imedi /  18 ივნისი 2019, 23:04 / სანდო წყარო

ევროპაში ელექტროსკუტერების გამო ავარიების შესამცირებლად რეგულაციები შემოიღეს

სკუტერი

გასულ კვირას საფრანგეთში, პარიზში 25 წლის ბიჭი, რომელიც ელექტრონული სკუტერით გადაადგილდებოდა, ავტოავარიაში დაიღუპა. ეს ელექტრონული სკუტერის მძღოლის დაღუპვის პირველი შემთხვევა იყო საფრანგეთში. პარიზში ელექტრონულ სკუტერებთან დაკავშირებით კონტროლი ივნისიდან დაიწყო და ამ მხრივ პრობლემა არა მხოლოდ საფრანგეთს აქვს. ამ თემის შესახებ სტატია euronews-მა მოამზადა.

პარიზის მერის განცხადებით, ივლისიდან ძალაში შედის კანონი, რომლითაც ელექტრონული სკუტერით მოძრაობის შემთხვევაში ქალაქის რაიონების უმეტესობაში გადაადგილება მხოლოდ 20 კმ/საათამდე იქნება დაშვებული, ხოლო საფეხმავლო ადგილებში მხოლოდ 8 კმ/საათით. კანონდამრღვევი კი 135 ევროთი დაჯარიმდება.

შვედეთში ელექტრონული სკუტერებით გამოწვეულ ავარიებს შემდეგნაირად გაუმკლავდნენ. შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ სკუტერის ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 250 ვატია, მაშინ მას მაქსიმუმ 20 კმ/საათით გადაადგილების უფლება აქვს. თუ სკუტერის ძრავის სიმძლავრე 250 ვატზე მეტია, მაშინ მისთვის აკრძალულია საერთო მოხმარების გზებზე სიარული და მხოლოდ შემოღობილ ტერიტორიაზე აქვს გადაადგილების უფლება. შვედეთში ასევე განისაზღვრა ის აღჭურვილობები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს სკუტერს: წითელი ნათება სიბნელეში ტარებისთვის, მუხრუჭები, სიგნალი, თუ მძღოლი 15 წელს ქვემოთ არის აუცილებელი ეკეთოს ჩაფხუტი.

ესპანეთში, კერძოდ ბარსელონასა და მადრიდში, საცალფეხო ზონებში ელექტრონული სკუტერები აკრძალეს, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს ქვეყანაში მათ რეგულირებასთან დაკავშირებული ნორმები. ამ ეტაპზე ესპანეთში კანონზე მუშაობენ. 

გერმანიაში ელექტრონულ სკუტერებთან დაკავშირებით კანონი 2019 წლის 15 ივნისიდან ამოქმედდა. კანონის თანახმად, იკრძალება სკუტერით 20 კმ/საათზე მეტი სიჩქარით გადაადგილება, არ შეიძლება სიარული ტროტუარსა და საცალფეხო ბილიკებზე, აკრძალულია მისი მართვა 14 წლამდე ადამიანისთვის. ასევე გაწერილია აღჭურვილობები, რომლებიც სკუტერს უნდა ჰქონდეს.

იტალიაში ამ მიმართულებით კანონს ზაფხულის ბოლომდე მიიღებენ. შემდეგ ამ კანონის იმპლემენტაცია ადგილობრივ ხელისუფლებებს დაეკისრებათ და მერები გადაწყვეტენ რა ადგილებში და როგორ, რა დოზით დაუშვან ელ.სკუტერების გამოყენება.

დიდ ბრიტანეთში ტრანსპორტის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აკრძალულია ელ.სკუტერით საავტომობილო გზებზე და ტროტუარებზე გადაადგილება. მათი ტარება ნებადართულია მხოლოდ კერძო ტერიტორიებზე. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს დაზღვევა, ნომერი, მათ მძღოლებს კი ლიცენზია და ჩაფხუტი. 

