Imedi /  23 ივლისი 2019, 15:10 / სანდო წყარო

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გახდა.

კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. ჯონსონი ტერეზა მეის ჩაანაცვლებს და საქმიანობას 24 ივლისიდან შეუდგება.

ჯონსონის პოზიციაა, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე დატოვოს.

Brexit-ის მოწინააღმდეგეებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ბორის ჯონსონის პრემიერობა არ სურდათ. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი აცხადებდა, რომ ბორის ჯონსონის პრემიერობის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებდა.

რას ნიშნავს „რბილი ბრექსიტი“, რაზეც ბრიტანეთის მთავრობა შეთანხმდა, ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე. 

 

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 18:41

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ბრალდებაზე ოზურგეთში სურსათის დარიგებასთან დაკავშირებით: ეს იყო ერთ-ერთი წვეთი ტყუილების ზღვაში

რადგან ბავშვები ბაღში ვერ დადიან, მათ საკვები პროდუქტები ურიგდებათ. ოპოზიციამ კი მოიფიქრა, რომ ამისთვის მოსყიდვა დაერქმია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბექა დავითულიანი

28 ოქტომბერი 2020, 18:40

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: სოციალური ქსელი დიდი ხანია მედიად იქცა

სოციალური ქსელი დიდი ხანია მედიად იქცა და ამ მედიაში არის ბევრი მიმართულება. ვისაც რა მიმართულებით აქვს ინტერესი, იმ მიმართულებით ავითარებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის ოცეულის წევრმა, ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით,2012 წლამდე, როდესაც ტელემედია იყო მთლიანად უზურპირებული ხელისუფლების მიერ, სოციალურმა მედიამ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

ემანუელ მაკრონი

28 ოქტომბერი 2020, 18:29

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: რუსეთთან ურთიერთობებში ნდობის აღდგენის გარეშე ევროპაში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ნდობის თანდათანობითი აღდგენაა საჭირო. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, იური რატასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნიკოლოზ ყარალაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 18:26

COVID19

ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკის დირექტორის თქმით, ინფორმაცია, რომ კოვიდპაციენტი ადგილების არ ქონის გამო გარდაიცვალა ტყუილია

ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის შესახებ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საავადმყოფოს დირექტორი დეზინფორმაციას უწოდებს. ნიკოლოზ ყარალაშვილის განმარტებით, ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაციენტი ამ კლინიკაში ადგილების არ ქონის გამო გარდაიცვალა.

28 ოქტომბერი 2020, 18:26

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე მარტყოფში სპორტულ-გამაჯანსაღებელი საბავშვო მოედნის გახსნას დაესწრო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე სპორტულ-გამაჯანსაღებელი საბავშვო მოედნის გახსნას დაესწრო და მოსახლეობას შეხვდა.

Apple Google

28 ოქტომბერი 2020, 18:24

ტექნოლოგიები

Financial Times: Apple-ი საკუთარი საძიებო სისტემის შექმნაზე მუშაობს

ცოტა ხნის გამოშვებული iOS 14-ის ერთ-ერთ განახლებას რამდენიმე პოპულარული საძიებო დავალების შესრულება Google-ის გამოყენების გარეშე უკვე შეუძლია. FT ასევე წერს, რომ 2018 წელს Apple-მა სამსახურში ჯონ ჯანანდრეა აიყვანა, რომელიც მანამდე Google-ში საძიებო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამის გარდა Apple-ი რეგულარულად აქვეყნებს განცხადებებს სპეციალისტების ძებნის შესახებ, რომლებიც „ინოვაციური საძიებო ტექნოლოგიის არქიტექტურის რეალიზაციით“ უნდა დაკავდნენ.

სალომე ზურაბიშვილი

28 ოქტომბერი 2020, 18:23

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე და იმ პიროვნებების დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა

შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე და იმ პიროვნებების დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა და რომლებიც ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მოსახლეობისადმი მიმართვაში. სალომე ზურაბიშვილის მიმართვის ტექსტს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ამავე დროს გარკვეული პირების მხრიდან სახელმწიფო ისტიტუციებზე თავდასხმის შესახებ საუბრობს.

ბექა დავითულიანი

28 ოქტომბერი 2020, 18:16

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: სუბიექტური სადამკვირვებლო ორგანიზაციების მისიაა, არჩევნების დღეს ბევრი აბსურდი დაიდგას

სუბიექტური სადამკვირვებლო ორგანიზაციების მისიაა ბევრი აბსურდი დაიდგას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. „უკანასკნელი რამდენიმე არჩევნებია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეალური შედეგი წინასწარ არის ცნობილი და მარცხი გარდაუვალია. ამიტომ ისინი მუდმივად რაღაც დესტრუქციისა და პროვოკაციებისკენ არიან მიდრეკილები. ამ პროცესში მათთვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია სუბიექტური დამკვირვებელი, როგორც თვითონ დაარქვეს. არჩევნებზე დამკვირვებელი რომ სუბიექტურია ეს ნიშნავს, რომ შენი წარმომადგენელია. სუბიექტური დამკვირვებელი სხვას არაფერს ნიშნავს. ეს თავისი წარმომადგენლები იქ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით სხედან რამდენიმე მიზნით, ერთი -ადგილზე მოახდინონ პროვოცირება და ხელი შეუშალონ საარჩევნო პროცესს. მეორე - როცა მოხდება ხმების დათვლა, ეს პროცესიც შეაფერხონ. მესამე - როდესაც მოხდება ანგარიშების წერა, ეცდებიან ბევრი ანგარიში გაიგზავნოს, თითქოს მოხდა რაიმე დარღვევა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

