Imedi /  28 ივნისი 2019, 13:47 / სანდო წყარო

გენუის ხიდი ააფეთქეს. ვიდეო

გენუის ხიდი

გენუის ხიდი

იტალიის ქალაქ გენუაში ჩანგრეული ხიდი ცოტა ხნის წინ ააფეთქეს. CNN-ის ინფორმაციით, ხიდის აფეთქებამდე მიმდებარე ტერიტორიიდან  4000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 

 


საავტომობილო ხიდი გასული წლის 14 აგვისტოს  ჩამოინგრა და 43 ადამიანი იმსხვერპლა. საპორტო ქალაქ გენუაში ხიდის ჩანგრევის შესახებ ვრცელ მასალას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

 

ყველა სიახლე

დიდი შვიდეული

21 აგვისტო 2019, 21:30

მსოფლიო

გერმანია „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია

როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რუსეთი ამ ფორმატიდან ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის გამო გარიცხეს და ეს პრობლემები ამ დრომდე აქტუალურია. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია.

მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო 2019, 21:08

საქართველო

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს

ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავისი საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია და უნდა იყოს ერთსულოვნება და ერთად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

21 აგვისტო 2019, 20:52

საქართველო

ცნობილია როდის ჩატარდება სკოლის ექსტერნის გამოცდები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე მათში შემავალი საგნებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადად 26 აგვისტო - 2 სექტემბერი განისაზღვრა.

ბათუმის ბულვარი

21 აგვისტო 2019, 20:14

საქართველო

ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული „რვაფეხა“ გაიხსნა

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა. რვაფეხას რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა.

21 აგვისტო 2019, 20:05

საქართველო

„კურიერის“ ჟურნალისტების უმრავლესობამ „რუსთავი 2“ დატოვა

"კურიერის" ჟურნალისტების უმრავლესობამ "რუსთავი 2" დატოვა. მათ ტელევიზიის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს და მედიასთან განცხადებებიც გააკეთეს. რეპორტიორების განცხადენით, ჯერ არ იციან სად გააგრძელებენ საქმიანობას, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ პროფესიულ საქმიანობას მალე დაუბრუნდებიან.

დუეინ ჯონსონი

21 აგვისტო 2019, 19:31

კულტურა

Forbes: დუეინ ჯონსონი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კაცი მსახიობია

Forbes-ი რეიტინგის შედგენისას, სამსახიობო ანაზღაურებასთან ერთად ბრენდებთან თანამშრომლობით გამომუშავებულ თანხასაც ითვლის. როკის შემოსავლებში მნიშვნელოვანი როლი სპორტული ტანსაცმელების ბრენდმა Under Armour-მა, "ფორსაჟსა" და სხვა ფილმებზე მუშაობამ შეასრულა.

სასტუმრო ჰილტონი

21 აგვისტო 2019, 19:22

საქართველო

ბათუმის „ჰილტონიდან“ სახანძრო სიგნალის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმის „ჰილტონში“ სახანძრო სიგნალი ჩაირთო, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა. შენობაში მყოფ სტუმრებსა და პერსონალს ტერიტორია დაატოვებინეს. როგორც გაირკვა, სიგნალი მეოცე სართულზე მდებარე რესტორანში ორთქლის გაჟონვის გამო ჩაირთო. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ საფრთხე მოიხსნა.

ბორის ჯონსონი
კერი საიმონდსი

21 აგვისტო 2019, 18:55

მსოფლიო

ბორის ჯონსონის მეგობარ ქალს აშშ-ის ვიზა არ მისცეს

საიმონდსმა აშშ-ში სამუშაოდ წასვლის მიზნით ვიზის მისაღებად განაცხადი შეავსო, თუმცა მან უარყოფითი პასუხი მიიღო. ის საზღვარგარეთ უახლოეს დღეებში უნდა გამგზავრებულიყო.ვიზაზე უარი სავარაუდოდ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ 2018 წელს საიმონდსი აღმოსავლეთ აფრიკაში ჩავიდა და სომალილენდის არაღიარებულ სახელმწიფოს ეწვია.

ძიუდო

21 აგვისტო 2019, 18:48

სპორტი

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამ წონით კატეგორიაში ქართველები ლიდერობენ

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი გამოაქვეყნა. შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში ქართველი სპორტსმენები ლიდერობენ. სათავეში ვაჟა მარგველაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი არიან.

კუბური ნიანგი

21 აგვისტო 2019, 18:46

ტაბლოიდი

ფიდელ კასტროს ნიანგმა კაცი დაკბინა

შვედეთში, სტოქჰოლმის აკვარიუმიდან 70 წლის კაცის ჰოსპიტალიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, როცა ის ნიანგმა დაკბინა. BBC-ის ცნობით, ნიანგს კუბის ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო ფლობდა. შემდეგ მან ორი კუბური ნიანგი სახელად კასტრო და ჰილარი კოსმონავტ ვლადიმერ შატალოვს 1978 წელს აჩუქა, რომელმაც ცხოველები სტოქოლმის აკვარიუმს 1981 წელს მიჰყიდა.

