imedi /  23 აგვისტო 2019, 13:58 / სანდო წყარო

ამაზონის ტყე იწვის. რა საფრთხე ემუქრება მსოფლიოს? ფოტო

ამაზონის ხანძარი

ამაზონის ტყე

ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების ყველაზე ძლიერი ხანძარი უკვე მე-17 დღეა მძვინვარებს. მას ასეულობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა ებრძვის, თუმცა ამ დრომდე ცეცხლს ვერ აქრობენ. 

BBC-ის ინფორმაციით, წლის განმავლობაში ბრაზილიაში ცეცხლის კერების მასობრივმა აფეთქებებმა რეკორდი მოხსნა. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში წლის დასაწყიდან იქ 74 000-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება. ამის მიზეზად მშრალი სეზონი, ბუნებრივი მოვლენები თუ ადამიანთა გაუფრთხილებლობა სახელდება. თუმცა აქტივისტები მომხდარში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ ის გარემოს დაცვისადმი უყურადღებობას იჩენს. ბრაზილიის პრეზიდენტი, კი ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს.

ხანძრის ეპიცენტრი ბრაზილიის ჩრდილოეთია, სადაც ამაზონის შტატი და ამაზონის ტყე მდებარეობს. იქ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრის შედეგად წარმოქმნილი დაკვამლიანება შტატის ფარგლებს გასცდა. სპეციალისტების თქმით, კვამლი მომწამვლელ ნივთიერებებსაც შეიცავს.

ამაზონის ტყე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 3 მილიონამდე ცხოველისა და მცენარის სახეობას უყრის თავს. შესაბამისად, ის დედამიწის ბიომრავალფეროვნების 10%-ის თავშესაფარია. ასევე, ამაზონში მილიონამდე ადგილობრივი მცხოვრებია. გლობალური დათბობის რეგულირებისთვის ამ ტყეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ეკოსისტემაში. მაგალითად, ამაზონის ტყე წლიურად მილიონამდე ნახშიროჟანგს შთანთქავს და ატმოსფეროში მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს.

ამაზონის ტროპიკული ტყის ფართობი 7 მლნ კვ კმ-ა და ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. უდიდესი ნაწილი კი - 60%, ბრაზიალიაშია. შესაბამისად,  ამაზონის ტყე პლანეტის ტროპიკული ტყეების თითქმის ნახევარს და დედამიწაზე მცხოვრები ფლორისა და ფაუნის სახეობების უდიდეს კოლექციას მოიცავს. 

გლობალური დათბობის შესაჩერებლად მეცნიერები ხეების დარგვის რეკომენდაციით გამოდიან. სწორედ ამიტომ, დედამიწის ფილტვებად წოდებული ამაზონის ტყის ხანძარი საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. სპეციალისტების შეფასებით, ამ ერთ-ერთი უდიდესი ტყის განადგურება ნახშიროჟანგის რაოდენობის გაზრდას გულისხმობს, რაც დედამიწის მცხოვრებთათვის სახიფათოა. 

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, ამაზონის ტყის ხანძრები საერთაშორისო დონის კრიზისს წარმოადგენს, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ სამიტის დღის წესრიგში მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს. 

„ჩვენი სახლი იწვის. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამაზონის ტყე დედამიწის ჟანგბადის 20%-ს აწარმოებს და ის ახლა იწვის. ეს საერთაშორისო დონის კრიზისია. მოვუწოდებ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებს, პირველ რიგში ეს საგანგებო სიტუაცია განვიხილოთ“, - დაწერა მაკრონმა Twitter-ზე.

ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო მთელი მსოფლიო განიცდის, Twitter-ზე ჰეშთეგი #PrayforAmazonia შეიქმნა, ჰოლივუდის მსახიობმა ლეონარდი დიკაპრიომ კი ამ ფაქტს Instagram-ზე პოსტი მიუძღვნა.

ყველა სიახლე

Thomas Cook

23 სექტემბერი 2019, 08:24

ეკონომიკა

მსოფლიოში უძველესმა ტურისტულმა კომპანიამ იძულებითი ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

​ბოლო დღეებში კომპანია, რომელსაც კრედიტების გასტუმრების პრობლემები შეექმნა, ვალების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებს კრედიტორებთან და მთავარ აქციონერთან - Fosun Tourism Group-თან აწარმოებდა, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. კრედიტორებმა კომპანიას 900 მილიონი გირვანქა გამოუყვეს, თუმცა Thomas Cook-ი კიდევ 200 მილიონს საჭიროებს.

