უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტია იმარჯვებს. მთავარი
ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: shutterstock.com
ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია უკრაინის უმაღლესი რადის არჩევნებში ლიდერობს. ეგზიტპოლის თანახმად, პარტიამ „ხალხის მსახური“ ხმების 42-44% მიიღო. „ხალხის მსახურის“ შტაბმა ასევე განაცხადა, რომ პარტიის წარმომადგენლები, წინასწარი შედეგებით, კიევის ყველა, 13 ერთმანდატიან ოლქში იმარჯვებენ.
მეორე ადგილზეა პუტინთან აფილირებული ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ - მას ხმების 11-12% აქვს. მედვედჩუკმა ასევე განაცხადა, რომ პარტია არჩევნების შედეგებით ბოლომდე კმაყოფილი არ არის და „ბრძოლის ახალი ეტაპისთვის“ ემზადება. „ოპოზიციურ პლატფორმაში“ ასევე აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან „ხალხის მსახურს“ დაეხმარონ, მაგრამ არ ითანამშრომლებენ პროევროპულ პარტიებთან.
ჯგუფ „ოკეან ელზის“ ლიდერის პარტიამ 5%-ანი ბარიერი გადალახა. ვიქტორ ვაკარჩუკის „ხმა“ არჩევნებში 6%-ზე მეტს აგოვებს. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს და ყოფილი პრემიერმინისტრის, იულია ტიმოშენკოს პარტიები, ეგზიტპოლის თანახმად, 8-8%-ს მოიპოვებენ. დანარჩენი პარტიები უმაღლეს რადაში როგორც ჩანს ვერ მოხვდებიან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის „ახალ ძალთა მოძრაობა“, რომელმაც ხმათა 0,4-ზე მეტი ვერ მოაგროვა.
ვაკარჩუკთან თანამშრომლობაზე თითქმის ყველა პარტია ლაპარაკობს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი პარტია ვაკარჩუკს „სასაუბროდ პატიჟებს“. პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ მის „ევროპულ სოლიდარობას“ „ხმა“ რადის ახალ შემადგენლობაში „თავის მთავარ პარტნიორად მიაჩნია“. „ხმის“ კანდიდატმა იაროსლავ იურჩიშინმა განაცხადა, რომ პარტია მზადაა „პოროშენკოს და ტიმოშენკოს ძალებთან“ მოლაპარაკებისთვის, თუ ისინი, თავის მხრივ, მზად არიან „დეოლიგარქიზაციაზე სალაპარაკოდ“. თავად ვაკარჩუკმა განაცხადა, რომ პარტია მოლაპარაკებებს ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყებს. „ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებლობის ასაღებად და მზად ვართ თანამდებობებისთვის“, - თქვა მან.
რადის შემადგენლობა ყირიმის და დონბასის გამო არასრული იქნება. კანონის თანახმად, უმაღლესი რადის 450 დეპუტატიდან ნახევარს ირჩევენ პარტიული სიებით, ნახევარს კი - ერთმანდატიან ოლქებში. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ნაწილის სეპარატისტების კონტროლქვეშ მოქცევის გამო, 225 დეპუტატის ნაცვლად 199-ს აირჩევენ, ხოლო მთლიანობაში იქნება 424 დეპუტატი. ამ მომენტისთვის ერთმანდატიან ოლქებში კენჭისყრის შედეგები უცნობია.
არჩევნებზე აქტივობამ დაახლოებით 50% შეადგინა. 199 საარჩევნო ოლქიდან 100-ის მონაცემებით, დაახლოებით 21:50 საათისთვის, არჩევნებში ამომრჩევლების 49,39% მონაწილეობდა. მოქმედი რადის პირველმა ვიცესპიკერმა ირინა გერაშჩენკომ (პოროშენკოს პარტიის წევრი) აქტივობას დაბალი უწოდა და განაცხადა, რომ ასეთი აქტივობა „საზოგადოების რეალურ სიმპათიებს ამახინჯებს“.
რადის არჩევნები ვადაზე ადრე ჩატარდა იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. ზელენსკიმ რადა დაითხოვა და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყებისთანავე ახალი არჩევნები დანიშნა. მას შემდეგ გასული სამი თვის განმავლობაში უკრაინის პარლამენტის დეპუტატებმა პრეზიდენტის ინიციატივები არ დააკმაყოფილეს, მათ შორის რამდენიმე მინისტრის მოხსნის თაობაზეც.
ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ უკრაინის ახალი პრემიერმინისტრი „ეკონომიკის გურუ“ იქნება. პრეზიდენტის აზრით, მთავრობის ხელმძღვანელად უნდა დაინიშნოს „დამოუკიდებელი ძლიერი ადამიანი პროფესიული განათლებით“, რომელიც „პოლიტიკაში არასდროს ყოფილა“. კითხვას, შეიძლება თუ არა პრემიერმინისტრი სვიატოსლავ ვაკარჩუკი გახდეს, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩემი აზრით ეს კითხვა მას, ვაკარჩუკს უნდა დაუსვათ, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა“.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებისთანავე და ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნისთანავე (მოქმედმა რადამ გენერალური პროკურორი იური ლუცენკო არ მოახსნევინა) კორუფციონერებთან ბრძოლა დაიწყება. „ახლა გაჩნდება მთავრობა, ახალი გენერალური პროკურორი, რომლებიც ყველა იმ დაპირების შესრულებაზე იმუშავებენ, რომელიც მე წინასაარჩევნო კამპანიისას გავეცი და რომლებიც ჩემმა პარტია „ხალხის მსახურმა“ დაამტკიცა“, - თქვა მან.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 09:03
მსოფლიო
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საპორტო ქალაქი მოქა დაიკავეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საპორტო ქალაქი მოქა დაიკავეს. როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, დაჯგუფების მიერ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის აღება გლობალური ენერგეტიკული მარაგებისთვის კიდევ ერთ, დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
11 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: კიევზე რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა 11 სექტემბრის ღამეს კიევზე დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა, იუწყება უკრაინული მედია.
11 სექტემბერი 2026, 08:57
მსოფლიო
მადიარი: უსამართლობაა, რომ უნგრეთი ყოველდღიურად ერთ მილიონ ევროს იხდის ევროპის საერთო საზღვრის, უნგრეთის საზღვრის დასაცავად, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიისგან 200 მილიონ ევროს იღებს იმის გამო, რომ შესაძლოა, თავისი საქმე სათანადოდ არ შეასრულა
უნგრეთის პრემიერ მინისტრი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა თავშესაფრის მიცემის წესებისა და მიგრაციული პოლიტიკის დარღვევის გამო ყოველდღიურად მილიონ ევროს იხდის. პეტერ მადიარის თმით, უსამართლობაა ის, რომ უნგრეთს საკუთარი და ევროპის საზღვრების დაცვის გამო ჯარიმას ახდევინებენ.
11 სექტემბერი 2026, 08:50
რეგიონი
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად ბანაკის მონაწილეებს პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატები ესტუმრნენ. არაფორმალურ გარემოში სტუმრებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად სამოქალაქო პასუხისმგებლობის, პიროვნული განვითარებისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
11 სექტემბერი 2026, 08:41
პოლიტიკა
ანა წითლიძე: მე შემიძლია გვარამია პოლიტიკურად ისე დავმარხო, რომ ვეღარასდროს ვერ წამოყოს თავი - გვარამიამ მითხრა: მერაბ კოსტავა ვარ, მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო
მე შემიძლია პოლიტიკურად ისე დავმარხო გვარამია, რომ ვეღარასდროს თავი ვერ წამოყოს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.
11 სექტემბერი 2026, 08:35
პოლიტიკა
ნიკა გვარამია ანა წითლიძეზე: ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯია
„ნამუსგარეცხილი, ურეპუტაციო ქაჯი“ - ასე აფასებს ნიკა გვარამია ანა წითლიძეს. პარტია „ახალის’’ ლიდერის გამოხმაურება წითლიძის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, გვარამიამ მას უთხრა, რომ ის მერაბ კოსტავაა და მიშას გვერდზე გაწევს.
11 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
ზუკა რურუა მარტა კოსის განცხადებაზე: მისი შეფასება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში ცდილობენ ინტეგრაციას, არის ორმაგი სტანდარტი, ძალადობა და შიდა საქმეებში ჩარევის პირდაპირი მცდელობა
სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების გაღვივებაში ასრულებს ევროკომისრის როლს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა მარტა კოსის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
11 სექტემბერი 2026, 08:16
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: გარდაცვლილი ადამიანის ისტორიით რომ სპეკულირებენ, ეს საშინელი ტრაგედიაა - გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილი და „ასავალ-დასავალი“ სინქრონში მოქმედებენ
დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხებს, მთლიანად ამ პროცესს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, კითხვის ნიშანი არ არსებობს.- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
11 სექტემბერი 2026, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
11 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
11 სექტემბერი 2026, 01:16
მსოფლიო
The New York Times: ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს
ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 00:30
პოლიტიკა
ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“, რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს
ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, ამ პარტიას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. იგივე ხდება საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.
11 სექტემბერი 2026, 00:26
მსოფლიო
კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს
კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ალბერტას პროვინციის ქალაქ კალგარიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
11 სექტემბერი 2026, 00:21
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AfD -ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს
თუ ეცდებიან აკრძალონ AFD-ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული, ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა, გადაცემაში „იმედი LIVE“.
11 სექტემბერი 2026, 00:18
საზოგადოება
თამარ ჭოველიძის ქუჩიდან, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა აღდგა
ამჟამად, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტროტუარებზე მიმდინარეობს. ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, რომლის დასრულების შემდეგაც, LED სანათები დამონტაჟდება. საფეხმავლო ტერიტორიაზე კი დაიგება ფილები და მოეწყობა ბორდიურები. პროექტის საბოლოო ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ზედა ფენა, განხორციელდება შესაბამისი საგზაო მონიშვნები, დამონტაჟდება შუქნიშნები და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.
11 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ევროკავშირი მთელ მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო მთელი მსოფლიოს დიქტატი
ევროკავშირი მთელს მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო დიქტატი მთელი მსოფლიოსი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.
11 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება
ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. პრორუსებს გვეძახიან. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
10 სექტემბერი 2026, 23:42
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება
ჩემი ვარაუდია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.
10 სექტემბერი 2026, 23:33
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე
რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
10 სექტემბერი 2026, 23:24
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ღარიბაშვილის წერილზე: თურმე ძალიან მსხვილი ე.წ. „ატკატები“ ტყდებოდა ბატონი ღარიბაშვილის კაბინეტში. იგი ელოდა ახალი ბრალის წარდგენას, მან წინასწარ იცოდა ბატონი ბურჭულაძის თანამშრომლობის შესახებ და ორი დღით ადრე იყო ის პირველი წერილი, როდესაც გამოუშვა და ეცადა სამართლებრივი საკითხი გადაეტანა პოლიტიკურ ჭრილში
ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან ორმაგად გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ ეს სერიალი ბევრჯერ გვინახავს?! გვარამიათი დაწყებული, მელიათი გაგრძელებული და გიგი უგულავათი დამთავრებული - ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი იყო წარდგენილი, აბსოლუტურად ყველა ხდებოდა შემდეგ პოლიტიკური დევნილი. შემდეგ ეს საქმეები წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და ასიდან ასივე შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
10 სექტემბერი 2026, 23:16
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი. შემდეგ ამბობს, მე არაფერი ჩამიდენიაო
გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.


