imedi /  24 მაისი 2019, 13:23 / სანდო წყარო

ტერეზა მეიმ ბრიტანელებისადმი მიმართვა ტირილით დაასრულა. ვიდეო

ტერეზა მეი

ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, ემოციები ვერ შეიკავა. ამის შესახებ BBC წერს.

კერძოდ, ტერეზა მეიმ ბრიტანელებისადმი მიმართვა ტირილით დაასრულა. მისი ტირილის ამსახველი ვიდეო კი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

"მე ვიყავი ამ ქვეყნის მეორე ქალი პრემიერმინისტრი და არა უკანასკნელი, მიყვარს ეს ქვეყანა", - თქვა მეიმ.

დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია. 

Brexit-ის ახალი გეგმა ტერეზა მეიმ ცოტა ხნის წინ თემთა პალატასაც წარუდგინა. პრემიერმინისტრმა დასძინა, რომ თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს დაუჭერდნენ, ის კომპრომისზეც წავიდოდა.

გადის თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან, ამის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

მკვლელობა

18 იანვარი 2020, 13:03

ძალოვნები

სურამში ქმარმა ცოლი სავარაუდოდ ნაჯახით მოკლა

დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

18 იანვარი 2020, 12:56

ვიდეო

კალმისკაცი მთიდან

ზვიად კუპრავა

18 იანვარი 2020, 12:55

ძალოვნები

გენერალურ პროკურატურასთან ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს

გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი, მათ შორის „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა დააკავეს. კუპრავამ პროკურატურასთან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა გააპროტესტა და პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა.

წყალბურთი

18 იანვარი 2020, 12:50

სპორტი

წყალბურთელთა ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს

ქართველი წყალბურთელების მეტოქე 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრები იქნება. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ფრანგებს 9:7 მოუგო, რის შემდეგაც საბერძნეთის გუნდთან 10:17 დამარცხდა.

ბათუმი

18 იანვარი 2020, 12:30

საქართველო

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა ბათუმში გააპროტესტეს

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა ბათუმში აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს. მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები იუსტიციის სახლთან, სადაც აჭარის პროკურატურაა განთავსებული, საკენკით მივიდნენ.

რეკორდი სნიკერსი

18 იანვარი 2020, 12:23

ტაბლოიდი

ტეხასში რეკორდული ზომის „სნიკერსი“ დაამზადეს

ტეხასის ქალაქ ვაკოში, კომპანია Mars-ის ქარხანაში 3,5 მეტრის სიგრძის „სნიკერსი“ დაამზადეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. შოკოლადის ფილის წონა 2 ტონას აღემატება, ზომით კი ის ჩვეულებრივ „სნიკერსზე“ 43-ჯერ დიდია.

Uefa

18 იანვარი 2020, 12:13

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას სპეციალური ჯილდო მიიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას Fair Play-ს სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 55 წევრი ასოციაციიდან სამი საუკეთესო დაასახელა.მათ შორის, ფეარ პლეის ლიდერი, ყველაზე პროგრესირებადი და ყველაზე მოწესრიგებული გულშემატკივრით გამორჩეული ევროპული ქვეყანა.

18 იანვარი 2020, 12:00

სპორტი

აფეთქების გამო კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ტურის თამაშები გადაიდო

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატს 36 ქულით თემურ ქეცბაიას მომზადებული „ანორთოსისი“ ლიდერობს, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკოლოზ კაჭარავა თამაშობს.

18 იანვარი 2020, 11:30

სპორტი

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ „მინესოტა“ დაამარცხა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „ინდიანამ“ „მინესოტა“ ანგარიშით 116:114 დაამარცხა. „პეისერსის“ ქართველმა ლეგიონერმა გოგა ბითაძემ 10 წუთში, 5 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ორიდან ორი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა.

Boeing 737 MAX

18 იანვარი 2020, 11:09

ეკონომიკა

Boeing 737 MAX-ში კიდევ ერთი ხარვეზი აღმოაჩინეს

კორპორაცია Boeing-მა 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავის განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში კიდევ ერთი ხარვეზი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ახალი გაუმართაობა აშშ-ში, აიოვას შტატში ჩატარებული ტექნიკური შემოწმების დროს აღმოაჩინეს.

