imedi /  09 სექტემბერი 2019, 15:40 / სანდო წყარო

ევროკავშირი და აშშ რუსეთის მიერ ყირიმში არჩევნების ჩატარებას გმობენ

ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის რუსეთის მიერ ყირიმში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რადგან ეს უკრაინის და არა რუსეთის ტერიტორიაა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

„ნებისმიერი, ვინც ამტკიცებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე ყირიმის და სევასტოპოლის მოსახლეობის ინტერესებს წარმომადგენლად იყო არჩეული, უკრაინის ამ ტერიტორიების წარმომადგენლად არ ჩაითვლება“, - განაცხადა მოგერინიმ.

„არჩევნების“ შედეგებს არც აშშ აღიარებს. შესაბამის განცხადება უკრაინაში აშშ-ის საელჩოს Twitter-ის გვერდზე გამოჩნდა.

„ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ოკუპაციური ხელისუფლების მიერ ჩატარებული ე.წ. „არჩევნების“ შედეგებს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უკანონო ქმედებებს ყირიმში და კიდევ ერთხელ ვუცხადებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „არჩევნების“ ჩატარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაგმო.

ადგილობრივი და რეგიონული არჩევნები რუსეთში 8 სექტემბერს ჩატარდა. თითქმის ყველა რეგიონში გამარჯვება ხელისუფლების კანდიდატებმა მოიპოვეს, თუმცა მოსკოვის სათათბირობაში ოპოზიციას 45-დან 20 ადგილი შეხვდა.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 აგვისტო 2021, 16:30

მსოფლიო

ზელენსკი: თუ დღეს დროებით ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე ცხოვრობ და მიიჩნევ, რომ შენი გზა რუსეთისკენაა და რუსი ხარ, მაშინ უნდა წახვიდე და შენი ადგილი რუსეთში ეძებო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასი არასდროს იქნება რუსეთის ტერიტორია, ხოლო ვისაც რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ხილვა სურს, რუსეთში უნდა ეძებოს საკუთარი ადგილი.

05 აგვისტო 2021, 16:27

ეკონომიკა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი გრანტი სტარტაპმა Phubber-მა მიიღო

მათი ინფორმაციით, Phubber-ი სოციალური შოპინგის პლატფორმაა, რომელიც სოციალური ქსელისა და ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიის მიქსია. აპლიკაციის მოსარგებლე ყველა პირი არის მყიდველიც და გამყიდველიც, მათ აქვთ თავისი პერსონალური მაღაზიები, სადაც შეუძლიათ ნივთების ატვირთვა, აქვთ რეიტინგის სისტემა, შეფასებები და ჰყავთ Follower-ები. აპლიკაცია ლაივ რეჟიმში მუშაობს უკვე 19 თვეა, ჰყავს 120 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი, გაყიდულია 40,000-ზე მეტი ნივთი ჯამური ღირებულებით 5 100 000 ლარი.

05 აგვისტო 2021, 16:26

საზოგადოება

მსჯავრდებულებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება

მსჯავრდებულების კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიზნით სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში, ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს. ეს სიახლე მსჯავრდებულებს ასევე შესაძლებლობას მისცემს კარიერა სწორად დაგეგმონ და მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ

05 აგვისტო 2021, 16:24

მსოფლიო

პოლონეთში ერთმანეთს ორი ტრამვაი შეეჯახა, დაშავდა 31 ადამიანი

პოლონეთის ქალაქ პოზნანში ერთმანეთს ორი ტრამვაი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა RMF24 ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 16:24

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: გაგრძელდება საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები

მისი თქმით, საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკებზეა დაფუძნებული და მართვის მაღალი ხარისხი, დასტურდება ყველა საერთაშორისოდ აღიარებული შეფასებითა და რეიტინგით.

ემილიო და მიხაელ ბალაკი

05 აგვისტო 2021, 16:22

სპორტი

მიხაელ ბალაკის შვილი 18 წლისა გარდაიცვალა

18 წლის ემილიო პორტუგალიაში, 5 აგვისტოს ღამეს ავარიაში მოყვა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულები. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 16:00

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: გამარტივდება და გაუქმდება მთელი რიგი ტრანზაქციები კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის

გამარტივდება და გაუქმდება მთელი რიგი ტრანზაქციები კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ინოვაციურ რეფორმებზე მეგობრული საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 15:59

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკური რეფორმები მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი ინსტრუმენტია

ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. ესენია: ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესმეგობრული საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო დავების რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა.

05 აგვისტო 2021, 15:57

საზოგადოება

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.

05 აგვისტო 2021, 15:43

COVID19

კომპანია Moderna აცხადებს, რომ მისი ვაქცინის ეფექტურობა მეორე დოზის მიღებიდან 4-6 თვის განმავლობაში 93%-ს შეადგენს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna აცხადებს, რომ მისი ვაქცინის ეფექტურობა მეორე დოზის მიღებიდან 4-6 თვის განმავლობაში 93%-ს შეადგენს.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 15:41

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: მაკროსტაბილურობისთვის გვჭირდება ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება და საგარეო მოწყვლადობის შემცირება

„გლობალური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაზიანების გარეშე შევძელით პანდემიაზე სათანადო პასუხის გაცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური აღდგენის პროცესების სწრაფად დასაწყებად. დღეს ჩვენი ამოცანაა ბიუჯეტის დეფიციტის ნორმალიზაცია და ვალის მაჩვენებლის შემცირება. 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალს შევამცირებთ 45 პროცენტამდე, 2030 წლისთვის 40 პროცენტზე დაბლა, ხოლო დეფიციტს - 2%-მდე. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული სამიზნე მაჩვენებლები“, - განაცხადა ხუციშვილმა.