28 ოქტომბერი 2020, 18:11

COVID19

აზერბაიჯანში საკარანტინო რეჟიმი დეკემბრამდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აღნიშნული ზომები კორონავირუსული პანდეემიის გავრცელების შეჩერებას ისახავს მიზნად, აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

საუნივერსიტეტო კლინიკა

28 ოქტომბერი 2020, 18:08

COVID19

საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ორსული პაციენტის გაქცევის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ორსული პაციენტის კლინიკიდან გაქცევის შესახებ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სამედიცინო დაწესებულების განცხადება Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

28 ოქტომბერი 2020, 18:00

რეგიონი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შენობაში ისწავლიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სასწავლო პროცესის გაცნობის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. ახალქალაქში მინისტრის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

შარლ მიშელი

28 ოქტომბერი 2020, 17:53

COVID19

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიან და უსაფრთხო ვაქცინას 2020 წლის ბოლოს ელოდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიან და უსაფრთხო ვაქცინას 2020 წლის ბოლოს ელოდება. განცახდება ამის შესახებ შარლ მიშელმა დღეს ბელგიურ მედიასთან საუბრისას გააკეთა. „მე იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყიში უკვე 3 ან 4 ვაქცინა გვექნება. ევროკომისიამ წევრ ქვეყნებთან ერთად უკვე გააფორმა არაერთი კონტრაქტი , რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ როდესაც ვაქცინა იქნება, ჩვენ გვექნება ვაქცინის საჭირო დოზა. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს და ვერ მოხდება ყველას ერთად ვაქცინაცია. ეს დაკავშირებულია გარკვეულ ლოჯისტიკურ პრობლემებთანაც, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას გვსურს ერთიანი მიდგომა იყოს და მჭიდრო კოორდინაცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის”, - განაცხადა შარლმ მიშელმა.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:51

პოლიტიკა

კახა კალაძე: წლის ბოლომდე ნაძალადევში, მანჯგალაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

2014 წელს ნაძალადევის რაიონის ბიუჯეტი 13-14 მლნ ლარი იყო, დღეს 24-25 მლნ ლარია. რა თქმა უნდა, იგი მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:50

საზოგადოება

Public Opinion Strategies-ის მიერ გამოკითხულთა 41% ფიქრობს, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა შეიცლება თუ არა - გაუმჯობესდება თუ გაუარესდება. ჯამში, რესპონდენტთა 41% ფიქრობს, რომ გაუმჯობესდება, 27% ჯამში ფიქრობს, რომ გაუარესდება, ხოლო 17% ამბობს, რომ იგივე დარჩება.

28 ოქტომბერი 2020, 17:46

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 500 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 500 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულ მონაცემებს სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჯანდაცვის ორგანოების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:42

საზოგადოება

კახა კალაძე: თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზად არის და ქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება

კახა კალაძის თქმით, თემქის ხევის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა ნაძალადევში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:37

პოლიტიკა

კახა კალაძე: მინდა, მივმართო ჩვენს მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პროვოკაციებს

კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს მივმართო ნაძალადევის რაიონიდან, ჩვენ გამარჯვებამდე დარჩა სამი დღე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:34

საზოგადოება

Public Opinion Strategies-ის მიერ გამოკითხულთა 51% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დასაქმებასა და უმუშევრობას ასახელებს

დასაქმება და უმუშევრობა 51%, სიღარიბე და სოციალური დახმარება 32%, ოკუპირებული ტერიტორიები 27%, ფასების ზრდა 19%, კორონავირუსი 17%, განათლება 13%, ჯანდაცვა 12%, პენსიები 11%, შიდა პოლიტიკური უსაფრთხოება 6%, საგარეო საფრთხეები 4%.

გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 17:32

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, საბოლოო მიზანი კი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა

ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, ხოლო საბოლოო მიზანი არის სრულფასოვანი წევრობა ევროატლანტიკურ ოჯახში. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი თაობებისთვის, - ამის შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:30

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ კვლავ ჩააბაროს ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“

„მთავარი თემა, მთავარი განწყობა, რაც მე დავინახე ეს იყო, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ ჩააბაროს კვლავ ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“. მე ეს მტკიცედ დავინახე მათი დამოკიდებულებიდან და ეს არ იყო საარჩევნო პროცესებზე საუბარი. ეს იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ყოფით ნაწილზე, იმ გამოწვევებსა და იმ მომავალ გეგმებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს ნაძალადევის რაიონში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.