ტბაში მაი-ნდომბე გემის ჩაძირვას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 200 კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ Associated Press-ი ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნოით იტყობინება. პროვინცია მაი-ნდომბეს დედაქალაქის, ირონგოს მერის სიმონ მბოოს განცხადებით, ბორტზე მყოფთაგან უმრავლესობა მასწავლებელია. მისივე განმარტებით, გადაადგილდებოდნენ გემით, რადგან რეგიონში ძალიან ცუდი გზებია.

ილონ მასკი

27 მაისი 2019, 00:07

ეკონომიკა

ილონ მასკი აშშ-ში კომპანიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი გახდა

კომპანია Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი ამერიკულ კომპანიებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი გახდა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს. 2018 წელს ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში მასკის ანაზღაურებამ 2,28 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გიტანას ნაუსედა

26 მაისი 2019, 23:33

მსოფლიო

ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გიტანას ნაუსედა იმარჯვებს

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილი წევრი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა 74%-ით იმარჯვებს. ამის შესახებ Reuters-იტყობინება საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელმაც ხმების მეოთხედი დათვალა. ნაუსედას მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ინგრიდა შიმონიტეამ 26% მოაგროვა.

26 მაისი 2019, 22:54

მსოფლიო

ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები ვრცელდება

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ავსტრიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ფედერალური კანცლერის სებასტიან კურცის „ავსტრიის სახალხო პარტია“ ლიდერობს. ორგანიზაციების SORA-ს და ARGE Wahlen-ის მონაცემებით, კურცის პარტია ხმათა 34,5%-ს მიიღებს. მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია (23,5%), მესამეზე კი მემარჯვენე პოპულისტური „თავისუფლების პარტია“ (17,5%) გადის.

უაგადუგუ

26 მაისი 2019, 22:41

მსოფლიო

ბურკინა-ფასოში ეკლესიაზე თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთში კათოლიკურ ეკლესიაზე შეიარაღებული პირების თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს (RFI) აფრიკული ფილიალი იუწყება. მისი ინფორმაციით, თავდასხმა ლორუმის პროვინციის სოფელ ტულფეში მოხდა, კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.

საპატრულო პოლიცია

26 მაისი 2019, 21:12

ძალოვნები

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლე მდინარეში გადავარდა

ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა. „ადგილზე გამოცხადდნენ რეინჯერები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ“.