Imedi /  10 ივლისი 2019, 22:06 / სანდო წყარო

რა ხდებოდა ჩრდილოეთ კაროლინაში ავარიულ დაშვებამდე თვითმფრინავის ბორტზე. ვიდეო

ჩრდილოეთ კაროლინაში თვითმფრინავის ავარიული დაშვების მიზეზი ძრავაზე შექმნილი პრობლემა გახდა. 

ამერიკული მედია წერს, რომ ბორტზე მყოფმა მგზავრებმა ლოცვა დაიწყეს, ზოგიერთს კი ოჯახის წევრებისთვის გამოსამშვიდობებელი შეტყობინების გაგზავნა სურდა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 150 მგზავრი იყო, ატლანტიდან ბილტმორში მიფრინავდა. 

„ჯერ ხმაურის ხმა გავიგეთ და მერე კვამლი გაჩნდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც იწვოდა. ამის სუნიც ვიგრძენი. მომხდარმა მგზავრებში დაბნეულობა გამოიწვია, ვერ გაიგეს, როგორ მოქცეულიყვნენ. ეკიპაჟის წევრებმა მოქმედების შესაბამისი ინსტრუქციებიც მოგვცეს. ისინი სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ“, - იხსენებს მგზავრი CNN-თან ინტერვიუში.  

აფრენიდან საათზე მეტი იყო გასული, როდესაც მგზავრებს აცნობეს, რომ ავარიული დაშვება იგეგმებოდა. 

„ვიცოდი, რომ შეტყობინებას ვერ გავგზავნიდი, თუმცა ტელეფონი მაინც ავიღე და დედას მივწერე, რომ მიყვარს“, - ამბობს მგზავრი. 

საბოლოოდ, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა. კომპანია დელტამ კი ალტერნატიული რეისი უზრუნველყო, მომხდარის მიზეზის დადგენას კი ცდილობს. 
 

ყველა სიახლე

კიმ კარდაშიანი

21 აგვისტო 2019, 14:23

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანი ფოტოშოპის გამოყენებაში ისევ გამოიჭირეს

თაყვანისმცემლებმა კიმ კარდაშიანს ფოტოშოპის წარუმატებელი გამოყენების გამო დასცინეს. საუბარია ფოტოზე, რომელიც რეალითი-შოუს ვარსკვლავმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. ფოტოზე კიმი თავის დასთან, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერ ქალთან კაილი ჯენერთან ერთად არის გამოსახული.

დავით ზალკალიანი

21 აგვისტო 2019, 14:08

საქართველო

ზალკალიანმა მოგერინისთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

ბრიტნი სპირსი

21 აგვისტო 2019, 14:06

ტაბლოიდი

ბრიტნი სპირსი სოციალურ ქსელში საკუთარი მარტოობის შესახებ წერს

ერთ დროს პოპულარული ამერიკელი მომღერალი, ბრიტნი სპირსი სოციალურ ქსელში საკუთარი მარტოობისა და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ წერს, - ინფორმაციას Mirror ავრცელებს. 37 წლის მომღერალი Instagram-ზე აღნიშნავს, რომ არავის ენდობა და ისეთ ქალაქში, როგორიც ლოს-ანჟელესია, თავს მარტოსულად გრძნობს.

21 აგვისტო 2019, 14:05

საქართველო

ოკუპანტები გუგუტიანთკარში ე.წ საზღვრის გავლების სამუშაოებს ვერტმფრენიდან აკვირდებიან

საოკუპაციო ძალამ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლა. დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

საქართველოს ერონული ბანკი

21 აგვისტო 2019, 13:31

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ახალი ოფისის მშენებლობას კადრების და ფუნქციების ზრდით ხსნის

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, ბანკის ახალი ოფისის მშენებლობა საკადრო პოლიტიკას უკავშირდება. „ეროვნული ბანკი კადრების ზრდას გეგმავს, ფართოვდება უწყების ფუნქციები და შესაბამისად, სათაო ოფისი ახალ მოთხოვნებს ვერ უპასუხებს“, - აცხადებენ სებ-ში. ბანკის ტექნიკური დავალების თანახმად, მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს.

