imedi /  01 სექტემბერი 2019, 17:30 / სანდო წყარო

ქარიშხალი „დორიანი“ უმაღლეს კატეგორიამდე გაძლიერდა

შტორმი

შტორმი

ქარიშხალი „დორიანი“, რომელიც ფლორიდისა და ბაჰამის კუნძულებისკენ მიემართება, მეხუთე, უმაღლეს კატეგორიამდე გაძლიერდა. ამის შესახებ აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით BBC წერს.

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრის განცხადებით, საშიში შტორმი ბაჰამის კუნძულებს ძლიერი წვიმით და ქარით დაატყდება. ამ განცახადების შემდეგ, ქალაქ გრანდ-ბაჰამის მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ასევე დაიხურა კუნძულებზე მდებარე რამდენიმე აეროპორტი. თუმცა ცენტრალური აეროპორტი ამ დრომდე მუშაობს. 

ქარიშხალი ფლორიდამდე 2 სექტემბერს მიაღწევს. 

მანამდე „დორიანი“ პუერტო-რიკოს ტერიტორიაზე მძვინვარებდა, ფლორიდას კი სავარაუდოდ 1 სექტემბერს მიაღწევს. შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მოსახლეობას სულ მცირე ერთი კვირის სამყოფი საკვებით, წყლით და პირველადი მოხმარების სამედიცინო საშუალებებით მომარაგება ურჩიეს.

„დორიანი“ აშშ-ში ამ სეზონზე მეოთხე ქარიშხალია. „ბარის“ შედეგად ერთი ადამიანია დაიღუპა.  მანამდე ფლორიდას „გორდონმა“ და „მაიკლმა“ გადაუარეს. სტიქიამ რამდენიმე ათეული ადამიანი იმსხვერპლა. 

სინოპტიკოსების პროგნოზებით, „დორიანი“ შესაძლოა 1992 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ქარიშხალი გახდეს. 1992 წელს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალ „ენდრიუს“ შედეგად 65 ადამიანი გარდაიცვალა და 63 000 სახლი განადგურდა.

ყველა სიახლე

ვულკანი

17 სექტემბერი 2019, 23:25

მსოფლიო

Fox News: იასამნისფერი დაისი რუსეთში ამოფრქვეული ვულკანის შედეგია

მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში იასამნისფერი დაისი რუსეთში ამოფრქვეული ვულკანის შედეგია. კოლორადოელი მკვლევარების მტკიცებით, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მზის ჩასვლისას ეს იშვიათი ფერები ივნისში რუსეთში ამოფრქვეულმა ვულკანმა „რაიკოკმა“ გამოიწვია.

ჯასტინ ტრიუდო

17 სექტემბერი 2019, 23:08

მსოფლიო

ტრიუდომ კამერონ ორტისის დაკავების გამო შეშფოთებული მოკავშირეები დაამშვიდა

ტრიუდო შეეცადა დაემშვიდებინა მოკავშირეები, რომლებიც წუხილს გამოთქვამენ ჯაშუშობის საქმეზე კანადის დაზვერვის მაღალჩინოსნის დაკავებაზე. მას წვდომა არა მხოლოდ კანადის, არამედ მისი მოკავშირეების დაზვერვის მონაცემებზეც ჰქონდა.

ედვარდ სნოუდენი

17 სექტემბერი 2019, 22:50

მსოფლიო

ედვარდ სნოუდენის წიგნით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი დაინტერესდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელ ედვარდ სნოუდენს სასამართლოში უჩივლა, - წერს CNN. მიზეზი სნოუდენის ახალი წიგნია. როგორც იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები განმარტავენ, წიგნში „გაუთქმელობის შეთანხმება“ ირღვევა.

