imedi /  14 მაისი 2019, 17:07 / სანდო წყარო

Reuters: შრი-ლანკაზე აფეთქებების მოწყობაში ტერორისტებს პროგრამისტი დაეხმარათ

ინჟინერ-პროგრამისტი, რომელიც შრი-ლანკაზე მომხდარი ტერაქტების პროგრამულ უზრუნველყოფაშია ეჭვმიტანილი, სამი წლის წინ ინდოეთის სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ მოექცა.

Reuters-ის ცნობით, სპეცსამსახურები ეჭვობდნენ, რომ მას ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური რესპუბლიკის“ წევრებთან ჰქონდა კავშირი. 

გამოცემა 4 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შრი-ლანკის საგამოძიებო უწყებებმა 24 წლის ადილია ამიზა ტერაქტებიდან 4 დღის შემდეგ 25 აპრილს დააპატიმრეს. თუმცა ძალოვნებმა ეს ინფორმაცია არ გაახმაურეს. ინდოეთის სპეცსამსახურები, რომლებიც ადილია ამიზას 2016 წლიდან აკვირდებოდნენ, შრი-ლანკის ხელისუფლებასთან ტერაქტების საქმეზე თანამშრომლობენ. 

Reuters-ის ინფორმაციით, პროგრამისტი ორ დაჯგუფებას შორის მეკავშირის როლს ასრულებდა, რომლებიც თავს დაესხნენ ეკლესიას და სასტუმროს. პროგრამისტი ტერორისტებს Facebook-ის, WhatsApp-ის და Telegram-ის საშუალებით უკავშირდებოდა. 

13 მაისს შრი-ლანკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში Facebook-ი და WhatsApp-ი დაბლოკა, - წერდა Reuters-ი. გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ძალადობის ზრდის და მომხდარი ტერაქტების ფონზე მიიღო.

შრი-ლანკაზე ტერაქტების სერია 21 აპრილს განხორციელდა. შედეგად დაიღუპა 257 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვმა კი 500-ს გადააჭარბა. 

ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.  შრი-ლანკის მთავრობამ განაცხადა, რომ ტაძრების აფეთქების მოტივი ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმას უკავშირდება.

რა რელიგიური კონფლიქტებია ბუდისტურ შრი-ლანკაზე და რატომ არის იქ ამდენი კათოლიკური ტაძარი? ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ენტონი ფაუჩი

18 იანვარი 2022, 03:18

COVID19

ენტონი ფაუჩი: ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა.

ჟოზეფ ბორელი

18 იანვარი 2022, 03:06

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვარ კიევის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში არსებული ვითარებით, რადგან ისინი უკრაინას შორდებიან და რუსეთს უახლოვდებიან

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად შეშფოთებულია კიევის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში არსებული ვითარებით, რადგან ისინი უკრაინას შორდებიან და რუსეთს უახლოვდებიან.

ოლაფ შოლცი

18 იანვარი 2022, 02:28

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მკაფიო ნაბიჯები გადადგას უკრაინასთან კონფლიქტის დეესკალაციისთვის

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მკაფიო ნაბიჯები გადადგას უკრაინასთან კონფლიქტის დეესკალაციისთვის.

პეტრო პოროშენკო

18 იანვარი 2022, 01:29

მსოფლიო

სასამართლო პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიებას 19 იანვარს შეუფარდებს

კიევის პეჩორის რაიონული სასამართლო სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიებას 19 იანვარს შეუფარდებს.

18 იანვარი 2022, 01:19

მსოფლიო

ამერიკელი სენატორები უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას ჰპირდებიან და პუტინს აფრთხილებენ

კიევში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას ჰპირდება და ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო შეტევისგან თავი შეიკავოს.

18 იანვარი 2022, 00:56

ეკონომიკა

Oxfam: პანდემიის დაწყებიდან დედამიწის მოსახლეობის 99%-ის შემოსავალი შემცირდა, 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება კი გაორმაგდა

Oxfam​-ში მიაჩნიათ, რომ მილიარდერების გამდიდრებას იმ ეკონომიკურმა დახმარებამაც შეუწყო ხელი, რომელიც პანდემიის ფონზე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა ბიზნეს-სექტორს გაუწია. „თუ ხვალ ეს 10 ადამიანი ქონების 99,999%-ს დაკარგავს, მაინც პლანეტის მოსახლეობის 99%-ზე მდიდრები იქნებიან“, - განაცხადა Oxfam International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაბრიელა ბუხერმა.