რობერტ დე ნირო

21 აგვისტო 2019, 13:19

ტაბლოიდი

რობერტ დე ნირო ყოფილ თანამშრომელს უჩივის

რობერტ დე ნიროს კომპანიამ Canal Productions-მა ყოფილ თანამშრომელს სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს. გამოცემა PEOPLE-ის ცნობით, მსახიობი თავის ყოფილ თანაშემწეს ჩეიზ რობინსონს 6 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს. PEOPLE– ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, რობინსონმა რამდენიმე ათასი დოლარი პირადი ხარჯებისთვის გამოიყენა და American Express-ის

21 აგვისტო 2019, 12:57

საქართველო

ამერიკის საელჩო ჯუთაში ელიზაბეთ რუდის მოგზაურობის ფოტოებს ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ჯუთაში მოგზაურობის ფოტოს აქვეყნებს. Facebook-ზე გავრცელებულ ფოტოს დიპლომატიური წარმომდგენლობა შემდეგ აღწერას ურთავს: ეს სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია, იქ სადაც ბედნიერად ვატარებ ზაფხულს".

Facebook

21 აგვისტო 2019, 12:33

ტექნოლოგიები

Facebook-ი მომხმარებლებს პირადი მონაცემების დაცვის ახალ ბერკეტს სთავაზობს

Facebook-ზე გამოჩნდება ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აკონტროლონ ინფორმაცია, რომელსაც სოციალურ ქსელს სხვა ვებგვერდები და აპლიკაციები აწვდიან. ამ ფუნქციის ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება. დღეიდან სერვისით ირლანდიის, სამხრეთ კორეის და ესპანეთის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

ტომაშ პეტრიჩეკი

21 აგვისტო 2019, 12:30

საქართველო

ჩეხი მინისტრი: საქართველოს ტერიტორიის არალეგალური დაყოფის პრაქტიკა განახლდა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრიჩეკი სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის განახლებას გმობს. განცხადება აღნიშნულის შესახებ ტომაშ პეტრიჩეკმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. „საქართველოს ტერიტორიის არალეგალური დაყოფის პრაქტიკა განახლდა და საქართველოს რამდენიმე მოქალაქე გაიტაცეს“.

ტრამპი

21 აგვისტო 2019, 12:29

ეკონომიკა

ტრამპი აშშ-ის ეკონომიკის გასაძლიერებლად საშემოსავლო გადასახადის შემცირებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით საშემოსავლო გადასახადის დროებით შემცირებას განიხილავს. ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „სახელფასო გადასახადი არის ის საკითხი, რაზეც ვფიქრობთ და რაც ბევრს აინტერესებს“. ამერიკელები ხელფასიდან სახელმწიფოს გადასახადს უხდიან...

კახა კალაძე

21 აგვისტო 2019, 12:26

საქართველო

კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 60 ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 60 ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება, ხოლო 15 ოჯახს ფართი დაუკანონდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, გამოვლინდა კომპანია, რომელიც ბინათმშენებლობით დაზარალებული ადამიანების ნაწილს საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებს. ფართით 60 ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს.

ადამიანი-ობობა Marvel

21 აგვისტო 2019, 12:18

კულტურა

ადამიანი-ობობა Marvel-ის კინოსამყაროს ტოვებს

სტუდიები Sony და Marvel-ი ადამიან-ობობაზე ერთად აღარ იმუშავებენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით სტუდიები საკითხის ფინანსურ მხარეზე ვერ შეთანხმდნენ. ამასთან Sony-მ მომხდარზე პასუხისმგებლობა Marvel-ის მფლობელ კორპორაცია Disney-ს დააკისრა.