ნინო შუბლაძე

21 აგვისტო 2019, 18:22

საქართველო

ნინო შუბლაძე: საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელად მოიაზრება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, მან შეთავაზება მიიღო, თუმცა მედიაში, კერძოდ კი „რუსთავი 2-ში“ დაბრუნების გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტრევორ მალარდი

21 აგვისტო 2019, 18:21

ტაბლოიდი

ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერმა სხდომის დროს დეპუტატის ბავშვი გამოკვება

ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერმა ტრევორ მალარდმა წარმომადგენელთა პალატაში დებატების მიმდინარეობისას ერთ-ერთი დეპუტატის ბავშვი გამოკვება. მალარდმა პარლამენტში დეპუტატ ტამატი ქოფის შვილთან გადაღებული ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა.

21 აგვისტო 2019, 18:11

მსოფლიო

მექსიკაში შესაძლოა კოკაინის მოხმარება დაუშვან

მექსიკის სამართლის ისტორიაში პირველად, კოკაინის შეძენაზე, შენახვასა და მოხმარებაზე ორი ადამიანი სასჯელს გადაურჩა, ამის შესახებ BBC ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით წერს. ამ დრომდე ქვეყანაში მხოლოდ 0,5 გრამი კოკაინის ფლობა არ ისჯებოდა კანონით.

მეტ ფრედერიქსენი

21 აგვისტო 2019, 18:02

მსოფლიო

დანიის პრემიერმინისტრი არ ფიქრობს, რომ ტრამპის ვიზიტის გაუქმება ქვეყნებს შორის ურთიერთობას გააფუჭებს

ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ვიზიტის გაუქმება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ იმოქმედებს."ვიზიტის გაუქმება დანიასა და აშშ-ს შორის არსებულ კარგ ურთიერთობას არ შეცვლის", - განაცხადა დანიის პრემიერმინისტრმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება.

Walmart

21 აგვისტო 2019, 17:55

ეკონომიკა

Walmart-ი Tesla-ს უჩივის

მაღაზიათა ქსელი Walmart-ი კომპანია Tesla-ს დაუდევრობის გამო უჩივის. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით 2012-2018 წლებში Walmart-ის მაღაზიების სახურავებზე დამონტაჟებულ მზის 7 პანელს ​ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაზიანდა მაღაზიები და მათში შენახული საქონელი, რამაც Walmart-ს მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.

კონტი ჯგუფი

21 აგვისტო 2019, 17:53

ეკონომიკა

თურნავა: ველოდებით, რომ კონსორციუმი „კონტი ჯგუფს“ ადეკვატური პარტნიორით ჩაანაცვლებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას ანაკლიის პროექტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „კონტი-ჯგუფის“ გასვლა პროექტს აზარალებს.

გერმანია პოლიცია

21 აგვისტო 2019, 17:49

ტაბლოიდი

გერმანელმა ბიჭმა მშობლებისთვის მოპარული ავტომობილით საათში 140 კილომეტრი განავითარა

ბიჭი ქალაქ დორტმუნდისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე იპოვეს. მოზარდმა სამართლადმაცველებს თავისი საქციელი იმით აუხსნა, რომ გასეირნება უნდოდა, თუმცა მას შემდეგ გაჩერდა, რაც თავი ცუდად იგრძნო. ბავშვის დედის თქმით, ის ავტომობილს დიდი ხანია მართავს.

21 აგვისტო 2019, 17:37

მსოფლიო

ინდოეთის მთავრობამ ქაშმირში 2300 ადამიანი დააკავა

ინდოეთის მთავრობამ ქაშმირის რეგიონში 2300 ადამიანი დააკავა.- ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს. NBC News-ის ცნობით, დაკავების მიზეზი ანტი-ინდური კამპანიის წარმოება გახდა. ინდოეთის მთავრობა ცდილობს მაქსიმალურად შეავიწროვოს ის პირები, რომლებიც რეგიონისთვის ფართო ავტონომიური სტატუსის მინიჭებას და პაკისტანთან შეერთებას ითხოვენ.

ბადრი პატარკაციშვილი

21 აგვისტო 2019, 17:29

ძალოვნები

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდების მოწმეები - კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხნენ. საქმე ეხება აუდიო ჩანაწერს, რომელშიც ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.

21 აგვისტო 2019, 17:24

საქართველო

რიკოთის უღელტეხილის გზის რეაბილიტაციის ვიდეო გამოქვეყნდა

პროექტი ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის, 22 ახალი ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები და გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.