18 იანვარი 2022, 00:30

რეგიონი

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ლაგოდეხში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ აფენში მოხდა. თვიმხილველების ინფორმაციით, „რენაულტის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ „ოპელის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა.

17 იანვარი 2022, 23:56

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

17 იანვარი 2022, 23:40

სპორტი

FIFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა.

ლაშა დარსალია

17 იანვარი 2022, 23:30

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე უფლება, გახდეს იმ ნებისმიერი ბლოკის წევრი, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, არ არის ის საკითხები, რომლებიც რამე სახით შეიძლება განხილვის საგანი იყოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე უფლება, გახდეს იმ ბლოკის წევრი, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი.

17 იანვარი 2022, 23:03

მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს

ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.

თენგიზ ცერცვაძე

17 იანვარი 2022, 22:30

COVID19

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არის „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არის „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი. როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ არსებული მედიკამენტისა და სამკურნალო მიდგომის გამოყენება უნდა მოხდეს რაციონალურად, რათა რაც შეიძლება ნაკლები ავადმყოფი მოხვდეს რეანიმაციაში, ნაკლები იყოს ლეტალობის მაჩვენებელი და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ COVID პანდემიის მორიგი, შესაძლოა ყველაზე ძლიერი ტალღიდან.

ზაალ ანჯაფარიძე

17 იანვარი 2022, 21:53

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის პეტიცია რაღაც კომუნისტური აზროვნების ნაჟური მგონია

სსრკ-ში ასე იწერებოდა რეჟიმისთვის მიუღებელი პირების წინააღმდეგ ვითომ მშრომელთა კოლექტიური წერილები, რომელთა უკანაც კომპარტიის ყურები ჩანდა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თეა წულუკიანის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.

17 იანვარი 2022, 21:45

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯაველინების შესყიდვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯაველინების შესყიდვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2021 წლის აგვისტორში აშშ-ს თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ, საქართველოსთვის 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა.

დავით ზალკალიანი

17 იანვარი 2022, 21:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატოს გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო ნატოს გენერალურ მდივანთან და ყველა მოლოდინი, რაც მქონდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა აღნიშნულ შეხვედრაზე. გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და წითელი ხაზები გადის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა.

დავით ქართველიშვილი

17 იანვარი 2022, 21:28

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თეა წულუკიანზე იგივე რეაქცია სჭირთ, რაც ეშმას ნაკურთხი წყლით სხურებასა თუ საცეცხლურით კმევაზე

დემოკრატიაზე, ტოლერანტობაზე, მიმტევებლობაზე, გენდერულ პატივისცემაზე უკუღმად აცრილი ეს ნეოტროცკისტები, მათზე მრავალგზის ნიჭიერ, განათლებულ, საზრიან, პრინციპულ და პატრიოტულ თეა წულუკიანზე იგივე რეაქცია სჭირთ, რაც ეშმას ნაკურთხი წყლით სხურებასა თუ საცეცხლურით კმევაზე - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

17 იანვარი 2022, 21:20

COVID19

ისრაელში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონი“ ვარიანტისგან არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს

ისრაელში, Sheba-ს სამედიცინო ცენტრში ჩატარებული კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონი“ ვარიანტისგან არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

17 იანვარი 2022, 21:20

სამართალი

არსებული ინფორმაციით, წალენჯიხაში შვილს ტირის თოფი წმენდის დროს გაუვარდა და დედა იმსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილმა ტყვიამ დედის სიცოცხლე იმსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შვილმა ტირის თოფიდან იმ დროს გაისროლა, როცა მას წმენდდა. ქალს ტყვია თავის არეში მოხვდა.

მიხეილ ყაველაშვილი

17 იანვარი 2022, 21:07

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით შევძელით, რომ ასეთი მავნებლური და ბოროტი ძალა ყოველთვის მარცხდება

სწორედ ერთიანობით შევძელით, რომ ასეთი მავნებლური და ბოროტი ძალა ყოველთვის მარცხდება, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც იგი მისი პარტიის თავმჯდომარეობის ერთი წლის შედეგებზე საუბრობს.

17 იანვარი 2022, 20:50

COVID19

კომპანია Moderna-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა 2023 წლის შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს

კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა 2023 წლის შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს.