imedi /  10 ივნისი 2019, 15:48 / სანდო წყარო

BBC: რუსული მედია დაკავებულ ჟურნალისტს იშვიათ მხარდაჭერას უცხადებს

ივან გოლუნოვი

წამყვანი რუსული გამოცემების
გაზეთების პირველი გვერდები

სამი წამყვანი რუსული გაზეთი ნაკროტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს მხარდაჭერას უცხადებს. ამ ფაქტს BBC "იშვიათ" მოვლენად აფასებს და წერს, რომ გოლუნოვის დაკავება გახდა შემთხვევა, რომელმაც დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია.

რუსული გაზეთების "Ведомости"-ს, "РБК"-სა და "Коммерсантъ"-ის დღევანდელი ნომრის პირველ გვერდებზე გამოტანილია წარწერა "ჩვენ ვართ ივან გოლუნოვი". 

გოლუნოვის საქმეში არსებულ ფალსიფიცირებულ ფოტოებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. მისი განცხადებით, შეცდომები ხდება ხოლმე, "მათ შორის ჟურნალისტების მხრიდანაც, როდესაც წერენ ამა თუ იმ მატერიალს", - თქვა პესკოვმა და დასძინა, რომ ამასთან დიდი რაოდენობითაც კი უშვებენ ჟურნალისტები შეცდომებს. საუბარია პოლიციის მიერ გოლუნოვის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფოტოებზე, რომლებზეც აღბეჭდილი იყო ლაბორატორიის მსგავსი ადგილი, სადაც ნარკოტიკებს ამზადებენ. გოლუნოვის ნაცნობმა ჟურნალისტმა კი მოგვიანებით თქვა, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი ადგილი გოლუნოვის სახლი არ არის. 

BBC-ის ინფორმაციით, რუსული მედიის უდიდეს ნაწილს ხელისუფლება აკონტროლებს და Freedom House-ის მონაცემებით, 100 ქვეყანას შორის მედიის თავისუფლებით 83-ე ადგილზეა. 

ონლაინგამოცემა Meduza-ს ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსმა მუსიკოსმა ზემფირამაც. დღეს მისი ოფიციალური ვებგვერდი შავია და ჩანს წარწერა "თავისუფლება ივან გოლუნოვს".

გოლუნოვის დაკავებასთან დაკავშირებით მოსკოვში მისი მხარდამჭერი მარში გაიმართება. 

როგორც Meduza წერს, გოლუნოვის სისხლის ანალიზების შედეგების თანახმად, მის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.

მოსკოვის სასამართლომ გამოცემა Меduza-ს ჟურნალისტ ივან გოლუნოვს ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა. 

გამოცემა Меduza-ს კორესპონდენტს ივან გოლუნოვს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ფლობასა და გასაღების ფაქტზე წარუდგინეს. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული ბრალდება 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

რუსი ჟურნალისტი, რომელიც მოსკოველი მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეს იძიებდა, პოლიციამ 6 ივნისს მოსკოვში დააკავა

36 წლის ივან გოლუნოვი Меduza-ს კორესპონდენტია. გამოძიების ცნობით, დაკავებისას მას ნარკოტიკული საშუალების შეკვრა აღმოუჩინეს, მეორე პაკეტს კი ჟურნალისტის სახლში მიაგნეს. 

დამოუკიდებელი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა Meduza-ს ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს. 

ყველა სიახლე

ტაისონ ფიური
ტომ შვარცი

16 ივნისი 2019, 12:51

სპორტი

ტაისონ ფიურიმ შვარცი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა მოკრივე ტაისონ ფიურიმ ლას ვეგასში დაუმარცხებელ გერმანელ ტომ შვარცსს მოუგო.„ბოშათა მეფეს“ ბრძოლის მოსაგებად ორი რაუნდი დასჭირდა. მეორე რაუნდის ბოლოს, ბრიტანელმა შვარცი რინგის კუთხეში მიიმწყვდია და მსაჯმა ორთაბრძოლა შეაჩერა. ფიურიმ ბრძოლა ტენიკური ნოკაუტით მოიგო.

ემზარ კვიციანი

16 ივნისი 2019, 12:33

ტაბლოიდი

კვიციანი ვასაძეს: დიდება ღმერთს!!! ვიქნები 10 რომ დააკლდება რვას

ლევან ვასაძემ კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მეორე დღეს ვიდეომიმართვა, გაავრცელა, რომელშიც ბიზნესმენი მოუწოდებს "ქუდზე კაცებს", რომ 16 ივნისს შეიკრიბონ. "ვთხოვ ქალბატონებსა და ბავშვებს, ვერავის ვერ აუკრძალავ იქ მოსვლას, მარამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა, დარჩით სახლში. მე ვეძახი კაცებს",-ამბობს ის.

წერილები

16 ივნისი 2019, 12:25

ძალოვნები

მოსწავლეებმა ავღანეთში ქართველ სამხედროებს წერილები გაუგზავნეს

წერილებში მოსწავლეების შეკითხვები ძირითადად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების საქმიანობას შეეხებოდა. პატარებმა ჯარისკაცებს სამშობლოში ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებაც უსურვეს.

ლევან გორგაძე

16 ივნისი 2019, 12:18

სპორტი

ტოჩინოშინი საქართველოშია

ტოჩინოშინი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება, რომლის შემდეგაც, ის იაპონიაში დაბრუნდება. ის ივლისის სუპერტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 7-21 ივლისს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2019, 12:06

მსოფლიო

ტრამპი უარყოფს ცნობას, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევას ახორციელებს

"შეგიძლიათ თუ არა დაიჯეროთ, რომ The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ აშშ-მა, არსებითად, მოუხშირა რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევებს“, - წერს ტრამპი.