რესპუბლიკური საავადმყოფო

23 სექტემბერი 2019, 08:07

საქართველო

თბილისში ხის წაქცევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა დასტაბილურდა

ძლიერი ქარის გამო, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ხის წაქცევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა. დაშავებული კაცი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ის კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2019, 01:30

მსოფლიო

ტრამპმა და ერდოღანმა რეგიონული საკითხები განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები განიხილეს. თურქული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. ერდოღანი დღესვე სამრეთ კაროლინელ სენატორს ლინდსი გრაჰამს შეხვდა. თურქი ლიდერი საერთაშორისო უსაფრთხოებაზე აპირებს ყურადღების გამახვილებას.

ჟან-ივ ლე დრიანი

23 სექტემბერი 2019, 01:26

მსოფლიო

ფრანგი მინისტრი: ჩვენი მთავარი პრიორიტეტი აშშ-ირანს შორის დაძაბულობის დეესკალაციაა

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს დაგეგმილ შეხვედრებზე საფრანგეთის მთავარი მიზანი აშშ-სა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობების დეესკალაციაა, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ჰასან როუჰანის შეხვედრა ახლა მთავარი პრიორიტეტი არ არის.

თალიბანი

23 სექტემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

„თალიბანის“ დელეგაციამ ჩინეთში ოფიციალური შეხვედრები გამართა

9 წევრისგან შემდგარი ჯგუფი ავღანეთში ჩინეთის წარმომადგენელს დენ სინძიუნს შეხვდა. მთავარი სასაუბრო თემა აშშ-სთან ჩაშლილი მოლაპარაკებები იყო. შაჰინის თქმით, ჩინელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ აშშ-სა და "თალიბანს" შორის მოლარაპარაკებები ავღანეთის საკითხის მშვიდობიანად გადაჭრისთვის კარგი შესაძლებლობაა.

მაიკ პომპეო

23 სექტემბერი 2019, 00:41

მსოფლიო

პომპეო: აშშ-ს მიზანი ირანთან ომის თავიდან არიდებაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ მომპეო აცხადებს, რომ ამერიკას ირანთან ომის თავიდან არიდება სურს, თუმცა ამისთვის ზომების მიღებაა საჭირო. პომპეოს განმარტებით, ომანის ყურეში დამატებითი ჯარების გაგზავნა მხოლოდ „თავდაცვას“ ნიშნავს. სახელმწიფო მდივნის თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ასეთ შემაკავებელ ზომას მიიღებდა.

ბრედ პიტინი  ჯიმი ფელონი

23 სექტემბერი 2019, 00:15

ტაბლოიდი

ბრედ პიტმა და ჯიმი ფელონიმ ვერც ამჯერად იპოვეს საერთო ენა. ვიდეო

მსახიობი ბრედ პიტი და ტელეწამყვანი ჯიმი ფელონი დიდი ხანია ცდილობენ საერთო ენის გამონახვას, მაგრამ არ გამოსდით. მაგალითად, 2013 წელს - იოდლით, 2015 წელს ბრეიქდენსით. ცოტა ხნის წინ მათ წარმოადგინეს კიდევ ერთი, ახალი ვიდეო, რომელიც რესტორანშია გადაღებული. თუმცა სავარაუდოდ, ვერც ამჯერად გამონახეს საერთო ენა.

ვან გოგი

23 სექტემბერი 2019, 00:05

კულტურა

ვან გოგის ორი ადრეული პერიოდის ნახატი აუქციონზე გაიყიდება

ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ორი ადრეული ნამუშევარი ბელგიის ქალაქ გენტის აუქციონზე გაიყიდება. ვარაუდობენ, რომ ერთი ნახატი $240,000-ად შეფასდება, მეორე-140,000 ევროდ. ორმა მყიდველმა ანონიმად დარჩენა ისურვა. ისინი ბელგიელები არიან და პირობა დადეს, რომ ნამუშევრებს ქვეყნის შიგნით დატოვებენ, რაც ნახატების მფლობელთა მოთხოვნაც იყო.

გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილი

22 სექტემბერი 2019, 23:40

სპორტი

ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ სერბეთის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომცა

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ზურაბ დათუნაშვილი სოციალურ ქსელში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მიეცათ.

მიგრანტი

22 სექტემბერი 2019, 23:27

მსოფლიო

მიგრანტები ფრენბურთის გუნდის სახელით შვეიცარიაში შესვლას ცდილობდნენ

ათენის აეროპორტში დააკავეს მიგრანტები, რომლებიც ფრენბურთის გუნდის სახელით შვეიცარიაში უკანონოდ შესვლას ცდილობდნენ. საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით BBC იუწყება, რომ ჯგუფი 10 კაცისგან შედგებოდა, „გუნდის“ ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი და ორი ბურთიც ჰქონდათ თან.

