BBC-მ ლიბიაში ომის დანაშაულების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები მოიპოვა
ლიბია
ფოტო: BBC
BBC-ის არაბულმა ბიურომ ლიბიაში სავარაუდო ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვა, რომლებიც ფართოდ იყო გავრცელებული Facebook-სა და Youtube-ზე. ამის შესახებ BBC-მ სიუჟეტი მოამზადა.
კერძოდ, მედიასაშუალებამ სოციალურ მედიაში იპოვა ფოტოები და ვიდეოები, სადაც სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ცხედრებია აღბეჭდილი. ისინი ლიბიის თვითმარქვია ეროვნული არმიის მიერ არიან დახოცილი. ამ სამხედრო გაერთიანებას გენერალი ხალიფა ჰაფტარი ხელმძღვანელობს, რომელიც ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს და ცდილობს კონტროლი ტრიპოლიზეც დაამყაროს.
საერთაშორისო სამართლის თანახმად, ცხედრების შეურაცხყოფა და მათი გამოსახულებების ინტერნეტში პროპაგანდის მიზნით გავრცელება ომის დანაშაულია.
ზოგიერთი ვიდეო სოციალურ ქსელში ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იყო განთავსებული და ათასობით ადამიანმა ნახა. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ჯამში მოპოვებულია 100-ზე მეტი ვიდეო და ფოტოსურათი, რომელიც მსხვერპლებს ასახავს. ვიდეოებზე აღბეჭდილია ზოგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯის პროცესი, ზოგან კი უკვე მოკლულ ადამიანებთან გადაღებული კადრები, რომლებზეც მომღიმარი სამხედროები არიან გამოსახულნი.
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის საბრძოლო მოქმედებები თითქმის ერთი თვეა განახლდა. ლიბიელი ამბოხებულების არმიის გენერალმა ხალიფა ჰაფტარმა თავის ჯარს, ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის შტურმით აღების ბრძანება 5 აპრილს გასცა. ლიბიაში სამხედრო დაპირისპირებას ბოლო კვირაში 227 ადამიანი ემსხვერპლა.
25 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლიბიის გენერალთან, ხალიფა ჰაფტართან სატელეფონო საუბარში მას ტრიპოლიზე იერიშში მხარდაჭერა გამოუცხადა.
2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც მხარს უჭერს ხალიფა ჰაფტარს და მის ჯარს.
ყველა სიახლე
04 ივლისი 2026, 23:36
კულტურა
პარიზში თანამედროვე ქართველი მხატვრის ია ტიგინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
პარიზში თანამედროვე ქართველი მხატვრის ია ტიგინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. IA - 13 ასე ჰქვია გამოფენას, რომელზეც მხატვრის 13 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენას პარიზის მე 6 რაიონის მერია მასპინძლობს.
04 ივლისი 2026, 23:27
სპორტი
საქართველოს შვიდკაცა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 2026 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა ლიეტუვა ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა.
04 ივლისი 2026, 23:06
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა, უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა, უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
04 ივლისი 2026, 23:03
სპორტი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირზე „ერთა თასზე“ გამოსვლა წარმატებულად დაიწყო - „ბორჯღალოსნებმა“ მონტევიდეოში, მასპინძელი ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 41:34 დაამარცხეს
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირზე „ერთა თასზე“ გამოსვლა წარმატებულად დაიწყო - „ბორჯღალოსნებმა“ მონტევიდეოში, მასპინძელი ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 41:34 დაამარცხეს
04 ივლისი 2026, 22:01
სპორტი
პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები ურუგვაის ანგარიშით 20:15 ამარცხებს
პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები ურუგვაის ანგარიშით 20:15 ამარცხებს
04 ივლისი 2026, 21:59
საზოგადოება
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს. ვუსურვებთ მათ მშვიდობასა და განვითარებას! - საქართველოს დედაქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს ულოცავს.
04 ივლისი 2026, 21:03
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირზე, ერთა თასზე გამოსვლას იწყებს - „ბორჯღალოსნები“ მონტევიდეოში, მასპინძელ ურუგვაის ხვდებიან
დღეს „იმედზე“ დიდი რაგბია.
04 ივლისი 2026, 20:20
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობების განხილვას მიეძღვნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ლომბარდიის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და იტალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა და მას რეგიონის მსხვილი ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
04 ივლისი 2026, 19:22
საზოგადოება
5 ივლისს მასწავლებლის გამოცდები დაიწყება
5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან
04 ივლისი 2026, 18:28
კულტურა
კულტურის მინისტრის მოადგილე რიო-დე-ჟანეიროში „გლობოს“ მედიაჰოლდინგს ეწვია
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, ზურაბ მჭედლიშვილთან და ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად „გლობოს“ მუშაობის სპეციფიკას, თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, ასევე სატელევიზიო და კინოპროდუქციის შექმნის პროცესს გაეცნო.
04 ივლისი 2026, 18:19
რეგიონი
ბურსაში „ჩვენებურების“ ფესტივალის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო
თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბურსაში, ქართული კულტურის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის - „ჩვენებურების“ გალა-კონცერტი გაიმართა.