გაერო გაეროს უშიშროების საბჭო

21 აგვისტო 2019, 12:12

მსოფლიო

რუსეთმა და ჩინეთმა აშშ-ში რაკეტის გამოცდის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა. ამის მიზეზი აშშ-ის მიერ ახალი ფრთოსანი რაკეტის გამოცდა გახდა. მოსკოვი და პეკინი მიიჩნევენ, რომ რაკეტის პარამეტრები საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის უკვე გაუქმებულ შეთანხმებას არღვევს.

„ჩონჩხების ტბა“ ჰიმელაიზე

21 აგვისტო 2019, 12:04

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ჰიმალაის „ჩონჩხების ტბის“ საიდუმლო ნაწილობრივ ამოხსნეს

საერთაშორისო მეცნიერების ჯგუფმა ჰიმალაიზე მდებარე „ჩონჩხების ტბის“ საიდუმლო ნაწილობრივ ამოხსნა. ტბა რუბკუნდი ზღვის დონიდან 5 ათას მეტრზე მდებარეობს. მეცნიერებმა ახალი კვლევთ, დაადგინეს, რომ ტბაზე აღმოჩენილი ჩონჩხები ადამიანების სამ განსხვავებულ ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც ამ ადგილზე 1000 წლის წინ მივიდნენ. მეცნიერებმა 72 ჩონჩხის დნმ-ი შეისწავლეს.

კახა კალაძე

21 აგვისტო 2019, 11:50

ეკონომიკა

კალაძე: ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე კონკურსში ბრიტანულმა კომპანიამ გაიმარჯვა

კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაობა ბრიტანულ კომპანია Chris Blandford Associates-ს მოუწევს. მისი თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულება გუშინ გაფორმდა.

ზონალური პარკირება

21 აგვისტო 2019, 11:39

საქართველო

კახა კალაძე: ცენტრალური უბნები ​ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე ეტაპობრივად გადავა

ცენტრალური უბნები ​ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე ეტაპობრივად გადავა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, კოტე აფხაზის ქუჩაზე ზონალური პარკირება დაახლოებით 20 დღეა რაც საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა და პროექტმა გაამართლა. „დაახლოებით 20 დღეა, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე პარკირების სისტემა ამოქმედდა.

გაბრიაძის თეატრი

21 აგვისტო 2019, 11:28

კულტურა

გაბრიაძის თეატრის საათი ამერიკული გამოცემის რჩეულ მონუმენტურ საათებში მოხვდა

მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში, შეხვდებით ულამაზეს, მონუმენტურ საათს, რომელსაც საკუთარი ისტორია აქვს. ამერიკული გამოცემა Atlasobscura ასეთი საათებით დაინტერესდა და თავის მკითხველს ფორუმზე საყვარელი მონუმენტური საათების შესახებ გამოკითხა. პასუხები მრავალფეროვანი აღმოჩნდა და სტატიაში სათაურით - „17 მონუმენტური საათი,

21 აგვისტო 2019, 11:21

საქართველო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა ეთერში არ გადის

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერი“ დღეს ეთერში არ გასულა. 9-საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა გუშინ სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს. ტელევიზიიდან წავიდა წამყვანი პაატა იაკობაშვილიც. ამ ფაქტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გამოეხმაურა: „რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ

ლაურა ღაჭავა

21 აგვისტო 2019, 11:08

ძალოვნები

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

გარლიკი კლონირებული კატა

21 აგვისტო 2019, 10:52

ტექნოლოგიები

ჩინეთში კლონირებული კატა პირველად დაიბადა

ჩინური კორპორაცია Sinogene Biotechnology -ს მეცნიერებმა ქვეყანაში პირველად კატის წარმატებული კლონირება მოახერხეს. ბრიტანული ჯიშის კნუტი სახელად გარლიკი 21 ივლისს დაიბადა. ცხოველი აბსოლუტურად ჯანმრთელია. კნუტმა სახელი იმ კატის საპატივცემულოდ მიიღო, რომლის გენეტიკური მასალის გამოყენებით იყო შემქნილი.