05 აგვისტო 2021, 15:33

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა

ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას.

05 აგვისტო 2021, 15:33

თავდაცვა

გენერალ-მაიორი ტომას კარდენი წეროვანში აშშ-ის საელჩოს წიგნების კუთხის გახსნას დაესწრო

მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წიგნების კუთხე გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრო აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი, რომელიც საქართველოში Agile Spirit 2021-ის დახურვის ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

ამირან სალუქვაძე

05 აგვისტო 2021, 15:28

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ჟურნალისტ დანიელ ჰამილტონს: ვინ გეკითხება შენ, ჩვენს ქვეყანაში ვინ გადადგება?!

„რა გვარი აქვს ტიპს, ჰამილტონია. ჯერ მხოლოდ ჰამილტონის საათები რად ღირს, მერე მწერლები, პოლიტიკოსები, მათემატიკოსები და ა.შ. ეს, ალბათ, ლედი ჰამილტონის შთამომავალია?! ვინ გეკითხება შენ, ჩვენს ქვეყანაში ვინ გადადგება?! ანალოგიურად, არც ჩემი საქმეა მაგ, სააკაშვილის პირადი მადიდებლის ქვეყანაში, ვინ გადადგება. ჟურნალუსტი რომ ხარ, თუ შეგიკვეთეს სტატია, დაწერე კომპეტენციის ფარგლებში. შეგიძლია გააკეთო სუბიექტური შეფასებები. შეგიძლია დამკვეთის მიერ გამოგზავნილი ტექსტი საკუთარ სტატიად შეასაღო მკითხველს... ასევე შეგიძლია პერიოდულად სააკაშვილის ფოტოები აზიარო. შენი გემოვნებაა. ისე, მასე აქტიურად მისი აქაური ფანები არ აზიარებენ ხოლმე... მაგრამ, რა შენი საქმეა სხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის მიმართ პოლიტიკური მოწოდებების გაკეთება?! რაღამც ამან თქვა, უნდა დავუჯეროთ.რა სათაურია ნახეთ, "ბიძინა ივანიშვილის იმპულსებიო..." ეტყობა, ლონდონში გრძნობს ბიძინას იმპულსებს. დღეში ორ სტატიას აცხობს საქართველოზე. დამკვეთი ვინაა, მიხვდებით“ - წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ის გვერდზე.

პაატა იმნაძე

05 აგვისტო 2021, 15:12

პოლიტიკა

პაატა იმნაძე: ჩემი პირადი რეკომენდაციაა, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს

ჩემი პირადი რეკომენდაციაა, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს. როცა რაიმე გადაწყდება მოგახსენებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

05 აგვისტო 2021, 15:08

თავდაცვა

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, სენაკში, II ბრიგადის პოლიგონზე კომბინირებული წვრთნა გაიმართა

Agile Spirit 2021-ის პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა სენაკში, II ბრიგადის პოლიგონზე კომბინირებული წვრთნა გამართეს. მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში მსგავსი მასშტაბური სწავლება პირველად ჩატარდა, სადაც მონაწილეობა საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებმა ერთმანეთის მხარდამხარ მიიღეს.

ამირან გამყრელიძე

05 აგვისტო 2021, 15:07

COVID19

ამირან გამყრელიძე: გამოვალთ ინიციატივით, რომ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომელთა 70-80% ორჯერადად აცრილია, კორონავირუსისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ გამოვა ინიციატივით, რომ იმ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომელთა 70-80 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია, კორონავირუსისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

იაგო ხვიჩია

05 აგვისტო 2021, 14:59

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ევროკომისიის ანგარიშზე: ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა ყოველი ასეთი რჩევის გადათქმა ხელისუფლებას ძვირად უჯდებოდეს

„სანამ ჩვენი მეგობრების, ევროპის რეკომენდაციებს ქართველი ხალხი კარგად არ გაიგებს და არ გაიაზრებს, რომ ამ ხალხს ჩვენთვის კარგი უნდა, მანამდე ხელისუფლება რეკომენდაციებს ხან გაითვალისწინებს და ხან არ გაითვალისწინებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა ყოველი ასეთი რჩევის გადათქმა ხელისუფლებას ძვირად უჯდებოდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დავით ზალკალიანი

05 აგვისტო 2021, 14:57

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო აგრძელებს ყველა ფორმატის გამოყენებას ქვეყნის დეოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მხარდაჭერის მობილიზაციის კუთხით

„4 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. სხდომის ფარგლებში ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა გამოხატეს საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა. ყველა მონაწილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, დაგმეს რუსეთის მიერ უწყვეტი მიმდინარე პროვოკაციები, რომლებიც პანდემიის მიუხედავად გრძელდება და კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერებული სამხედრო ყოფნა და სამხედრო წვრთნები, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაცია, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები. მათ მოუწოდეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ბებუა და საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც უკანონოდ არიან დაკავებულები“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე

05 აგვისტო 2021, 14:48

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: რუსეთის მხრიდან დესტრუქციული გადაწყვეტილებები მოსალოდნელია, მაგრამ არ მგონია, ამას დიდი პერსპექტივები ჰქონდეს

ყველა ის შესაძლებლობა და უკეთესი ცხოვრების პირობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ აფხაზ და ოს თანამოძმეებს, გამაღიზიანებელია რუსეთისთვის და ალბათ, ამ თვალსაზრისით მათი რეაქცია მცდარი, მაგრამ ლოგიკურია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.