რუსეთი

17 სექტემბერი 2019, 22:36

მსოფლიო

რუსეთმა ორი ჩრდილოკორეული გემი ბრაკონიერობისთვის დააკავა

რუსეთის განცხადებით, გემებზე მყოფი პირები უკანონოდ თევზაობდნენ და ამასთან, ერთ-ერთი გემიდან სანაპირო დაცვის მიმართულებით ცეცხლიც გახსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი რუსი მესაზღვრე. ჩრდილოეთ კორეა ამასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

ცისფერი ზვიგენი

17 სექტემბერი 2019, 22:22

მსოფლიო

გადაშენების პირას მყოფი ცისფერი ზვიგენი დიდ ბრიტანეთში კვების ფესტივალზე წარადგინეს

წითელ ნუსხაში შეტანილი იშვიათი ცისფერი ზვიგენი დიდ ბრიტანეთში საკვების ფესტივალზე წარადგინეს, - წერს CNN. შემთხვევამ ბუნების დამცველთა აღშფოთება გამოიწვია. გადაშენების პირას მყოფი ზვიგენის საკვებად ქცევამ სოციალურ ქსელშიც დიდი აღშფოთება გამოწვია.

სერიალები

17 სექტემბერი 2019, 22:03

საქართველო

საქართველოში სერიალების პირდაპირ ეთერში ყურების დრო შემცირდა

2019 წლის მეორე კვარტალში, ერთმა ადამიანმა გადახვევის რეჟიმში სერიალების ყურებას ყველაზე მეტი დრო - საშუალოდ 18 საათი დაუთმო. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში 13%-ით შემცირდა პირდაპირ ეთერში სერიალის ყურების დრო.

სალომე ზურაბიშვილი

17 სექტემბერი 2019, 21:48

ძალოვნები

პრეზიდენტმა კიდევ ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილამ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით კიდევ ერთ მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. ზურაბ ნადირაძის შეწყალება "მთავარ არხს" ნადირაძის შვილმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა.

ნინო ლომჯარია

17 სექტემბერი 2019, 21:32

საქართველო

ომბუდსმენი პრეზიდენტს აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ნინო ლომჯარია პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას უერთდება.

ავსტრალია

17 სექტემბერი 2019, 21:07

მსოფლიო

ირანში ავსტრალიის სამ მოქალაქეს ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს

ორი მათგანი ფოტოებს ირანის სამხედრო ობიექტებს და აკრძალულ არეალებს უღებდნენ ფოტოებს. სასამართლოს სპიკერის განცხადებით, წყვილი იდენტიფიცირებულია და ასევე ამოღებულია ფოტოები, რომლებსაც დრონის გამოყენებით იღებდნენ. მესამე პირთან დაკავშირებით კი საქმე ინდივიდუალურად არის აღძრული.

საუდის არაბეთი

17 სექტემბერი 2019, 20:31

მსოფლიო

აშშ აცხადებს, რომ დაადგინა ადგილები საიდანაც ირანმა საუდის არაბეთზე იერიში მიიტანა

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადეს, რომ ლოკაციები საიდანაც თავდასხმა განხორციელდა ირანის სამხრეთით მდებარეობს და სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით მდებარეობს. ნავთობტერმინალებზე თავდასხმამ 14 სექტემბერს მოხდა. ირანმა აშშ-ის ბრალდება უარყო და ომისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ქართლის ქარის ელექტროსადგური

17 სექტემბერი 2019, 20:13

ეკონომიკა

ქართლის ქარის ელექტროსადგური აუქციონზე გაიყიდება

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილი აუქციონზე გაიყიდება, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება. მისი საწყისი ღირებულება 14 250 000 დოლარია. ის ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტია საქართველოში, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ/სთ–ია.

ტაივანის აღიარება

17 სექტემბერი 2019, 19:53

მსოფლიო

სოლომონის კუნძულებმა ჩინეთის მთავრობად ტაივანის ნაცვლად პეკინი აღიარა

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სოლომონის კუნძულების მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პეკინს ჩინეთის მთავრობად ცნობს, ამასთან, ტაიპეიში საელჩოს დაუყოვნებლივ დახურვა დააანონსა.

პანდა

17 სექტემბერი 2019, 19:43

ტაბლოიდი

ჩინეთში პოპულარული პანდა ტაილანდის ზოოპარკში მოკვდა

პანდა, რომელიც ჩინეთის ზოოპარკიდან ტაილანდის ზოოპარკში ჰყავდათ გადაყვანილი, მოკვდა, - წერს abc News. ტაილანდის ზოოპარკის თანამშრომლები გლოვის ნიშნად თეთრსა და შავი ფერის სამოსში გამოეწყვნენ და დაღუპულ პანდას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 19 წლის პანდას გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ასაკი გახდა.

სტიქია

17 სექტემბერი 2019, 19:34

საქართველო

სტიქიამ გურჯაანის და ყვარლის სოფლები დააზარალა

სოფელ ველისციხეში ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაისეტყვა სოფელ ვაზისუბანში ვენახების ნაწილი. ძლიერი ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში ხე მოტეხა და საბავშვო ბაღის ღობე დააზიანა. ხე დაეცა ყვარელში სატვირთო მანქანასაც, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბელარუსი

17 სექტემბერი 2019, 19:25

მსოფლიო

11-წლიანი პაუზის შემდეგ აშშ ბელარუსში ელჩს დანიშნავს

ამერიკის შეერთებული შტატები 11 წლის შემდეგ ბელარუსში დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენს და ელჩს გაგზავნის. ეს გადაწყვეტილება მინსკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დევიდ ჰეილისა და ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ოლიმპიური თამაშები

17 სექტემბერი 2019, 19:09

სპორტი

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას ორი ოფიციალური თილისმა აქვს

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას ოფიციალური თილისმა აქვს - პანდა სახელად ბინ დუნდუნი და მანათობელი სიუე ჟუნჟუნი. გარდა ამისა, მანათობელი სიუე ჟუნჟუნი 2022 წლის პარაოლიმპიადის სიმბოლოც გახდა. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა თილისმების შესახებ ფოტოები და ვიდეოები Twitter-ზე გაავრცელეს.

ჭიდაობა

17 სექტემბერი 2019, 19:03

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი მედალი მოიპოვეს. კერძოდ, ყაზახეთში მიმდინარე პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ბრინჯაო დაისაკუთრა. მძიმეწონოსანმა გადამწყვეტი შეხვედრის დროს გერმანელი ედუარდ პოპი დამაჯერებლად დაამარცხა და ნაკრებს ოლიმპიური საგზურიც მოუტანა.

კობა გვენეტაძე

17 სექტემბერი 2019, 18:51

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: ვმუშაობთ საბანკო რეგულაციების გამარტივებაზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2019 წლის დასაწყისში ამოქმედებული ახალი რეგულაციების, ძირითადი მიზნები მიღწეულია და ეროვნული ბანკი უშვებს შესაძლებლობას რომ რეგულაციების წესები გადაიხედოს და იყოს უფრო გამარტივებული.

Amazon-ი

17 სექტემბერი 2019, 18:38

ტექნოლოგიები

Amazon-ი მომხმარებელს უკვე CD-ი ხარისხის მუსიკასაც სთავაზობს

Amazon-ის მომხმარებელს მუსიკალური ალბომების ჩამოტვირთვა ან მუსიკის სმენა ამიერიდან უფრო მაღალი ხარისხითაც შეეძლება. Amazon-ი ამ მხრივ მსოფლიოში პირველი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ამ ხარისხის მუსიკას მიაწვდის. Amazon-იდან შესაძლებელი იქნება Ultra HD ხარისხის მიღებაც. Amazon-იდან შესაძლებელი იქნება Ultra HD ხარისხის ალბომების ჩამოტვირთვაც, რაც CD-ზე უკეთესია.

რობერტ ქოჩარიანი

17 სექტემბერი 2019, 18:32

მსოფლიო

ერევნის სასამართლომ ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი პატიმრობაში დატოვა

4 სექტემბერს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავება უკანონოდ ცნო. თუმცა ქოჩარიანის გათავისუფლებაზე სომხეთის გენპროკურატურამ უარი თქვა. ქოჩარიანს ბრალი 2018 წლის 26 ივლისს კონსტიტუციური წყობის დამხობისთვის წაუყენეს.