imedi /  24 აპრილი 2019, 09:43 / სანდო წყარო

შრი-ლანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ დაგეგმილ ტერაქტებზე ინფორმაცია არავინ მიაწოდა

მეიტრიპალა სირისინა

მეიტრიპალა სირისინა

შრი-ლანკის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას გადახედავს. ამის შესახებ BBC წერს.

მეიტრიპალა სირისინას თქმით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში თავდასხმები იყო დაგეგმილი, მას არავინ მიაწოდა. 

თუმცა, Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შრი-ლანკის დაზვერვის სამსახური მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ტერაქტის განხორციელებამდე გააფრთხილეს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, რომელიც შრი-ლანკის თავდაცვის უწყებას და ინდოეთის მთავრობას წარმოადგენს, ინდოეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები შრი-ლანკელ კოლეგებს პირველ აფეთქებამდე ორი საათით ადრე დაუკავშირდნენ და ტაძრებში მოსალოდნელი საფრთხის გამო გააფრთხილეს.

შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. შრი-ლანკის მთავრობამ განაცხადა, რომ ტაძრების აფეთქების მოტივი ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმას უკავშირდება.

ტერაქტების სერია 21 აპრილს მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 359 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვმა კი 500-ს გადააჭარბა.

ყველა სიახლე

ცხინვალი

09 დეკემბერი 2019, 21:44

ძალოვნები

ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

დაკავებულები არიან სოფელ ბოჟამის მკვიდრი ემზარ გამხიტაშვილი, სოფელ ლამისყანას მკვიდრი გიორგი ზარიძე და სოფელ სამთავისის მკვიდრები მერაბ და ავთო გამხიტაშვილები. 2005 წელს დაბადებული ავთო გამხითაშვილი, როგორც არასრულწლოვანი გაათავისუფლეს.

ოპოზიცია

09 დეკემბერი 2019, 21:31

საქართველო

ოპოზიციამ 12 დეკემბრისთვის პარლამენტის პიკეტირება დაგეგმა

ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ისევ გეგმავს. აქციების შესახებ გეგმები ოპოზიციის ლიდერებმა „ლეიბორისტების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე დასახეს. ოფისიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ პიკეტირება პარლამენტში მოსამართლეების საკითხის განხილვას დაემთხვევა.

პოლ უოლკერი

09 დეკემბერი 2019, 21:23

მსოფლიო

ამერკელი ეკონომისტი პოლ უოლკერი გარდაიცვალა

პოლ უოლკერი 60 წელზე მეტ ხანს აშშ-ის ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. 1979-1987 წელს ის ფედერალურ სარეზერვო სისტემის მმართველი იყო. სააგენტოში მუშაობისას ის ინფლაციასთან ბრძოლის კომპანიას ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში აშშ-ში ინფლაცია 11,20%-დან 3,66%-მდე შემცირდა.

პაველ კოლობკოვი

09 დეკემბერი 2019, 21:01

სპორტი

რუსეთის სპორტის მინისტრი: დოპინგსკანდალის მოსაგვარებლად ყველაფერს ვაკეთებთ

ეს კომენტარი მსოფლიოს ანტიდოპინგურის სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც რუსეთს 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა აეკრძალა.

ნორმანდიული ოთხეული

09 დეკემბერი 2019, 21:00

მსოფლიო

პარიზში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა იმართება

პარიზში, ელისეს სასახლეში საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებები „ნორმანდიული ოთხეული“ ფორმატში იმართება და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დარეგულირებას ეძღვნება.

ვაჟა გაფრინდაშვილი

09 დეკემბერი 2019, 20:15

საქართველო

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გმობს დეფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმის უკანონო დაკავებას და მოუწოდებს, მოიხსნას მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება და უზრუნველყოფილი იყოს რეგიონისადმი დაუბრკოლებელი წვდომა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად;

ევრონესტი

09 დეკემბერი 2019, 19:59

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ევრონესტის სესიის გახსნაზე: აღმოსავლეთ პარტნიორობამ არაერთი შესაძლებლობა მოგვცა

ყოველწლიური სესია მისასალმებელი სიტყვით არჩილ თალაკვაძემ გახსნა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სესიას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი მიმდინარეობისას იმ სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ, რომელიც საერთო მიზნების მისაღწევად უნდა გადაიდგას.

„მოჩვენებებზე მონადირეები“

09 დეკემბერი 2019, 19:36

კულტურა

„მოჩვენებებზე მონადირეების“ ახალი ნაწილის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

სიუჟეტის თანახმად, დედა და მისი 2 შვილი პატარა ამერიკულ ქალაქ სამერვუილში გადადიან. ფილმის რეჟისორი ჯეისონ რაითმანია. ის აივან რაითმანის შვილია, რომელმაც კინოსერიალის პირველი და მეორე ნაწილი გადაიღო. უფროსი რაითმანი ამჯერად პროდიუსერია.

ჯენერალ მოტორსი

09 დეკემბერი 2019, 19:32

ეკონომიკა

ავტოკონცერნი General Motors-ი რუსეთის ბაზრიდან გავიდა

ამერიკული ავტოკონცერნი General Motors-ი რუსეთში თავის ბოლო აქტივს ყიდის. კომპანიის 50-%-ს რუსული „ავტოვაზი“ ყიდულობს, რის შემდეგ GM ავტოვაზი 100%-ით რუსული კომპანია გახდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მანქანათმშენებელი საწარმო ამ დრომდე ერთობლივი იყო.

09 დეკემბერი 2019, 19:25

თემა

კონტრაცეფტივი ქალის ჯანმრთელობას ვნებს? ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა?

