imedi /  19 აპრილი 2017, 10:45 / სანდო წყარო

შავ ზღვაში გემი ჩაიძირა

შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან  პანამის დროშის ქვეშ მცურავო სატვირთო გემი "Герои Арсенала" ჩაიძირა. «Интерфакс»-ის ცნობით, გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, მათგან 5-ის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. რუსული ეკიპაჟის წევრებიდან 9 რუსეთის მოქალაქეა, 2 უკრაინელი და 1 საქართველოს მოქალაქე. ხორბლით დატვირთული გემი რუსეთის როსტოვის ოლქიდან თურქეთში მიემგზავრებოდა.

კატასტროფის ადგილას რამდენიმე სამაშველო გემი და ავიაცია გააგზავნეს. სამაშველო ოპერაციას ცუდი კლიმატური პირობები აფერხებს.

გამოძიების ინფორმაციით, სატვირთო გემი 19 აპრილს, დილის 3:30 საათზე ჩაიძირა. კატასტროფის მიზეზი ძლიერი შტორმი გახდა. 

ყველა სიახლე

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

გერმანიის პრეზიდენტი კორონავირუსთან საბრძოლველად გლობალური ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის

შტაინმაიერი, იორდანიის მეფე აბდულა მეორე, სინგაპური, ეთიოპიის და ეკვადორის პრეზიდენტები ჰალიმა იაკობი, სალე-ვორკ ზიუდე და ლენინ მორენ გარკესი მიიჩნევენ, რომ პრობლემის გლობალური გადაწყვეტა ყველას ინტერესებშია.

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

ამერიკის საელჩო საქართველოს სასწრაფო დახმარების პერსონალს მადლობას უხდის

„COVID-19-თან ბრძოლა მოითხოვს მრავალმხრივ ცოდნასა და ნიჭს. ამერიკის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ყოფნაში გვეხმარება. დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს, რომელიც, ხშირად, პირველი გვეხმარება ავად ყოფნისა თუ დაშავებისას. სასწრაფოს თანამშრომლები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

01 აპრილი 2020, 15:01

ვიდეო

რა ვითარებაა სამეგრელოში

01 აპრილი 2020, 14:59

ვიდეო

იმერეთში კორონავისრუსის ახალი შემთხვევა დღეს არ გამოვლენილა

01 აპრილი 2020, 14:59

ვიდეო

უკვე მეორე დღეა გადაკეტილია გორის ყველა გასასვლელი

01 აპრილი 2020, 14:58

ვიდეო

ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები მკაცრად ამოწმებენ ქალაქში შესასვლელებს

01 აპრილი 2020, 14:55

საზოგადოება

ვერაზე მაჭავარიანის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაცით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 1 900 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

01 აპრილი 2020, 14:45

COVID19

საქართველოს ბანკი ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს

საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს. ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის, რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ. შეთავაზების გამოყენებას მომხმარებელი მას შემდეგ შეძლებს, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაბრუნდება და ბიზნესები კვლავ წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ბანკი ავრცელებს.

მაია ცქიტიშვილი

01 აპრილი 2020, 14:34

COVID19

მაია ცქიტიშვილმა განმარტა რა საგადასახადო შეღავათები დაუწესდა ბიზნესს

„ეს იყო მოქალაქეების ნაწილში საბანკო სესხების, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არსებული სესხების 3 თვით გადავადება. ასევე, გარკვეული პაკეტი იყო შეთავაზებული ტურისტული ბიზნესის მთელი კომპლექსისთვის, დაახლოებით 18 ათას კომპანიას შეეძლო, ესარგებლა ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადებით 4 თვის განმავლობაში. ასევე გახსოვთ, რომ მცირე ზომის სასტუმროებისთვის, 50 ადგილზე ნაკლები ზომის სასტუმროებისთვის შევთავაზეთ სესხის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში, პროცენტის თანადაფინანსება და ასევე, განბაჟების გადასახადის გადავადება ავტოიმპორტიორებისთვის, რომელსაც ასევე, ჰქონდა პრობლემა და 38 ათასმა იმპორტიორმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით

იენს სტოლტენბერგი

01 აპრილი 2020, 14:34

პოლიტიკა

ხვალ ნატოში საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი ღონისძიებების პაკეტს დაამტკიცებენ

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენგერბმა ონლაინ პრესს-კონფერენციის ფარგლებში „ქრონიკას“ განუცხადა, „ახალი ღონისძიებები ეხება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეტ ერთობლივ წვრთნებს. ნატო აგრძელებს საქართველოს დახმარებას პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე“.

01 აპრილი 2020, 14:32

COVID19

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ერგნეთში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგუშაგოებს მოინახულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოგვიანებით ვახტანგ გომელაური გორის შესასვლელში მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მივა და საგუშაგოებზე არსებულ სიტუაციას გაეცნობა.

01 აპრილი 2020, 14:27

ვიდეო

იზოლაციის პირობებში მომღერლები გვამხნევებენ

01 აპრილი 2020, 14:27

ვიდეო

ცნობილი მოგზაური ფოტოგრაფი ამი ვიტალე

01 აპრილი 2020, 14:26

ვიდეო

მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები და სოციალური დახმარება ქვეყნის მოსახლეობას

01 აპრილი 2020, 14:26

ვიდეო

იტალიელი მერის, რობერტო მონტიშის, მიმართვა ქართველებს და ვითარება ქალაქ სარდარაში

01 აპრილი 2020, 14:25

ვიდეო

ქვეყნის მაშტაბით დღეს, საკარანტინო რეჟიმის მეორე დღეა

01 აპრილი 2020, 14:25

ვიდეო

პაატა იმნაძის ბრიფინგი

01 აპრილი 2020, 14:25

ვიდეო

მაია ცქიტიშვილის ბრიფინგი

ლევან რატიანი

01 აპრილი 2020, 14:24

COVID19

ლევან რატიანი: პაციენტი, რომლის მკურნალობა 97%-ის შემთხვევაში ლეტალურად უნდა დასრულებულიყო, გადარჩა და სახლში გაეწერება

პაციენტი, რომლის მკურნალობა 97%-ის შემთხვევაში ლეტალურად უნდა დასრულებულიყო, გადარჩა და სახლში გაეწერება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს კოვიდინფიცირებას ლეტარულ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზშია არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. სწორედ ასეთ პაციენტი გაეწერება ბინაზე.

01 აპრილი 2020, 14:22

ვიდეო

როგორ ჩაიარა კომენდანტის საათის პირველმა ღამემ საქართველოს მასშტაბით