16 ივნისი 2019, 11:58

მსოფლიო

აფროამერიკელმა თანამშრომელმა Boeing-ი რასიზმში დაადანაშაულა

აფროამერიკელმა თანამშრომელმა ამერიკული კორპორაცია Boeing-ი რასიზმში დაადანაშაულა. კერტის ენტონიმ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც კანის ფერის გამო მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

Spice Girls

16 ივნისი 2019, 11:50

კულტურა

Spice Girls-ის წევრმა ფანებს ბოდიში მოუხადა. ვიდეო

ლაპარაკია ჯერი ჰოლიველზე, რომელმაც ბენდი 21 წლის წინ დატოვა. როგორც მან აღნიშნა, თავის საქციელს ძალიან ნანობს. თუმცა, ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტში გადაღლილი იყო და დასვენებას საჭიროებდა.Spice Girls-ი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია, რომელიც 2000 წელს დაიშალა.

16 ივნისი 2019, 11:44

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა „საქართველოს მელიორაციას“ 25 ავტომანქანა და ეკიპირება გადასცა

გარემოს დაცივსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს მელიორაციას“ მსოფლიო ბანკმა 25 ერთეული „რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

ახალი ზელანდიის სანაპირო

16 ივნისი 2019, 11:26

მსოფლიო

ახალი ზელანდიის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის სანაპიროსთააან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსაურის (USGS) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები 16 ივნისს საქართველოს დროით 00:55 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 34,4 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

16 ივნისი 2019, 11:25

მსოფლიო

გვატემალაში საყოველთაო არჩევნებია

პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევენ. თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, მეორე ტური 11 აგვისტოს გაიმართება. ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის 19 კანდიდატი იბრძვის.

ბაბე რუთი

16 ივნისი 2019, 11:21

სპორტი

ბეისბოლის ლეგენდარული მოთამაშის მაისური აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

უცნობია ვინ შეიძინა ლოტი. თუმცა, აუქციონზე სპორტული ნივთების მაღალ ფასში გაყიდვით რუთი ნამდვილი რეკორდსმენია. ახლა მან თავისი რეკორდი მოხსნა, რადგან 2012 წელს მისი იანკების მაისური $4.4 მილიონად გაიყიდა.

ინდოეთი

16 ივნისი 2019, 11:03

მსოფლიო

ინდოეთში ძლიერ სიცხეს მსხვერპლი მოჰყვა

ამავე ინფორმაციით დაღუპულია სულ ცოტა 29 ადამიანი. ჰაერის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ბიჰარის შტატშია. დედაქალაქ ნიუ-დელიში კი 10 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა.

16 ივნისი 2019, 10:57

მსოფლიო

გერმანია თავდაცვის ხარჯებს ზრდის

გერმანია თავდაცვის ხარჯებს ზრდის - განცხადება კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ვიდეო მიმართვაში გააკეთა. გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი წელს $47 მილიარდ 32 მილიონია. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, კიდევ $2 მილიარდი დოლარით გაიზრდება და 49 მილიარდ 32 მილიონს მიაღწევს.

კათოლიკეები

16 ივნისი 2019, 10:45

საქართველო

კათოლიკური სამყარო წმინდა სამების დღესასწაულს აღნიშნავს

"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სამების დღესასწაულს ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს, სულიწმინდა იყოს თქვენი მფარველი“,- ნათქვამია მილოცვაში.

16 ივნისი 2019, 10:39

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. უწყებაში დიპლომატის დაბარების მიზეზი ოფიციალური ლონდონის განცხადებაა.დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრებმა ომანის ყურეში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ირანს დააკისრეს.

მამების დღე

16 ივნისი 2019, 10:38

მსოფლიო

ამერიკაში მამის დღეა

"დღეს ამერიკაში მამის დღეა და გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ჯონ ადამსის სიბრძნე: „ყოველთვის დადექი პრინციპის მხარეს, თუნდაც დარჩე მარტო","- ამბობდა ის. შეგიძლიათ, გაიხსენოთ მამის საუკეთესო რჩევა,"- წერია საელჩოს განცხადებაში.

ტომ ჰენქსი

16 ივნისი 2019, 10:10

ტაბლოიდი

ტომ ჰენქსმა მაღაზია გაქურდა. ვიდეო

ჰენქსმა გამოწვევა მიიღო და ლოს-ანჯელესის მაღაზიიდან თავისივე გამოსახულებიანი მუყაოს ფიგურა და რამდენიმე ოსკარი მოიპარა. სანახაობა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.ჰენქსმა ამ ნივთების თანხა მაღაზიას მოგვიანებით გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე

16 ივნისი 2019, 10:07

საქართველო

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ცვეტა კარაინჩევასთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ცვეტა კარაინჩევა ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 ივნისი 2019, 09:59

ტაბლოიდი

ზელენსკიმ მოცეკვავე ფანტანს გადაურბინა. ვიდეო

ქვეყნის პირველი პირის ამ ქმედებას მოქალაქეთა ოვაციები მოჰყვა. მხიარული ინციდენტის ამსახველმა ვიდეომასალამ პოპულარობა მალევე მოიპოვა და სოციალურ ქსელში ბევრი ნახვა დააგროვა.

შსს

16 ივნისი 2019, 09:53

ძალოვნები

პოლიციამ ინტერნეტ-თაღლითობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები ამოიღეს, რომელთა გამოყენებითაც გ.ი. სოციალურ ქსელში თანხის თაღლითურად მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა",- წერია შსს-ს განცხადებაში.