Imedi /  10 ივლისი 2019, 12:55 / სანდო წყარო

თვითმფრინავის ძრავა ჰაერში ყოფნისას მწყობრიდან გამოვიდა. ვიდეო

ჰაერში ყოფნის დროს თვითმფრინავის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ატლანტა-ბალტიმორის რეისის შესრულებისას, კომპანია Delta-ს თვითმფრინავის ძრავა გაფუჭდა, რამაც ბორტზე მყოფ 150 მგზავრში პანიკა გამოიწვია. 

მგზავრების თქმით, მათ თვითმფრინავში კვამლი შეამჩნიეს. ერთ-ერთმა მათგანმა კი მწყობრიდან გამოსული ძრავა ფანჯრიდან გადაიღო. მომხდარის გამო პილოტმა თვითმფრინავი ჩრდილოეთ კაროლინაში უსაფრთხოდ დასვა.

როგორც Delta-ში აცხადებენ, ხომალდის ძრავა შეცვალეს და თვითმფრინავი ავიარეისებს ჩვეულ რეჟიმში შეასრულებს.

ყველა სიახლე

05 მარტი 2021, 19:58

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 65 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 65 447 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 775 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ერიკ მამერი

05 მარტი 2021, 19:54

COVID19

ევროკომისია ვაქცინის მწარმოებლებს მოუწოდებს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ

ევროკომისია ვაქცინის მწარმოებლებს მოუწოდებს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა განაცხადა.

კორონავირუსის ვაქცინა

05 მარტი 2021, 19:49

COVID19

თამარ გაბუნია: საქართველო 140 ქვეყნიდან იმ 18 ქვეყანას შორისაა, რომელიც ვაქცინას „ფაიზერისგან“ დაჩქარებული წესით წლის პირველ კვარტალში მიიღებს

საქართველო 140 ქვეყნიდან იმ 18 ქვეყანას შორისაა, რომელიც გამონაკლისის სახით, დაჩქარებული წესით წლის ვაქცინას „ფაიზერისგან“ პირველ კვარტალში მიიღებს, - ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრი მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.მისი თქმით, ვაქცინების მოწოდება 22 მარტის კვირაში მოხდება „ყველა ფორმალობა ამ ეტაპზე დასრულებულია - ვაქცინების მოწოდება 22 მარტის კვირაში მოხდება.“ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

05 მარტი 2021, 19:35

პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შუამავლების ჯგუფს ჰქმნიან, რომელიც საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმარება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შუამავლების ჯგუფს ჰქმნიან, რომელიც საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმარება.

მამუკა მდინარაძე

05 მარტი 2021, 19:34

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ახირების გამო რაღაც საკითხები სახელმწიფოს შემთხვევაში კი არა, ორი ადამიანის პირად ურთიერთობაშიც არ წყდება

ახირების გამო რაღაც საკითხები სახელმწიფოს შემთხვევაში კი არა, ორი ადამიანის პირად ურთიერთობაშიც არ წყდება, - ამის შესახებ ჟურანლისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან დიალოგზე საუბრისას განუცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დიალოგისკენ მოწოდება, მათი „ნოუ ჰაუ“არ არის.

კელი დეგნანი

05 მარტი 2021, 19:34

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მხარეებს შორის შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, არსებობს ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას აღნიშნა, რომ ორივე მხარეს აქვს სურვილი, გამოსავალი მოიძებნოს და მოთხოვნებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერი საუბარი გაგრძელდეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ნათია თურნავა; ლევან დავითაშვილი

05 მარტი 2021, 19:20

რეგიონი

ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, მისი გაუმჯობესებისთვის გარკვეული მომენტები გავითვალისწინოთ

აქ არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი და დავინახეთ, რომ მათი პროტესტი გულწრფელია - აქ ჩვენ არ დაგვხვედრიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ რაღაც შოუ დადგან და ანგაჟირებული განცხადებები გააკეთონ. დარწმუნებული ვართ, რომ რასაც ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ პროექტის მეშვეობით, მათ შორის ეს ხეობის განვითარებასაც ემსახურება, - ეს განცხადება ნათია თურნავამ ე.წ. „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომლებიც „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

05 მარტი 2021, 19:17

COVID19

ჯანმოს დირექტორი: როდესაც საქმე ვაქცინებს ეხება, ქვეყნებმა „მე პირველ რიგში“ მიდგომაზე უარი უნდა თქვან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ როდესაც საქმე ვაქცინებს ეხება, ქვეყნებმა „მე პირველ რიგში“ მიდგომაზე უარი უნდა თქვან.

05 მარტი 2021, 19:13

რეგიონი

ირაკლი ანთაძე უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა

​​​​​​​ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქვემო ჭალაში ჩავიდა. ირაკლი ანთაძე უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა და მათ შეხვედრის დეტალები გააცნო.

05 მარტი 2021, 19:09

რეგიონი

რუსთავში ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება

რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება. კიდევ ერთი ძველი უბნის-რუსთაველის ქუჩის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პროექტი, საზოგადოებას რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ წარუდგინეს. ღონისძიებას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები და რიგითი რუსთაველები ესწრებოდნენ.