Brexit

18 იანვარი 2020, 11:00

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის მთავრობა Brexit-მდე დარჩენილი დროის ასათვლელად ემზადება

Brexit-მდე დარჩენილ წამებს ბრიტანელები 31 იანვარს Downing Street-ზე დაითვლიან. შესაბამის ღონისძიებას მთავრობა გეგმავს. Brexit-ის დროის ათვლამდე, საღამოს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას მიმართავს.

დაკავება

18 იანვარი 2020, 10:47

ძალოვნები

დააკავეს მრავალჯერ ნასამართლევი კაცი, რომელიც თავს პოლიციელად ასაღებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ავსტრალია წყალდიდობა

18 იანვარი 2020, 10:44

მსოფლიო

ავსტრალიაში ხანძრისგან დაზარალებულ შტატებში წყალდიდობაა

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. წყალდიდობისგან დაზარალდა ვიქტორიის, ახალი სამხრეთ უელსის და ქუინსლენდის შტატები, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ტყის ხანძრები მძვინვარებს.

შსს

18 იანვარი 2020, 10:14

ძალოვნები

გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

ბრალდებულებმა ქალაქ ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - 1987 წელს დაბადებულ ბ.ე-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გამომძალველები დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.

ეშლი იანგი

18 იანვარი 2020, 09:54

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ეშლი იანგი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ მილანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 34 წლის ინგლისელის კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი და ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტს შეიცავს.

ელ ჩაპო ლუდი

18 იანვარი 2020, 09:41

ტაბლოიდი

ნარკობარონ ელ ჩაპოს შვილმა მამის სახელობის ლუდი გამოუშვა

ნარკობარონ ხოაკინ გუსმანის (მეტსახელად ელ ჩაპო) ქალიშვილმა, ალექსანდრინა გუსმანმა მამის სახელობის კრაფტის ლუდი გამოუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. ლუდი ბრენდ El Chapo 701-ის ნაწილი გახდა, რომელიც აქამდე მხოლოდ ტანსაცმელს უშვებდა. ერთი ბოთლი „ელ ჩაპო“ 70,10 პესო (3,73 დოლარი) ეღირება.

Microsoft

18 იანვარი 2020, 09:26

ტექნოლოგიები

ნახშირბადისგან ჰაერის გაწმენდაზე Microsoft-ი მილიარდ დოლარს დახარჯავს

Microsoft-მა გადაწყვიტა, 2030 წლისთვის ჰაერი ნახშირბადისგან უფრო აქტიურად გაწმინდოს, ვიდრე მას მისი ობიექტები და საწარმოები აბინძურებენ. კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სრულად გაწმინდოს იმ ნახშირბადისგან, რომელიც 1975 წელს დაფუძნების შემდეგ ატმოსფეროში დატოვა.

რობერტუ ალვიმი

18 იანვარი 2020, 09:07

მსოფლიო

ბრაზილიაში მინისტრის მოადგილე გებელსის ციტირების გამო გაათავისუფლეს

ბრაზილიის კულტურის მინისტრის მოადგილე რობერტუ ალვიმი, რომელიც ერთ-ერთი გამოსვლის დროს ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრ იოზეფ გებელსს ციტირებდა, თანამდებობას დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს.

მიწისძვრა

18 იანვარი 2020, 08:47

საქართველო

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კლიმტი ნახატი

18 იანვარი 2020, 08:37

კულტურა

იტალიაში შენობის კედელში გუსტავ კლიმტის ნახატი იპოვეს

23 წლის წინ მოპარული და გასულ თვეში ნაპოვნი გუსტავ კლიმტის ნახატი ორიგინალი აღმოჩნდა. BBC-ის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის ხელისუფლება ავრცელებს. „ქალის პორტრეტი“ 1997 წელს ქალაქ პიაჩენცის ერთ-ერთი გალერეიდან მოიპარეს. მებაღეებმა ის შემთხვევით, პიაჩენცაში, რიჩი ოდის გალერეის კედელში იპოვეს.