ზელენსკი: პრეზიდენტი არ არის კერპი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები
ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Shutterstock
უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებში კაბინეტებში პრეზიდენტის პორტრეტები უნდა ჩამოხსნან. ამის შესახებ მან რადაში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი. დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, - მიმართა ზელენსკიმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის ფიცი უკვე დადო. ზელენსკი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი დასრულდეს.
21 აპრილს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 73%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი დაახლოებით 25%-მა დაუჭირა.
ყველა სიახლე
07 ივლისი 2026, 08:28
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან - ძლიერი, კახეთის რეგიონში- ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
07 ივლისი 2026, 08:25
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. სოფელ ხიდისთავში გზის მონაკვეთი სრულად განახლდება.
07 ივლისი 2026, 08:19
საზოგადოება
ნაძალადევში სანიაღვრე ქსელისა და გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში სანიაღვრე ქსელისა და გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 692 800 ლარია.
07 ივლისი 2026, 08:18
საზოგადოება
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ცნობით, დროებითი შეზღუდვა შეეხება მოედნის ტერიტორიას - შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე საგზაო მონაკვეთს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცვლილება შევა N359 ავტობუსისა და N457 მიკროავტობუსის მარშრუტში.
07 ივლისი 2026, 08:13
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მუშაობას განაგრძობს
სესიაზე ქართული დელეგაციის წევრები სიტყვით გამოვლენ და კიდევ ერთხელ გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის პოზიციას რეზოლუციასთან დაკავშირებით. მათივე განმარტებით, საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა მიმდინარეობს და რეზოლუციაში ჩანაწერები პირდაპირ იმეორებს ოპოზიციის ბრალდებებს, რომლებიც მათივე თქმით, უსამართლოა.
07 ივლისი 2026, 08:04
პოლიტიკა
თურქეთში დღეს ღონისძიება „მოკავშირეები ანკარაში“ გაიხსნება, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს მონაწილეობას
ღონისძიება, რომელსაც თურქეთის დედაქალაქი მასპინძლობს, დღეს გაიხსნება. შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებზე უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. „მოკავშირეები ანკარაში“ თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ორგანიზებით იმართება.
07 ივლისი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში🌧️
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
07 ივლისი 2026, 02:30
მსოფლიო
AXIOS: ნეთანიაჰუმ ნატოს სამიტის წინ ტრამპს ერდოღანის შეკავება სთხოვა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარასკევს პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში უკმაყოფილება გამოთქვა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გამწვავების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ისრაელურ და ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 01:43
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ ან შეთანხმებას დავდებთ ირანთან, ან საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, გასაგებია? - და საქმის ბოლომდე მიყვანა რთული არ იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ან მიაღწევს შეთანხმებას ირანთან, ან „დაასრულებს საქმეს“.
07 ივლისი 2026, 01:13
სპორტი
ესპანეთმა პორტუგალია დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა პორტუგალიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
07 ივლისი 2026, 00:31
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინი ვაშინგტონს სექტემბრის ბოლოს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი ვაშინგტონს სექტემბრის ბოლოს ეწვევა.
06 ივლისი 2026, 23:50
მსოფლიო
POLITICO: ნატოს შიდა გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ტრამპის კრიტიკის კვალდაკვალ, ამერიკულ საზოგადოებაში ნატოს მიმართ ნდობა მცირდება
POLITICO-ს მიერ მოპოვებული ნატოს შიდა გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა ნახევარზე ნაკლებს სჯერა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნატო მათ მხარში დაუდგება.
06 ივლისი 2026, 23:26
მსოფლიო
მედია: ხუთი ქვეყანა სერბეთის ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ბლოკავს - უარის თქმის მთავარი მიზეზი სასამართლო სისტემის მდგომარეობას უკავშირდება, ზოგიერთი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბელგრადის უარი, დაუწესოს სანქციები რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო
ნიდერლანდების მთავრობა მხარს არ უჭერს ევროკავშირსა და სერბეთს შორის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას მე -3 კლასტერის გახსნის გზით.
06 ივლისი 2026, 23:23
მსოფლიო
პოლონელ პოლიტიკოსს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პრეზიდენტ ნავროცკის შრეკთან შედარებისთვის
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვოიცეხ შლუსარჩიკმა პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მეუღლის, მარტა ნავროცკას ფოტო გამოაქვეყნა და იკითხა: „და შრეკი სად არის?“, რითაც მიანიშნა, რომ ის პრინცესა ფიონას ჰგავდა. ამის გამო, პროკურატურამ მას პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდება წარუდგინა.
06 ივლისი 2026, 22:07
პოლიტიკა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.
06 ივლისი 2026, 21:57
მსოფლიო
ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომის შედეგს „ცაში ბრძოლა“ გადაწყვეტს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სახმელეთო და საზღვაო სივრციდან საჰაერო სივრცეში გადავიდა და აღნიშნა, რომ სწორედ „ცაში ბრძოლა“ განსაზღვრავს კონფლიქტის შედეგს.
06 ივლისი 2026, 21:36
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი: ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რა უნდა მოხდეს, რომ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, როგორ აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩაერთოს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
06 ივლისი 2026, 21:17
სპორტი
ჯანი ინფანტინო: დიახ, მე ნამდვილად მივიღე ზარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან - ჩვენი საუბრის დროს ავუხსენი, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი პროცესი, რომელშიც ფიფას დამოუკიდებელი ორგანოები იყვნენ ჩართულნი, ასე მუშაობს ფიფას სისტემა და ეს არის პრინციპი, რომელსაც ყოველთვის დავიცავ
ვიხილე საჯარო კომენტარები ფიფას დამოუკიდებელი კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციას ეხება, და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ფიფას მმართველობის ფუნდამენტურ პრინციპს, - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ.
06 ივლისი 2026, 21:07
მსოფლიო
ლუკაშენკო: ჩვენ არ გვჭირდება ომი, ცუდია, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს - ჩვენ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეები ვართ
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ჯარი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომში, რითაც, როგორც ჩანს, უარყო კიევის შიშები იმის შესახებ, რომ მოსკოვი მინსკზე ზეწოლას ახორციელებს საომარ მოქმედებებში ჩასართავად.
06 ივლისი 2026, 21:01
საზოგადოება
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
„აღნიშნულ საბაკალავრო პროგრამაზე მოქმედი სასულიერო პირები ჩაირიცხებიან დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად - ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ქულისა და სასწავლებლის მიერ დადგენილი, შიდა გამოცდების წარმატებით დაძლევის ამსხველი ქულების ჯამის საფუძველზე. ჩარიცხული სასულიერო პირები შეძლებენ პროგრამით დადგენილი 275 კრედიტიდან, ელექტრონული ფორმატით, დისტანციურად, ისწავლონ 60 კრედიტის შესატყვისი სასწავლო კომპონენტი (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში), ხოლო შუალედური და დასკვნითი გამოცდები ჩააბარონ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში“.