ვიქტორ ჯაფარიძე; ნათია ხვისტანი

05 მარტი 2021, 18:55

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე: პირად საკუთრებაში შეჭრა, მით უმეტეს, როცა სახლი დაკეტილია და იქ არავინ იმყოფება, არათუ ჟურნალისტურ სტანდარტებს, კანონიერებასაც სცდება

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის, „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი, კონკრეტულად კი დესტრუქციით სახელგანთქმული ემა გოგოხია შეიჭრა ჩემი და ჩემი მეუღლის, ვიქტორ ჯაფარიძის პირად საკუთრებაში, დაკეტილ სახლში და თვითნებურად დაიწყეს გადაღება, - წერს უმრავლესობის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი სოციალურ ქსელში და მთავარი არხის გადამღები ჯგუფის შეჭრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

ნათია თურნავა

05 მარტი 2021, 18:55

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსი ადასტურებს, რომ ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ძალიან დიდ, ქართულ საქმეს ვაკეთებთ ყველა

2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ 0.1 ქულით გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად. ეს კომპონენტებია: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).

ილჰამ ალიევი

05 მარტი 2021, 18:54

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დასრულებამ რეგიონში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შექმნა

ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დასრულებამ რეგიონში თანამშრომლობისთვის ახალი რეალიები და შესაძლებლობები შექმნა, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

05 მარტი 2021, 18:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვიქტორ ჯაფარიძის სახლში შეღწევა, მისი ნებართვის გარეშე მაშინ, როდესაც იქ არავინ იმყოფება, ძალიან ცუდი საქციელია, როგორც მინიმუმ

რაღაცა სტანდარტზე უნდა შევთანხმდეთ ამ ქვეყანაში - ძალიან კარგია მედიათავისუფლება და მემგონი „ქართულ ოცნებას“ ამაში რაღაც წვლილი აქვს, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ მედიათავისუფლება ისე გავიგოთ, რომ კერძო საკუთრებაში შევიდეთ და იქ ფარულად გადავიღოთ , არ არის სწორი საქციელი და გთხოვთ, ყველას, გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი. რაღაცა შეთანხმების ფარგლებში, რომ ასე არ მოიქცევა არავინ, უნდა ვიმოქმედოთ,- ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა და აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტო ჟურნალისტებს წარუდგინა.

ანდრია გვიდიანი

05 მარტი 2021, 18:48

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: ის უსაფუძვლო არგუმენტაცია, რაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ „ნამახვანჰესის“ მიმართ, უკვე გაბათილებულია

ძალიან კარგია, რომ ხელისუფლების მხრიდან გააქტიურდა კომუნიკაცია საზოგადოებასთან ნამახვანჰესის საკითხზე და მინისტრების დონეზე ხდება შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. იმ დეიზინფორმაციებს, რომელთან ავრცელებენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, უნდა გაეცეს დეტალური და ამომწურავი პასუხი, - ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

05 მარტი 2021, 18:45

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ომბუდსმენის განცხადებაზე: სასამართლოს ფუნქციების შეთავსებას არავის ვურჩევ

„კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, წინ სასამართლოა და სასამართლოს ფუნქციების შეთავსებას არავის ვურჩევ, არც აქ და არც იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია. რაღაც მოდაში შემოვიდა სამართლებრივი მოტივის გადაწონვა, სამართლებრივ მოტივს ვერასდროს ვერაფერი ვერ გადაწონის, ეს არის უმძიმესი შეცდომა, თუ ვინმე ასე ამბობს, რომ სამართლებრივ მოტივს რაღაც გადაწონის, ვერაფერი ვერ გადაწონის მითუმეტეს და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური მოტივაციის შესახებ მტკიცებულებები ვერ იარსებებს და ასეთი არ არსებობს“.

ეკატერინე მიქაბაძე

05 მარტი 2021, 18:35

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: პანდემიის მიუხედავად, ხელისუფლებას რეფორმები არ შეუჩერებია და ინვესტორების ნდობა მოიპოვა

„ჰერითიჯის ფონდის“ რეიტინგი ქვეყნის მაკროეკონომიკის სტაბილურობისა და სიძლიერის მაჩვენებელია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

05 მარტი 2021, 18:31

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები იძლევა იმის საფუძველს, რომ ეკონომიკური რეიტინგები იყოს პოზიტიური

რეიტინგების გამოქვეყნების დანიშნულება არის ის, რომ ბევრი კომპონენტის მიხედვით შეაფასო, რამდენად სწორად ვითარდება ქვეყანა. რამდენად სწორი მიმართულებით მიდის ის რეფორმები, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში, - ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

იგორ კოლომოისკი

05 მარტი 2021, 18:25

მსოფლიო

აშშ-მა იგორ კოლომოისკის სავიზო სანქციები დაუწესა

აშშ-მა უკრაინელ ბიზნესმენს, იგორ კოლომოისკის სავიზო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 მარტი 2021, 18:25

COVID19

თამარ გაბუნია: „ფაიზერთან“ მიმართებაში სამინისტროს ხარვეზი არც არასდროს ჰქონია

„ფაიზერთან“ მიმართებაში სამინისტროს ხარვეზი არც არასდროს ჰქონია და „ფაიზერს“ არ მიუნიშნებია ამ ხარვეზია არსებობის შესახებ. საკითხი შეხებოდა დამატებითი პირობების დაზუსტებას. დღევანდელი სატელეფონო ზარი იყო სწორედ ამ პირობების დაზუსტებისთვის. ყველა ინფორმაცია, რომელიც ფაიზერს სჭირდება, იმისთვის, რომ ვაქცინაცია გამოუშვას, ფაიზერს აქვს. ასევე აქვს ვაქცინა იმ დოზებით, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს“, - განაცხად გაბუნიამ.