ყველა სიახლე

ნინო ფოჩხუა

28 თებერვალი 2024, 09:49

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა? - გასარკვევია, ვინ არის და საიდან ფინანსდება ჯგუფი, ვინც ორგანიზებას უწევს პროტესტს

ნინო ფოჩხუა ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა? - გასარკვევია, ვინ არის და საიდან ფინანსდება ჯგუფი, ვინც ორგანიზებას უწევს პროტესტს

28 თებერვალი 2024, 09:41

მსოფლიო

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია

ანკლავში, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. „ცაჰალი“ სახმელეთო და საავიაციო ოპერაციას სექტორის სხვადასხვა რაიონში, პარალელურ რეჟიმში ატარებს.

გიგი უგულავა

28 თებერვალი 2024, 09:17

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები, ჯერჯერობით არც ერთი პარტია ისე არ გამოიყურება

ჩემი აზრით, კოალიციაში იქნება ყველა: ა- ვინც გადალახავს, ბ- ვისთვისაც მკაფიო არის ორი რაღაც: ერთი ის, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას იმისთვის, რომ ბ - მეორე და მთავარი შესრულდეს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპისკენ სვლ, - ამის შესახებ გიგი უგულავამ ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ ვის ხედავს სამომავლოდ კოალიციაში.

28 თებერვალი 2024, 09:09

რეგიონი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროსა და უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეს მიაკვლიეს

კანონდამრღვევმა, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალა დასამუშავებლად, სახერხ საამქროში სატვირთო მანქანით გადაიტანა. საამქროს ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

28 თებერვალი 2024, 08:54

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთშია. უკრაინის პრეზიდენტი ტირანაში გვიან ღამით ჩაფრინდა, სადაც შეხვედრებს, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

28 თებერვალი 2024, 08:34

მსოფლიო

სუმისა და დონეცკის ოლქებში რუსეთის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა არმიამ დასახლებულ პუნქტებზე 60 -მდე იერიში მიიტანა. დრონებით თავდასხმა განხორციელდა ოდესაზეც. ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მსხვერპლი მოჰყვა დაბომბვას დონეცკის ოლქშიც.

მაკა ბოჭორიშვილი

28 თებერვალი 2024, 08:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს განაგრძობს

მთავარი თემა, საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლას, მოლაპარაკებების გახსნასა და ევროკავშირის გაფართოებას ეხება. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური შეცდომა ევროკავშირის მხრიდან გამოსწორებულია, საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და რეფორმების სისწრაფე იქნება მომდევნო წარმატების საფუძველი.

რობინ დანიგანი

28 თებერვალი 2024, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, აშშ-ის ელჩს პირველად მოუსმენენ

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს პირველად მოუსმენენ. საუბრის მთავარი თემა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და ქართულ-ამერიკული მხარეების სტრატეგიული პარტნიორობა იქნება.

ჯონ კირბი

28 თებერვალი 2024, 02:12

მსოფლიო

ჯონ კირბი: უკრაინაში მდგომარეობა ძალიან მძიმეა - უკრაინელები ტერიტორიის დაკარგვას იწყებენ, იმ ტერიტორიის, რომელიც ბრძოლით დაიბრუნეს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტზე არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ჯონ კირბი

28 თებერვალი 2024, 01:47

მსოფლიო

ჯონ კირბი: პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან

პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

28 თებერვალი 2024, 00:52

კულტურა

რაიან გოსლინგი „ოსკარზე“ I'm Just Ken-ს იმღერებს

გოსლინგი „ბარბიში“ შესრულებული კენის როლისთვის ნომინირებულია კატეგორიაში „საუკეთესო კაცი მსახიობი“, მის მიერ სურათში ნამღერი კომპოზიცია I'm Just Ken კი „საუკეთესო სიმღერის“ ტიტულისთვის იბრძვის.

28 თებერვალი 2024, 00:44

ტექნოლოგიები

ირანში უძველესი ტუჩსაცხი აღმოაჩინეს💄

არსებული ინფორმაციით, არქეოლოგებმა ფლაკონი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ჯიროფტის მახლობლად იპოვეს. ის ქლორიტისგან არის დამზადებული. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კოსმეტიკური ნივთიერების ასაკი 3 600 წელს შეადგენს. კოსმეტიკური ნივთიერების ძირითადი კომპონენტი დაფქული ჰემატიტი იყო.