თანამედროვე სამყაროში აქტიური კამპანიაა, რომელიც კულტურული, რელიგიური და სოციალური სტერეოტიპებისგან ადამიანის გათავისუფლებას გულისხმობს. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალის რეპროდუქციულ თავისუფლებას უკავშირდება, რაციმას ნიშნავს, რომ ქალს აქვს უფლება საკუთარი სხეული სურვილისამებრ განკარგოს:მას უნდა ჰქონდეს ისეთი სექსუალური ცხოვრება, როგორიც თავად სურს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაფეხმძიმებისთვის არის თუ არა მზად ან არასასურველი ორსულობა ხელოვნურად შეწყვიტოს. ჰორმონალური კონტრაცეფციის გაჩენამ ქალებს საკუთარი ორგანიზმის კონტროლის საშუალება მისცა. სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში 15-დან 44 წლამდე ქალების 45%-ი ჰორმონალურ კონტრაცეფციას ანიჭებს უპირატესობას.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

09 დეკემბერი 2019, 19:05

ეკონომიკა

საქართველოს 20 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ცნობილია

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, აზერბაიჯანმა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის სტატუსი დაკარგა, რაც პირველ რიგში მაგისტრალური მილსადენის პროექტის მშენებლობის დასრულებას უკავშირდება. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზეა თურქეთი.

ოქროს გლობუსი

09 დეკემბერი 2019, 18:55

კულტურა

ოქროს გლობუსის ნომინანტები დასახელდნენ

ნომინაციების მიხედით, ნოა ბაუმბაკას „ქორწინების ისტორია“ ლიდერობს, რომელშიც მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი და ადამ დრაივერი ასრულებენ. ნომინაციაში „საუკეთესო დრამატული ფილმი“ „ქორწინების ისტორიასთან“ წარდგენილია „ირლანდიელი“, „1917“, „ჯოკერი“ და „ორი მამით“.

iPhone 11

09 დეკემბერი 2019, 18:48

ტექნოლოგიები

2020 წელს iPhone-ს შესაძლოა უფრო გამძლე ბატარეა ჰქონდეს

ინსაიდერების თქმით, უკვე 2020 წელს iPhone-ებში Apple-ი მცირე ზომის ბატარეის კონტროლერებს გამოიყენებს. მათი მიმწოდებელი კი კორეული კომპანია ITM Semiconductor-ია, რომელმაც შეძლო ელემენტის დამცავი კომპონენტის ზომის შემცირება.

კარლ ჰარცელი

09 დეკემბერი 2019, 18:30

საქართველო

ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება

ევროკავშირის ელჩი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 8 დეკემბერს გამართულ შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. ახალ ინიციატივაზე მხარეები შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ. მანამდე კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ამ წინადადებას გუნდში განიხილავენ.

ხანძარი

09 დეკემბერი 2019, 18:16

მსოფლიო

ტყის ხანძრის გამო ავსტრალიის დედაქალაქი კვამლითაა დაფარული

უკვე 1 კვირაა ანალოგიური მდგომარეობაა ქალაქ სიდნეიშიც, სადაც რესპირატორული დაავადებებების მაჩვენებელი გაიზარდა. ავსტრალიაში ტყის ხანძრებს უკვე თვენახევარია ებრძვიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ახალი უელსის შტატში. სტიქიასთნ ბრძოლას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.

ლარის კურსი

09 დეკემბერი 2019, 17:58

ეკონომიკა

ლარი ძირითად ვალუტებთან გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 9 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გამყარდა და 2.9446 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9466 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.20 თეთრი შეადგინა.

ატრაქციონი

09 დეკემბერი 2019, 17:46

მსოფლიო

ეგვიპტეში აქტრაქციონის ჩამოვარდნის შედეგად 14 ბავშვი დაშავდა

ეგვიპტეში ატრაქციონიდან ჩამოვარდნის შედეგად 14-მა ბავშვმა ტრავმები მიიღო. შემთხვევა ელ-დაკაჰლიას პროვინციაში მდებარე პარკში „პარადაისი“ მოხდა. 50 მოსწავლე პარკში სკოლის ორგანიზებით წაიყვანეს. 14 მოსწავლე ე.წ. „ამერიკულ მთებზე“ იყო, როდესაც ატრაციონი ჩამოვარდა.

ხანძარი დელიში

09 დეკემბერი 2019, 17:43

მსოფლიო

დელიში ქარხანაში ხანძრის საქმეზე შენობის მფლობელი და მენეჯერი დააკავეს

დელის სახანძრო სერვისის უფროსის ათულ გარგის თქმით, ხანძარი შენობის მეორე სართულიდან დაიწყო და მას მხოლოდ ორი კიბე ჰქონდა. მათგან ერთი დაკეტილი და ბლოკირებული იყო, ხოლო შენობიდან ერთადერთი გასასვლელი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

ივანე მაჭავარიანი

09 დეკემბერი 2019, 17:38

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: საგადასახადო შემოწმებების მიმართ მიდგომა შევცვალეთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა „სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ უწყების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მინისტრის განცხადებით, არსებითად შეიცვალა მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში და ნაცვლად 3-წლიანი სრული გასვლითი შემოწმებებისას, აქცენტი გაკეთდა თემატურ შემოწმებებზე.

დავით გარეჯი

09 დეკემბერი 2019, 17:17

საქართველო

საპატრიარქო დავით გარეჯში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას მხარს არ უჭერს

საპატრიარქოს განცხადების თანახმად, ისინი მხარს არ უჭერენ დავით გარეჯთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის იდეას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, გეოგრაფიულ ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას გულისხმობს.