“Why would you allow an attack like this on the United States?” -@megynkelly asks about US election meddling
— TODAY (@TODAYshow) March 9, 2018
“Nothing has changed since you and I talked last time in St. Petersburg. Some names have popped up. So what?” -Vladimir Putin pic.twitter.com/ZNufeXxZCW
"თქვენ დამისახელეთ ფიზიკური პირების ნაწილი, რომლებიც შესაძლოა რუსები ყოფილიყვნენ, და რა მერე? რუსები რომც იყვნენ, ისინი შესაძლოა ამერიკულ კომპანიებზე მუშაობდნენ. შეიძლება რომელიმე მათგანი, რომელიმე კანდიდატზე მუშაობდა. მე არაფერი ვიცი ამის შესახებ", - განაცხადა პუტინმა.
"ვიღაცების სახელები ამოტივტივდა. რა მოხდა მერე? ასეთი წარმატებით შეიძლება გამოქვეყნდეს ამერიკელების გვარები, რომლებიც აქ ზიან და ერევიან ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში", - დასძინა პუტინმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალი წაუყენეს.
ბრალდებულებს შორისაა რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ადამიანად მიიჩნევენ. პრიგოჟინს უკავშირებენ "ინტერნეტ-გამოძიებების სააგენტოს" - "ტროლების ფაბრიკას", რომლის თანამშრომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერ კომენტარებს წერენ.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი.
2 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სიტუაციის გამო სანქციების ვადა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.


