imedi /  24 მაისი 2019, 13:05 / სანდო წყარო

ტერეზა მეი თანამდებობას ტოვებს

ტერეზა მეი

ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, შესაბამისად ის ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობასაც ტოვებს. ამის მიზეზად მან ამომრჩევლებისთვის მიცემული პირობების ვერშესრულება დაასახელა.

მისი თქმით, ის პოსტს 7 ივნისს დატოვებს და ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ უკვე იცის. მეის განცხადებით, ახალი ლიდერის შერჩევის პროცესი მომდევნო კვირაში დაიწყება. ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ ახლა დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმინისტრმა უნდა მიაღწიოს წარმატებას.

„სამი წლის წინ ბრიტანელებმა არჩევანი გააკეთეს და პროგნოზების მიუხედავად, ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტეს. დემოკრატიულმა სახელმწიფომ მოქალაქეების არჩევანს პატივი უნდა სცეს და მე ძალისხმევა არ დავიშურე „ბრექსიტის“ რეალიზებისათვის. მაგრამ ვერაფერს გავხდი. ახლა ეს ახალმა პრემიერმინისტრმა უნდა გააკეთოს, რომელსაც კონსერვატიული პარტია აირჩევს 7 ივნისამდე - ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღემდე. სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევამცირეთ დეფიციტი, შევამცირეთ სახელმწიფოს ვალი, შევქმენით სამუშაო ადგილები და გავაძლიერეთ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ბრძოლა. ეს თანამედროვე კონსერვატიული მთავრობის მუშაობის შედეგია. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვართ ერთიანი ქვეყანა დიდი მომავლით. მე ვარ პრემიერმინისტრის პოსტზე მეორე  ქალი, მაგრამ ნამდვილად არა უკანასკნელი. მე ვარ უსაზღვროდ მადლიერი მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს“, - განაცხადა ტერეზა მეიმ, რომლის გამოსვლის სრული ვერსიის მოსმენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.        

ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტი მან 2016 წელს დევიდ ქემერონის გადადგომის შემდეგ დაიკავა.

დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია. 

Brexit-ის ახალი გეგმა ტერეზა მეიმ ცოტა ხნის წინ თემთა პალატასაც წარუდგინა. პრემიერმინისტრმა დასძინა, რომ თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს დაუჭერდნენ, ის კომპრომისზეც წავიდოდა.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის სირთულეებზე ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

სტრასბურგი

18 ივლისი 2019, 16:04

ეკონომიკა

საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის სახელზე დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ტელეკომპანია „რუსთავის 2“ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა. კერძოდ კი ტელევიზიის 60% - ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% - ქიბარ ხალვაშის კომპანია „პანორამას“ მიეკუთვნა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა საჯარო რეესტრს სარეგისტრაციო განცხადებით გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მალევე მიმართა.

ზურაბ წერეთელი

18 ივლისი 2019, 15:59

მსოფლიო

მოსკოვის მერიამ ზურაბ წერეთლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

რას ეხება სარჩელი, უცნობია. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს განმარტებით, საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომლის ძირითადი მიმართულება პრივატიზაციასთან, საკუთრების უფლებასა და არენდასთან დაკავშირებული დავებია. კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია მოქანდაკის წარმომადგენლებსაც. ზურაბ წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია.

სიგარეტი

18 ივლისი 2019, 15:48

მსოფლიო

კაცმა თავისი ამპუტირებული ფეხის ფოტო სიგარეტის შეფუთვაზე აღმოაჩინა

სურათი დაბეჭდილია სიგარეტის იმ შეფუთვებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება და გვერდით წარწერა აქვს "მოწევა ბლოკავს თქვენს არტერიებს". კაცი კი რომლის ამპუტირებული ფეხიც სავარაუდოდ ამ ფოტოზეა გამოსახული, ამბობს, რომ მან ფეხი 1997 წელს ალბანეთში მომხდარი თავდასხმის დროს დაკარგა.

18 ივლისი 2019, 15:46

საქართველო

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემის გუნდის სახელით განცხადებას აკეთებს. თანამშრომელთა ერთობლივი განცხადება პირდაპირ ეთერში ტელეწამყვანმა პაატა იაკობაშვილმა წაიკითხა. განცხადების თანახმად, ხალვაში წარმოადგენს ივანიშვილს, ხოლო ნიკა გვარამია რუსთავი 2 - ის სარედაქციო პოლიტიკის გარანტია.

18 ივლისი 2019, 15:34

მსოფლიო

ირანმა სპარსეთის ყურეში ტანკერი დააკავა

ტანკერს კონტრაბანდული ნავთობი გადაჰქონდა. ამასთან, დაკავაბულია ეკიპაჟის 12 წევრი. მათი ეროვნება და ასევე რომელ ქვეყანას ეკუთვნის ტანკერი, უცნობია. 11 ივლისს სპარსეთის ყურეში ირანულმა ხომალდებმა ბრიტანული ნავთობმზიდის დაკავება სცადეს. მანამდე კი აშშ-მა ირანი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ფორსაჟი

18 ივლისი 2019, 15:26

ეკონომიკა

საქართველოში „ფორსაჟი 9-ის“ გადაღებებზე 31,4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. განკარგულება 10 ივლისით თარიღდება. ფილმი რომლის გადაღებაზეც საუბარია "ფორსაჟი 9" არის.

Gossip Girl

18 ივლისი 2019, 15:18

ტაბლოიდი

„ჭორიკანა“ ეკრანს უბრუნდება

ფინალური სეზონის გამოსვლიდან შვიდი წლის შემდეგ CW-ის თინეიჯერული დრამა "ჭორიკანა" ეკრანს ახალი სეზონით, ამჯერად HBO Max-ზე დაუბრუნდება.როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე დაგეგმილია ათი 1-საათიანი ეპიზოდების გადაღება.

18 ივლისი 2019, 15:00

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულს 8000 ლარიანი გირაო და შინაპატიმრობა შეეფარდა

20 21 ივნისის საქმეზე დაკავებულ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ვ.გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით 8 ათასი ლარის ოდენობოთ გირაო და შინაპატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი იყო დანაშაულის ამსახველი ვიდეომტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დგინდება დანაშაულებრივი ქმედება და არსებობდა მიმალვის საფრთხე, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის ვერსია არ გაიზიარა.

რუსთავი 2

18 ივლისი 2019, 14:55

საქართველო

„ნაციონალებისგან“ განსხვავებით „ევროპელები“ სტრასბურგის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება "საფრთხის შემცველი და ცუდია ქართული დემოკრატიისთვის“.

ნიკა გვარამია

18 ივლისი 2019, 14:47

საქართველო

ნიკა გვარამია: კამუფლაჟი შემთხვევით არ მაცვია, ომი თუ იქნება, ვიომებთ

„არც შემთხვევით არ მაცვია კამუფლაჟი, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება ჩვენ ვიომებთ და ჩვენ ეს შეგვიძლია, აქამდე ყოველშემთვევაში ბევრჯერ დავამტკიცეთ და იმედი გვაქვს, რომ მარტო ამ ომში არ ვიქნებით“, - დასძინა ბრიფინგის ბოლოს ნიკა გვარამიამ.

პაატა სალია

18 ივლისი 2019, 14:30

საქართველო

ხალვაშის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად იუსტიციის სახლში წარადგინა

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების დარეგისტრირება დღესვე შეიძლება. სალია ამბობს, რომ აბსურდია, თითქოს დირექტორის გათავისუფლება არ შეიძლება. განმარტავს, რომ არ იცის, რა ხელშეკრულება აქვს ნიკა გვარამიას და სამართლებრივ ნაწილზე განცხადებას დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

გია ვოლსკი

18 ივლისი 2019, 14:29

საქართველო

ვოლსკი: სტრასბურგის გადაწყვეტილება ფინალის მიუხედავად ჩვენთვის მისაღები იქნებოდა

„სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით აქ კითხვები არ არსებობს. სახელმწიფოსა და „რუსთავი 2“-ს შორის დავა პრაქტიკულად დამთავრდა იმით, რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში იქნა მართებულად ცნობილი, ეს არის ფაქტი.

18 ივლისი 2019, 14:27

კულტურა

სარაევოს კინოფესტივალზე ქართულ ფილმებს უჩვენებენ

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში #TalentsSarajevo ტრადიციულად უმასპინძლებს ახალგაზრდა, წარმატებულ კინემატოგრაფისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს პროგრამის მეცამეტე გამოშვებისთვის შერჩეულია 2 ქართველი მონაწილე – პროდიუსერი ვლადიმერ ჩიხრაძე და კინოკრიტიკოსი ალექსანდრე გაბელია.

ხანძარი

18 ივლისი 2019, 14:20

მსოფლიო

იაპონიაში ანიმეს სტუდიაში ხანძრისას დაღუპულთა რაოდენობამ ოცს გადააჭარბა

იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმე-სტუდიაში ცეცხლის განზრახ გაჩენის შემდეგ, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ოცს გადააჭარბა. ბოლო ინფორმაციით, ხანძარს 23 ადამიანი ემსხვერპლა. ასევე 40-მდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც. 10 არსებული ინფორმაციით, დაღუპული შენობის მეორე სართულზე იპოვეს.

დავით დვალი  ჯარჯი აქიმიძე

18 ივლისი 2019, 14:00

საქართველო

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები: სამართლიანობა მაშინ აღდგება როცა ტელევიზიას დაგვიბრუნებენ

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. აქიმიძე და დვალი ქიბარ ხალვაშს გამარჯვებას ულოცავენ, თუმცა დასძენენ, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა ტელევიზია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

ნიკა გვარამია

18 ივლისი 2019, 13:38

საქართველო

ნიკა გვარამია: სტრასბურგის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ის არ ეთანხმება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაუტოვა მათ გასაჩივრების უფლება.

ქიბარ ხალვაში

18 ივლისი 2019, 13:37

საქართველო

ხალვაში რეგისტრაციას დღესვე მოითხოვს

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, ბიზნესმენი რეგისტრაციას დღესვე მოითხოვს. ამის შესახებ ის „ქრონიკას“ ესაუბრა. „დღესვე მოვითხოვთ რეგისტრაციას. ეს შემიძლია ოფიციალურად დაგიდასტუროთ. მე უკვე ვესაუბრე ქიბარ ხალვაშს ვერდიქტის თაობაზე და ის ძალიან ბედნიერია".

ქართლის ქარის ელექტროსადგური

18 ივლისი 2019, 13:27

ეკონომიკა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილი იყიდება

საქართველოს პრემიერმინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იან წილს ყიდის. განკარგულებით ელექტროსადგურის აუქციონის წესით გაყიდვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა.

სტრასბურგის სასამართლო

18 ივლისი 2019, 13:07

საქართველო

სტრასბურგის სასამართლო: 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგოლაძე ნაწამებია

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის ​მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი. სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს განმცხადებლის მიმართ 6 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ქიბარ ხალვაში

18 ივლისი 2019, 13:06

საქართველო

ქიბარ ხალვაში: ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება

მისი თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა მის მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო.