imedi /  22 ივლისი 2019, 12:13 / სანდო წყარო

ირანმა 17 ამერიკელი ჯაშუში დააკავა

თეირანი

თეირანი

ირანში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) 17 ჯაშუში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ჯაშუშები ირანის ინფორმაციისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ გამოავლინა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაშუშებს უკვე გამოუტანეს განაჩენები და ზოგიერთი მათგანი სიკვდილით დაისჯება.

„გამოვლენილი ჯაშუშები მუშაობდნენ კერძო სექტორში ცენტრებში ეკონომიკურ, ბირთვულ, ინფრასტრუქტურულ და სამხედრო სფეროებში, სადაც ისინი საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

24 ივნისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე და სხვა ირანელ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება.

ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აშშ-მა 2018 წლის 5 ნოემბერს აამოქმედა. სანქციათა სია მას შემდეგ არაერთხელ გაფართოვდა. შეზღუდვები შეეხო ენერგეტიკის, გადაზიდვის, გემთმშენებლობისა და სხვა არაერთ სექტორს. მაშინ პრეზიდენტი  ტრამპი ამბობდა, რომ ეკონომიკური ზეწოლა ირანს ახალი მოლაპარაკებების დასრულებას აიძულებდა. 

ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.

რატომ გამწვავდა კონფლიქტი აშშ-ს და ირანს შორის, ამის შესახებ ვრცელი სტატია ამ ბმულზე  წაიკითხეთ. 

ყველა სიახლე

ვაჟა სირაძე

31 ოქტომბერი 2020, 17:10

სამართალი

გლდანში მომხდარი დაპირისპირების გამო პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა

გლდანში, საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების გამო პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 17:09

პოლიტიკა

პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. როგორც სპეციალური პენიტენციურ სამსახური იუწყება, დაწესებულებაში შექმნილი ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

31 ოქტომბერი 2020, 17:09

სამართალი

გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ჟურნალისტს კამერა დაუზიანდა, გამოძიება დაიწო

გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ შს სამინისტროში Imedinews-ს განუცხადეს.

შონ კონერი

31 ოქტომბერი 2020, 17:04

კულტურა

შონ კონერი 90 წლისა გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი, შონ კონერი 90 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია მსახიობის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც მეტი ამომრჩეველი მოვა დღეს არჩევნებზე, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“

რაც მეტი ამომრჩეველი მოვა დღეს არჩევნებზე, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე და ა.შ. იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების" ოფისში, რაც მეტი ამომრჩეველი მოვა დღეს არჩევნებზე, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე და ა.შ. იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების" ოფისში, ჟურნალისტებთან განაცხადა. განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 16:57

პოლიტიკა

მესტიის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში გრძელდება

მესტიის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში გრძელდება. ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 3,758-მა მოქალაქემ. რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და საოლქო კომისიაში არანაირი სახის საჩივარი არ შესულა.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 16:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უკვე წყალი არ გაუვა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია

ყველა მონაცემით, რომელიც შემოდის „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს. უკვე წყალი არ გაუვა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია. ეს, თავისთავად, ქვვეყნის გამარჯვებას ნიშნავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 16:51

პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი: ვიმედოვნებ, რომ ყველა პარტია პატივს სცემს ოფიციალურ შედეგებს

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი ასევე მშვიდად გაგრძელდება, როგორც მიმდინარეობს ამ წუთამდე და ვიმედოვნებ, რომ ყველა პარტია პატივს სცემს ოფიციალურ შედეგებს, - ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა გააკეთა. მისი თქმით, არჩევნები ცოცხალი დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და დიდი ბრიტანეთი საქართველოში ამ დემოკრატიული პროცესის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

გლდანი დაპირისპირება

31 ოქტომბერი 2020, 16:43

სამართალი

გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც აქტივისტების ნაწილი დაპირისპირების ადგილს განარიდა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე

არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე. ფიქსირდება გარკვეული მღელვარება და მცირე ინციდენტები, რამდენიმე საარჩევნო უბანთან. საინტერესოა, რომ ამ უბნებთან მღელვარებასა და მცირე ინციდენტებს ძირითადად წინ უსწრებს-ხოლმე ადგილზე პარტიული ტელევიზიების მისვლა - შეიძლება დამთხვევაა. დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 16:37

პოლიტიკა

მიგელ ბურზაკო: საქართელო დღეს დიდ ნაბიჯს დგამს დემოკრატიის კუთხით, ხმის მიცემის პროცესი კი უსაფრთხო გარემოში და მაღალი აქტივობით მიმდინარეობს

„საქართელო დღეს დიდ ნაბიჯს დგამს დემოკრატიის კუთხით. ხმის მიცემის პროცესი კი უსაფრთხო გარემოში და მაღალი აქტივობით მიმდინარეობს“, - აცხადებს მიგელ ბურზაკო. მისი განმარტებით, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ამბობს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის.

31 ოქტომბერი 2020, 16:36

პოლიტიკა

15:00 საათის მონაცემებით, აქტივობით პირველ ადგილზე კვლავ რაჭა-ლეჩხუმია

15:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჟა-ლეჩხუმის რეგიონში ფიქსირდება. აქ ამომრჩეველთა აქტივობამ 49.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 17 495 ამომრჩეველია. რეგიონში 35 358 საარჩევნო ასაკის მოქალაქეა. აქტივობით, ბოლო პოზიციაზე ქვემო ქართლია. რეგიონში 400 095 ამომრჩეველია, თუმცა, 15:00 საათის მონაცემებით, აქ აქტივობამ 33.9% შეადგინა.

იევეს სტევენსი

31 ოქტომბერი 2020, 16:32

COVID19

ბელგიის კრიზისის ცენტრის სპიკერი: ეგოიზმი ვირუსის საუკეთესო თანამზრახველია

„ეგოიზმი არის ვირუსის საუკეთესო თანამზრახველი”, - განაცხადა კრიზისის ცენტრის სპიკერმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ბელგიაში ეპიდვითარებაზე საუბრისას. კრიზისის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს და ყველა იმ წესის დაცვისკენ მოუწოდებს, რაც ვირუსის სწრაფად გავრცელების შესამცირებლად არის შემუშავებული.

31 ოქტომბერი 2020, 16:32

პოლიტიკა

დიდუბის საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარე: 15:00 საათისთვის დიდუბეში აქტივობა 37%-მდე გაიზარდა

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩრვნო ოლქში, ამ დროისთვის, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დიდუბის საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 15:00 საათისთვის აქტივობა დიდუბეში 37%-მდე გაიზარდა, რაც ციფრებში 25,787 ამომრჩეველს ნიშნავს. ლიკა ავალიშვილის განცხადებით, საოლქოში მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა.

იმედო ლაცაბიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:28

პოლიტიკა

15:00 საათის მონაცემებით, ხაშურის ოლქში, საკუთარი არჩევანი 25,000-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა

15:00 საათის მონაცემებით ხაშურის ოლქში რეგისტრირებული 66,000 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი უკვე 25,000-მა დააფიქსირა. ეპიდემიის გამო ოლქში შექმნილ სპეციალურ უბანზე 149 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათგან დაახლოებით 40%-მა უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სხვაგვარად ჯობს მოვლენების გაშუქება. ეს არის ქარიშხალი ტელევიზორში

სხვაგვარად ჯობს მოვლენების გაშუქება. ეს არის ქარიშხალი ტელევიზორში, მეტი არაფერი. რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 16:24

პოლიტიკა

15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 1 279 947 ამომრჩეველი (36,45%) მივიდა

15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 1 279 947 ამომრჩეველი (36,45%) მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 15:00 საათისთვის სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მისცა ხმა ჩვენს პარტიას და ჩვენს კანდიდატებს

არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ფიქსირდება გარკვეული მღელვარება და მცირე ინციდენტები, რამდენიმე საარჩევნო უბანთან.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 16:04

სამართალი

ნინო ცაციაშვილი: არჩევნებამდეც გავავრცელეთ ინფორმაცია სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილების შესახებ, პრევენციისთვის ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა

შინაგან საქმეთა სამინისტროში არჩევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საპოლიციო ძალების გადაადგილების შესახებ სამინისტრომ ინფორმაცია გუშინაც გაავრცელა. ცაციაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და პრევენციული ღონისძიებებისთვის, სადაც საჭირო იქნება, იქ მოხდება პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:58

პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი: ჩვენ პოლიციელებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება და დააფიქსირონ არჩევანი

„სამწუხაროდ, გუშინაც იყო მცდელობა დეზინფორმაციის გავრცელების... ჩვენ პოლიციელებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება და დააფიქსირონ არჩევანი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.