28 თებერვალი 2024, 00:23

ტაბლოიდი

აშშ-ში, აუქციონზე ჰიროსიმის დაბომბვისას დამდნარი საათი გაიყიდა

ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ საათი თითბრისგან არის დამზადებული. ატომური ბომბის ჩამოგდებისას, 1945 წლის 6 აგვისტოს, საათის კორპუსი ნაწილობრივ დადნა, შუშა კი გაიბზარა. ისინი ჰიროსიმაში ბრიტანელმა ჯარისკაცმა აღმოაჩინა, რომელსაც ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაჰქონდა.

28 თებერვალი 2024, 00:18

პოლიტიკა

მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს „კლიმატის ცვლილების კანონის“ შემუშავების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე.

გიგი უგულავა

28 თებერვალი 2024, 00:04

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ნიკა გვარამია მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ

ნიკა გვარამია მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ, - განაცხადა გიგი უგულავამ ტვ პირველის ტოქშოუში „რეაქცია“.

თამარ ჩიბურდანიძე

28 თებერვალი 2024, 00:02

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: რაკი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ და ევროპაშიც მომძლავრდნენ მემარჯვენე პარტიები, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არის ეს დაკვეთა

„ჩვენ ვიცით, წელს ევროპარლამენტის საპარლამენტო არჩევნებია, გარდა ამისა, ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოში არის არჩევნები. ძალიან არის მომძლავრებული მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტიები, ანუ პარტიები, რომლებიც უპირველეს აქცენტს აკეთებენ საკუთარი ქვეყნის ტრადიციებზე და ფასეულობებზე. რამ გამოიწვია ეს? უკრაინის ომის ფონზე, ჩვენ ვიცით, რომ თუ ვინმეს დაარტყა უკრაინის ომმა, დაარტყა ევროპას და ევროკავშირს. მათზე მოხდა პირდაპირ ფოკუსირება სოციალური, ეკონომიური თუ სხვადასხვა მიმართულებით. ევროპულ სახელმწიფოებშიც კი, რომლებიც უმთავრესი ეპიცენტრია თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების, მომძლავრდნენ მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიები, რომლებმაც წინა ხაზზე გამოიტანეს ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, ღირებულებები და საკუთარი ნაციონალური თვითგადარჩენის საკითხი“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 თებერვალი 2024, 00:02

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: ჰესი არ ააშენოთო, ხე არ გადარგოთო - ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან ფინანსდებიან?

„ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ დგას მათ ზურგს უკან, საიდან ფინანსდებიან? რას ნიშნავს არ შეუშვაო იკითხავს მავანი, რას ნიშნავს და თავგასულობას რომელსაც ამკვიდრებენ კრებსითი ვარლამ გოლეთიანები. საინტერესოა როდემდე უნდა გაგრძელდეს მათი პარპაში?” - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

28 თებერვალი 2024, 00:01

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: მრჩება ეჭვი, რომ კვლავ ვიღაცის დავალება სრულდება და კრებსითი ვარლამ გოლეთიანები სანაცვლოდ ფულს იღებენ

არ შეიძლება კურორტების მოწყობას, ეკონომიკის ამუშავებას და განვითარებას, რეგიონში არსებული ლოკაციების ახალ სიცოცხლეს ხელს უშლიდნენ გარკვეული ჯგუფები, კრებსითი ვარლამ გოლეთიანები. სიახლეებთან მუდმივ წინააღმდეგობას განვითარება არ მოაქვს. - წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ „ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვა.

27 თებერვალი 2024, 23:36

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: პირველ რიგში ამერიკის საჭიროებებზე უნდა ვიზრუნოთ

პირველ რიგში ამერიკის საჭიროებებზე უნდა ვიზრუნოთ, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინისათვის დახმარების გამოყოფის საკითხიო განიხილეს.

27 თებერვალი 2024, 23:17

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი მაკრონის განცხადებაზე: პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.