ბიაფი

22 სექტემბერი 2019, 23:08

კულტურა

BIAFF-მა გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოავლინა

კინოფესტივალის მთავარი პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის სლოვაკურმა ფილმა „და იქმნა ნათელი“ აიღო, რომლის რეჟისორიც მარკო სკოპია. მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში გაიმარჯვა ამირან დოლიძის ფილმა „ცხოველი“. საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად კი დასახელდა კიმ ლონგინოტოს „მაფიის გადაღება“.

ნიკო ფიროსმანი

22 სექტემბერი 2019, 23:02

კულტურა

იაპონელმა არქიტექტორმა ნიკო ფიროსმანს 100 წლის შემდეგ ოცნება „აუსრულა“

ფიროსმანზე, ვან გოგზე, მათზე ერთად და ცალ-ცალკე ბევრი ისაუბრეს სიმპოზიუმზე, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა. ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ქართული მხრიდან სიმპოზიუმის პირველი გამომსვლელი იყო. დისკუსიის ერთ-ერთი ნაწილი იმ დარბაზში შედგა, სადაც ნამუშევრები ფერად კედლებზე 20 ოქტომბრამდე დარჩება.

ბორჯღალოსნები

22 სექტემბერი 2019, 22:55

სპორტი

რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები უელსს დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას უელსის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს. მეორე შეხვედრა ბორჯღალოსნებს 29 სექტემბერს ექნებათ, ამ დღის მეტოქე მოგვიანებით კანადა-ურუგვაის შორის გაირკვევა. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსისსა და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდა.

იუჯა ვანგი

22 სექტემბერი 2019, 22:50

კულტურა

იუჯა ვანგმა წინანდალში ყურძენი დაწურა. ვიდეო

ცნობილმა პიანისტმა იუჯა ვანგმა საქართველოში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები და ვიდეო Instagram-ზე გამოაქვეყნა. პიანისტი სტუმრად წინანდალში იყო, სადაც რთველში ჩაერთო, შემდეგ კი ღვინო დაწურა. იუჯა ვანგი საქართველოს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში ესტუმრა.

ებოლა

22 სექტემბერი 2019, 21:57

მსოფლიო

ჯანმო: ტანზანია ებოლას ვირუსის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს

ტანზანია ებოლას ვირუსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელებაზე უარს ამბობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, რეგინი ებოლას ეპიდემიას ებრძვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არაოფიციალურად არის ცნობილი, რომ ტანზანიაში ებოლას ორი ახალი შემთხვევაა დაფიქისრებული.

ბავშთა პორნოგრაფია

22 სექტემბერი 2019, 21:56

ძალოვნები

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

არასრულწლოვნებს, პორნოგრაფიულ ფოტოებს სავარაუდოდ ოჯახის წევრების თანხმობით უღებდნენ და შემდეგ საზღვარგარეთ ყიდდნენ. მსხვერპლთა და ბრალდებულთა ნათესავები ამტკიცებენ, რომ ფოტოების პორნო შინაარსზე არაფერი იცოდნენ.

სინაგოგა

22 სექტემბერი 2019, 21:32

მსოფლიო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი სინაგოგა 2022 წელს გაიხსნება

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი სინაგოგა 2022 წლისთვის აშენდება. ის აბუ-დაბიში მულტიფუნქციური კომპლექსის ნაწილი იქნება, რომლის მიზანიც ისეთი სივრცის შექმნაა, რომელიც რელიგიათაშორის დიალოგსა და მშვიდობიანი თანაცხოვრებას უზრუნველყოფს.

22 სექტემბერი 2019, 21:14

საქართველო

პატრიარქმა კიდევ 800-მდე ბავშვი მონათლა

სამების ტაძარში მესამოცე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა. დღევანდელ ნათლობამდე კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს 38 175 ნათლული ჰყავდა.

ისრაელი

22 სექტემბერი 2019, 21:02

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები დაიწყო

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში პრეზიდენტს ნაკლები პოლიტიკური ფუნქციები აქვს, ამ შემთხვევაში მას მთავარი როლი ეკისრება, ვინაიდან საკითხავია ვინ გახდება პრემიერმინისტრი - ისევ ბენიამინ ნეთანიაჰუ თუ გენშტაბის ყოფილი უფროსი ბენი განცი.

აქციები ეგვიპტეში

22 სექტემბერი 2019, 20:40

მსოფლიო

ეგვიპტეში აქციების მეორე დღეს ათობით ადამიანი დააკავეს

ეგვიპტეში მეორე დღეა პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციების მეორე დღის ღამე შეტაკებასა და დაკავებებში გადაიზარდა. პოლიციამ ასევე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი. აქციები ასევე გაიმართა კაიროში.