04 ივლისი 2026, 18:18
სპორტი
თბილისში 11 ივლისს ამერიკული საჭიდაო ორგანიზაცია RAF-ის ღონისძიება გაიმართება - მერაბ დვალიშვილი უკვე თბილისშია
მსოფლიო შოუ ამერიკიდან საქართველოში - ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, MMA-ის ვარსკვლავები და უმაღლესი დონის სპორტსმენები. თბილისში 11 ივლისს ჭიდაობის საერთაშორისო ორგანიზაცია RAF-ის ღონისძიებაა დაგეგმილი. პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
04 ივლისი 2026, 18:07
პოლიტიკა
რევაზ კარანაძე: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემო არსებობს რისკები, ჩვენ ვთამაშობთ ძალიან პრაგმატულად, ძალიან გონივრულად და ეს პრაგმატული და გონივრული საგარეო პოლიტიკა გვაძლევს საშუალებას, ამ მოცემულობაში სარგებელიც მივიღოთ
პოლიტეკონომისტმა რევაზ კარანაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გლობალურ კონტექსტში საქართველოს როლსა და ქვეყნის მულტივექტორული პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ჩრდილოეთითა და სამხრეთით მიმდინარე კონფლიქტების ფონზე საქართველო და კავკასია დარჩა იმ შუა დერეფნად, რომელიც აზიას და ევროპას ერთმანეთთან დასაკავშირებლად სჭირდება.
04 ივლისი 2026, 18:02
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩინეთთან. სწორედ ესაა ის ძირითადი დატვირთვა იმ ვიზიტების ცენტრალურ აზიაში, რომ საქართველოს ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა შუა აზიის ცენტრალურ ქვეყნებთან
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩინეთთან. სწორედ ესაა ის ძირითადი დატვირთვა იმ უკანასკნელი შეხვედრების, ვიზიტების ცენტრალურ აზიაში, რომ ერთი მხრივ, საქართველოს ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა შუა აზიის ცენტრალურ ქვეყნებთან და მეორე მხრივ, ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ და ჩვენ ხიდის როლს ვასრულებთ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
04 ივლისი 2026, 17:57
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უხერხულობები არსებობს, არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ვერ მოხდა ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკების ჰარმონიზაცია
„ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უხერხულობები არსებობს, ეს არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ვერ მოხდა ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკების ჰარმონიზაცია, ეს არის ძირითადი განმსაზღვრელი, რის გამოც ჩვენ შორის ურთიერთობები გარკვეულწილად გართულდა და ეს ჩვენი მხრიდან გადახედვას არ ექვემდებარება. ჩვენ არ ვაპირებთ არავის ხათრით ჩვენი სახელმწიფო ინტერესების უარყოფას“.
04 ივლისი 2026, 17:55
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საგარეო და რეგიონულ პოლიტიკას ინფანტილური დამოკიდებულებით ეკიდებოდა. გვახსოვს, სადამდე მიგვიყვანა ამ ინფანტილურმა დამოკიდებულებამ
საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საგარეო და რეგიონულ პოლიტიკას ინფანტილური დამოკიდებულებით ეკიდებოდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ.
04 ივლისი 2026, 17:30
რეგიონი
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
04 ივლისი 2026, 17:25
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ირანში საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლის გარშემო სპეკულაციებზე: არ დარჩა ისეთი თემა, რითაც რადიკალები, ექსტრემისტები არ სპეკულირებენ. ყველაფერს ატრიალებენ, იყენებენ სათავისოდ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი რადიკალების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც მათ ირანში საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლასთან დაკავშირებით გააკეთეს.
04 ივლისი 2026, 17:23
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ვერ დავეთანხმებით ბატონ მიხაელ როთს, რომ მეზობელ სახელმწიფოში დაკრძალვაზე ჩასვლა თურმე, ქართული უბედურებაა და კაცის კაცზე გათხოვება ევროპული ღირებულება - არც ასე არ არის, ბატონო მიხაელ!
„თურმე, მიხაელ როთი შეწუხდა, რომ დაკრძალვაზე არ შეიძლება ჩავიდეს ირანში, სადაც ჩადიან ასევე ის სახელმწიფოები, რომლებსაც ისინი აქებენ: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რატომ მათ მიმართ არ აქვთ პრეტენზია?!
04 ივლისი 2026, 17:19
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ოპოზიციაში, ფაქტობრივად, ამბობენ, რომ თუ ფაშინიანია ჩავა თეირანში, ეს არის ძალიან კარგი რეგიონში მშვიდობისათვის და თუ ჩავა საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ძალიან ცუდი. რა თქმა უნდა, ისინი ამით მხოლოდ საკუთარ ორმაგ სტანდარტს ავლენენ
ოპოზიციაში, ფაქტობრივად, ამბობენ, რომ თუ ფაშინიანია ჩავა თეირანში, ეს არის ძალიან კარგი რეგიონში მშვიდობისათვის და თუ ჩავა საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ძალიან ცუდი, - განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.


